პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს ვირუსი ჯერ არსად წასულა, ის ჯერაც კლავს და ჯერაც იცვლება" - თენგიზ ცერვვაძე COVID-19-თან დაკავშირებული საგანგებო მდგომარეობის დასრულებაზე განცხადებას ავრცელებს
"ეს ვირუსი ჯერ არსად წასულა, ის ჯერაც კლავს და ჯერაც იცვლება" - თენგიზ ცერვვაძე COVID-19-თან დაკავშირებული საგანგებო მდგომარეობის დასრულებაზე განცხადებას ავრცელებს

COVID-19-თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა დას­რუ­ლე­ბუ­ლად გა­მო­ცხად­და - რა იქ­ნე­ბა შემ­დეგ.ამ სა­თა­უ­რით გან­ცხა­დე­ბას თბი­ლი­სის ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ავდმყო­ფოს გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე აქ­ვეყ­ნებს.

ის გან­მარ­ტავს, რას ნიშ­ნავს სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის დას­რუ­ლე­ბუ­ლად გა­მო­ცხა­დე­ბა.

"COVID-19-ის პან­დე­მია 21-ე სა­უ­კუ­ნის ყვე­ლა­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოწ­ვე­ვაა, რო­მელ­მაც 7 მი­ლი­ო­ნამ­დე ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე იმ­სვერ­პლა და სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი შე­უქ­მნა მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მო­სახ­ლე­ო­ბის სი­ცო­ცხლეს, ცხოვ­რე­ბის ხა­რისხს და ქვეყ­ნე­ბის ეკო­ნო­მი­კას.

ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ COVID-19-ის გლო­ბა­ლურ პან­დე­მი­ად გა­მო­ცხა­დე­ბის დღი­დან (2020 წლის 11 მარ­ტი) 1151 დღის შემ­დეგ ა.წ. 5 მა­ისს დას­რუ­ლე­ბუ­ლად გა­მო­ა­ცხა­და COVID-19-თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა. თუმ­ცა აღ­ნიშ­ნა, რომ COVID-19 რჩე­ბა გლო­ბა­ლუ­რი ჯან­დაც­ვის მიმ­დი­ნა­რე პრობ­ლე­მად. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ COVID-19გლო­ბა­ლუ­რი ჯანრმთე­ლო­ბის­თვის აღარ წარ­მო­ად­გენს კრი­ტი­კულ და სა­გან­გე­ბო საფრ­თხეს და ქვეყ­ნებს შე­უძ­ლი­ათ COVID-19-ის სა­გან­გე­ბო მარ­თვი­დან გა­და­ე­წყონ და COVID მარ­თონ ისე, რო­გორც მარ­თა­ვენ სხვა ინ­ფექ­ცი­ურ და­ა­ვა­დე­ბებს. ამა­ვე დროს ჯან­მო-მ აღ­ნიშ­ნა, რომ COVID არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა და მხო­ლოდ გა­სულ კვი­რას მსოფ­ლი­ო­ში COVID-19-ის გამო ყო­ველ 3 წუთ­ში 1 ადა­მი­ა­ნი კვდე­ბო­და და ეს მხო­ლოდ იმ მო­ნა­ცე­მე­ბით, რაც ვი­ცით. ეს ვირუ­სი ჯერ არ­სად წა­სუ­ლა, ის ჯე­რაც კლავს და ჯე­რაც იც­ვლე­ბა, რის გა­მოც არ­სე­ბობს ახა­ლი ვა­რი­ან­ტე­ბის გა­ჩე­ნის რის­კი. ამას­თან ჯან­მო აპი­რებს მი­ი­ღოს უპ­რე­ცე­დენ­ტო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და შექ­მნას კო­მი­ტე­ტი, რო­მე­ლიც ქვეყ­ნე­ბის­თვის COVID-19-ის მარ­თვის გრძელ­ვა­დი­ან წე­სებს შექ­მნის.

რო­გორც ადრე ვწერ­დით, სა­ქარ­თვე­ლო იყო ერთ-ერთი პირ­ვე­ლი ქვე­ყა­ნა მსოფ­ლი­ო­ში, რო­მელ­მაც ჯერ კი­დევ ერთი წლის წინ, 2022 წლის მა­ი­სი­დან COVID ფა­ტა­ლუ­რი და­ა­ვა­დე­ბი­დან გა­და­აქ­ცია რი­გით რეს­პი­რა­ცი­ულ ინ­ფექ­ცი­ად, რაც ნიშ­ნავს, რომ COVID-ით გა­მოწ­ვე­უ­ლი სიკ­ვდი­ლო­ბა და მისი ნე­გა­ტი­უ­რი გავ­ლე­ნა ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბის ხა­რისხსა და ეკო­ნო­მი­კა­ზე, პრაქ­ტი­კუ­ლად არ აღე­მა­ტე­ბა, ან მხო­ლოდ ცო­ტა­თი აღე­მა­ტე­ბა სხვა რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბით, მა­გა­ლი­თად გრი­პით და სხვა ე.წ. სე­ზო­ნუ­რი ინ­ფექ­ცი­ე­ბით გა­მოწ­ვე­ულ შე­სა­ბა­მის მაჩ­ვე­ნებ­ლებს, კერ­ძოდ: სა­ქარ­თვე­ლო­ში ბოლო 1 წლის მან­ძილ­ზე (2022 წლის მა­ი­სი­დან) COVID გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი რჩე­ბო­და მი­ნი­მა­ლურ ნიშ­ნულ­ზე და ყო­ველ 1 მი­ლი­ონ მო­სახ­ლე­ზე გა­და­ან­გა­რი­შე­ბით იყო ბევ­რად ნაკ­ლე­ბი, ვიდ­რე ამე­რი­კის, ევ­რო­პის და და­ნარ­ჩე­ნი მსოფ­ლი­სო უმე­ტეს ქვეყ­ნებ­ში, მათ შო­რის ისე­თებ­შიც (აშშ, გერ­მა­ნია, სკან­დი­ნა­ვი­ის ქვეყ­ნე­ბი, ია­პო­ნია, სამ­ხრეთ კო­რეა, ავ­სტრა­ლია, ის­რა­ე­ლი და სხვ.), რომ­ლე­ბიც სა­ნი­მუ­შოდ ით­ვლე­ბოდ­ნენ COVID-ის მარ­თვა­ში. ყო­ვე­ლი­ვე ამას მი­ვაღ­წი­ეთ ქვეყ­ნის და ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის მიერ დრო­უ­ლი და ეფექ­ტი­ა­ნი სა­პა­სუ­ხო ზო­მე­ბის გა­ტა­რე­ბით, ექი­მე­ბის (მათ შო­რის ოჯა­ხის ექი­მე­ბის), ექთ­ნე­ბის და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის მუ­შა­კე­ბის მა­ღა­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მით და გმი­რუ­ლი შრო­მით, ხში­რად სა­კუ­თა­რი ჯან­მრთე­ლო­ბის და სი­ცო­ცხლის ფა­სად. ამის გა­კე­თე­ბა ად­ვი­ლი არ იყო. სა­ქარ­თვე­ლო­ში, ბევ­რი სხვა ქვეყ­ნის­გან გან­სხვა­ვე­ბით, COVID-ის პი­კის პე­რი­ო­დებ­შიც კი, რო­დე­საც დღე­ში გვქონ­და 25 ათას­ზე მეტი აქ­ტი­უ­რი COVID შემ­თხვე­ვა და გვყავ­და 8000-მდე სტა­ცი­ო­ნა­რუ­ლი ავად­მყო­ფი, არ­ცერ­თი ავად­მყო­ფი არ დარ­ჩე­ნი­ლა ექი­მი­სა და სრულ­ფა­სო­ვა­ნი სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­რე­შე. უკ­ლებ­ლივ ყვე­ლა, ვი­საც სჭირ­დე­ბო­და ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია, იყო ჰოს­პი­ტა­ლი­ზე­ბუ­ლი. ყვე­ლა­ზე კრი­ტი­კულ პე­რი­ო­დებ­შიც კი ჰოსპტა­ლი­ზა­ცი­ის და­ყოვ­ნე­ბა არ აღე­მა­ტე­ბო­და რა­მო­დე­ნი­მე სა­ათს ან იშ­ვი­ა­თად, 1-2 დღეს. არ­ცერ­თხელ არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა სა­წო­ლე­ბის, მათ შო­რის რე­ა­ნი­მა­ცი­უ­ლი სა­წო­ლე­ბის, მე­დი­კა­მენ­ტე­ბის, სუნ­თქვის აპა­რა­ტე­ბის, ჟანგბა­დის და სხვ. დე­ფი­ცი­ტი. ამას ყო­ველ­თვის ვერ ახერ­ხებ­დნენ სხვა, მათ შო­რის ყვე­ლა­ზე გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბიც კი. ჩვენ­თან არა­სო­დეს მომ­ხდა­რა ავად­მყო­ფე­ბის პრი­ო­რი­ტი­ზე­ბა, პრაქ­ტი­კუ­ლად არ ყო­ფი­ლა სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნებ­ში გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი და მი­ნი­მა­ლუ­რი იყო ბი­ნა­ზე გარ­დაც­ვა­ლე­ბა, ისიც მა­შინ, როცა ავად­მყო­ფი თა­ვად აცხა­დებ­და კა­ტე­გო­რი­ულ უარს ჰოს­პიპ­ტა­ლი­ზა­ცი­ა­ზე. სა­ქარ­თვე­ლომ ერთ-ერ­თმა პირ­ველ­მა და­ნერ­გა COVID-ის მკურ­ნა­ლო­ბის (მათ შო­რის პრო­აქ­ტი­უ­რი მკურ­ნა­ლო­ბის) უახ­ლე­სი და ყვე­ლა­ზე ეფექ­ტი­ა­ნი მე­თო­დე­ბი და მიდ­გო­მე­ბი (რემ­დე­სი­ვი­რი, პაქსლო­ვი­დი, ტო­ცი­ლი­ზუ­მა­ბი, მო­ნოკ­ლო­ნუ­რი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი, ბა­რი­ცი­ტი­ნი­ბი, კორ­ტი­კოს­ტე­რო­ი­დე­ბი, ჟანგბა­დის მი­წო­დე­ბა მა­ღა­ლი ნა­კა­დით, სის­ხლის ექ­სტრა­კორ­პო­რუ­ლი გაწ­მენ­და სპე­ცი­ა­ლუ­რი ფილტრე­ბის/სორ­ბენ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, ავად­მყო­ფე­ბის მარ­თვა მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნუ­რი გუნ­დის მიერ და სხვ.). მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და ძა­ლი­ან ეფექ­ტი­ა­ნი ინო­ვა­ცია იყო ე.წ. COVID სას­ტუმ­რო­ე­ბი. რა თქმა უნდა, იყო სე­რი­ო­ზუ­ლი სიძ­ნე­ლე­ე­ბიც და გა­მოწ­ვე­ვე­ბიც, რო­მელ­თა წარ­მა­ტე­ბით დაძ­ლე­ვა ყო­ველ­თვის ვერ ხერ­ხდე­ბო­და. ასე მა­გა­ლი­თად: სა­ქარ­თვე­ლო­ში, ევ­რო­პის და სხვა გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­თან შე­და­რე­ბით, და­ბა­ლი იყო მო­სახ­ლე­ო­ბის COVIDვაქ­ცი­ნა­ცი­ით მოც­ვა და ეს მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ვაქ­ცი­ნა­ცი­ი­სათ­ვის სა­ხელ­მწი­ფოს მიერ მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის შექ­მნი­ლი იყო ოპ­ტი­მა­ლუ­რი პი­რო­ბე­ბი, რო­გორც ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის, ისე ვაქ­ცი­ნე­ბის ხა­რის­ხის თვალ­საზ­რი­სით. სამ­წუ­ხა­როდ, ზო­გი­ერ­თი ექი­მიც ღიად ან ფა­რუ­ლად ნე­გა­ტი­უ­რად იყო გან­წყო­ბი­ლი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის მი­მართ. ძა­ლი­ან და­ბა­ლი იყო პირ­ბა­დე­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, მათ შო­რის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი შეკ­რე­ბის ად­გი­ლებ­სა და ხალ­ხმრა­ვა­ლი შეკ­რე­ბე­ბის დროს. ყო­ვე­ლი­ვე ამან გა­ნა­პი­რო­ბა ქვე­ყა­ნა­ში COVID შემ­თხვე­ვე­ბის მა­ღა­ლი რი­ცხვი (1 მი­ლი­ონ 840 ათას­ზე მეტი) და 17 ათას­ზე მეტი გარ­დაც­ვა­ლე­ბა. თუმ­ცა COVID-ის კლი­ნი­კუ­რი მარ­თვის ძი­რი­თა­დი ინ­დი­კა­ტო­რი - ყვე­ლა და­დას­ტუ­რე­ბულ შემ­თხვე­ვას შო­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი - ე.წ. CFR (case fatality rate) სა­ქარ­თვე­ლოს მსოფ­ლი­ოს 112 ქვე­ყა­ნა­ზე და­ბა­ლი (ანუ უკე­თე­სი) აქვს (0.93%). რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ყო­ვე­ლი 100 და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი COVID შემ­თხვე­ვი­დან მხო­ლოდ 1-ზე ნაკ­ლე­ბი მთავ­რდე­ბო­და ფა­ტა­ლუ­რად. პრობ­ლე­მა იყო აგ­რეთ­ვე პა­ცი­ენ­ტე­ბის დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი მო­მარ­თვი­ა­ნო­ბა და მკურ­ნა­ლო­ბა­ზე არა­საკ­მა­რი­სი დამ­ყო­ლო­ბა, რა­საც ხელს უწყობ­და ისიც, რომ ექი­მე­ბის ნა­წი­ლი სამ­წუ­ხა­როდ, თა­ვი­სი არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რო­ბის, თუ სხვა მი­ზე­ზე­ბის გამო არ უჭერ­და მხარს COVID ავად­მყო­ფე­ბის პრო­აქ­ტი­ურ მკურ­ნა­ლო­ბას თა­ნა­მედ­რო­ვე მე­დი­კა­მენ­ტე­ბით (რემ­დე­სი­ვი­რი, ტო­ცი­ლი­ზუ­მა­ბი, მო­ნოკ­ლო­ნუ­რი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი და სხვ.) და რომ არა ყვე­ლა­ფე­რი ეს, გა­მო­სავ­ლე­ბი კი­დევ უფრო უკე­თე­სი იქ­ნე­ბო­და.

რო­გო­რი უნდა იყოს ჩვე­ნი ტაქ­ტი­კა სა­დღე­ი­სოდ:

რო­გორც ზე­მოთ აღ­ვნიშ­ნეთ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ბოლო 1 წლის მან­ძილ­ზე ძა­ლი­ან კარ­გი და სტა­ბი­ლუ­რი COVID სი­ტუ­ა­ცი­აა. COVID რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი მოხ­სნი­ლია. თუმ­ცა რის­კე­ბი რჩე­ბა. ქვე­ყა­ნა­ში COVID სი­ტუ­ა­ცი­ის გა­უ­ა­რე­სე­ბის პრე­ვენ­ცი­ი­სა და­შე­საძ­ლო არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო გა­მო­სავ­ლე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, რომ მი­ნი­მუ­მამ­დე იქ­ნეს დაყ­ვა­ნი­ლი COVID-ის გვი­ა­ნი დი­აგ­ნოს­ტი­კის და დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი მო­მარ­თვი­ა­ნო­ბის შემ­თხვე­ვე­ბი.ამი­ტომ კი­დევ ერთხელ და­ბე­ჯი­თე­ბით მო­ვუ­წო­დებ მო­სახ­ლე­ო­ბას, რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის პირ­ვე­ლი­ვე სიმპტო­მე­ბის გა­მოვ­ლე­ნის­თა­ნა­ვე ყვე­ლამ ჩა­ი­ტა­როს COVID ტეს­ტი­რე­ბა, რაც შე­იძ­ლე­ბა ადრე (სა­სურ­ვე­ლია პირ­ვე­ლი­ვე დღეს) და COVID დი­აგ­ნო­ზის და­დას­ტუ­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მი­მარ­თოს ოჯა­ხის ექიმს და ზედ­მი­წევ­ნით შე­ას­რუ­ლოს მისი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, მათ შო­რის დრო­ულ ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ას­თან (ვი­საც ეს სჭირ­დე­ბა) და­კავ­ში­რე­ბით. ასე­ვე და­ბე­ჯი­თე­ბით ვთხოვ ოჯა­ხის და კლი­ნი­კე­ბის ექი­მებს ყვე­ლა ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ულ, თუ სტა­ცი­ო­ნა­რულ COVID ავად­მყოფ­თან სა­თა­ნა­დო ჩვე­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში (60 წელ­ზე მეტი ასა­კი, თან­ხმლე­ბი ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი და სხვ.) აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­ი­ყე­ნონ ან­ტი­ვირუ­სუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი: პაქსლო­ვი­დი ან რემ­დე­სი­ვი­რი, რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან მა­ღა­ლი პრო­ცენ­ტით (90%-მდე) ამ­ცი­რე­ბენ და­ა­ვა­დე­ბის დამ­ძი­მე­ბის და მი­თუ­მე­ტეს ფა­ტა­ლუ­რი გა­მო­სავ­ლის ალ­ბა­თო­ბას. ამას ასე­თი ხაზ­გას­მით იმი­ტომ აღ­ვნიშ­ნავ, რომ სამ­წუ­ხა­როდ, ჯერ კი­დევ გვხვდე­ბა შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ოჯა­ხის ან კლი­ნი­კის ექი­მე­ბი, სა­თა­ნა­დო ჩვე­ნე­ბე­ბის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვა­შიც კი სრუ­ლი­ად გა­უ­მარ­თლებ­ლად თავს იკა­ვე­ბენ პაქსლო­ვი­დის ან რემ­დე­სი­ვი­რის გა­მო­ყე­ნე­ბის­გან, რი­თაც იზ­რდე­ბა COVID პა­ცი­ენ­ტე­ბის დამ­ძი­მე­ბის და არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო გა­მო­სავ­ლის რის­კე­ბი"- წერს ის.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლია
0

მართალი ხართ ვირუსი არსად წასულა,აი იმაში კი ვერ დაგეთანხმებით რომ "მაგრები" იყავით ან ხართ,გავიცინო თუ ვიტირო აგარ ვიცი,დასანანია კიდევ ამდენი სიყალბის თქმის უფლებას რომ გაძლევთ ქართველი ხალხი.

აკო
1

ბოღმა კაცი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"ეს ვირუსი ჯერ არსად წასულა, ის ჯერაც კლავს და ჯერაც იცვლება" - თენგიზ ცერვვაძე COVID-19-თან დაკავშირებული საგანგებო მდგომარეობის დასრულებაზე განცხადებას ავრცელებს

"ეს ვირუსი ჯერ არსად წასულა, ის ჯერაც კლავს და ჯერაც იცვლება" - თენგიზ ცერვვაძე COVID-19-თან დაკავშირებული საგანგებო მდგომარეობის დასრულებაზე განცხადებას ავრცელებს

COVID-19-თან დაკავშირებული საერთაშორისო საგანგებო მდგომარეობა დასრულებულად გამოცხადდა - რა იქნება შემდეგ.ამ სათაურით განცხადებას თბილისის ინფექციური სააავდმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აქვეყნებს.

ის განმარტავს, რას ნიშნავს საგანგებო მდგომარეობის დასრულებულად გამოცხადება.

"COVID-19-ის პანდემია 21-ე საუკუნის ყველაზე სერიოზული გამოწვევაა, რომელმაც 7 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე იმსვერპლა და სერიოზული პრობლემები შეუქმნა მთელი მსოფლიოს მოსახლეობის სიცოცხლეს, ცხოვრების ხარისხს და ქვეყნების ეკონომიკას.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19-ის გლობალურ პანდემიად გამოცხადების დღიდან (2020 წლის 11 მარტი) 1151 დღის შემდეგ ა.წ. 5 მაისს დასრულებულად გამოაცხადა COVID-19-თან დაკავშირებული საერთაშორისო საგანგებო მდგომარეობა. თუმცა აღნიშნა, რომ COVID-19 რჩება გლობალური ჯანდაცვის მიმდინარე პრობლემად. ეს იმას ნიშნავს, რომ COVID-19გლობალური ჯანრმთელობისთვის აღარ წარმოადგენს კრიტიკულ და საგანგებო საფრთხეს და ქვეყნებს შეუძლიათ COVID-19-ის საგანგებო მართვიდან გადაეწყონ და COVID მართონ ისე, როგორც მართავენ სხვა ინფექციურ დაავადებებს. ამავე დროს ჯანმო-მ აღნიშნა, რომ COVID არ დასრულებულა და მხოლოდ გასულ კვირას მსოფლიოში COVID-19-ის გამო ყოველ 3 წუთში 1 ადამიანი კვდებოდა და ეს მხოლოდ იმ მონაცემებით, რაც ვიცით. ეს ვირუსი ჯერ არსად წასულა, ის ჯერაც კლავს და ჯერაც იცვლება, რის გამოც არსებობს ახალი ვარიანტების გაჩენის რისკი. ამასთან ჯანმო აპირებს მიიღოს უპრეცედენტო გადაწყვეტილება და შექმნას კომიტეტი, რომელიც ქვეყნებისთვის COVID-19-ის მართვის გრძელვადიან წესებს შექმნის.

როგორც ადრე ვწერდით, საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, 2022 წლის მაისიდან COVID ფატალური დაავადებიდან გადააქცია რიგით რესპირაციულ ინფექციად, რაც ნიშნავს, რომ COVID-ით გამოწვეული სიკვდილობა და მისი ნეგატიური გავლენა ადამიანის ცხოვრების ხარისხსა და ეკონომიკაზე, პრაქტიკულად არ აღემატება, ან მხოლოდ ცოტათი აღემატება სხვა რესპირაციული ინფექციებით, მაგალითად გრიპით და სხვა ე.წ. სეზონური ინფექციებით გამოწვეულ შესაბამის მაჩვენებლებს, კერძოდ: საქართველოში ბოლო 1 წლის მანძილზე (2022 წლის მაისიდან) COVID გარდაცვალების შემთხვევები რჩებოდა მინიმალურ ნიშნულზე და ყოველ 1 მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით იყო ბევრად ნაკლები, ვიდრე ამერიკის, ევროპის და დანარჩენი მსოფლისო უმეტეს ქვეყნებში, მათ შორის ისეთებშიც (აშშ, გერმანია, სკანდინავიის ქვეყნები, იაპონია, სამხრეთ კორეა, ავსტრალია, ისრაელი და სხვ.), რომლებიც სანიმუშოდ ითვლებოდნენ COVID-ის მართვაში. ყოველივე ამას მივაღწიეთ ქვეყნის და ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის მიერ დროული და ეფექტიანი საპასუხო ზომების გატარებით, ექიმების (მათ შორის ოჯახის ექიმების), ექთნების და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუშაკების მაღალი პროფესიონალიზმით და გმირული შრომით, ხშირად საკუთარი ჯანმრთელობის და სიცოცხლის ფასად. ამის გაკეთება ადვილი არ იყო. საქართველოში, ბევრი სხვა ქვეყნისგან განსხვავებით, COVID-ის პიკის პერიოდებშიც კი, როდესაც დღეში გვქონდა 25 ათასზე მეტი აქტიური COVID შემთხვევა და გვყავდა 8000-მდე სტაციონარული ავადმყოფი, არცერთი ავადმყოფი არ დარჩენილა ექიმისა და სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურების გარეშე. უკლებლივ ყველა, ვისაც სჭირდებოდა ჰოსპიტალიზაცია, იყო ჰოსპიტალიზებული. ყველაზე კრიტიკულ პერიოდებშიც კი ჰოსპტალიზაციის დაყოვნება არ აღემატებოდა რამოდენიმე საათს ან იშვიათად, 1-2 დღეს. არცერთხელ არ დაფიქსირებულა საწოლების, მათ შორის რეანიმაციული საწოლების, მედიკამენტების, სუნთქვის აპარატების, ჟანგბადის და სხვ. დეფიციტი. ამას ყოველთვის ვერ ახერხებდნენ სხვა, მათ შორის ყველაზე განვითარებული ქვეყნებიც კი. ჩვენთან არასოდეს მომხდარა ავადმყოფების პრიორიტიზება, პრაქტიკულად არ ყოფილა სასწრაფო დახმარების მანქანებში გარდაცვალების შემთხვევები და მინიმალური იყო ბინაზე გარდაცვალება, ისიც მაშინ, როცა ავადმყოფი თავად აცხადებდა კატეგორიულ უარს ჰოსპიპტალიზაციაზე. საქართველომ ერთ-ერთმა პირველმა დანერგა COVID-ის მკურნალობის (მათ შორის პროაქტიური მკურნალობის) უახლესი და ყველაზე ეფექტიანი მეთოდები და მიდგომები (რემდესივირი, პაქსლოვიდი, ტოცილიზუმაბი, მონოკლონური ანტისხეულები, ბარიციტინიბი, კორტიკოსტეროიდები, ჟანგბადის მიწოდება მაღალი ნაკადით, სისხლის ექსტრაკორპორული გაწმენდა სპეციალური ფილტრების/სორბენტების გამოყენებით, ავადმყოფების მართვა მულტიდისციპლინური გუნდის მიერ და სხვ.). მნიშვნელოვანი და ძალიან ეფექტიანი ინოვაცია იყო ე.წ. COVID სასტუმროები. რა თქმა უნდა, იყო სერიოზული სიძნელეებიც და გამოწვევებიც, რომელთა წარმატებით დაძლევა ყოველთვის ვერ ხერხდებოდა. ასე მაგალითად: საქართველოში, ევროპის და სხვა განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით, დაბალი იყო მოსახლეობის COVIDვაქცინაციით მოცვა და ეს მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაციისათვის სახელმწიფოს მიერ მოსახლეობისთვის შექმნილი იყო ოპტიმალური პირობები, როგორც ხელმისაწვდომობის, ისე ვაქცინების ხარისხის თვალსაზრისით. სამწუხაროდ, ზოგიერთი ექიმიც ღიად ან ფარულად ნეგატიურად იყო განწყობილი ვაქცინაციის მიმართ. ძალიან დაბალი იყო პირბადეების გამოყენება, მათ შორის საზოგადოებრივი შეკრების ადგილებსა და ხალხმრავალი შეკრებების დროს. ყოველივე ამან განაპირობა ქვეყანაში COVID შემთხვევების მაღალი რიცხვი (1 მილიონ 840 ათასზე მეტი) და 17 ათასზე მეტი გარდაცვალება. თუმცა COVID-ის კლინიკური მართვის ძირითადი ინდიკატორი - ყველა დადასტურებულ შემთხვევას შორის გარდაცვალების მაჩვენებელი - ე.წ. CFR (case fatality rate) საქართველოს მსოფლიოს 112 ქვეყანაზე დაბალი (ანუ უკეთესი) აქვს (0.93%). რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველი 100 დადასტურებული COVID შემთხვევიდან მხოლოდ 1-ზე ნაკლები მთავრდებოდა ფატალურად. პრობლემა იყო აგრეთვე პაციენტების დაგვიანებული მომართვიანობა და მკურნალობაზე არასაკმარისი დამყოლობა, რასაც ხელს უწყობდა ისიც, რომ ექიმების ნაწილი სამწუხაროდ, თავისი არაკომპეტენტურობის, თუ სხვა მიზეზების გამო არ უჭერდა მხარს COVID ავადმყოფების პროაქტიურ მკურნალობას თანამედროვე მედიკამენტებით (რემდესივირი, ტოცილიზუმაბი, მონოკლონური ანტისხეულები და სხვ.) და რომ არა ყველაფერი ეს, გამოსავლები კიდევ უფრო უკეთესი იქნებოდა.

როგორი უნდა იყოს ჩვენი ტაქტიკა სადღეისოდ:

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საქართველოში ბოლო 1 წლის მანძილზე ძალიან კარგი და სტაბილური COVID სიტუაციაა. COVID რეგულაციები მოხსნილია. თუმცა რისკები რჩება. ქვეყანაში COVID სიტუაციის გაუარესების პრევენციისა დაშესაძლო არასახარბიელო გამოსავლების თავიდან ასაცილებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი COVID-ის გვიანი დიაგნოსტიკის და დაგვიანებული მომართვიანობის შემთხვევები.ამიტომ კიდევ ერთხელ დაბეჯითებით მოვუწოდებ მოსახლეობას, რესპირაციული ინფექციების პირველივე სიმპტომების გამოვლენისთანავე ყველამ ჩაიტაროს COVID ტესტირება, რაც შეიძლება ადრე (სასურველია პირველივე დღეს) და COVID დიაგნოზის დადასტურების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართოს ოჯახის ექიმს და ზედმიწევნით შეასრულოს მისი რეკომენდაციები, მათ შორის დროულ ჰოსპიტალიზაციასთან (ვისაც ეს სჭირდება) დაკავშირებით. ასევე დაბეჯითებით ვთხოვ ოჯახის და კლინიკების ექიმებს ყველა ამბულატორიულ, თუ სტაციონარულ COVID ავადმყოფთან სათანადო ჩვენების შემთხვევაში (60 წელზე მეტი ასაკი, თანხმლები ქრონიკული დაავადებები და სხვ.) აუცილებლად გამოიყენონ ანტივირუსული მედიკამენტები: პაქსლოვიდი ან რემდესივირი, რომლებიც ძალიან მაღალი პროცენტით (90%-მდე) ამცირებენ დაავადების დამძიმების და მითუმეტეს ფატალური გამოსავლის ალბათობას. ამას ასეთი ხაზგასმით იმიტომ აღვნიშნავ, რომ სამწუხაროდ, ჯერ კიდევ გვხვდება შემთხვევები, როდესაც ოჯახის ან კლინიკის ექიმები, სათანადო ჩვენებების არსებობის შემთხვაშიც კი სრულიად გაუმართლებლად თავს იკავებენ პაქსლოვიდის ან რემდესივირის გამოყენებისგან, რითაც იზრდება COVID პაციენტების დამძიმების და არასახარბიელო გამოსავლის რისკები"- წერს ის.