სამართალი
პოლიტიკა

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქოლ-ცენტრების“ საქმეზე ახალი გარემოებები ვლინდება... მთელი სახელმწიფო სისტემა ჩემი და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ ორკესტრირებულ შეტევაშია ჩართული" - ვაშაძე
"ქოლ-ცენტრების“ საქმეზე ახალი გარემოებები ვლინდება...  მთელი სახელმწიფო სისტემა ჩემი და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ ორკესტრირებულ შეტევაშია ჩართული" - ვაშაძე

„ქოლ-ცენ­ტრე­ბის“ იმი­ტი­რე­ბულ საქ­მე­ზე ახა­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბი ვლინ­დე­ბა, რაც იმას ადას­ტუ­რებს, რომ მთე­ლი სა­ხელ­მწი­ფო სის­ტე­მა ჩემი და ჩემი ოჯა­ხის წი­ნა­აღ­მდეგ ორ­კესტრი­რე­ბულ შე­ტე­ვა­სა და საქ­მის გა­ყალ­ბე­ბა­შია ჩარ­თუ­ლი, - ეს გან­ცხა­დე­ბა პარ­ლა­მენ­ტში „სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის" ლი­დერ­მა გი­ორ­გი ვა­შა­ძემ გა­ა­კე­თა.

ვა­შა­ძის მტკი­ცე­ბით, სა­ხელ­მწი­ფო სის­ტე­მა მო­ნა­ცე­მე­ბის გა­ყალ­ბე­ბის გზით "ქოლ - ცენ­ტრე­ბის" საქ­მე­ზე მისი და მისი ძმის სა­ხე­ლის და­კავ­ში­რე­ბას ცდი­ლობს.

ვა­შა­ძე ში­ნა­გან საქ­მე­თა და იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრებს მი­მარ­თავს და მათ­გან ითხოვს პა­სუხს კი­თხვებ­ზე, რო­დის და­ტო­ვა მი­ხე­ილ არა­ხა­მი­ამ სა­ქარ­თვე­ლო, რა­ტომ არის კომ­პა­ნი­ის სა­რე­გის­ტრა­ციო დო­კუ­მენ­ტებ­ში ყალ­ბი სა­ტე­ლე­ფო­ნო ნო­მე­რი მი­თი­თე­ბუ­ლი და რა­ტომ მოხ­და კომ­პა­ნი­ის ყალ­ბი მო­ნა­ცე­მე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე რე­გის­ტრა­ცია.

"ტვ პირ­ვე­ლის" გა­და­ცე­მა­ში მი­ხე­ილ არა­ხა­მი­ას მე­უღ­ლე ადას­ტუ­რებს, რომ მისი მე­უღ­ლე სა­ქარ­თვე­ლო­ში აღარ იმ­ყო­ფე­ბა. ეს ადა­მი­ა­ნი არის უმუ­შე­ვა­რი და მან სა­ქარ­თვე­ლო და­ტო­ვა, რაც თა­ვის­თა­ვად ქმნის ეჭვს, რომ ის ჯერ კი­დევ რე­გის­ტრა­ცი­ამ­დე გა­იყ­ვა­ნეს ქვეყ­ნი­დან და ამის შემ­დეგ ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ ბრალ­დე­ბის შე­თი­თხნა მოხ­და.

იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი აქვს კომ­პა­ნია მი­სა­მარ­თზე, რო­მე­ლიც მას აღარ ეკუთ­ვნის. სა­რე­გის­ტრა­ციო დო­კუ­მენ­ტებ­ში მე­სა­კუთ­რის თან­ხმო­ბა სა­ერ­თოდ არ იძებ­ნე­ბა. უფრო მე­ტიც, სა­რე­გის­ტრა­ციო დო­კუ­მენ­ტებ­ში მი­თი­თე­ბუ­ლია ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი, რო­მე­ლიც მას არ ეკუთ­ვნის და აღ­ნიშ­ნულ ნო­მერ­ზე სრუ­ლი­ად სხვა ადა­მი­ა­ნი პა­სუ­ხობს.

13 აპ­რილს იუს­ტი­ცი­ის სახ­ლში რე­გის­ტრირ­დე­ბა კომ­პა­ნია, რო­მელ­საც მი­სა­მარ­თი, სა­ვა­რა­უ­დოდ, არას­წო­რად აქვს მი­თი­თე­ბუ­ლი და მი­თი­თე­ბუ­ლი აქვს ტე­ლე­ფო­ნი, რო­მე­ლიც სა­ერ­თოდ სხვა პი­როვ­ნე­ბას ეკუთ­ვნის.

მივ­მარ­თავ შს მი­ნისტრს, გა­ა­სა­ჯა­რო­ოს თუ რო­დის და­ტო­ვა მი­ხე­ილ არა­ხა­მი­ამ სა­ქარ­თვე­ლო. მივ­მარ­თავ იუს­ტი­ცი­ის მი­ნისტრს, გა­ა­სა­ჯა­რო­ოს რა­ტომ მოხ­და აღ­ნიშ­ნუ­ლი კომ­პა­ნი­ის ყალბ მი­სა­მარ­თზე რე­გის­ტრა­ცია და რა­ტომ მოხ­და სა­რე­გის­ტრა­ციო დო­კუ­მენ­ტებ­ში ყალ­ბი ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი.

სწო­რედ ეს მი­უ­თი­თებს ორ­კესტრი­რე­ბულ შე­თი­თხნილ სქე­მა­ზე, რომ­ლის უკა­ნაც მთე­ლი სა­ხელ­მწი­ფო სის­ტე­მა დგას და რო­მე­ლიც სა­კუ­თარ პრო­პა­გან­დის­ტულ არ­ხებს ყალბ ინ­ფორ­მა­ცი­ას აწ­ვდის.

პირ­და­პირ ვამ­ბობ - სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის მიერ არა­ხა­მი­ას შერ­ჩე­ვა იმის გამო მოხ­და, რომ ჩემი გვა­რი და­ვით არა­ხა­მი­ას­თან და­ე­კავ­ში­რე­ბი­ნათ და ბრალ­დე­ბა შე­ე­თი­თხნათ. სა­ვა­რა­უ­დოდ, ეს სა­წყა­ლი უმუ­შე­ვა­რი ადა­მი­ა­ნი ფი­ნან­სუ­რად და­ა­ინ­ტე­რე­სეს, კომ­პა­ნია და­ა­რე­გის­ტრი­რე­ბი­ნეს და ქვეყ­ნი­დან გა­იყ­ვა­ნეს - ამ ყვე­ლაფ­რის უკან მთე­ლი სა­ხელ­მწი­ფო სის­ტე­მა დგას!

მე­გობ­რე­ბო, ყვე­ლა­ნი ამ და­ნა­შა­ულ­ზე პა­სუხს აგებთ! მე ამ საქ­მეს არ მო­ვეშ­ვე­ბი!" - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ვა­შა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
უაჰაჰააააა
0

ვაშაძე, შე სიმონა, მტრები გყავს მტრებიიი ვაჰაჰაჰაააააა!!!

ალექს
0

რეესტრი მისამართსაც და საკონტაქტო მონაცემებსაც განმცხადებლის სურვილით არეგისტრირებს, არ არის ვალდებული მათი სანდოობა შეამოწმოს , გინდა სიდედრისა ჩაწერე, ბიჯო რაც ამ ბიზნესის დაწყების სიმარტივეში გრანტები დაირტყით პირველად საქართველოში მაგ კანტორის შემქმნელებმა, აღარ გახსოვს, შენი პირმშოა ?! უჩივლე იუსტიციაში , მოადგილეც ხომ იყავი? იცი წესი და თუ რამე უკანონოა გაასწორებენ, სასამართლოც არის !

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"ქოლ-ცენტრების“ საქმეზე ახალი გარემოებები ვლინდება... მთელი სახელმწიფო სისტემა ჩემი და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ ორკესტრირებულ შეტევაშია ჩართული" - ვაშაძე

"ქოლ-ცენტრების“ საქმეზე ახალი გარემოებები ვლინდება...  მთელი სახელმწიფო სისტემა ჩემი და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ ორკესტრირებულ შეტევაშია ჩართული" - ვაშაძე

„ქოლ-ცენტრების“ იმიტირებულ საქმეზე ახალი გარემოებები ვლინდება, რაც იმას ადასტურებს, რომ მთელი სახელმწიფო სისტემა ჩემი და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ ორკესტრირებულ შეტევასა და საქმის გაყალბებაშია ჩართული, - ეს განცხადება პარლამენტში „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გააკეთა.

ვაშაძის მტკიცებით, სახელმწიფო სისტემა მონაცემების გაყალბების გზით "ქოლ - ცენტრების" საქმეზე მისი და მისი ძმის სახელის დაკავშირებას ცდილობს.

ვაშაძე შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრებს მიმართავს და მათგან ითხოვს პასუხს კითხვებზე, როდის დატოვა მიხეილ არახამიამ საქართველო, რატომ არის კომპანიის სარეგისტრაციო დოკუმენტებში ყალბი სატელეფონო ნომერი მითითებული და რატომ მოხდა კომპანიის ყალბი მონაცემების საფუძველზე რეგისტრაცია.

"ტვ პირველის" გადაცემაში მიხეილ არახამიას მეუღლე ადასტურებს, რომ მისი მეუღლე საქართველოში აღარ იმყოფება. ეს ადამიანი არის უმუშევარი და მან საქართველო დატოვა, რაც თავისთავად ქმნის ეჭვს, რომ ის ჯერ კიდევ რეგისტრაციამდე გაიყვანეს ქვეყნიდან და ამის შემდეგ ჩემს წინააღმდეგ ბრალდების შეთითხნა მოხდა.

იუსტიციის სამინისტროს რეგისტრირებული აქვს კომპანია მისამართზე, რომელიც მას აღარ ეკუთვნის. სარეგისტრაციო დოკუმენტებში მესაკუთრის თანხმობა საერთოდ არ იძებნება. უფრო მეტიც, სარეგისტრაციო დოკუმენტებში მითითებულია ტელეფონის ნომერი, რომელიც მას არ ეკუთვნის და აღნიშნულ ნომერზე სრულიად სხვა ადამიანი პასუხობს.

13 აპრილს იუსტიციის სახლში რეგისტრირდება კომპანია, რომელსაც მისამართი, სავარაუდოდ, არასწორად აქვს მითითებული და მითითებული აქვს ტელეფონი, რომელიც საერთოდ სხვა პიროვნებას ეკუთვნის.

მივმართავ შს მინისტრს, გაასაჯაროოს თუ როდის დატოვა მიხეილ არახამიამ საქართველო. მივმართავ იუსტიციის მინისტრს, გაასაჯაროოს რატომ მოხდა აღნიშნული კომპანიის ყალბ მისამართზე რეგისტრაცია და რატომ მოხდა სარეგისტრაციო დოკუმენტებში ყალბი ტელეფონის ნომერი.

სწორედ ეს მიუთითებს ორკესტრირებულ შეთითხნილ სქემაზე, რომლის უკანაც მთელი სახელმწიფო სისტემა დგას და რომელიც საკუთარ პროპაგანდისტულ არხებს ყალბ ინფორმაციას აწვდის.

პირდაპირ ვამბობ - სპეცსამსახურების მიერ არახამიას შერჩევა იმის გამო მოხდა, რომ ჩემი გვარი დავით არახამიასთან დაეკავშირებინათ და ბრალდება შეეთითხნათ. სავარაუდოდ, ეს საწყალი უმუშევარი ადამიანი ფინანსურად დააინტერესეს, კომპანია დაარეგისტრირებინეს და ქვეყნიდან გაიყვანეს - ამ ყველაფრის უკან მთელი სახელმწიფო სისტემა დგას!

მეგობრებო, ყველანი ამ დანაშაულზე პასუხს აგებთ! მე ამ საქმეს არ მოვეშვები!" - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.