მოზაიკა
მსოფლიო

21

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 20:19-დან არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
პოლიტიკა
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი ღარიბაშვილი ვიქტორ ორბანს შეხვდა
ირაკლი ღარიბაშვილი ვიქტორ ორბანს შეხვდა

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი უნ­გრე­თის პრე­მი­ერ-მი­ნისტრს ვიქ­ტორ ორ­ბანს შეხ­ვდა.

რო­გორც მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი შეხ­ვედ­რა­ზე სა­უ­ბა­რი შე­ე­ხო ორ ქვე­ყა­ნას შო­რის არ­სე­ბულ ურ­თი­ერ­თო­ბებ­სა და სა­მო­მავ­ლო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის პერ­სპექ­ტი­ვებს რო­გორც ორ­მხრივ, ისე მრა­ვალ­მხრივ ფორ­მა­ტებ­ში.

შეხ­ვედ­რა­ზე სა­უ­ბა­რი შე­ე­ხო კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი მოქ­მე­დე­ბის ყო­ველ­წლი­უ­რი კონ­ფე­რენ­ცი­ის (CPAC) ჩა­ტა­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას.ხაზი გა­ეს­ვა კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გაჟ­ღე­რე­ბულ გზავ­ნი­ლებს, რო­მელ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა არა­ერ­თი ქვეყ­ნის­თვის სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბებს წარ­მო­ად­გენს.

"გა­ნი­ხი­ლეს სა­ქარ­თვე­ლო-უნ­გრეთს შო­რის ეკო­ნო­მი­კუ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გაღ­რმა­ვე­ბის პერ­სპექ­ტი­ვე­ბი ვაჭ­რო­ბის, ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის, ტუ­რიზ­მის, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სფე­რო­ებ­ში. სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის თქმით, სა­ქარ­თვე­ლო უნ­გრეთ­თან ეკო­ნო­მი­კუ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შემ­დგო­მი გაძ­ლი­ე­რე­ბის­თვის არ­სე­ბუ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლის სრუ­ლად რე­ა­ლი­ზე­ბის მიზ­ნის ერ­თგუ­ლი რჩე­ბა.

შეხ­ვედ­რა­ზე გა­ნი­ხი­ლეს სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­შირ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის პერ­სპექ­ტი­ვა. აღი­ნიშ­ნა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით უნ­გრე­თის მხარ­დამ­ჭე­რი გან­ცხა­დე­ბე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა. ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის თქმით, რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი შეს­რუ­ლე­ბუ­ლია და მიღ­წე­უ­ლი პროგ­რე­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო კან­დი­და­ტის სტა­ტუსს იმ­სა­ხუ­რებს, რო­მელ­საც ქვე­ყა­ნა წლის ბო­ლო­სათ­ვის ელო­დე­ბა", - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

შეხ­ვედ­რის შემ­დეგ, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს დე­ლე­გა­ცი­ის პა­ტივ­სა­ცე­მად, უნ­გრე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ვიქ­ტორ ორ­ბა­ნის სა­ხე­ლით, სა­მუ­შაო სა­დი­ლი გა­ი­მარ­თა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ს.,
1

 დინების საწინამდეგო მიმართულებით ცურვა.წინ ვერ წაიწევ.

დავით
18

"ორნი ქალაქში"

რა იდეალური დუეტია, რა ისტორიული სურათი!!!!

დიახ, უნგრეთი და საქართველო

საქართველო და უნგრეთი 

შეცვლიან ევროპის საერთო სახლის მთლიან წყობას

და დააბრუნებენ პატრიარქალურ ანაქრონისტულ ტრადიციებს რაზეც მთელი ევროპის მოსახლეობა "ოცნებობს"

ტაში და ვაშა

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია დღეს გაიმართება
ავტორი:

ირაკლი ღარიბაშვილი ვიქტორ ორბანს შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი ვიქტორ ორბანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს შეხვდა.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიური კონფერენციის (CPAC) ჩატარების მნიშვნელობას.ხაზი გაესვა კონფერენციაზე გაჟღერებულ გზავნილებს, რომელთა უმრავლესობა არაერთი ქვეყნისთვის საერთო ღირებულებებს წარმოადგენს.

"განიხილეს საქართველო-უნგრეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები ვაჭრობის, ინვესტიციების, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის სფეროებში. საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო უნგრეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერებისთვის არსებული პოტენციალის სრულად რეალიზების მიზნის ერთგული რჩება.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივა. აღინიშნა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით უნგრეთის მხარდამჭერი განცხადებების მნიშვნელობა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, რეკომენდაციების დიდი ნაწილი შესრულებულია და მიღწეული პროგრესის გათვალისწინებით, საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს, რომელსაც ქვეყანა წლის ბოლოსათვის ელოდება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

შეხვედრის შემდეგ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და საქართველოს დელეგაციის პატივსაცემად, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის სახელით, სამუშაო სადილი გაიმართა.