პოლიტიკა
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბადრი ესებუას მშობლებმა სასამართლოზე განაცხადეს, რომ "საქართველოს ბანკის" დაყაჩაღების დღეს, მათი შვილი მთელი დღის განმავლობაში სახლში იყო
ბადრი ესებუას მშობლებმა სასამართლოზე განაცხადეს, რომ "საქართველოს ბანკის" დაყაჩაღების დღეს, მათი შვილი მთელი დღის განმავლობაში სახლში იყო

ზუგ­დი­დის რა­ი­ო­ნულ სა­სა­მარ­თლო­ში "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ და­ყა­ჩა­ღე­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ბად­რი ესე­ბუ­ას საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბის მხა­რემ ესე­ბუ­ას მშობ­ლე­ბი ნინო ჯი­ქია და ტა­რი­ელ ესე­ბუა გა­მო­კი­თხა.

ორი­ვე მათ­გან­მა დე­ტა­ლუ­რად გა­იხ­სე­ნა 2020 წლის 21 ოქ­ტომ­ბე­რი.

ნინო ჯი­ქი­ამ და ტა­რი­ელ ესე­ბუ­ამ სა­სა­მარ­თლო­ში გა­ნა­ცხა­დეს, რომ 2020 წლის 21 ოქ­ტომ­ბერს მათი შვი­ლი, ბად­რი ესე­ბუა მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სახ­ლში იმ­ყო­ფე­ბო­და.

ესე­ბუ­ას დე­დის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბად­რი მა­მას სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ებ­ში ეხ­მა­რე­ბო­და, რა­საც მი­სი­ვე თქმით, ოჯა­ხის სხვა წევ­რე­ბიც და­ა­დას­ტუ­რე­ბენ.

რო­გორც ესე­ბუ­ას მშობ­ლებ­მა სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­დეს, ბად­რი ესე­ბუა სახ­ლი­დან 23 ოქ­ტომ­ბერს, ნა­შუ­ა­დღევს გა­ვი­და და ის სამ­კურ­ნა­ლოდ თბი­ლის­ში მი­დი­ო­და.

მა­თი­ვე თქმით, შვი­ლი 23 ოქ­ტომ­ბრი­დან და­კა­ვე­ბის დღემ­დე არ უნა­ხავთ.

სხდო­მა­ზე გა­მომ­ძი­ებ­ლის­თვის მი­ცე­მუ­ლი ჩვე­ნე­ბა წა­ი­კი­თხა პრო­კუ­რორ­მა მი­რან­და წე­რე­თელ­მა.

ჩვე­ნე­ბა­ში ესე­ბუ­ას დედა წერს, რომ ბად­რი ესე­ბუა სახ­ლი­დან 2020 წლის 21 ოქ­ტომ­ბერს გა­ვი­და და და­ი­ბა­რა, რომ სამ­კურ­ნა­ლოდ თბი­ლის­ში მი­დი­ო­და, გა­სამ­გზავ­რე­ბე­ლი ფული კი მას ძმამ, ბი­ძი­ნამ მის­ცა.

ჯი­ქი­ას პო­ლი­ცი­ის­თვის მი­ცე­მუ­ლი ჩვე­ნე­ბის თა­ნახ­მად, ესე­ბუა სახ­ლში 23 ოქ­ტომ­ბერს, დღის სა­ა­თებ­ში დაბ­რუნ­და, მა­ი­სუ­რი გა­მო­იც­ვა­ლა, სა­ძი­ლე ტო­მა­რა წა­ი­ღო და სახ­ლი და­ტო­ვა.

ჩვე­ნე­ბებს შო­რის უზუს­ტო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ესე­ბუ­ას მშობ­ლებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ ჩვე­ნე­ბას ხელი წა­უ­კი­თხა­ვად მო­ა­წე­რეს. ესე­ბუ­ას დე­დამ აღ­ნიშ­ნა, რომ ჩხრე­კის ოქმს ხელი ისე მო­ა­წე­რა, რომ არ წა­უ­კი­თხავს, რად­გან თავს ცუ­დად გრძნობ­და.

შე­გახ­სე­ნებთ, ბად­რი ესე­ბუ­ას ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­სა და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბის გამო 4 წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა უკვე მი­ე­სა­ჯა. საქ­მე ეხე­ბა 2023 წლის 8 თე­ბერ­ვალს, ჯი­ხაშ­კარ­ში, ესე­ბუ­ას და­კა­ვე­ბის დროს აღ­მო­ჩე­ნილ ია­რაღს. ბრალს აღი­ა­რებს და­კა­ვე­ბუ­ლიც. "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ ძარ­ცვის საქ­მე­ზე კი, ესე­ბუა ბრალს ამ დრომ­დე არ აღი­ა­რებს.

ცნო­ბის­თვის, გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ზუგ­დიდ­ში, "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ შე­ნო­ბა­ში 2020 წლის 21 ოქ­ტომ­ბერს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ბად­რი ესე­ბუა შე­იჭ­რა. მას მძევ­ლად 40-ზე მეტი მო­ქა­ლა­ქე ჰყავ­და აყ­ვა­ნი­ლი და მათი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ 500 ათას აშშ დო­ლარს და უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ებს ითხოვ­და. თან­ხის გა­და­ცე­მის შემ­დეგ თავ­დამ­სხმელ­მა გაქ­ცე­ვა მო­ა­ხერ­ხა. ბად­რი ესე­ბუა მიმ­დი­ნა­რე წლის 8 თე­ბერ­ვალს და­ა­კა­ვეს. აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ტე­რო­რის­ტულ აქტს, მძევ­ლად ხელ­ში ჩაგ­დე­ბას ტე­რო­რის­ტუ­ლი მიზ­ნით და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნოდ შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გურამ ჯინორია
0

ეს კაცი არი იყო რო მოთქვამდა შვილო თუ შენი გაკეთებულია გამოჩნდიო?!))) 

dato
3

ვახ,საღოლ მაგარი ადვოკატი ჰყოლია ამას! თუ არაფერი შეხება საქმესთან არ ჰქონია, თავისი ფეხით უნდა მისულიყო პოლიციაში და საკუთარი სიმართლე ალიბით დაემტკიცებინა. ეს კი დაითესა და 2 წელი სახლში არ მისულა, არც წასვლისას უთქვამს რომ დიდი ხნით მიდიოდა. ბოლოს ჯიხაშკარში აკავებენ იარღით. რადგან ნიღაბი ეკეთა, ამიტომ ეგ ესებუა კიარა, “ფირალი დავლაძე“ იყო.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

ბადრი ესებუას მშობლებმა სასამართლოზე განაცხადეს, რომ "საქართველოს ბანკის" დაყაჩაღების დღეს, მათი შვილი მთელი დღის განმავლობაში სახლში იყო

ბადრი ესებუას მშობლებმა სასამართლოზე განაცხადეს, რომ "საქართველოს ბანკის" დაყაჩაღების დღეს, მათი შვილი მთელი დღის განმავლობაში სახლში იყო

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში "საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში ბრალდებული ბადრი ესებუას საქმეზე ბრალდების მხარემ ესებუას მშობლები ნინო ჯიქია და ტარიელ ესებუა გამოკითხა.

ორივე მათგანმა დეტალურად გაიხსენა 2020 წლის 21 ოქტომბერი.

ნინო ჯიქიამ და ტარიელ ესებუამ სასამართლოში განაცხადეს, რომ 2020 წლის 21 ოქტომბერს მათი შვილი, ბადრი ესებუა მთელი დღის განმავლობაში სახლში იმყოფებოდა.

ესებუას დედის ინფორმაციით, ბადრი მამას საოჯახო საქმეებში ეხმარებოდა, რასაც მისივე თქმით, ოჯახის სხვა წევრებიც დაადასტურებენ.

როგორც ესებუას მშობლებმა სასამართლო სხდომაზე განაცხადეს, ბადრი ესებუა სახლიდან 23 ოქტომბერს, ნაშუადღევს გავიდა და ის სამკურნალოდ თბილისში მიდიოდა.

მათივე თქმით, შვილი 23 ოქტომბრიდან დაკავების დღემდე არ უნახავთ.

სხდომაზე გამომძიებლისთვის მიცემული ჩვენება წაიკითხა პროკურორმა მირანდა წერეთელმა.

ჩვენებაში ესებუას დედა წერს, რომ ბადრი ესებუა სახლიდან 2020 წლის 21 ოქტომბერს გავიდა და დაიბარა, რომ სამკურნალოდ თბილისში მიდიოდა, გასამგზავრებელი ფული კი მას ძმამ, ბიძინამ მისცა.

ჯიქიას პოლიციისთვის მიცემული ჩვენების თანახმად, ესებუა სახლში 23 ოქტომბერს, დღის საათებში დაბრუნდა, მაისური გამოიცვალა, საძილე ტომარა წაიღო და სახლი დატოვა.

ჩვენებებს შორის უზუსტობასთან დაკავშირებით ესებუას მშობლებმა განაცხადეს, რომ ჩვენებას ხელი წაუკითხავად მოაწერეს. ესებუას დედამ აღნიშნა, რომ ჩხრეკის ოქმს ხელი ისე მოაწერა, რომ არ წაუკითხავს, რადგან თავს ცუდად გრძნობდა.

შეგახსენებთ, ბადრი ესებუას ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების გამო 4 წლიანი პატიმრობა უკვე მიესაჯა. საქმე ეხება 2023 წლის 8 თებერვალს, ჯიხაშკარში, ესებუას დაკავების დროს აღმოჩენილ იარაღს. ბრალს აღიარებს დაკავებულიც. "საქართველოს ბანკის“ ძარცვის საქმეზე კი, ესებუა ბრალს ამ დრომდე არ აღიარებს.

ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის“ შენობაში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიარაღებული ბადრი ესებუა შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. ბადრი ესებუა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დააკავეს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს