მოზაიკა
მსოფლიო

21

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 20:19-დან არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
პოლიტიკა
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როცა ბადრი ესებუა ჯარში მსახურობდა, ასათიანზე იყო გადაყვანილი... ჩანაწერები რომ არსებობდა, ვიცოდით" - რას აცხადებენ პროკურორი და ადვოკატი ესებუას ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე?
"როცა ბადრი ესებუა ჯარში მსახურობდა, ასათიანზე იყო გადაყვანილი... ჩანაწერები რომ არსებობდა, ვიცოდით"  - რას აცხადებენ პროკურორი და ადვოკატი ესებუას ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე?

ზუგ­დი­დის რა­ი­ო­ნულ სა­სა­მარ­თლო­ში "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ და­ყა­ჩა­ღე­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ბად­რი ესე­ბუ­ას საქ­მის არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს. რო­გორც საქ­მის პრო­კუ­რორ­მა დი­მიტ­რი ხვი­ტი­ამ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­ნა­ცხა­და, ბად­რი ესე­ბუა 2009 წლის 27 მა­ი­სი­დან 1 ივ­ნი­სამ­დე მი­ხე­ილ ასა­თი­ა­ნის სა­ხე­ლო­ბის ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის ცენ­ტრში სტა­ცი­ო­ნა­რულ მკურ­ნა­ლო­ბას გა­დი­ო­და.

მი­სი­ვე თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ესე­ბუ­ამ ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს თა­ვად მი­ა­წო­და. ამას­თან, პრო­კუ­რო­რის გან­ცხა­დე­ბით, ესე­ბუა 2008 წლი­დან დღემ­დე აყ­ვა­ნი­ლია ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ულ აღ­რი­ცხვა­ზე ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და ნარ­კო­მა­ნი­ის პრე­ვენ­ცი­ის ცენ­ტრში.

ბრალ­დე­ბის მხა­რემ ამ გა­რე­მო­ე­ბის საქ­მე­ზე დარ­თვა მო­ი­თხო­ვა და შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და­ა­ყე­ნა ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და ნარ­კო­მა­ნი­ის პრე­ვენ­ცი­ის ცენ­ტრი­დან ესე­ბუ­ას სა­მე­დი­ცი­ნო დო­კუ­მენ­ტე­ბის ამო­ღე­ბის მიზ­ნით გან­ჩი­ნე­ბის გა­ცე­მის თა­ო­ბა­ზე, რაც მო­სა­მარ­თლემ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა.

აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე გან­ჩი­ნე­ბის გა­ცე­მას დაც­ვის მხა­რეც და­ე­თან­ხმა.

"როცა ბად­რი ესე­ბუა ჯარ­ში მსა­ხუ­რობ­და, ასა­თი­ან­ზე იყო გა­დაყ­ვა­ნი­ლი და ჩა­ნა­წე­რე­ბი რომ არ­სე­ბობ­და ვი­ცო­დით. რა თქმა უნდა, ეს მი­თხრა ჩემი დაც­ვის ქვეშ მყოფ­მა. ბრალ­დე­ბუ­ლი ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით აქამ­დე არც და­უ­კი­თხი­ათ და არც სა­მე­დი­ცი­ნო დო­კუ­მენ­ტე­ბი მო­უ­თხო­ვი­ათ, ახლა ითხო­ვენ მო­პო­ვე­ბას და ჩვენ თა­ნახ­მა ვართ“, - გა­ნა­ცხა­და ესე­ბუ­ას ად­ვო­კატ­მა იო­სებ ჯა­ნა­ში­ამ.

სა­სა­მარ­თლო პრო­ცესს ბრალ­დე­ბუ­ლი ბად­რი ესე­ბუ­აც ეს­წრე­ბო­და, რო­მელ­საც უკვე ჩა­უ­ტარ­და ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი ექ­სპერ­ტი­ზა.

შე­გახ­სე­ნებთ, ბად­რი ესე­ბუ­ას ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­სა და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბის გამო 4 წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა უკვე მი­ე­სა­ჯა. საქ­მე ეხე­ბა 2023 წლის 8 თე­ბერ­ვალს, ჯი­ხაშ­კარ­ში, ესე­ბუ­ას და­კა­ვე­ბის დროს აღ­მო­ჩე­ნილ ია­რაღს. აღ­ნიშ­ნულ ეპი­ზოდ­ზე ბრალს აღი­ა­რებს და­კა­ვე­ბუ­ლიც. "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ ძარ­ცვის საქ­მე­ზე კი, ესე­ბუა ბრალს ამ დრომ­დე არ აღი­ა­რებს.

ცნო­ბის­თვის, გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ზუგ­დიდ­ში, "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ შე­ნო­ბა­ში 2020 წლის 21 ოქ­ტომ­ბერს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ბად­რი ესე­ბუა შე­იჭ­რა. მას მძევ­ლად 40-ზე მეტი მო­ქა­ლა­ქე ჰყავ­და აყ­ვა­ნი­ლი და მათი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ 500 ათას აშშ დო­ლარს და უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ებს ითხოვ­და. თან­ხის გა­და­ცე­მის შემ­დეგ თავ­დამ­სხმელ­მა გაქ­ცე­ვა მო­ა­ხერ­ხა. ბად­რი ესე­ბუა მიმ­დი­ნა­რე წლის 8 თე­ბერ­ვალს და­ა­კა­ვეს.

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
tsiko
0

ჩამოყალიბდით რა... გიჟია თუ ეგ არ იყო? იქნებ მაგ ფორმით გააცოცხლეთ ნახ. მლნ, ა? ეხლაც ნაცსექტის ხელწერა? თვალპაჭუნა ყოფილი მინისტრის მფარველობაა?

მსაჯული
1

ფსიქიური პრობლემების მქონე პირი თავდაცვის სამინისტროში მსახურობდა? მასე ამოწმებენ პირებს, ვისაც იარაღი უნდა გადასცენ? 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია დღეს გაიმართება
ავტორი:

"როცა ბადრი ესებუა ჯარში მსახურობდა, ასათიანზე იყო გადაყვანილი... ჩანაწერები რომ არსებობდა, ვიცოდით" - რას აცხადებენ პროკურორი და ადვოკატი ესებუას ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე?

"როცა ბადრი ესებუა ჯარში მსახურობდა, ასათიანზე იყო გადაყვანილი... ჩანაწერები რომ არსებობდა, ვიცოდით"  - რას აცხადებენ პროკურორი და ადვოკატი ესებუას ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე?

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ,,საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში ბრალდებული ბადრი ესებუას საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს. როგორც საქმის პროკურორმა დიმიტრი ხვიტიამ სასამართლო პროცესზე განაცხადა, ბადრი ესებუა 2009 წლის 27 მაისიდან 1 ივნისამდე მიხეილ ასათიანის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში სტაციონარულ მკურნალობას გადიოდა.

მისივე თქმით, აღნიშნული ინფორმაცია ესებუამ ფსიქიატრიული დაწესებულების წარმომადგენლებს თავად მიაწოდა. ამასთან, პროკურორის განცხადებით, ესებუა 2008 წლიდან დღემდე აყვანილია ამბულატორიულ აღრიცხვაზე ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში.

ბრალდების მხარემ ამ გარემოების საქმეზე დართვა მოითხოვა და შუამდგომლობა დააყენა ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიდან ესებუას სამედიცინო დოკუმენტების ამოღების მიზნით განჩინების გაცემის თაობაზე, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.

აღნიშნულ საკითხზე განჩინების გაცემას დაცვის მხარეც დაეთანხმა.

"როცა ბადრი ესებუა ჯარში მსახურობდა, ასათიანზე იყო გადაყვანილი და ჩანაწერები რომ არსებობდა ვიცოდით. რა თქმა უნდა, ეს მითხრა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა. ბრალდებული ამ საკითხთან დაკავშირებით აქამდე არც დაუკითხიათ და არც სამედიცინო დოკუმენტები მოუთხოვიათ, ახლა ითხოვენ მოპოვებას და ჩვენ თანახმა ვართ“, - განაცხადა ესებუას ადვოკატმა იოსებ ჯანაშიამ.

სასამართლო პროცესს ბრალდებული ბადრი ესებუაც ესწრებოდა, რომელსაც უკვე ჩაუტარდა ფსიქიატრიული ექსპერტიზა.

შეგახსენებთ, ბადრი ესებუას ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების გამო 4 წლიანი პატიმრობა უკვე მიესაჯა. საქმე ეხება 2023 წლის 8 თებერვალს, ჯიხაშკარში, ესებუას დაკავების დროს აღმოჩენილ იარაღს. აღნიშნულ ეპიზოდზე ბრალს აღიარებს დაკავებულიც. "საქართველოს ბანკის“ ძარცვის საქმეზე კი, ესებუა ბრალს ამ დრომდე არ აღიარებს.

ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის“ შენობაში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიარაღებული ბადრი ესებუა შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. ბადრი ესებუა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დააკავეს.

ასევე იხილეთ: