მსოფლიო
მოზაიკა

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვფიქრობ, ყველა ვთანხმდებით, რომ ჩვენმა ბიჭმა, ვიქტორ ოსიმენმა მოიპოვა გვირგვინი, როგორც სერია ა-ს ახალმა მეფემ" - რას წერს ნიგერიის პრეზიდენტი
"ვფიქრობ, ყველა ვთანხმდებით, რომ ჩვენმა ბიჭმა, ვიქტორ ოსიმენმა მოიპოვა გვირგვინი, როგორც სერია ა-ს ახალმა მეფემ" - რას წერს ნიგერიის პრეზიდენტი

ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ა­სა და ვიქ­ტორ ოსი­მე­ნის შე­სა­ნიშ­ნავ­მა დუ­ეტ­მა, მო­ე­დან­ზე მათ­მა ურ­თი­ერ­თგა­გე­ბამ, თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბი­სა და მწვრთნე­ლის ძა­ლის­ხმე­ვას­თან ერ­თად, "ნა­პო­ლის" სკუ­დე­ტო მო­ა­გე­ბი­ნა.

ყვე­ლა თან­ხმდე­ბა, რომ ხვი­ჩა და ვიქ­ტო­რი ნე­ა­პო­ლუ­რი კლუ­ბის მიმ­დი­ნა­რე სე­ზონ­ში გა­დამ­წყვე­ტი მო­თა­მა­შე­ე­ბი იყ­ვნენ.

თუმ­ცა სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში იტა­ლი­ის სე­რია A-ს მიერ "კვა­რას" შე­სა­ხებ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ­მა პოს­ტე­რებ­მა ვიქ­ტო­რის თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბი, ნი­გე­რი­ე­ლე­ბი გა­ა­ნა­წყე­ნა. სე­რია A-მ რამ­დე­ნი­მე ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც ხვი­ჩა ვიქ­ტორ­ზე უპი­რა­ტე­სად არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ერთ ფო­ტო­ზე კვა­რა­ცხე­ლია სა­მე­ფო ტახ­ტზე ზის ჩემ­პი­ო­ნის თა­სის გვერ­დით, სა­მე­ფო გვირ­გვინს კი ლე­გენ­და­რუ­ლი დი­ე­გო არ­მან­დო მა­რა­დო­ნა ად­გამს თავ­ზე.

კი­დევ ერთ პოს­ტერ­ზე კი ხვი­ჩა წინ მი­ა­ბი­ჯებს, მის უკან კი "ნა­პო­ლის" კა­პი­ტანს, ჯო­ვა­ნი დი ლო­რენ­ცო­სა და ვიქ­ტორ ოსი­მენს ვხე­დავთ.

ნი­გე­რი­ე­ლებ­მა კვა­რა­ცხე­ლი­ა­სა და ოსი­მე­ნის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში "ომი" გა­ა­ჩა­ღეს. წე­რენ, რომ სე­რია A-ს მე­ფის გვირ­გვი­ნი არა კვა­რა­ცხე­ლი­ას, არა­მედ ვიქ­ტორ ოსი­მენს ეკუთ­ვნის. მათი უმე­ტე­სო­ბის აზ­რით, "ოსი­მენს ჩაგ­რა­ვენ რა­სის­ტუ­ლი მო­ტი­ვე­ბით."

ამ ერ­თგვა­რი კო­რო­ნა­ცი­ის თე­მას, ნი­გე­რი­ის პრე­ზი­დენ­ტი, ბოლა აჰ­მედ ტი­ნა­ბუც ეხ­მი­ა­ნე­ბა. მისი პოს­ტი შე­და­რე­ბით დიპ­ლო­მა­ტი­უ­რია, თუმ­ცა მა­ინც ერ­თგვა­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბაა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მიმ­დი­ნა­რე და­ვის.

"ვფიქ­რობ, ყვე­ლა ვთან­ხმდე­ბით, რომ იტა­ლი­ა­ში კი­დევ ერთი კო­რო­ნა­ცია იყო, სა­დაც ჩვენ­მა ბიჭ­მა, ვიქ­ტორ ოსი­მენ­მა მო­ი­პო­ვა გვირ­გვი­ნი, რო­გორც სე­რია ა-ს ახალ­მა მე­ფემ. ვიქ­ტორ­მა გა­აგ­რძე­ლა ნი­გე­რი­ის სა­ფეხ­ბურ­თო ბრწყინ­ვა­ლე­ბის ტრა­დი­ცია ფეხ­ბურ­თის გლო­ბა­ლურ არე­ნა­ზე. ჩვენ ყვე­ლა­ნი მი­სით ვა­მა­ყობთ და წარ­მა­ტე­ბებს ვუ­სურ­ვებთ კა­რი­ე­რა­ში, რო­მე­ლიც უკვე შე­სა­ნიშ­ნა­ვია", - წერს "ტვი­ტე­რის" ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე ტი­ნა­ბუ.

ცნო­ბის­თვის, ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ამ სე­რია A-ს მიმ­დი­ნა­რე სე­ზონ­ში 12 გოლი გა­ი­ტა­ნა და 13 სა­გო­ლე გა­და­ცე­მა გა­ა­კე­თა, რაც შე­ე­ხე­ბა ვიქ­ტორ ოსი­მენს, მის ან­გა­რიშ­ზე 23 გოლი და 5 სა­გო­ლე გა­და­ცე­მაა.

მკითხველის კომენტარები / 48 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინი
6

ძალიან მიხარია ხვიჩას წარმატება, ხალხო, ფეხბურთის რამე გესმით?! რა მეფე რის მეფე, ასე სუბიექტურები არ შეიძლება ვიყოთ, მე ვთვლი რომ ერთი ჩვეულებრივი კარგი ფეხბურთელია, არ ჩამქილოთ, რაღაც ხდება და ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება ოქროს ბურთის ნომინაციაში მისი წარდგენა, როცა მაგაზე კარგი ფეხბურთელები ვერ ხვდებიან?! არ მესმის, დე ბრუინის, ნათანაკეს, ბენზემას მბაპეს მესის და ბევრი სხვა ფეხბურთელის გვერდით დავაყენოთ, ასე თამასა რომ აუწიეს მერე რას იზავს არავინ იცის, ფეხბურთელობას დროი გამოცდა სჭირდება, ბოდიში ფანატებს

saso
2

არც კვარაა მეფე და არც ოსიმენი. ჯერ-ჯერობით ორივე კარგი ფეხბურთელია, რომელთაც აქვთ პოტენციალი დიდი ფეხბურთელები გახდნენ. დიდი ფეხბურთელები ბერნაბეუზე ვნახეთ სამშაბათს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა
ავტორი:

"ვფიქრობ, ყველა ვთანხმდებით, რომ ჩვენმა ბიჭმა, ვიქტორ ოსიმენმა მოიპოვა გვირგვინი, როგორც სერია ა-ს ახალმა მეფემ" - რას წერს ნიგერიის პრეზიდენტი

"ვფიქრობ, ყველა ვთანხმდებით, რომ ჩვენმა ბიჭმა, ვიქტორ ოსიმენმა მოიპოვა გვირგვინი, როგორც სერია ა-ს ახალმა მეფემ" - რას წერს ნიგერიის პრეზიდენტი

ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის შესანიშნავმა დუეტმა, მოედანზე მათმა ურთიერთგაგებამ, თანაგუნდელებისა და მწვრთნელის ძალისხმევასთან ერთად, "ნაპოლის" სკუდეტო მოაგებინა.

ყველა თანხმდება, რომ ხვიჩა და ვიქტორი ნეაპოლური კლუბის მიმდინარე სეზონში გადამწყვეტი მოთამაშეები იყვნენ.

თუმცა სოციალურ ქსელებში იტალიის სერია A-ს მიერ "კვარას" შესახებ გამოქვეყნებულმა პოსტერებმა ვიქტორის თანამემამულეები, ნიგერიელები გაანაწყენა. სერია A-მ რამდენიმე ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ხვიჩა ვიქტორზე უპირატესად არის წარმოდგენილი. ერთ ფოტოზე კვარაცხელია სამეფო ტახტზე ზის ჩემპიონის თასის გვერდით, სამეფო გვირგვინს კი ლეგენდარული დიეგო არმანდო მარადონა ადგამს თავზე.

კიდევ ერთ პოსტერზე კი ხვიჩა წინ მიაბიჯებს, მის უკან კი "ნაპოლის" კაპიტანს, ჯოვანი დი ლორენცოსა და ვიქტორ ოსიმენს ვხედავთ.

ნიგერიელებმა კვარაცხელიასა და ოსიმენის შესახებ სოციალურ ქსელში "ომი" გააჩაღეს. წერენ, რომ სერია A-ს მეფის გვირგვინი არა კვარაცხელიას, არამედ ვიქტორ ოსიმენს ეკუთვნის. მათი უმეტესობის აზრით, "ოსიმენს ჩაგრავენ რასისტული მოტივებით."

ამ ერთგვარი კორონაციის თემას, ნიგერიის პრეზიდენტი, ბოლა აჰმედ ტინაბუც ეხმიანება. მისი პოსტი შედარებით დიპლომატიურია, თუმცა მაინც ერთგვარი გამოხმაურებაა სოციალურ ქსელში მიმდინარე დავის.

"ვფიქრობ, ყველა ვთანხმდებით, რომ იტალიაში კიდევ ერთი კორონაცია იყო, სადაც ჩვენმა ბიჭმა, ვიქტორ ოსიმენმა მოიპოვა გვირგვინი, როგორც სერია ა-ს ახალმა მეფემ. ვიქტორმა გააგრძელა ნიგერიის საფეხბურთო ბრწყინვალების ტრადიცია ფეხბურთის გლობალურ არენაზე. ჩვენ ყველანი მისით ვამაყობთ და წარმატებებს ვუსურვებთ კარიერაში, რომელიც უკვე შესანიშნავია", - წერს "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე ტინაბუ.

<blockquote class="twitter-tweet"><p lang="en" dir="ltr">I think we can all agree that there was another coronation in Italy where our son, Victor Osimhen, claimed the crown as the new King of Serie A! The real deal, or idán gangan as younger folks may describe him; Victor has continued the fine tradition of Nigeria’s footballing… <a href="https://t.co/wWGxmpaEHG">pic.twitter.com/wWGxmpaEHG</a></p>&mdash; Bola Ahmed Tinubu (@officialABAT) <a href="https://twitter.com/officialABAT/status/1655223991487848449?ref_src=twsrc%5Etfw">May 7, 2023</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>

ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ს მიმდინარე სეზონში 12 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა გააკეთა, რაც შეეხება ვიქტორ ოსიმენს, მის ანგარიშზე 23 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.