საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არსად გაგონილი და არსად ნანახი - საკუთარი დედა უმწეო ცოტნეს თაღლითობაში საჯაროდ სდებს ბრალს და პროკურატურაში უჩივის!" - რას წერს ანა ჯაბაური
"არსად გაგონილი და არსად ნანახი - საკუთარი დედა უმწეო ცოტნეს თაღლითობაში საჯაროდ სდებს ბრალს და პროკურატურაში უჩივის!" - რას წერს ანა ჯაბაური

სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის, ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას ვა­ჟის, ცონ­ტე გამ­სა­ხურ­დი­ას მე­უღ­ლე ანა ჯა­ბა­უ­რი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს. მისი თქმით, მა­ნა­ნა არჩვა­ძე-გამ­სა­ხურ­დია ცოტ­ნეს სა­სა­მარ­თლო­ში უჩი­ვის და მი­წის ნაკ­ვე­თის "თაღ­ლი­თუ­რად" და­უფ­ლე­ბა­ში სდებს ბრალს.

"არ­სად გა­გო­ნი­ლი, არ­სად ნა­ნა­ხი და არა­ვის ჩა­დე­ნი­ლი - სა­კუ­თა­რი დედა უმ­წეო ცოტ­ნეს თაღ­ლი­თო­ბა­ში სა­ჯა­როდ სდებს ბრალს და პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში უჩი­ვის! და­უ­ჯე­რე­ბე­ლი ამ­ბა­ვი, რო­მელ­საც მა­ნა­ნა არჩვა­ძე გუ­შინ "ტვ პირ­ვე­ლის" ეთე­რი­დან, მისი წარ­მო­მად­გენ­ლის პი­რით აჟ­ღე­რებს! იმა­ვე წარ­მო­მად­გენ­ლის მიერ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­შიც გავ­რცელ­და არა­ერ­თი პოს­ტი, რო­მელ­შიც იგი­ვე ნა­რა­ტი­ვია გან­მე­ო­რე­ბუ­ლი.

  • ცნო­ბის­თვის გე­ტყვით, რომ საქ­მე ეხე­ბა ცოტ­ნეს კუთ­ვნი­ლე­ბა­ში არ­სე­ბულ მი­წის ნაკ­ვეთს, რომ­ლის ხელ­ში ჩა­საგ­დე­ბა­დაც მისი ბი­ო­ლო­გი­უ­რი დედა ცოტ­ნეს სა­სა­მარ­თლოს ყვე­ლა ინ­სტან­ცი­ა­ში 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში (2012-2017 წ.წ) უჩი­ო­და (აქვე აღ­ვნიშ­ნავ, რომ ეს დავა მხო­ლოდ ერთ-ერ­თია მრა­ვალ­რი­ცხო­ვან და­ვა­თა­გან, რო­მელ­საც იგი ცოტ­ნეს წი­ნა­აღ­მდეგ მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში აწარ­მო­ებ­და).

სა­სა­მარ­თლომ აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­წის ნაკ­ვე­თი, რაღა თქმა უნდა, ცოტ­ნეს სა­კუთ­რე­ბა­ში და­ტო­ვა.ხოლო ახლა, როცა სა­ვა­ლა­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­ვარ­დნი­ლი ცოტ­ნე თავს ვე­ღარ იცავს, ქალ­ბა­ტონ­მა არჩვა­ძემ ახა­ლი დავა წა­მო­ი­წყო ცოტ­ნეს წი­ნა­აღ­მდეგ, ახლა უკვე პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და ახლა უკვე ცოტ­ნეს უმ­წე­ო­ბის იმე­დად.ცხა­დია, ამ აბ­სურ­დულ და­ვას არა­ნა­ი­რი პერ­სპექ­ტი­ვა არ გა­აჩ­ნია, მაგ­რამ ჩვენს უკი­დუ­რეს აღ­შფო­თე­ბას იწ­ვევს ფაქ­ტი, რომ ქალ­ბა­ტო­ნი კად­რუ­ლობს უსუ­სურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­ვარ­დნი­ლი შვი­ლის მი­სა­მარ­თით სი­ტყვა "თაღ­ლი­თის’’ გაჟ­ღე­რე­ბას და მი­წის თაღ­ლი­თუ­რი გზით მით­ვი­სე­ბა­ში და­და­ნა­შა­უ­ლე­ბით მისი რე­პუ­ტა­ცი­ის შე­ლახ­ვას. ტა­ლახს ეს­ვრის პირს, რო­მელ­საც პა­სუ­ხის გა­ცე­მის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ამ­ჟა­მად არ აქვს.

სა­გუ­ლის­ხმოა, რომ ზე­მოთ აღ­ნიშ­ნულ უკი­დუ­რეს შე­უ­რა­ცხყო­ფას უმ­წეო ცოტ­ნეს აყე­ნებს სა­კუ­თა­რი წარ­მო­მად­გენ­ლის პი­რით, რო­მე­ლიც თავს ად­ვო­კატ ად და ექი­მად წარ­მოგ­ვიდ­გენს, თუმ­ცა, ამავდრო­უ­ლად, უხე­შად არ­ღვევს ექი­მურ, ეთი­კურ და ადა­მი­ა­ნურ ნორ­მებს, იყე­ნებს რა სა­ლან­ძღა­ვად სი­ტყვა "და­უნს", რაც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გახ­დეს სა­მე­დი­ცი­ნო და იუ­რი­დი­უ­ლი ეთი­კის გან­ხილ­ვის სა­გა­ნი. იმა­ზე აღა­რა­ფერს ვამ­ბობთ, რომ "ორუ­მაღ­ლეს­გა­მოვ­ლილ" "ექიმ-ად­ვო­კატს" არა­მარ­ტო ელე­მენ­ტა­რუ­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი ცოდ­ნა, არა­მედ წერა-კი­თხვი­სა და მარ­თლწე­რის ელე­მენ­ტა­რუ­ლი ნორ­მე­ბიც ვერ აუთ­ვი­სე­ბია. ამ მი­წის ნაკ­ვე­თის ხელ­ში ჩაგ­დე­ბის და­უ­ო­კე­ბე­ლი სურ­ვი­ლით შე­პყრო­ბილ­მა ქალ­ბა­ტონ­მა, ცოტ­ნეს­თან ერ­თად, გი­ორ­გის დის­კრე­დი­ტა­ცი­აც გა­ნიზ­რა­ხა და მი­წის თა­ო­ბა­ზე გი­ორ­გის შე­სა­ხე­ბაც ბინ­ძურ ცი­ლის­წა­მე­ბას ავ­რცე­ლებს.

  • ამი­ტომ, იმა­საც აქვე გაც­ნო­ბებთ, რომ ამ­ჟა­მად მიწა უკვე გა­ყი­დუ­ლია ცოტ­ნეს ქო­ნებ­რი­ვი მხარ­დამ­ჭე­რის - გი­ორ­გი გამ­სა­ხურ­დი­ას მიერ (კონ­სტან­ტი­ნეს­თან და ჩემ­თან შე­თან­ხმე­ბით), ცოტ­ნეს შემ­დგო­მი ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო პრო­ექ­ტე­ბის და­სა­ფი­ნან­სებ­ლად, რომ­ლის სა­ფა­სუ­რის თი­თო­ე­უ­ლი თეთ­რის ხარ­ჯვის გამჭვირ­ვა­ლო­ბას და მო­ნი­ტო­რინგს, ჩვე­ნი­ვე მო­თხოვ­ნით, აწარ­მო­ებს სო­ცი­ა­ლუ­რი სა­ა­გენ­ტო.

რაც შე­მე­ხე­ბა მე, ჯერ კი­დევ 3 წლის წინ, სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით სა­სა­მარ­თლო­ში შე­ვი­ტა­ნე მო­თხოვ­ნა, რათა ცოტ­ნეს მთე­ლი ქო­ნე­ბა და ფი­ნან­სუ­რი სა­კი­თხე­ბი მხო­ლოდ გი­ორ­გის მხარ­დამ­ჭე­რო­ბის სფე­როს სა­გა­ნი გამ­ხდა­რი­ყო, რის შე­დე­გა­დაც სა­მუ­და­მოდ ვთქვი უარი ცოტ­ნეს ქო­ნე­ბის თი­თო­ე­ულ კვად­რა­ტულ მეტრზე, კოშ­კი იქ­ნე­ბა ეს თუ მი­წის ნაკ­ვე­თი.ცხა­დია, არ ვა­პი­რებთ აღ­ნიშ­ნუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნი­სა და მის­თვის უპი­რო­ბოდ მორ­ჩი­ლი და, და­ნარ­ჩე­ნი კა­ცობ­რი­ო­ბის­თვის უპი­რო­ბოდ აგ­რე­სი­უ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბის არა­ნორ­მა­ლუ­რი ქცე­ვე­ბის გან­ხილ­ვა-შეს­წავ­ლას. ეს, რო­გორც გი­ორ­გიმ აღ­ნიშ­ნა, ფსი­ქი­ატ­რი­ის პრე­რო­გა­ტი­ვაა, მაგ­რამ უმ­წეო ადა­მი­ა­ნის­თვის არა­ერ­თი გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი ზი­ა­ნის მი­ყე­ნე­ბის მო­ხერ­ხე­ბის შემ­დეგ (ეს კი­დევ ცალ­კე გან­სა­ხილ­ვე­ლი უზარ­მა­ზა­რი თე­მაა), ამ­ხე­ლა შე­უ­რა­ცხყო­ფის სა­ჯა­როდ გაჟ­ღე­რე­ბის უპა­სუ­ხოდ და­ტო­ვე­ბა ჩვე­ნი უზარ­მა­ზა­რი თმე­ნის ფარ­გლებ­შიც კი ვერ და­ე­ტია!გუ­შინ­დელ დღემ­დე ვთვლი­დით, რომ ამ ქალ­ბა­ტონს სა­კუ­თა­რი შვი­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, წე­სე­ბის გა­რე­შე ბრძო­ლის ყვე­ლა უზ­ნეო მე­თო­დი უკვე ამო­წუ­რუ­ლი ჰქონ­და...პ. ს. გუ­შინ­დე­ლი გა­და­ცე­მის ლინ­კი და მა­ნა­ნა არჩვა­ძის წარ­მო­მად­გენ­ლის უზ­ნეო პოს­ტე­ბი იხი­ლეთ კო­მენ­ტა­რებ­ში." - წერს ანა ჯა­ბა­უ­რი.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მანანა აბესაძე
7

დედა ერთად ერთია,როგორიც არ უნდა იყოს,არ უნდა უარყო,უნდა მიიღო და გაუგო.არა მგონია,შეგნებულად უმრტროს შვილებს. ძალიან მძიმე ცხოვრება აქვს გავლილი.

ია
42

დედაშვილური სიყვარული ყველაზე ძლიაერია..... რატომ ერევით დედა-შვილის ურთიერთობაში სირცხვილია........ 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"არსად გაგონილი და არსად ნანახი - საკუთარი დედა უმწეო ცოტნეს თაღლითობაში საჯაროდ სდებს ბრალს და პროკურატურაში უჩივის!" - რას წერს ანა ჯაბაური

"არსად გაგონილი და არსად ნანახი - საკუთარი დედა უმწეო ცოტნეს თაღლითობაში საჯაროდ სდებს ბრალს და პროკურატურაში უჩივის!" - რას წერს ანა ჯაბაური

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟის, ცონტე გამსახურდიას მეუღლე ანა ჯაბაური სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. მისი თქმით, მანანა არჩვაძე-გამსახურდია ცოტნეს სასამართლოში უჩივის და მიწის ნაკვეთის "თაღლითურად" დაუფლებაში სდებს ბრალს.

"არსად გაგონილი, არსად ნანახი და არავის ჩადენილი - საკუთარი დედა უმწეო ცოტნეს თაღლითობაში საჯაროდ სდებს ბრალს და პროკურატურაში უჩივის! დაუჯერებელი ამბავი, რომელსაც მანანა არჩვაძე გუშინ "ტვ პირველის" ეთერიდან, მისი წარმომადგენლის პირით აჟღერებს! იმავე წარმომადგენლის მიერ სოციალურ ქსელშიც გავრცელდა არაერთი პოსტი, რომელშიც იგივე ნარატივია განმეორებული.

  • ცნობისთვის გეტყვით, რომ საქმე ეხება ცოტნეს კუთვნილებაში არსებულ მიწის ნაკვეთს, რომლის ხელში ჩასაგდებადაც მისი ბიოლოგიური დედა ცოტნეს სასამართლოს ყველა ინსტანციაში 5 წლის განმავლობაში (2012-2017 წ.წ) უჩიოდა (აქვე აღვნიშნავ, რომ ეს დავა მხოლოდ ერთ-ერთია მრავალრიცხოვან დავათაგან, რომელსაც იგი ცოტნეს წინააღმდეგ მრავალი წლის განმავლობაში აწარმოებდა).

სასამართლომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი, რაღა თქმა უნდა, ცოტნეს საკუთრებაში დატოვა.ხოლო ახლა, როცა სავალალო მდგომარეობაში ჩავარდნილი ცოტნე თავს ვეღარ იცავს, ქალბატონმა არჩვაძემ ახალი დავა წამოიწყო ცოტნეს წინააღმდეგ, ახლა უკვე პროკურატურაში და ახლა უკვე ცოტნეს უმწეობის იმედად.ცხადია, ამ აბსურდულ დავას არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია, მაგრამ ჩვენს უკიდურეს აღშფოთებას იწვევს ფაქტი, რომ ქალბატონი კადრულობს უსუსურ მდგომარეობაში ჩავარდნილი შვილის მისამართით სიტყვა "თაღლითის’’ გაჟღერებას და მიწის თაღლითური გზით მითვისებაში დადანაშაულებით მისი რეპუტაციის შელახვას. ტალახს ესვრის პირს, რომელსაც პასუხის გაცემის შესაძლებლობა ამჟამად არ აქვს.

საგულისხმოა, რომ ზემოთ აღნიშნულ უკიდურეს შეურაცხყოფას უმწეო ცოტნეს აყენებს საკუთარი წარმომადგენლის პირით, რომელიც თავს ადვოკატ ად და ექიმად წარმოგვიდგენს, თუმცა, ამავდროულად, უხეშად არღვევს ექიმურ, ეთიკურ და ადამიანურ ნორმებს, იყენებს რა სალანძღავად სიტყვა "დაუნს", რაც აუცილებლად უნდა გახდეს სამედიცინო და იურიდიული ეთიკის განხილვის საგანი. იმაზე აღარაფერს ვამბობთ, რომ "ორუმაღლესგამოვლილ" "ექიმ-ადვოკატს" არამარტო ელემენტარული პროფესიული ცოდნა, არამედ წერა-კითხვისა და მართლწერის ელემენტარული ნორმებიც ვერ აუთვისებია. ამ მიწის ნაკვეთის ხელში ჩაგდების დაუოკებელი სურვილით შეპყრობილმა ქალბატონმა, ცოტნესთან ერთად, გიორგის დისკრედიტაციაც განიზრახა და მიწის თაობაზე გიორგის შესახებაც ბინძურ ცილისწამებას ავრცელებს.

  • ამიტომ, იმასაც აქვე გაცნობებთ, რომ ამჟამად მიწა უკვე გაყიდულია ცოტნეს ქონებრივი მხარდამჭერის - გიორგი გამსახურდიას მიერ (კონსტანტინესთან და ჩემთან შეთანხმებით), ცოტნეს შემდგომი ძვირადღირებული სარეაბილიტაციო პროექტების დასაფინანსებლად, რომლის საფასურის თითოეული თეთრის ხარჯვის გამჭვირვალობას და მონიტორინგს, ჩვენივე მოთხოვნით, აწარმოებს სოციალური სააგენტო.

რაც შემეხება მე, ჯერ კიდევ 3 წლის წინ, საკუთარი სურვილით სასამართლოში შევიტანე მოთხოვნა, რათა ცოტნეს მთელი ქონება და ფინანსური საკითხები მხოლოდ გიორგის მხარდამჭერობის სფეროს საგანი გამხდარიყო, რის შედეგადაც სამუდამოდ ვთქვი უარი ცოტნეს ქონების თითოეულ კვადრატულ მეტრზე, კოშკი იქნება ეს თუ მიწის ნაკვეთი.ცხადია, არ ვაპირებთ აღნიშნული ქალბატონისა და მისთვის უპირობოდ მორჩილი და, დანარჩენი კაცობრიობისთვის უპირობოდ აგრესიული დაჯგუფების არანორმალური ქცევების განხილვა-შესწავლას. ეს, როგორც გიორგიმ აღნიშნა, ფსიქიატრიის პრეროგატივაა, მაგრამ უმწეო ადამიანისთვის არაერთი გამოუსწორებელი ზიანის მიყენების მოხერხების შემდეგ (ეს კიდევ ცალკე განსახილველი უზარმაზარი თემაა), ამხელა შეურაცხყოფის საჯაროდ გაჟღერების უპასუხოდ დატოვება ჩვენი უზარმაზარი თმენის ფარგლებშიც კი ვერ დაეტია!გუშინდელ დღემდე ვთვლიდით, რომ ამ ქალბატონს საკუთარი შვილების წინააღმდეგ, წესების გარეშე ბრძოლის ყველა უზნეო მეთოდი უკვე ამოწურული ჰქონდა...პ. ს. გუშინდელი გადაცემის ლინკი და მანანა არჩვაძის წარმომადგენლის უზნეო პოსტები იხილეთ კომენტარებში." - წერს ანა ჯაბაური.