ჩვენმა ხალხმა როგორც წარსული, ისე უახლესი ისტორიიდან გამომდინარე, კარგად იცის, თუ რას ნიშნავს ომი და სისხლისღვრა, დევნილობა და მოუშუშებელი ჭრილობები. შესაბამისად, ჩვენ ყოველთვის მშვიდობის სადარაჯოზე ვიდგებით, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ „ევროპის დღის“ აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო ერთიანი ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი აუცილებლად გახდება.
„მსურს, მოგილოცოთ ევროპის დღე, ევროპის, რომელიც არამხოლოდ გეოგრაფიული მოცემულობა, არამედ ღირებულებებისა და ფასეულობების ადგილია. ევროპის დღეს ვზეიმობთ ყველანი, ვისთვისაც თავისუფლება, თანასწორობა და სოლიდარობა, ქრისტიანული იდენტობა და ჰუმანიზმი, ინდივიდუალური და ეროვნული მსოფლმხედველობის განმსაზღვრელი პრინციპებია.
დღეს, ევროპა უმძიმესი გამოწვევების წინაშეა. წელიწადზე მეტია, რაც ომის დამანგრეველ შედეგებს ვუყურებთ და ამ ვითარებით გამოწვეული ტრაგედიებისა და კრიზისების ფონზე, კიდევ უფრო აშკარა და ცხადია მშვიდობის ფასი, მშვიდობის, რაც თავის დროზე ევროკავშირის შექმნის იდეას დაედო საფუძვლად და რამაც მისი განხორციელება გახადა შესაძლებელი. ჩვენმა ხალხმა როგორც წარსული, ისე უახლესი ისტორიიდან გამომდინარე, კარგად იცის, თუ რას ნიშნავს ომი და სისხლისღვრა, დევნილობა და მოუშუშებელი ჭრილობები. შესაბამისად, ჩვენ ყოველთვის მშვიდობის სადარაჯოზე ვიდგებით“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
ლაგუნასთან ვიწროებიდან გასამართი სადგურები მოაშორეთ და ურთიერთგადამკვეთი ნაკადები არ დაუშვათ არც მანდ, არც არსად , იარონ წრიულად , თუ ეშორებათ ფეხომობილით წავიდნენ პურზე და მანიკურებზე ჯალაბობამ, შუქნიშნები ერთ სინქრონში მომუშავე და ერთი ტიპის დააყენეთ , ზოგი უყვითლოდ გადადის წითელში , ხელოვნური საჯარიმო მახეები აღმოფხვერით და ჯიპლაინები ბასლაინების პარალელურად შექმენით, ახლა საპირისპიროდ მიჰქრიან, დაბურულ მინებიანებმა ღამე იარონ მხოლოდ და თან საქმეზე , სამ და ექვსლარიანი ავტოსადგომები დაბეგერეთ პროგრესიულად , შექმენით უფასო სადგომი ყველა ფასიანის ტოლი ტევადობის, გამოაქვეყნეთ სითი პარკია თუ რაც ქვია ხელმძღვანელების ხარჯთაღრიცხვა და ბიუჯეტი , ნამეტი და არამი გადაეცით საპენსიო არტელებს , განავითარეთ საბაგირო და მონორელსი მტკვრის თავზე ჰორიზონტალურადაც და ვერტიკალურადაც , მიტანის სერვისი მხოლოდ პნევმო მილსადენებით და არა გლოვო სკუტერებით, დრონებითაც შეიძლება -სახურავებზე ასაფრენ დასაფრენი მოედნების მეშეობით, ათობით სიცოცხლე რომ შეიწირა , და ზოგადად აზრზე მოდით , მინამ მთელები ხართ ! იყოლიეთ ცხენოსანი პოლიციის ათიოდე ეკიპაჟი წყვილი , ბოლოსდაბოლოს გადაწყვიტეთ სტაიანშიკები შსს სტრუქტურაა, თუ მერიის-გადაეცით საპენსიო არტელებს , მაინც არ იბეგრებიან ! ობგაიძემ ყოველსაღამოს გაგვაცნოს რა ხდებოდა და სად და რატომ ათი თვითმხილველის თანდასწრებით , მოდერატორად სპილო ციხკარიშვილი დასვით, კარუსელიდან რომ ჩამოსვით, გოცრუიძე ჩამოაშორეთ ფინანსურ ნაკადებს და ლარი დააბრუნეთ ბლუმბერგიდან სამშობლოში, საფონდო ბირჟის მისამართი გამოაცხადეთ, ვერ ვაგნებთ, რათა სითი პარკის და სხვა ეგეთი ულტრასარფიანი წარმონაქმნების აქციებით ვივაჭროთ დივიდენდის სახლში წასაღებად , ხონის ბაზრიდან ვერ ვგზავნით !
ენა ბევრ რამეს იტყვის თუ ჭკუას არ დაყოლებ.სკოლის რემონტები გეჭიმება ძალიან.ზოგს ანგრევთ და კორპუსი შენდება.მოექეცი სხვის შვილებს როგორც საკუთას.ღმერთი დაგიასებს.