მუსიკოსმა დათო ევგენიძემ ცოტა ხნის წინ ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია სტამბოლში, კლინიკა BAU Medical Park Goztepe-ში გაიკეთა. დონორი მისი მეგობარი, მომღერალი გიორგი მახარაშვილი იყო. ოპერაცია 25 აპრილს ჩატარდა,12 საათი გაგრძელდა და როგორც ქირურგმა აღნიშნა, საკმაოდ რთული პროცესიც იყო. საბედნიეროდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა და ორივე მუსიკოსი თავს უკვე კარგად გრძნობს.
გიორგი მახარაშვილი კლინიკიდან რამდენიმე დღის წინ გაწერეს. მისი მეუღლე აქტიურად ავრცელებდა ინფორმაციას დათოს და გიორგის ჯანმრთელობის შესახებ.
"კარგი ამბავი მაქვს: დღეს მახარას გამოწერენ და 1 კვირაში დათოს. ყველაფერი კარგად აქვთ, მხოლოდ ტკივილები აწუხებთ", - დაწერა გიორგის კლინიკიდან გაწერის დღეს ლეკა მიქაძემ.
რაც შეეხება დათო ევგენიძეს, ოპერაციის შემდეგ მან პირველი პოსტი გამოაქვეყნა. როგორც ირკვევა, დღეს დათო უკვე კლინიკიდან გამოწერეს. მეუღლესთან გადაღებულ ფოტოს ის სოციალურ ქსელში ავრცელებს, წარწერით: "გამოგვწერეს".
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ🙏🙏🙏💖 უფალს ებარებოდეთ💖💖
უფალმა დაგლოცოს მახარ ამ სიკეთისთვის , მადლობა შენ მშობლებს ასეთი ღვთისნიერი და კარგი ადამიანი რომ აღგზარდეს. გამოჯანმრთელებას და ბევრ წარმატებას გისურვებთ შენ და დათოს , უფალი იყოს თქვენი მფარველი. თქვენ ხართ მეგობრობის მაგალითი !