სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაუმორჩილებელი ჰასბულა", რომელმაც "ცოტა წაითამაშა" - რატომ დააკავეს ცნობილი ბლოგერი დაღესტანში
"დაუმორჩილებელი ჰასბულა", რომელმაც "ცოტა წაითამაშა" - რატომ დააკავეს ცნობილი ბლოგერი დაღესტანში

გუ­შინ, 8 მა­ისს, მა­ხა­ჩყა­ლა­ში ცნო­ბი­ლი ბლო­გე­რი, ჰას­ბუ­ლა მა­გო­მე­დო­ვი და­ა­კა­ვეს. და­ღეს­ტნის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჰას­ბუ­ლამ, მე­გობ­რებ­თან ერ­თად, საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის წე­სე­ბი და­არ­ღვია, რის გა­მოც, სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მოძ­რა­ო­ბა შე­ფერ­ხდა.

უფრო ზუს­ტად კი - ჰას­ბუ­ლა მე­გობ­რებ­თან ერ­თად ქორ­წილ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. ქორ­წი­ლის სტუმ­რე­ბის ავ­ტო­კო­ლო­ნამ ზე­ი­მის დროს "სა­ქორ­წი­ლო დრიფ­ტი" მო­ა­წყო, რის გა­მოც ქუჩა გა­და­ი­კე­ტა. ერთ-ერთ ავ­ტო­მო­ბილ­ში ჰას­ბუ­ლა იჯდა.

პო­ლი­ცი­ამ ყვე­ლა მათ­გა­ნი გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნა და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის ოქ­მე­ბი შე­ად­გი­ნა, რის შემ­დე­გაც გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

"თა­ვი­სუ­ფა­ლი ემო­ცი­ე­ბის, რო­გორც ისი­ნი თავს მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ, ყვე­ლა წევ­რი და­კა­ვე­ბუ­ლია. და­ღეს­ტნის ში­ნა­გან სა­მი­ნის­ტროს სა­ხელ­მწი­ფო ავ­ტო­ინ­სპექ­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ოქ­მე­ბი შე­ად­გი­ნეს", - ნათ­ქვა­მია სა­მარ­თალ­დამ­ცველ­თა გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღეს კი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ჰას­ბუ­ლამ გან­ცხა­დე­ბა გა­მო­აქ­ვეყ­ნა და პი­რო­ბა დადო, რომ მა­ხა­ჩყა­ლის ქუ­ჩებ­ში აღარ "იდ­რიფ­ტა­ვებს“.

"გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ ცოტა ჰა­ი­პი გვჭირ­დე­ბო­და. შავი ჰა­ი­პიც ჰა­ი­პია. მსგავ­სი მეტ­ჯერ აღარ გან­მე­ორ­დე­ბა. ბო­დიშს ვიხ­დით. ცოტა წა­ვი­თა­მა­შეთ“, - და­წე­რა მა­გო­მე­დოვ­მა.

ცნო­ბის­თვის 20 წლის ჰას­ბუ­ლა პო­პუ­ლა­რულ სპორ­ტსმე­ნებ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პი­რია. სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში მას "ჰას­ბი­კას" სა­ხე­ლით იც­ნო­ბენ. ბლო­გე­რის ვი­დე­ო­ებს მი­ლი­ო­ნო­ბით ნახ­ვა აქვს. "ჰას­ბი­კას­თან" ერ­თად ვი­დე­ო­ებს ისე­თი ვარ­სკვლა­ვე­ბი იღე­ბენ, რო­გო­რე­ბიც არი­ან შა­კილ ო’ნილი, ჰა­ბიბ ნურ­მა­გო­მე­დო­ვი, ცნო­ბი­ლი შეფი სი­ზინ ბუ­რა­კი, UFC-ის მებ­რძო­ლე­ბი და ა.შ.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

ავ­ტო­რი: ანრი კურ­ტა­ნი­ძე

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
1

ჰასბიკა ვიცით და ეს ანრი კურტანიძე ვინაა?!

ლალი
28

წარმატებული ქართველები გაგვაცნოთ იქნებ, ხალხი ვინც რამეს აკეთებს, რამეს მიუღწევია. მახაჩყალის ჯუჯების გრიალი რა საინტერესოა?! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი სიქსტეს კაპელაში დღეს შეიკრიბება
ავტორი:

"დაუმორჩილებელი ჰასბულა", რომელმაც "ცოტა წაითამაშა" - რატომ დააკავეს ცნობილი ბლოგერი დაღესტანში

"დაუმორჩილებელი ჰასბულა", რომელმაც "ცოტა წაითამაშა" - რატომ დააკავეს ცნობილი ბლოგერი დაღესტანში

გუშინ, 8 მაისს, მახაჩყალაში ცნობილი ბლოგერი, ჰასბულა მაგომედოვი დააკავეს. დაღესტნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჰასბულამ, მეგობრებთან ერთად, საგზაო მოძრაობის წესები დაარღვია, რის გამოც, საავტომობილო მოძრაობა შეფერხდა.

უფრო ზუსტად კი - ჰასბულა მეგობრებთან ერთად ქორწილში იმყოფებოდა. ქორწილის სტუმრების ავტოკოლონამ ზეიმის დროს "საქორწილო დრიფტი" მოაწყო, რის გამოც ქუჩა გადაიკეტა. ერთ-ერთ ავტომობილში ჰასბულა იჯდა.

პოლიციამ ყველა მათგანი განყოფილებაში გადაიყვანა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები შეადგინა, რის შემდეგაც გაათავისუფლა.

"თავისუფალი ემოციების, როგორც ისინი თავს მოიხსენიებენ, ყველა წევრი დაკავებულია. დაღესტნის შინაგან სამინისტროს სახელმწიფო ავტოინსპექციის წარმომადგენლებმა ადმინისტრაციული ოქმები შეადგინეს", - ნათქვამია სამართალდამცველთა განცხადებაში.

დღეს კი სოციალურ ქსელებში ჰასბულამ განცხადება გამოაქვეყნა და პირობა დადო, რომ მახაჩყალის ქუჩებში აღარ "იდრიფტავებს“.

"გადავწყვიტეთ, რომ ცოტა ჰაიპი გვჭირდებოდა. შავი ჰაიპიც ჰაიპია. მსგავსი მეტჯერ აღარ განმეორდება. ბოდიშს ვიხდით. ცოტა წავითამაშეთ“, - დაწერა მაგომედოვმა.

ცნობისთვის 20 წლის ჰასბულა პოპულარულ სპორტსმენებთან დაახლოებული პირია. სოციალურ ქსელებში მას "ჰასბიკას" სახელით იცნობენ. ბლოგერის ვიდეოებს მილიონობით ნახვა აქვს. "ჰასბიკასთან" ერთად ვიდეოებს ისეთი ვარსკვლავები იღებენ, როგორებიც არიან შაკილ ო’ნილი, ჰაბიბ ნურმაგომედოვი, ცნობილი შეფი სიზინ ბურაკი, UFC-ის მებრძოლები და ა.შ.

წაიკითხეთ ასევე:

ავტორი: ანრი კურტანიძე