საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ექთნები 3 ახალი სპეციალობით გადამზადდებიან - "ჯეო ჰოსპიტალსისა" და USAID-ის თანამშრომლობით საქართველოში პირველად ექთანთა სპეციალიზაციის პროგრამები ამოქმედდა
ექთნები 3 ახალი სპეციალობით გადამზადდებიან - "ჯეო ჰოსპიტალსისა" და USAID-ის თანამშრომლობით საქართველოში პირველად ექთანთა სპეციალიზაციის პროგრამები ამოქმედდა

კლი­ნი­კე­ბის ქსე­ლი „ჯეო ჰოს­პი­ტალ­სი“ USAID-ის პროგ­რა­მის - "დამ­საქ­მებ­ლე­ბი პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბი­სათ­ვის’’ - მხარ­და­ჭე­რით, სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად სა­ექთ­ნო დიპ­ლო­მის შემ­დგო­მი გა­ნათ­ლე­ბი­სა და სპე­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ის პროგ­რა­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას იწყებს.

სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის გა­დამ­ზა­დე­ბა „ჯეო ჰოს­პი­ტალ­სის“ სა­ექთ­ნო სას­წავ­ლო ცენ­ტრის ბა­ზა­ზე უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში და­ი­წყე­ბა და მას­ში არა მხო­ლოდ ქსე­ლის პერ­სო­ნა­ლი, არა­მედ რე­გი­ო­ნის სხვა სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და სა­ექთ­ნო პროგ­რა­მე­ბის მიმ­წო­დე­ბე­ლი კო­ლე­ჯე­ბის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბიც ჩა­ერ­თვე­ბი­ან.

ექთ­ნე­ბი შეძ­ლე­ბენ შე­ი­ძი­ნონ 3 ახა­ლი სა­ექთ­ნო სპე­ცი­ა­ლო­ბა: პე­დი­ატ­რი­ის ექთა­ნი, ინ­ტენ­სი­უ­რი (კრი­ტი­კუ­ლი) მოვ­ლის ექთა­ნი და ქი­რურ­გი­ის ექთა­ნი, რაც მათი კა­რი­ე­რუ­ლი ზრდის და უკე­თე­სი და­საქ­მე­ბის სა­წინ­და­რია. ამას­თან, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში პრო­ფე­სი­ო­ნალ ექთ­ნებ­ზე მო­თხოვ­ნა მა­ღა­ლია, ხოლო კად­რე­ბი - დე­ფი­ცი­ტუ­რი.

პროგ­რა­მე­ბი USAID-ის მხარ­და­ჭე­რით, პო­ლო­ნეთ­ში მოქ­მე­დი კუ­რი­კუ­ლუ­მე­ბის მი­ხედ­ვით შე­იქ­მნა და მათ ქარ­თუ­ლე­ნო­ვან ვერ­სი­ას წარ­მო­ად­გენს. ამას­თან, დო­ნორ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით აღი­ჭურ­ვე­ბა სას­წავ­ლო ცენ­ტრი (სას­წავ­ლო ინ­ვენ­ტა­რით, აუ­ცი­ლე­ბე­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რით, მა­ნე­კე­ნე­ბით/სი­მუ­ლა­ტო­რე­ბით) და გა­დამ­ზად­დე­ბი­ან პე­და­გო­გე­ბი.

„ჯეო ჰოს­პი­ტალ­სის“ სტრა­ტე­გი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის ხა­რის­ხის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნელ­მა ნა­თია ნო­ღა­ი­დელ­მა შე­ა­ფა­სა პროგ­რა­მის მნიშ­ვნე­ლო­ბა და ხაზი გა­უს­ვა სა­მე­დი­ცი­ნო სექ­ტორ­ში პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ექთ­ნე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას.

„ჯეო ჰოს­პი­ტალ­სის ქსელ­მა“ USAID-თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად აა­მოქ­მე­და სა­ექთ­ნო დიპ­ლო­მის შემ­დგო­მი გა­ნათ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ის ცენ­ტრი. პრო­ექ­ტი გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ვი­ნა­ი­დან ის სრუ­ლად შე­ე­სა­ბა­მე­ბა 2025 წლის­თვის სა­ექთ­ნო საქ­მე­ში და­გეგ­მილ რე­ფორ­მას და ამ პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში კურსდამ­თავ­რე­ბულ ექთ­ნებს სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცე­მათ რე­ფორ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ეტაპ­ზეც მო­ი­პო­ვონ ექთან-სპე­ცი­ა­ლის­ტის წო­დე­ბა“, - გან­მარ­ტა ნა­თია ნო­ღა­ი­დელ­მა.

სა­ექთ­ნო გა­დამ­ზა­დე­ბის ცენ­ტრში სას­წავ­ლო პრო­ცე­სის და­წყე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მარ­თულ ღო­ნის­ძი­ე­ბას USAID-ის პროგ­რა­მის ხელ­მძღვა­ნე­ლი და წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და­ეს­წრნენ. USAID-ის პროგ­რა­მის „დამ­საქ­მებ­ლე­ბი პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის­თვის“ ხელ­მძღვა­ნელ­მა დე­ვიდ ბლოდ­მა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ექთ­ნე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე ისა­უბ­რა:

„ეს რე­გი­ო­ნულ ჭრილ­ში ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რო­გორც სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კუ­თხით, ასე­ვე და­საქ­მე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მიზ­ნით. ამავდრო­უ­ლად, შე­ე­სა­ბა­მე­ბა იმ სტრა­ტე­გი­ას, რა­საც ით­ვა­ლის­წი­ნებს 2025 წლი­დან სა­ექთ­ნო საქ­მი­ა­ნო­ბის რე­გუ­ლი­რე­ბის შე­მო­ღე­ბა. USAID-ისა და „ჯეო ჰოს­პი­ტალ­სის“ პარტნი­ო­რო­ბით ინერ­გე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ინო­ვა­ცი­უ­რი დიპ­ლო­მის შემ­დგო­მი პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც ევ­რო­პულ სტან­დარ­ტებს შე­ე­სა­ბა­მე­ბა,“ - აღ­ნიშ­ნა USAID-ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა.

პრე­ზენ­ტა­ცია კი­თხვა-პა­სუ­ხის რე­ჟიმ­ში წა­რი­მარ­თა. მხა­რე­ებ­მა რე­გი­ო­ნი­სა და მთლი­ა­ნად ქვეყ­ნის­თვის მსგავ­სი პრო­ექ­ტე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე ისა­უბ­რეს, გან­სა­კუთ­რე­ბით ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლეს იმ გა­რე­მო­ე­ბა­ზე, რომ სა­ექთ­ნო სპე­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ის პროგ­რა­მე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად მომ­ზად­და და ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­ში მოქ­მე­დი პროგ­რა­მე­ბის იდენ­ტუ­რია. შეხ­ვედ­რა­ზე აღი­ნიშ­ნა, რომ „ჯეო ჰოს­პი­ტალ­სის“ ქსე­ლის სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ნა­წი­ლი გან­თავ­სე­ბუ­ლია ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბით და­სახ­ლე­ბულ რე­გი­ო­ნებ­ში, სა­დაც და­საქ­მე­ბუ­ლი პერ­სო­ნა­ლის ნა­წი­ლი ასე­ვე ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბი­თაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ხელს შე­უ­წყობს ეთ­ნი­კურ უმ­ცი­რე­სო­ბებ­ში ცოდ­ნი­სა და უნარ-ჩვე­ვე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­სა და მათი კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნო­ბის გაზ­რდას.

შიდა ქარ­თლში ახა­ლი პრო­ექ­ტის სტრა­ტე­გი­ულ მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე ჯეო ჰოს­პი­ტალ­სის კლი­ნი­კურ­მა დი­რექ­ტორ­მაც ისა­უბ­რა:

"ჯეო ჰოს­პი­ტალ­სის­თვის“, რო­გორც დარ­გის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და მომ­სა­ხუ­რე­ბის მა­ღალ ხა­რისხზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ის­თვის, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ექ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც თა­ნა­მედ­რო­ვე მე­დი­ცი­ნის გა­მოწ­ვე­ვებს პა­სუ­ხობს და პრო­ფე­სი­უ­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს,“ -აღ­ნიშ­ნა კახა გზო­ბა­ვამ .

პროგ­რა­მის პრე­ზენ­ტა­ცია 4 მა­ისს მარ­ნე­ულ­ში გა­ი­მარ­თა, რო­მელ­საც რე­გი­ო­ნის სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის, სა­ექთ­ნო პრო­ფე­სი­უ­ლი სას­წავ­ლებ­ლე­ბი­სა და ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

ექთნები 3 ახალი სპეციალობით გადამზადდებიან - "ჯეო ჰოსპიტალსისა" და USAID-ის თანამშრომლობით საქართველოში პირველად ექთანთა სპეციალიზაციის პროგრამები ამოქმედდა

ექთნები 3 ახალი სპეციალობით გადამზადდებიან - "ჯეო ჰოსპიტალსისა" და USAID-ის თანამშრომლობით საქართველოში პირველად ექთანთა სპეციალიზაციის პროგრამები ამოქმედდა

კლინიკების ქსელი „ჯეო ჰოსპიტალსი“ USAID-ის პროგრამის - ,,დამსაქმებლები პროფესიული განათლებისათვის’’ - მხარდაჭერით, საქართველოში პირველად საექთნო დიპლომის შემდგომი განათლებისა და სპეციალიზაციის პროგრამების განხორციელებას იწყებს.

სამედიცინო პერსონალის გადამზადება „ჯეო ჰოსპიტალსის“ საექთნო სასწავლო ცენტრის ბაზაზე უახლოეს მომავალში დაიწყება და მასში არა მხოლოდ ქსელის პერსონალი, არამედ რეგიონის სხვა სამედიცინო დაწესებულებებისა და საექთნო პროგრამების მიმწოდებელი კოლეჯების კურსდამთავრებულებიც ჩაერთვებიან.

ექთნები შეძლებენ შეიძინონ 3 ახალი საექთნო სპეციალობა: პედიატრიის ექთანი, ინტენსიური (კრიტიკული) მოვლის ექთანი და ქირურგიის ექთანი, რაც მათი კარიერული ზრდის და უკეთესი დასაქმების საწინდარია. ამასთან, ჩვენს ქვეყანაში პროფესიონალ ექთნებზე მოთხოვნა მაღალია, ხოლო კადრები - დეფიციტური.

პროგრამები USAID-ის მხარდაჭერით, პოლონეთში მოქმედი კურიკულუმების მიხედვით შეიქმნა და მათ ქართულენოვან ვერსიას წარმოადგენს. ამასთან, დონორ ორგანიზაციასთან თანამშრომლობით აღიჭურვება სასწავლო ცენტრი (სასწავლო ინვენტარით, აუცილებელი ლიტერატურით, მანეკენებით/სიმულატორებით) და გადამზადდებიან პედაგოგები.

„ჯეო ჰოსპიტალსის“ სტრატეგიული განვითარებისა და სამედიცინო მომსახურების ხარისხის სამსახურის ხელმძღვანელმა ნათია ნოღაიდელმა შეაფასა პროგრამის მნიშვნელობა და ხაზი გაუსვა სამედიცინო სექტორში პროფესიონალი ექთნების მნიშვნელობას.

„ჯეო ჰოსპიტალსის ქსელმა“ USAID-თან თანამშრომლობით საქართველოში პირველად აამოქმედა საექთნო დიპლომის შემდგომი განათლების სპეციალიზაციის ცენტრი. პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან ის სრულად შეესაბამება 2025 წლისთვის საექთნო საქმეში დაგეგმილ რეფორმას და ამ პროექტის ფარგლებში კურსდამთავრებულ ექთნებს საშუალება მიეცემათ რეფორმის განხორციელების ეტაპზეც მოიპოვონ ექთან-სპეციალისტის წოდება“, - განმარტა ნათია ნოღაიდელმა.

საექთნო გადამზადების ცენტრში სასწავლო პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას USAID-ის პროგრამის ხელმძღვანელი და წარმომადგენლები დაესწრნენ. USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ ხელმძღვანელმა დევიდ ბლოდმა საქართველოსთვის ექთნების გადამზადების პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„ეს რეგიონულ ჭრილში ძალიან მნიშვნელოვანია როგორც საგანმანათლებლო კუთხით, ასევე დასაქმების შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით. ამავდროულად, შეესაბამება იმ სტრატეგიას, რასაც ითვალისწინებს 2025 წლიდან საექთნო საქმიანობის რეგულირების შემოღება. USAID-ისა და „ჯეო ჰოსპიტალსის“ პარტნიორობით ინერგება საქართველოში ინოვაციური დიპლომის შემდგომი პროფესიული განათლების შესაძლებლობა, რომელიც ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება,“ - აღნიშნა USAID-ის წარმომადგენელმა.

პრეზენტაცია კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მხარეებმა რეგიონისა და მთლიანად ქვეყნისთვის მსგავსი პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრეს, განსაკუთრებით ყურადღება გაამახვილეს იმ გარემოებაზე, რომ საექთნო სპეციალიზაციის პროგრამები საქართველოში პირველად მომზადდა და ევროკავშირის ქვეყნებში მოქმედი პროგრამების იდენტურია. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ „ჯეო ჰოსპიტალსის“ ქსელის სამედიცინო დაწესებულებების ნაწილი განთავსებულია ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, სადაც დასაქმებული პერსონალის ნაწილი ასევე ეთნიკური უმცირესობებითაა წარმოდგენილი. შესაბამისად, პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ეთნიკურ უმცირესობებში ცოდნისა და უნარ-ჩვევების გაუმჯობესებასა და მათი კონკურენტუნარიანობის გაზრდას.

შიდა ქართლში ახალი პროექტის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე ჯეო ჰოსპიტალსის კლინიკურმა დირექტორმაც ისაუბრა:

,,ჯეო ჰოსპიტალსისთვის“, როგორც დარგის განვითარებასა და მომსახურების მაღალ ხარისხზე ორიენტირებული კომპანიისთვის, მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო პროექტები, რომლებიც თანამედროვე მედიცინის გამოწვევებს პასუხობს და პროფესიული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას უზრუნველყოფს,“ -აღნიშნა კახა გზობავამ .

პროგრამის პრეზენტაცია 4 მაისს მარნეულში გაიმართა, რომელსაც რეგიონის სამედიცინო დაწესებულებების, საექთნო პროფესიული სასწავლებლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

R

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"