მოზაიკა
მსოფლიო

21

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 20:19-დან არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
პოლიტიკა
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენი მოწვევით გელათის სამონასტრო კომპლექსს "იუნესკოს“ მატერიალური მემკვიდრეობის ექსპერტი სტივენ ჯეი კელი ეწვია" - რა განცხადებას ავრცელებს საპატრიარქო
"ჩვენი მოწვევით გელათის სამონასტრო კომპლექსს "იუნესკოს“ მატერიალური მემკვიდრეობის ექსპერტი სტივენ ჯეი კელი ეწვია" - რა განცხადებას ავრცელებს საპატრიარქო

სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს მოწ­ვე­ვით გე­ლა­თის სა­მო­ნას­ტრო კომ­პლექსს "იუ­ნეს­კოს“ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ექ­სპერ­ტი სტი­ვენ ჯეი კელი ეწ­ვია.

რო­გორც სა­პატ­რი­არ­ქოს პრეს­სამ­სა­ხუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი, სპე­ცი­ა­ლის­ტი ად­გილ­ზე არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას სწავ­ლობს.

"არ­ქი­ტექ­ტორ და ინ­ჟი­ნერ სტი­ვენ ჯეი კე­ლის კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვი­სა და კონ­სერ­ვა­ცი­ის სა­კი­თხებ­ზე მუ­შა­ო­ბის 40 წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს. ექ­სპერ­ტმა სა­ერ­თა­შო­რი­სო მემ­კვიდ­რე­ო­ბის კონ­სერ­ვა­ცი­ა­ზე მუ­შა­ო­ბა 1991 წლი­დან და­ი­წყო და ქრის­ტი­ა­ნულ მარ­თლმა­დი­დებ­ლურ ძეგ­ლებ­ზე მუ­შა­ო­ბის უნი­კა­ლუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა და­აგ­რო­ვა. სტი­ვენ ჯეი კელი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის სა­კი­თხებ­ზე რუ­მი­ნეთ­ში, რუ­სეთ­სა და უკ­რა­ი­ნა­ში მუ­შა­ობ­და. ასე­ვე, იგი ჩარ­თუ­ლი იყო თურ­ქეთ­ში, ქა­ლაქ ანის­ში, სომ­ხუ­რი არ­ქი­ტექ­ტუ­რის ძეგ­ლე­ბის კონ­სერ­ვა­ცი­ის პრო­ცეს­ში. ექ­სპერ­ტის თქმით, შე­იქ­მნე­ბა ერ­თგვა­რი მრჩე­ველ­თა საბ­ჭო, რო­მე­ლიც შემ­დგა­რი იქ­ნე­ბა სხვა­დას­ხვა მა­ღა­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნის ექ­სპერ­ტის­გან, რომ­ლე­ბიც რჩე­ვებს გას­ცე­მენ გე­ლა­თის გა­და­ხურ­ვი­სა და კონ­სერ­ვა­ცი­ის პრო­ცეს­ში”, - აცხა­დე­ბენ სა­პატ­რი­არ­ქო­ში.

ამას­თან, რო­გორც სტი­ვენ ჯეი კელი ამ­ბობს, პრობ­ლე­მის არ­სის კარ­გად გა­აზ­რე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია, მეტი დრო და­ი­ხარ­ჯოს კვლე­ვით ნა­წილ­ზე. ამას­თან, უშუ­ა­ლოდ ფრეს­კებ­ზე მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბამ­დე უპირ­ვე­ლე­სი ამო­ცა­ნაა, გა­და­ი­ხუ­როს მო­ნას­ტრის კა­თედ­რა­ლი.

"უზო­მოდ მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ ამ პრო­ექ­ტში ვმო­ნა­წი­ლე­ობ და თუნ­დაც მცი­რე­დი წვლი­ლი შე­მაქვს. ჩემ­თვის ნა­თე­ლია, რომ ჩვენ უნდა დავ­ხარ­ჯოთ მეტი დრო კვლე­ვით ნა­წილ­ში იმის­თვის, რათა კარ­გად გა­ვი­აზ­როთ პრობ­ლე­მის არსი. ჩემი ამ პრო­ექ­ტში ჩარ­თვა მოხ­და არ­ქი­მან­დრიტ კი­რი­ო­ნის მიერ და ჩემს სა­მეც­ნი­ე­რო მოქ­მე­დე­ბებს სა­მო­მავ­ლოდ გა­ნა­პი­რო­ბებს ის, თუ რა და­ვა­ლე­ბებს მომ­ცე­მენ სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო და მას­თან არ­სე­ბუ­ლი გე­ლა­თის დრო­ე­ბი­თი მარ­თვის კო­მი­ტე­ტი.

ჩემი აზ­რით, შე­საძ­ლე­ბე­ლია ვი­მუ­შაო სა­მეც­ნი­ე­რო კო­მი­ტეტ­ში და მარ­თე­ბუ­ლი რჩე­ვე­ბი გავ­ცე შემ­დგო­მი ნა­ბი­ჯე­ბის და სა­მუ­შა­ო­ე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად. თუმ­ცა ვფიქ­რობ, რომ ეს სა­მუ­შა­ო­ე­ბი უნდა შე­ას­რუ­ლონ ად­გი­ლობ­რივ­მა სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით. ჩვენ ვიქ­ნე­ბით ერ­თგვა­რი მრჩე­ველ­თა საბ­ჭო, რო­მე­ლიც შემ­დგა­რი იქ­ნე­ბა სხვა­დას­ხვა მა­ღა­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნის ექ­სპერ­ტის­გან, რო­მელ­თა­გა­ნაც რამ­დე­ნი­მეს ვიც­ნობ კი­დეც. მო­უთ­მენ­ლად ველი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ჩემი მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბას. თვალ­სა­ჩი­ნოა და სა­მარ­თლი­ა­ნად თუ შე­ვა­ფა­სებთ, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­და­ი­ხუ­როს მო­ნას­ტრის კა­თედ­რა­ლი, სა­ნამ უშუ­ა­ლოდ ფრეს­კებ­ზე და­ი­წყე­ბა მუ­შა­ო­ბა. ფრთხი­ლად უნდა და­ვაკ­ვირ­დეთ პრო­ცე­სებს. ჯერ დრო­ე­ბით გა­და­ხურ­ვას უნდა მი­ე­ხე­დოს, შემ­დეგ - და­ნარ­ჩენ სხვას", - გა­ნა­ცხა­და სტი­ვენ ჯეი კე­ლიმ.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, გე­ლა­თის სა­მო­ნას­ტრო კომ­პლექსში კედ­ლის მხატ­ვრო­ბის გრა­ფი­კუ­ლი სქე­მე­ბის შექ­მნის სა­მუ­შა­ო­ე­ბის სა­ვე­ლე ეტა­პი ცოტა ხნის წინ დას­რულ­და და ამ დრო­ის­თვის მი­ღე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის დო­კუ­მენ­ტუ­რად და­მუ­შა­ვე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. გე­ლა­თის მხატ­ვრო­ბის გრა­ფი­კუ­ლი სქე­მე­ბის შექ­მნა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს ორ­გა­ნი­ზე­ბით მხატ­ვრო­ბის კონ­სერ­ვა­ცი­ის სპე­ცი­ა­ლუ­რი ჯგუ­ფი მუ­შა­ობ­და.

კალო
2

"ჟესტით" დახურული ეკლესია...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია დღეს გაიმართება
ავტორი:

"ჩვენი მოწვევით გელათის სამონასტრო კომპლექსს "იუნესკოს“ მატერიალური მემკვიდრეობის ექსპერტი სტივენ ჯეი კელი ეწვია" - რა განცხადებას ავრცელებს საპატრიარქო

"ჩვენი მოწვევით გელათის სამონასტრო კომპლექსს "იუნესკოს“ მატერიალური მემკვიდრეობის ექსპერტი სტივენ ჯეი კელი ეწვია" - რა განცხადებას ავრცელებს საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქოს მოწვევით გელათის სამონასტრო კომპლექსს "იუნესკოს“ მატერიალური მემკვიდრეობის ექსპერტი სტივენ ჯეი კელი ეწვია.

როგორც საპატრიარქოს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სპეციალისტი ადგილზე არსებულ ვითარებას სწავლობს.

"არქიტექტორ და ინჟინერ სტივენ ჯეი კელის კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და კონსერვაციის საკითხებზე მუშაობის 40 წლიანი გამოცდილება აქვს. ექსპერტმა საერთაშორისო მემკვიდრეობის კონსერვაციაზე მუშაობა 1991 წლიდან დაიწყო და ქრისტიანულ მართლმადიდებლურ ძეგლებზე მუშაობის უნიკალური გამოცდილება დააგროვა. სტივენ ჯეი კელი წლების განმავლობაში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებზე რუმინეთში, რუსეთსა და უკრაინაში მუშაობდა. ასევე, იგი ჩართული იყო თურქეთში, ქალაქ ანისში, სომხური არქიტექტურის ძეგლების კონსერვაციის პროცესში. ექსპერტის თქმით, შეიქმნება ერთგვარი მრჩეველთა საბჭო, რომელიც შემდგარი იქნება სხვადასხვა მაღალი საერთაშორისო დონის ექსპერტისგან, რომლებიც რჩევებს გასცემენ გელათის გადახურვისა და კონსერვაციის პროცესში”, - აცხადებენ საპატრიარქოში.

ამასთან, როგორც სტივენ ჯეი კელი ამბობს, პრობლემის არსის კარგად გააზრებისთვის აუცილებელია, მეტი დრო დაიხარჯოს კვლევით ნაწილზე. ამასთან, უშუალოდ ფრესკებზე მუშაობის დაწყებამდე უპირველესი ამოცანაა, გადაიხუროს მონასტრის კათედრალი.

"უზომოდ მოხარული ვარ, რომ ამ პროექტში ვმონაწილეობ და თუნდაც მცირედი წვლილი შემაქვს. ჩემთვის ნათელია, რომ ჩვენ უნდა დავხარჯოთ მეტი დრო კვლევით ნაწილში იმისთვის, რათა კარგად გავიაზროთ პრობლემის არსი. ჩემი ამ პროექტში ჩართვა მოხდა არქიმანდრიტ კირიონის მიერ და ჩემს სამეცნიერო მოქმედებებს სამომავლოდ განაპირობებს ის, თუ რა დავალებებს მომცემენ საქართველოს საპატრიარქო და მასთან არსებული გელათის დროებითი მართვის კომიტეტი.

ჩემი აზრით, შესაძლებელია ვიმუშაო სამეცნიერო კომიტეტში და მართებული რჩევები გავცე შემდგომი ნაბიჯების და სამუშაოების განსახორციელებლად. თუმცა ვფიქრობ, რომ ეს სამუშაოები უნდა შეასრულონ ადგილობრივმა სპეციალისტებმა საერთაშორისო დონის სპეციალისტების ჩართულობით. ჩვენ ვიქნებით ერთგვარი მრჩეველთა საბჭო, რომელიც შემდგარი იქნება სხვადასხვა მაღალი საერთაშორისო დონის ექსპერტისგან, რომელთაგანაც რამდენიმეს ვიცნობ კიდეც. მოუთმენლად ველი ამ მიმართულებით ჩემი მოვალეობების შესრულებას. თვალსაჩინოა და სამართლიანად თუ შევაფასებთ, აუცილებლად უნდა გადაიხუროს მონასტრის კათედრალი, სანამ უშუალოდ ფრესკებზე დაიწყება მუშაობა. ფრთხილად უნდა დავაკვირდეთ პროცესებს. ჯერ დროებით გადახურვას უნდა მიეხედოს, შემდეგ - დანარჩენ სხვას", - განაცხადა სტივენ ჯეი კელიმ.

ინფორმაციისთვის, გელათის სამონასტრო კომპლექსში კედლის მხატვრობის გრაფიკული სქემების შექმნის სამუშაოების საველე ეტაპი ცოტა ხნის წინ დასრულდა და ამ დროისთვის მიღებული მონაცემების დოკუმენტურად დამუშავება მიმდინარეობს. გელათის მხატვრობის გრაფიკული სქემების შექმნაზე საქართველოს საპატრიარქოს ორგანიზებით მხატვრობის კონსერვაციის სპეციალური ჯგუფი მუშაობდა.