სამხედრო
სამართალი
პოლიტიკა

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
საზოგადოება
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთმანეთი მოულოდნელად გავიცანით. როდესაც დავინახე, თვალი გავაყოლე და..." - რას ჰყვება რუსკა ქარქაშაძე 12 წლით უფროს საქმროზე, პანიკურ შეტევებსა და შფოთვაზე
"ერთმანეთი მოულოდნელად გავიცანით. როდესაც დავინახე, თვალი გავაყოლე და..." - რას ჰყვება რუსკა ქარქაშაძე 12 წლით უფროს საქმროზე, პანიკურ შეტევებსა და შფოთვაზე

რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ, სა­კუ­თარ იუ­ბი­ლე­ზე, რომ­ში რუს­კა ქარ­ქა­შა­ძეს რჩე­ულ­მა ხელი სთხო­ვა. ლაშა მო­წო­ნე­ლი­ძე მსა­ხი­ობ­მა მე­გობ­რის და­ბა­დე­ბის დღე­ზე გა­იც­ნო. ამ­ბობს, რომ მას შემ­დეგ ყო­ველ დღეს ერ­თად ატა­რებ­დნენ. გა­და­ცე­მა­ში "სთო­რი“ სტუმ­რო­ბი­სას 20 წლის რუს­კამ წამ­ყვანს გა­უმ­ხი­ლა, რომ საქმრო 12 წლით უფ­რო­სია, თუმ­ცა ეს ხელს არ უშ­ლით, რომ სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სე­ბი ჰქონ­დეთ

რუს­კა ქარ­ქა­შა­ძე:

- ერ­თმა­ნე­თი მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­ვი­ცა­ნით, ბევ­რი სა­ერ­თო მე­გო­ბა­რი გვყავ­და, მაგ­რამ მა­ნამ­დე არ შევ­ხვედ­რილ­ვართ. სა­ერ­თო მე­გობ­რის და­ბა­დე­ბის დღე­ზე გა­ვი­ცა­ნი. სულ ვამ­ბობ, რომ რო­დე­საც და­ვი­ნა­ხე თვა­ლი გა­ვა­ყო­ლე, ეგ­რე­ვე ვიგ­რძე­ნი რა­ღაც. იმ დღის მერე სულ ერ­თად ვართ, პა­უ­ზა არ გვქო­ნია. ჩემ­ზე უფ­რო­სია, 32 წლი­საა, ძა­ლი­ან მა­ბა­ლან­სებს, სა­ერ­თოდ არ არის ეჭ­ვი­ა­ნი. თა­ვად არ უყ­ვარს ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ყოფ­ნა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, პი­რა­დი სივ­რცე ჰქონ­დეს.

სა­ერ­თოდ არ მქონ­და მო­ლო­დი­ნი, რომ რომ­ში ხელს მთხოვ­და. ვე­რა­ფერს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ვერ ვამ­ჩნევ­დი, უბ­რა­ლოდ, ცოტა დაბ­ნე­უ­ლი იყო. 20 წლის ვარ და არა­სო­დეს ვე­ლო­დე­ბო­დი პრინცს, ამას სულ ვაპ­რო­ტეს­ტებ­დი. ახლა კი ყვე­ლა­ფე­რი ისე ბუ­ნებ­რი­ვად მოხ­და.

მშობ­ლებ­თან ყო­ველ­თვის ჯან­სა­ღი კო­მუ­ნი­კა­ცია მქონ­და. მამა ყო­ველ­თვის მე­უბ­ნე­ბო­და, თუ ვინ­მე მოგ­წონს, შე­გიძ­ლია გა­მი­ზი­ა­რო. მა­რი­გებ­და ხოლ­მე და ამი­ტომ, როცა ვინ­მე მომ­წო­ნე­ბია, ეგ­რე­ვე მას ვე­უბ­ნე­ბო­დი და სულ მა­ინ­ტე­რე­სებ­და გა­მე­გო, რას ფიქ­რობ­და. ლა­შას ოჯა­ხი და ჩემი ერ­თმა­ნეთს იც­ნო­ბენ და ძა­ლი­ან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვთ. უყ­ვართ ერ­თმა­ნე­თი.

რაც შე­ე­ხე­ბა რო­ლებს, მახ­სოვს "ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვის“ პირ­ვე­ლი გა­და­ღე­ბე­ბი იყო და მა­შინ 13 წლის ვი­ყა­ვი და 24 სა­ა­თი გა­და­ღე­ბა­ზე ვი­ყა­ვი. ზა­ფხულ­ში ყვე­ლა რომ და­სას­ვე­ნებ­ლად წა­ვი­და, მე გა­და­ღე­ბებ­ზე დავ­დი­ო­დი, ასე­თი მო­მენ­ტი ბევ­რი იყო, რომ ჩემი კლა­სე­ლე­ბი სად­მე მი­დი­ოდ­ნენ და მე გა­და­ღე­ბე­ბის გამო ვერ ვა­ხერ­ხებ­დი. კი­ნა­ღამ სკო­ლა­ში ბოლო ზარ­ზე ვერ მი­ვე­დი. ძლივს მო­ვა­ხერ­ხე ცოტა ხნით მის­ვლა. სკო­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ვა­ბა­რე, მაგ­რამ მე­ო­რე კურ­სი­დან მივ­ხვდი, რომ ჩემი არ იყო. შემ­დეგ სა­ჯა­რო მმარ­თვე­ლო­ბა­ზე და პო­ლი­ტი­კა­ზე გა­და­ვე­დი. ჩვე­ნი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა ხომ პო­ლი­ტი­კაა, მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ მო­ვალ ერთ დღეს და პო­ლი­ტი­კო­სი გავ­ხდე­ბი.

  • ბევ­რჯერ მქო­ნია მო­მენ­ტი, რო­დე­საც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლის ჩა­რე­ვა დამ­ჭირ­და. 13 წლის ასაკ­ში და­მე­მარ­თა პა­ნი­კუ­რი შე­ტე­ვე­ბი, აფო­რი­ა­ქე­ბა, ვერც ვხვდე­ბო­დი რა მჭირ­და. ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვის მე­სა­მე სე­რი­ას ვი­ღებ­დით და ვერ ვხვდე­ბი რა მჭირს, მაგ­რამ ვგრძნობ, რომ ვერ ვი­წყებ. დრო­სა და სივ­რცე­ში და­ვი­კარ­გე, თავ­ბრუ და­მეხ­ვა, ფერი დავ­კარ­გე. დე­დამ ფსი­ქო­ლოგ­თან წა­მიყ­ვა­ნა და 14 წლის ასაკ­ში ვის­წავ­ლე სა­კუ­თა­რი თა­ვის მარ­თვა. მახ­სოვს 4 დღის მერე გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე რომ დავ­ბრუნ­დი, იმ ად­გი­ლას, სა­დაც ცუ­დად გავ­ხდი, ისევ იგი­ვე და­მე­მარ­თა, მე­გო­ნა, ცუ­დად გავ­ხდე­ბო­დი. დე­დას და­ვუ­რე­კე, რად­გან მე­ში­ნო­და, მი­თხრა, რომ ყო­ველ­თვის ჩემს გვერ­დით ვერ იქ­ნე­ბო­და და თავი ხელ­ში ამეყ­ვა­ნა. ახლა მად­ლი­ე­რი ვარ, რომ ასე მო­იქ­ცა.

პა­ნი­კუ­რი შე­ტე­ვე­ბის მო­გე­რი­ე­ბა შევ­ძე­ლი, რამ­დე­ნი­მე წელი აღარ მა­წუ­ხებ­და, მაგ­რამ რა­ღაც ში­შე­ბი მა­ინც და­მი­ტო­ვა. მივ­დი­ვარ ხოლ­მე ექიმ­თან და კვლე­ვებს ვი­ტა­რებ, მგო­ნია რომ რა­ღაც მჭირს.

დღეს ჩემი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა შედ­გე­ბა უნი­ვერ­სი­ტე­ტის­გან, გა­და­ღე­ბე­ბის­გან, თე­ატ­რის­გან, ამის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია. კლუ­ბებ­ში სი­ა­რუ­ლი არ მიყ­ვარს, მირ­ჩევ­ნია მე­გობ­რებ­თან და საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად გა­ვა­ტა­რო დრო.

ძა­ლი­ან მე­ში­ნია ფრე­ნის, თუმ­ცა ხში­რად ვმოგ­ზა­უ­რობ და ამ დროს ძა­ლი­ან ვი­ტან­ჯე­ბი. სრუ­ლი­ად არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი ვხდე­ბი, ყვე­ლას ვა­წუ­ხებ, მთელ ეკი­პაჟს. მივ­დი­ვარ ხოლ­მე ბორტგამ­ცი­ლებ­ლებ­თან და მათ­თან სა­უბ­რი­სას ვმშვიდ­დე­ბი. სხვა შიში საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის და­კარ­გვაა, ამას არც ვუ­ფიქ­რდე­ბი, ბო­ლომ­დე რომ ჩა­ვუყ­ვე, შე­იძ­ლე­ბა ღრმად ჩა­ვი­დე.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რუსკას
1

არაუშავს შვილო,ახლა გაყვები მალე ფულიან კაცს და პანიკური შეტევებიც მოგშორდება.ეგ სიღარიბემ ივია

მოგელი
1

ფულზე გაყიდული ახალგაზრდობა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ერთმანეთი მოულოდნელად გავიცანით. როდესაც დავინახე, თვალი გავაყოლე და..." - რას ჰყვება რუსკა ქარქაშაძე 12 წლით უფროს საქმროზე, პანიკურ შეტევებსა და შფოთვაზე

"ერთმანეთი მოულოდნელად გავიცანით. როდესაც დავინახე, თვალი გავაყოლე და..." - რას ჰყვება რუსკა ქარქაშაძე 12 წლით უფროს საქმროზე, პანიკურ შეტევებსა და შფოთვაზე

რამდენიმე კვირის წინ, საკუთარ იუბილეზე, რომში რუსკა ქარქაშაძეს რჩეულმა ხელი სთხოვა. ლაშა მოწონელიძე მსახიობმა მეგობრის დაბადების დღეზე გაიცნო. ამბობს, რომ მას შემდეგ ყოველ დღეს ერთად ატარებდნენ. გადაცემაში "სთორი“ სტუმრობისას 20 წლის რუსკამ წამყვანს გაუმხილა, რომ საქმრო 12 წლით უფროსია, თუმცა ეს ხელს არ უშლით, რომ საერთო ინტერესები ჰქონდეთ

რუსკა ქარქაშაძე:

- ერთმანეთი მოულოდნელად გავიცანით, ბევრი საერთო მეგობარი გვყავდა, მაგრამ მანამდე არ შევხვედრილვართ. საერთო მეგობრის დაბადების დღეზე გავიცანი. სულ ვამბობ, რომ როდესაც დავინახე თვალი გავაყოლე, ეგრევე ვიგრძენი რაღაც. იმ დღის მერე სულ ერთად ვართ, პაუზა არ გვქონია. ჩემზე უფროსია, 32 წლისაა, ძალიან მაბალანსებს, საერთოდ არ არის ეჭვიანი. თავად არ უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა, მნიშვნელოვანია, პირადი სივრცე ჰქონდეს.

საერთოდ არ მქონდა მოლოდინი, რომ რომში ხელს მთხოვდა. ვერაფერს განსაკუთრებულად ვერ ვამჩნევდი, უბრალოდ, ცოტა დაბნეული იყო. 20 წლის ვარ და არასოდეს ველოდებოდი პრინცს, ამას სულ ვაპროტესტებდი. ახლა კი ყველაფერი ისე ბუნებრივად მოხდა.

მშობლებთან ყოველთვის ჯანსაღი კომუნიკაცია მქონდა. მამა ყოველთვის მეუბნებოდა, თუ ვინმე მოგწონს, შეგიძლია გამიზიარო. მარიგებდა ხოლმე და ამიტომ, როცა ვინმე მომწონებია, ეგრევე მას ვეუბნებოდი და სულ მაინტერესებდა გამეგო, რას ფიქრობდა. ლაშას ოჯახი და ჩემი ერთმანეთს იცნობენ და ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ. უყვართ ერთმანეთი.

რაც შეეხება როლებს, მახსოვს "ხელოვნური სუნთქვის“ პირველი გადაღებები იყო და მაშინ 13 წლის ვიყავი და 24 საათი გადაღებაზე ვიყავი. ზაფხულში ყველა რომ დასასვენებლად წავიდა, მე გადაღებებზე დავდიოდი, ასეთი მომენტი ბევრი იყო, რომ ჩემი კლასელები სადმე მიდიოდნენ და მე გადაღებების გამო ვერ ვახერხებდი. კინაღამ სკოლაში ბოლო ზარზე ვერ მივედი. ძლივს მოვახერხე ცოტა ხნით მისვლა. სკოლის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე, მაგრამ მეორე კურსიდან მივხვდი, რომ ჩემი არ იყო. შემდეგ საჯარო მმართველობაზე და პოლიტიკაზე გადავედი. ჩვენი ყოველდღიურობა ხომ პოლიტიკაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოვალ ერთ დღეს და პოლიტიკოსი გავხდები.

  • ბევრჯერ მქონია მომენტი, როდესაც პროფესიონალის ჩარევა დამჭირდა. 13 წლის ასაკში დამემართა პანიკური შეტევები, აფორიაქება, ვერც ვხვდებოდი რა მჭირდა. ხელოვნური სუნთქვის მესამე სერიას ვიღებდით და ვერ ვხვდები რა მჭირს, მაგრამ ვგრძნობ, რომ ვერ ვიწყებ. დროსა და სივრცეში დავიკარგე, თავბრუ დამეხვა, ფერი დავკარგე. დედამ ფსიქოლოგთან წამიყვანა და 14 წლის ასაკში ვისწავლე საკუთარი თავის მართვა. მახსოვს 4 დღის მერე გადასაღებ მოედანზე რომ დავბრუნდი, იმ ადგილას, სადაც ცუდად გავხდი, ისევ იგივე დამემართა, მეგონა, ცუდად გავხდებოდი. დედას დავურეკე, რადგან მეშინოდა, მითხრა, რომ ყოველთვის ჩემს გვერდით ვერ იქნებოდა და თავი ხელში ამეყვანა. ახლა მადლიერი ვარ, რომ ასე მოიქცა.

პანიკური შეტევების მოგერიება შევძელი, რამდენიმე წელი აღარ მაწუხებდა, მაგრამ რაღაც შიშები მაინც დამიტოვა. მივდივარ ხოლმე ექიმთან და კვლევებს ვიტარებ, მგონია რომ რაღაც მჭირს.

დღეს ჩემი ყოველდღიურობა შედგება უნივერსიტეტისგან, გადაღებებისგან, თეატრისგან, ამის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. კლუბებში სიარული არ მიყვარს, მირჩევნია მეგობრებთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად გავატარო დრო.

ძალიან მეშინია ფრენის, თუმცა ხშირად ვმოგზაურობ და ამ დროს ძალიან ვიტანჯები. სრულიად არაადეკვატური ვხდები, ყველას ვაწუხებ, მთელ ეკიპაჟს. მივდივარ ხოლმე ბორტგამცილებლებთან და მათთან საუბრისას ვმშვიდდები. სხვა შიში საყვარელი ადამიანების დაკარგვაა, ამას არც ვუფიქრდები, ბოლომდე რომ ჩავუყვე, შეიძლება ღრმად ჩავიდე.