მოზაიკა
მსოფლიო

21

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 20:19-დან არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
პოლიტიკა
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს უთუოდ გამოიწვევს დაძაბულობას... მოვუწოდებ ხელისუფლებას, შეიკრიბოს უსაფრთხოების საბჭო" - პრეზიდენტის საგანგებო ბრიფინგი პუტინის გადაწყვეტილებაზე
"ეს უთუოდ გამოიწვევს დაძაბულობას... მოვუწოდებ ხელისუფლებას, შეიკრიბოს უსაფრთხოების საბჭო" - პრეზიდენტის საგანგებო ბრიფინგი პუტინის გადაწყვეტილებაზე

მო­ვუ­წო­დებ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას - დროა, თა­ვი­სი პო­ზი­ცია მკა­ფი­ოდ გა­მო­ა­ჩი­ნოს, დროა, შე­იკ­რი­ბოს უსაფრ­თხო­ე­ბის საბ­ჭო და გან­ხი­ლუ­ლი იყოს 3-თვი­ა­ნი ვი­ზე­ბის და­წე­სე­ბა, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, რი­თაც რუ­სე­თის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს­თან პირ­და­პი­რი ფრე­ნე­ბის აღ­დგე­ნა­სა და სა­ვი­ზო რე­ჟი­მის გა­უქ­მე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

მისი თქმით, რუ­სე­თის მხრი­დან ეს ნა­ბი­ჯი პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი, „უდ­როო და მი­უ­ღე­ბე­ლია“.

"დღეს ყვე­ლამ მო­ვის­მი­ნეთ მო­რი­გი რუ­სუ­ლი პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი გან­ცხა­დე­ბა. რას ემ­სა­ხუ­რე­ბა ეს პრო­ვო­კა­ცია - შე­საძ­ლე­ბე­ლია ერთი მხრივ ეს იყოს გა­და­ფარ­ვა თა­ვი­ან­თი მარ­ცხის, კრა­ხის, ბახ­მუ­ტში - არ ვიცი, რო­გორ უნდა და­ვა­ხა­სი­ა­თო, მაგ­რამ ვგუ­ლის­ხმობ იმას, რაც ხდე­ბა და სა­დაც ვერ ახერ­ხე­ბენ თა­ვი­ან­თი ძა­ლის გა­მო­ჩე­ნას. შე­საძ­ლოა, ეს იყოს პა­სუ­ხი ევ­რო­კავ­ში­რის მიერ გუ­შინ გა­ცხა­დე­ბუ­ლი სან­ქცი­ე­ბის მე-11 პა­კე­ტის მი­მართ.

ბევ­რი რამ შე­იძ­ლე­ბა იყოს, მაგ­რამ ჩვენ­თვის მთა­ვა­რია, რომ ეს არის პრო­ვო­კა­ცია ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­მოწ­ვე­ვის­თვის და ჩვენს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას დიდი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე აყე­ნებს. ეს უთუ­ოდ გა­მო­იწ­ვევს ერ­თგვარ და­ძა­ბუ­ლო­ბას, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში პარ­ტი­ებს შო­რის, თო­რემ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და­ძა­ბუ­ლო­ბას არ გა­მო­იწ­ვევს - გა­მო­იწ­ვევს რე­აქ­ცი­ას, რო­მელ­საც ძა­ლი­ან კარ­გად ეს­მის, რომ რუ­სე­თი ამ ნა­ბი­ჯებს დგამს თა­ვი­სი ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. სამ­წუ­ხა­როა, რომ ჩვენ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ჯერ ვერ გა­ი­გო, არ და­ფიქ­რდა ის­ტო­რი­ა­ზე და მა­გა­ლი­თებ­ზე, რაც არ­სე­ბობს, რომ რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა დათ­მო­ბებ­ზე დათ­მო­ბით არ პა­სუ­ხობს. პა­სუ­ხობს იმით, რაც უფრო გა­არ­თუ­ლებს მდგო­მა­რე­ო­ბას.

ეს არის მისი ქცე­ვის მუდ­მი­ვი მე­თო­დი და ამა­ზე უნდა და­ფიქ­რდეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბაა. ჩემი პო­ზი­ცია „ტვი­ტერ­ზე“ გა­მოვ­ხა­ტე. მი­მაჩ­ნია რომ უად­გი­ლოა, უდ­რო­ოა. ვი­ზე­ბის მოხ­სნა არ გვჭირ­დე­ბა, არც ფრე­ნე­ბის აღ­დგე­ნა, სა­ნამ რუ­სე­თი მთე­ლი მსოფ­ლი­ოს­თვის აგ­რე­სო­რია და ოკუ­პან­ტის ასე­თი ჟეს­ტი უდ­როო და მი­უ­ღე­ბე­ლია. მო­ვუ­წო­დებ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას - დროა, თა­ვი­სი პო­ზი­ცია მკა­ფი­ოდ გა­მო­ა­ჩი­ნოს. დროა, რომ რაც არა­ერ­თხელ მო­ვი­თხო­ვე - შე­იკ­რი­ბოს უსაფრ­თხო­ე­ბის საბ­ჭო, შე­იკ­რი­ბოს სა­ჯა­როდ და გან­ხი­ლუ­ლი იყოს 3-თვი­ა­ნი ვი­ზე­ბის და­წე­სე­ბა, რაც სა­ჭი­რო არის ჩვენ­თვის, თუნ­დაც შიდა გა­მოწ­ვე­ვე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე“, - გა­ნა­ცხა­და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

რუ­სეთ­მა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის სა­ვი­ზო რე­ჟი­მი გა­ა­უქ­მა. შე­სა­ბა­მი­სი გან­კარ­გუ­ლე­ბა რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა გა­მოს­ცა. პუ­ტი­ნის გან­კარ­გუ­ლე­ბის თა­ნახ­მად, სა­ვი­ზო რე­ჟი­მი 15 მა­ი­სი­დან გა­უქ­მდე­ბა. ამას­თან, ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა რუ­სუ­ლი ავი­ა­კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში ფრე­ნებ­ზე აკ­რძალ­ვაც მოხ­სნა.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 89 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
:)
0

გვარამია როგორ უცებ მიუხვდა რაც იყო

მათე
0

შეურაცხადი!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია დღეს გაიმართება
ავტორი:

"ეს უთუოდ გამოიწვევს დაძაბულობას... მოვუწოდებ ხელისუფლებას, შეიკრიბოს უსაფრთხოების საბჭო" - პრეზიდენტის საგანგებო ბრიფინგი პუტინის გადაწყვეტილებაზე

"ეს უთუოდ გამოიწვევს დაძაბულობას... მოვუწოდებ ხელისუფლებას, შეიკრიბოს უსაფრთხოების საბჭო" - პრეზიდენტის საგანგებო ბრიფინგი პუტინის გადაწყვეტილებაზე

მოვუწოდებ ხელისუფლებას - დროა, თავისი პოზიცია მკაფიოდ გამოაჩინოს, დროა, შეიკრიბოს უსაფრთხოების საბჭო და განხილული იყოს 3-თვიანი ვიზების დაწესება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რითაც რუსეთის მიერ საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენასა და სავიზო რეჟიმის გაუქმებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, რუსეთის მხრიდან ეს ნაბიჯი პროვოკაციული, „უდროო და მიუღებელია“.

"დღეს ყველამ მოვისმინეთ მორიგი რუსული პროვოკაციული განცხადება. რას ემსახურება ეს პროვოკაცია - შესაძლებელია ერთი მხრივ ეს იყოს გადაფარვა თავიანთი მარცხის, კრახის, ბახმუტში - არ ვიცი, როგორ უნდა დავახასიათო, მაგრამ ვგულისხმობ იმას, რაც ხდება და სადაც ვერ ახერხებენ თავიანთი ძალის გამოჩენას. შესაძლოა, ეს იყოს პასუხი ევროკავშირის მიერ გუშინ გაცხადებული სანქციების მე-11 პაკეტის მიმართ.

ბევრი რამ შეიძლება იყოს, მაგრამ ჩვენთვის მთავარია, რომ ეს არის პროვოკაცია ჩვენი საზოგადოების გამოწვევისთვის და ჩვენს ხელისუფლებას დიდი გამოწვევის წინაშე აყენებს. ეს უთუოდ გამოიწვევს ერთგვარ დაძაბულობას, ყოველ შემთხვევაში პარტიებს შორის, თორემ დარწმუნებული ვარ, საზოგადოებაში დაძაბულობას არ გამოიწვევს - გამოიწვევს რეაქციას, რომელსაც ძალიან კარგად ესმის, რომ რუსეთი ამ ნაბიჯებს დგამს თავისი ინტერესებიდან გამომდინარე. სამწუხაროა, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ჯერ ვერ გაიგო, არ დაფიქრდა ისტორიაზე და მაგალითებზე, რაც არსებობს, რომ რუსეთის ხელისუფლება დათმობებზე დათმობით არ პასუხობს. პასუხობს იმით, რაც უფრო გაართულებს მდგომარეობას.

ეს არის მისი ქცევის მუდმივი მეთოდი და ამაზე უნდა დაფიქრდეს ხელისუფლებაა. ჩემი პოზიცია „ტვიტერზე“ გამოვხატე. მიმაჩნია რომ უადგილოა, უდროოა. ვიზების მოხსნა არ გვჭირდება, არც ფრენების აღდგენა, სანამ რუსეთი მთელი მსოფლიოსთვის აგრესორია და ოკუპანტის ასეთი ჟესტი უდროო და მიუღებელია. მოვუწოდებ ხელისუფლებას - დროა, თავისი პოზიცია მკაფიოდ გამოაჩინოს. დროა, რომ რაც არაერთხელ მოვითხოვე - შეიკრიბოს უსაფრთხოების საბჭო, შეიკრიბოს საჯაროდ და განხილული იყოს 3-თვიანი ვიზების დაწესება, რაც საჭირო არის ჩვენთვის, თუნდაც შიდა გამოწვევებიდან გამომდინარე“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. შესაბამისი განკარგულება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოსცა. პუტინის განკარგულების თანახმად, სავიზო რეჟიმი 15 მაისიდან გაუქმდება. ამასთან, ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვაც მოხსნა.

წაიკითხეთ ასევე: