მსოფლიო
პოლიტიკა

20

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება, მთვარე სასწორშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. ამ დღეს შეიძლება “მეგობრობის დღე“ ვუწოდოთ. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გიორგი ვაშაძის ძმა იმ შენობის პირველ სართულზე, სადაც ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე სპეცოპერაცია ჩატარდა, სასტუმროს ფლობს, თუმცა ოფისებთან არანაირი შეხება არ აქვს" - პაატა მანჯგალაძე
"გიორგი ვაშაძის ძმა იმ შენობის პირველ სართულზე, სადაც ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე სპეცოპერაცია ჩატარდა, სასტუმროს ფლობს, თუმცა ოფისებთან არანაირი შეხება არ აქვს" - პაატა მანჯგალაძე

"სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ დე­პუ­ტა­ტი, პა­ა­ტა მან­ჯგა­ლა­ძე აცხა­დებს, რომ აღ­მა­შე­ნებ­ლის გამ­ზირ­ზე მდე­ბა­რე შე­ნო­ბის ის ნა­წი­ლი, სა­დაც სა­ვა­რა­უ­დოდ, "ქოლ-ცენ­ტრებ­თან“ და­კავ­ში­რე­ბით სპე­ცო­პე­რა­ცია ჩა­ტარ­და, გი­ორ­გი ვა­შა­ძეს არ უკავ­შირ­დე­ბა.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, შე­ნო­ბის პირ­ვე­ლი სარ­თუ­ლი გი­ორ­გი ვა­შა­ძის ძმას ეკუთ­ვნის და იქ სას­ტუმ­როა გან­თავ­სე­ბუ­ლი, თუმ­ცა და­ნარ­ჩენ ტე­რი­ტო­რი­ას­თან, რო­მე­ლიც და­ი­ლუ­ქა, ვა­შა­ძის ძმას შე­ხე­ბა არ აქვს.

"მე რაც მაქვს ინ­ფორ­მა­ცია, ფარ­თის მცი­რე წილი ეკუთ­ვნის გი­ორ­გი ვა­შა­ძის ძმას, რო­მელ­საც წლე­ბია სას­ტუმ­რო აქვს. დღე­საც აქვს სას­ტუმ­რო შე­ნო­ბის პირ­ველ სარ­თულ­ზე. და­ნარ­ჩე­ნი ორი სარ­თუ­ლი ეკუთ­ვნით სხვა მე­სა­კუთ­რე­ებს და არც სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბა აქვს და არც არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა და­ლუ­ქულ ფარ­თთან,“ - გა­ნა­ცხა­და "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ მან­ჯგა­ლა­ძემ.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, შე­ნო­ბის ნულ სარ­თულს იყე­ნებ­დნენ სა­წყო­ბად.

"მე­გო­ნა, როცა "ქოლ-ცენ­ტრებ­თან“ და­კავ­ში­რე­ბით ვინ­მე­ზე რა­მეს ლა­პა­რა­კობ­დნენ, რა­ი­მე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­დათ. რა "ქოლ-ცენ­ტრზეა“ ლა­პა­რა­კი, არა­ფერ­თან შე­ხე­ბა­ში არ არის. ეს სჭირ­დე­ბათ პრო­პა­გან­დის­თვის, რომ ყვე­ლა "ქოლ ცენ­ტრებ­თან“ არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ამ დროს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ უშ­ლის ხელს თა­ვად სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის შექ­მნას და თა­ვად არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მას­თან. სი­სუ­ლე­ლეა და პრო­პა­გან­და, შუა სა­უ­კუ­ნე­ებ­ში ხდე­ბო­და ასე, რომ ეშ­მა­კე­უ­ლად გა­მო­გა­ცხა­დებ­დნენ და მერე შან­სი არ გქონ­და და­გემ­ტკი­ცე­ბი­ნა, რომ ეშ­მა­კე­უ­ლი არ ხარ, სი­სუ­ლე­ლე და ბოდ­ვაა. კი, პარ­ტი­ა­ში 10 კომ­პი­უ­ტე­რი გვაქვს, მერე?! რა ტე­რი­ტო­რია, რა სი­სუ­ლე­ლეა. რომ გა­იხ­სნე­ბა ეს კომ­პი­უ­ტე­რე­ბი, რა აღ­მოჩ­ნდე­ბა? - მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ბა­ზე­ბი, რომ­ლე­ბიც არი­ან ჩვე­ნი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი. კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბაც არ მინ­და, რცხვე­ნო­დეს იმ ხალ­ხს, ვინც ეს გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა. არა­ნა­ი­რი ოფი­სი არ არის სა­ერ­თოდ, სა­წყო­ბია ძველ­თა ძვე­ლი, რომლშიც 5 წე­ლია პარ­ტი­ის კომ­პი­უ­ტე­რე­ბია შე­ნა­ხუ­ლი,“ - გა­ნა­ცხა­და მან­ჯგა­ლა­ძემ.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, აღ­მა­შე­ნებ­ლის გამ­ზი­რის #75-ში სპე­ცო­პე­რა­ცია ჩა­ტარ­და. სპე­ცო­პე­რა­ცია გვი­ან ღა­მით ე.წ. ქოლ-ცენ­ტრე­ბის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით და­ი­წყო. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა რამ­დე­ნი­მე ოფი­სი და­ლუ­ქეს, იქამ­დე კი კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნი­კა ამო­ი­ღეს. "რუს­თა­ვი 2“-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შე­ნო­ბა, სა­დაც სპე­ცო­პე­რა­ცია ჩა­ტარ­და, გი­ორ­გი ვა­შა­ძის სა­ხელ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ურო
0

მანჯგალაძემ ისიც თქვა, რომ შ/ადგილიდან ამოღებული კომპიუტერული ტექნიკა მისი პარტიის საკუთრებაა!!! ჭჭ-მ კი სასწრაფოდ უარყო ეს!

რა ხდება?

Რერო
0

Საიდან ფლობს პატიოსანი შრომით? Რა ბიზნესი აქვთ და რა დამსახურება ამ ღარიბ ქვეყანაში ამდენი ქონება რომ დააგროვეს?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია დღეს გაიმართება
ავტორი:

"გიორგი ვაშაძის ძმა იმ შენობის პირველ სართულზე, სადაც ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე სპეცოპერაცია ჩატარდა, სასტუმროს ფლობს, თუმცა ოფისებთან არანაირი შეხება არ აქვს" - პაატა მანჯგალაძე

"გიორგი ვაშაძის ძმა იმ შენობის პირველ სართულზე, სადაც ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე სპეცოპერაცია ჩატარდა, სასტუმროს ფლობს, თუმცა ოფისებთან არანაირი შეხება არ აქვს" - პაატა მანჯგალაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატი, პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ აღმაშენებლის გამზირზე მდებარე შენობის ის ნაწილი, სადაც სავარაუდოდ, "ქოლ-ცენტრებთან“ დაკავშირებით სპეცოპერაცია ჩატარდა, გიორგი ვაშაძეს არ უკავშირდება.

მისივე ინფორმაციით, შენობის პირველი სართული გიორგი ვაშაძის ძმას ეკუთვნის და იქ სასტუმროა განთავსებული, თუმცა დანარჩენ ტერიტორიასთან, რომელიც დაილუქა, ვაშაძის ძმას შეხება არ აქვს.

"მე რაც მაქვს ინფორმაცია, ფართის მცირე წილი ეკუთვნის გიორგი ვაშაძის ძმას, რომელსაც წლებია სასტუმრო აქვს. დღესაც აქვს სასტუმრო შენობის პირველ სართულზე. დანარჩენი ორი სართული ეკუთვნით სხვა მესაკუთრეებს და არც საკუთრების უფლება აქვს და არც არანაირი შეხება დალუქულ ფართთან,“ - განაცხადა "ინტერპრესნიუსთან“ მანჯგალაძემ.

მისივე ინფორმაციით, შენობის ნულ სართულს იყენებდნენ საწყობად.

"მეგონა, როცა "ქოლ-ცენტრებთან“ დაკავშირებით ვინმეზე რამეს ლაპარაკობდნენ, რაიმე მტკიცებულება ჰქონდათ. რა "ქოლ-ცენტრზეა“ ლაპარაკი, არაფერთან შეხებაში არ არის. ეს სჭირდებათ პროპაგანდისთვის, რომ ყველა "ქოლ ცენტრებთან“ არის დაკავშირებული. ამ დროს "ქართული ოცნება“ უშლის ხელს თავად საგამოძიებო კომისიის შექმნას და თავად არის დაკავშირებული მასთან. სისულელეა და პროპაგანდა, შუა საუკუნეებში ხდებოდა ასე, რომ ეშმაკეულად გამოგაცხადებდნენ და მერე შანსი არ გქონდა დაგემტკიცებინა, რომ ეშმაკეული არ ხარ, სისულელე და ბოდვაა. კი, პარტიაში 10 კომპიუტერი გვაქვს, მერე?! რა ტერიტორია, რა სისულელეა. რომ გაიხსნება ეს კომპიუტერები, რა აღმოჩნდება? - მოქალაქეების ბაზები, რომლებიც არიან ჩვენი მხარდამჭერები. კომენტარის გაკეთებაც არ მინდა, რცხვენოდეს იმ ხალხს, ვინც ეს განცხადება გააკეთა. არანაირი ოფისი არ არის საერთოდ, საწყობია ძველთა ძველი, რომლშიც 5 წელია პარტიის კომპიუტერებია შენახული,“ - განაცხადა მანჯგალაძემ.

როგორც ცნობილია, აღმაშენებლის გამზირის #75-ში სპეცოპერაცია ჩატარდა. სპეცოპერაცია გვიან ღამით ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმესთან დაკავშირებით დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა რამდენიმე ოფისი დალუქეს, იქამდე კი კომპიუტერული ტექნიკა ამოიღეს. "რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, შენობა, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა, გიორგი ვაშაძის სახელთან არის დაკავშირებული.