მოზაიკა
მსოფლიო

21

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 20:19-დან არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
პოლიტიკა
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დამნაშავის შეპყრობისათვის აუცილებელი ზომის გადაცილებით რამდენჯერმე გაისროლა" - დაცვის პოლიციის თანამშრომელს გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობისთვის ბრალი წარუდგინეს
"დამნაშავის შეპყრობისათვის აუცილებელი ზომის გადაცილებით რამდენჯერმე გაისროლა" - დაცვის პოლიციის თანამშრომელს გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობისთვის ბრალი წარუდგინეს

დაც­ვის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის პი­რა­დი დაც­ვის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როს ინ­სპექ­ტორს, გო­გე­ბაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის გამო ბრა­ლი წა­რუდ­გი­ნეს.

რო­გორც პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ მას ბრალ­დე­ბა დამ­ნა­შა­ვის შე­პყრო­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ზო­მის გა­და­ცი­ლე­ბით მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე წა­რუდ­გი­ნა.

"სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 4 მა­ისს, სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში, თბი­ლის­ში, ია­კობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ გ. მ. და კერ­ძო პი­რის დაც­ვის თა­ნამ­შრო­მე­ლი, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს დაც­ვის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის პი­რა­დი დაც­ვის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი ინ­სპექ­ტო­რი კ.კ. გო­გე­ბაშ­ვი­ლის ქუ­ჩის გა­დამ­კვე­თი, ბა­შა­ლე­იშ­ვი­ლის ქუ­ჩი­დან მო­უ­ლოდ­ნე­ლად გ.მ.-ს მი­უ­ახ­ლოვ­და ს.გ. და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან რამ­დენ­ჯერ­მე ეს­რო­ლა ფე­ხე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად, გ.მ. ძირს და­ე­ცა.ს.გ. მი­უ­ახ­ლოვ­და ძირს და­ცე­მულ გ.მ.-ს და კვლავ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა გას­რო­ლა მისი ფე­ხე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ს.გ.-მ გ.მ.-ს ყვე­ლა და­ზი­ა­ნე­ბა ქვე­და კი­დუ­რე­ბის არე­ში მი­ა­ყე­ნა, რის შემ­დგომ შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­მალ­ვა სცა­და.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ს.გ.-მ შე­წყვი­ტა სრო­ლა გ.მ.-ს მი­მარ­თუ­ლე­ბით, დაც­ვის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის პი­რა­დი დაც­ვის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როს­მა ინ­სპექ­ტორ­მა კ.კ.-მ, თან­ნა­ქო­ნი შე­ნახ­ვი­სა და ტა­რე­ბის უფ­ლე­ბით რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი “გლოკ 17” მო­დე­ლის ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან, დამ­ნა­შა­ვის შე­პყრო­ბი­სათ­ვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ზო­მის გა­და­ცი­ლე­ბით, რამ­დენ­ჯერ­მე გა­ის­რო­ლა ს.გ.-ს მი­მარ­თუ­ლე­ბით. მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბის შე­დე­გად ს.გ. ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. კ.კ.-ს ბრალ­დე­ბა დამ­ნა­შა­ვის შე­პყრო­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ზო­მის გა­და­ცი­ლე­ბით მკვლე­ლო­ბი­სათ­ვის წა­რედ­გი­ნა. სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა ბრალ­დე­ბუ­ლის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ვა­და­ში მი­მარ­თავს“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დათო
3

დასაჭერია კი არა ძაან მკაცრად უნდა დასაჯონ, აშკარად ჩანს რო სადისტია. თავისუფლად შეეძლო დაეჭრა და დაეკავებინა. თუ სამართალი არსებობს დაისჯება. რაღაც არ მომწონს პროკურატურა რო ესე მალე აკეთებს გადაკვალიფიცირებას ამ საქმის, ეტყობა პატრონი გამოუჩნდა.

ილკარი
2

საპასუხოთ ესროლე, დაიჭრა და გარბოდა, შებნ დაედევნე, ის დაჭრილი წაიქცა და უკვე წაქცეულს რომელსაც რამოდენიმე ტყვია აქვს მოხვედრილი, კიდევ მთელ მჭიდს რომ დააცლი - მკვლელი ხარ არა რა ხარ.

რას 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია დღეს გაიმართება
ავტორი:

"დამნაშავის შეპყრობისათვის აუცილებელი ზომის გადაცილებით რამდენჯერმე გაისროლა" - დაცვის პოლიციის თანამშრომელს გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობისთვის ბრალი წარუდგინეს

"დამნაშავის შეპყრობისათვის აუცილებელი ზომის გადაცილებით რამდენჯერმე გაისროლა" - დაცვის პოლიციის თანამშრომელს გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობისთვის ბრალი წარუდგინეს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს უფროს ინსპექტორს, გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამო ბრალი წარუდგინეს.

როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს პროკურატურამ მას ბრალდება დამნაშავის შეპყრობისთვის აუცილებელი ზომის გადაცილებით მკვლელობის ფაქტზე წარუდგინა.

"სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 4 მაისს, საღამოს საათებში, თბილისში, იაკობ გოგებაშვილის ქუჩაზე იმყოფებოდნენ გ. მ. და კერძო პირის დაცვის თანამშრომელი, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს უფროსი ინსპექტორი კ.კ. გოგებაშვილის ქუჩის გადამკვეთი, ბაშალეიშვილის ქუჩიდან მოულოდნელად გ.მ.-ს მიუახლოვდა ს.გ. და ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა ფეხების მიმართულებით.

მიღებული დაზიანებების შედეგად, გ.მ. ძირს დაეცა.ს.გ. მიუახლოვდა ძირს დაცემულ გ.მ.-ს და კვლავ განახორციელა გასროლა მისი ფეხების მიმართულებით. ს.გ.-მ გ.მ.-ს ყველა დაზიანება ქვედა კიდურების არეში მიაყენა, რის შემდგომ შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა.

მიუხედავად იმისა, რომ ს.გ.-მ შეწყვიტა სროლა გ.მ.-ს მიმართულებით, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს უფროსმა ინსპექტორმა კ.კ.-მ, თანნაქონი შენახვისა და ტარების უფლებით რეგისტრირებული “გლოკ 17” მოდელის ცეცხლსასროლი იარაღიდან, დამნაშავის შეპყრობისათვის აუცილებელი ზომის გადაცილებით, რამდენჯერმე გაისროლა ს.გ.-ს მიმართულებით. მიყენებული ჭრილობების შედეგად ს.გ. ადგილზე გარდაიცვალა. კ.კ.-ს ბრალდება დამნაშავის შეპყრობისთვის აუცილებელი ზომის გადაცილებით მკვლელობისათვის წარედგინა. საქართველოს პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.