პოლიტიკა
მსოფლიო

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მან სიცოცხლე მიუძღვნა იმას, რომ მსოფლიოს სიმართლე გაეგო" - 32 წლის ფრანგი ჟურნალისტი ბახმუტთან დაბომბვას ემსხვერპლა
"მან სიცოცხლე მიუძღვნა იმას, რომ მსოფლიოს სიმართლე გაეგო" - 32 წლის ფრანგი ჟურნალისტი ბახმუტთან დაბომბვას ემსხვერპლა

32 წლის ფრან­გი ჟურ­ნა­ლის­ტი აღ­მო­სავ­ლეთ უკ­რა­ი­ნის ომის ზო­ნა­ში მუ­შა­ო­ბის დროს და­ი­ღუ­პა. არ­მან სოლ­დი­ნი AFP-ის სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო­ში მუ­შა­ობ­და. ის ბახ­მუ­ტის მახ­ლობ­ლად და­ბომბვას ემსხვერ­პლა. ჟურ­ნა­ლის­ტთა ჯგუ­ფი უკ­რა­ი­ნე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის ჯგუფ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და, როცა მათ­ზე თავ­დას­ხმა და­ი­წყო. არ­მან სოლ­დი­ნი AFP-ის პირ­ვე­ლი გუნ­დის წევ­რი იყო, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნა­ში გა­სუ­ლი წლის თე­ბერ­ვალ­ში რუ­სე­თის შეჭ­რის შემ­დეგ გა­ემ­გზავ­რა და სექ­ტემ­ბრი­დან იქ ცხოვ­რობ­და.

საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტმა, ემა­ნუ­ელ მაკ­რონ­მა პა­ტი­ვი მი­ა­გო სოლ­დი­ნის ფრონ­ტის ხაზ­ზე მუ­შა­ო­ბას: "მისი ახ­ლობ­ლე­ბის და კო­ლე­გე­ბის ტკი­ვილს ვი­ზი­ა­რებთ",- და­წე­რა მან Twitter-ზე. AFP-ის თავ­მჯდო­მა­რემ, ფაბ­რის ფრის­მა თქვა, რომ სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო „გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია“ სოლ­დი­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბით და დას­ძი­ნა: "ეს ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თია იმ რის­კე­ბის და საფრ­თხე­ე­ბის, რომ­ლებ­საც უკ­რა­ი­ნა­ში კონ­ფლიქ­ტის გა­შუ­ქე­ბი­სას აწყდე­ბი­ან იქ მყო­ფი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი".

სოლ­დი­ნის ოჯახს და კო­ლე­გებს უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­მაც გა­მო­უ­ცხა­და სამ­ძი­მა­რი: "მან სი­ცო­ცხლე მი­უ­ძღვნა იმას, რომ მსოფ­ლი­ოს სი­მარ­თლე გა­ე­გო. მისი ის­ტო­რია მუ­დამ იცო­ცხლებს". ინ­ფორ­მა­ცი­ას თეთ­რი სახ­ლიც გა­მო­ეხ­მა­უ­რა და გა­ნა­ცხა­და, რომ "მსოფ­ლიო ვალ­შია იმ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან, რომ­ლებ­მაც რუ­სე­თის შე­მოჭ­რის სა­ში­ნე­ლე­ბებ­ზე გა­შუ­ქე­ბას შეს­წი­რეს სი­ცო­ცხლე".

სოლ­დი­ნი მე-15 ჟურ­ნა­ლის­ტია, რო­მე­ლიც 2022 წლის თე­ბერ­ვლის შემ­დეგ უკ­რა­ი­ნის ომის გა­შუ­ქე­ბი­სას და­ი­ღუ­პა, იტყო­ბი­ნე­ბა ჟურ­ნა­ლის­ტთა დაც­ვის კო­მი­ტე­ტი.

წყა­რო: bbc

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლია
0

ძალიან შემეცოდა... 

ლევანი
4

დაგიფასებს ზელენსკი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
MMA | მერაბ დვალიშვილი UFC-ის განახლებულ საერთო რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურდა - ტოპ 5-ში უკვე ორი ქართველია
ავტორი:

"მან სიცოცხლე მიუძღვნა იმას, რომ მსოფლიოს სიმართლე გაეგო" - 32 წლის ფრანგი ჟურნალისტი ბახმუტთან დაბომბვას ემსხვერპლა

"მან სიცოცხლე მიუძღვნა იმას, რომ მსოფლიოს სიმართლე გაეგო" - 32 წლის ფრანგი ჟურნალისტი ბახმუტთან დაბომბვას ემსხვერპლა

32 წლის ფრანგი ჟურნალისტი აღმოსავლეთ უკრაინის ომის ზონაში მუშაობის დროს დაიღუპა. არმან სოლდინი AFP-ის საინფორმაციო სააგენტოში მუშაობდა. ის ბახმუტის მახლობლად დაბომბვას ემსხვერპლა. ჟურნალისტთა ჯგუფი უკრაინელი ჯარისკაცების ჯგუფთან ერთად იმყოფებოდა, როცა მათზე თავდასხმა დაიწყო. არმან სოლდინი AFP-ის პირველი გუნდის წევრი იყო, რომელიც უკრაინაში გასული წლის თებერვალში რუსეთის შეჭრის შემდეგ გაემგზავრა და სექტემბრიდან იქ ცხოვრობდა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პატივი მიაგო სოლდინის ფრონტის ხაზზე მუშაობას: "მისი ახლობლების და კოლეგების ტკივილს ვიზიარებთ",- დაწერა მან Twitter-ზე. AFP-ის თავმჯდომარემ, ფაბრის ფრისმა თქვა, რომ საინფორმაციო სააგენტო „განადგურებულია“ სოლდინის გარდაცვალებით და დასძინა: "ეს ნათელი მაგალითია იმ რისკების და საფრთხეების, რომლებსაც უკრაინაში კონფლიქტის გაშუქებისას აწყდებიან იქ მყოფი ჟურნალისტები".

სოლდინის ოჯახს და კოლეგებს უკრაინის თავდაცვის სამინისტრომაც გამოუცხადა სამძიმარი: "მან სიცოცხლე მიუძღვნა იმას, რომ მსოფლიოს სიმართლე გაეგო. მისი ისტორია მუდამ იცოცხლებს". ინფორმაციას თეთრი სახლიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "მსოფლიო ვალშია იმ ჟურნალისტებთან, რომლებმაც რუსეთის შემოჭრის საშინელებებზე გაშუქებას შესწირეს სიცოცხლე".

სოლდინი მე-15 ჟურნალისტია, რომელიც 2022 წლის თებერვლის შემდეგ უკრაინის ომის გაშუქებისას დაიღუპა, იტყობინება ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა