მსოფლიო
სპორტი
პოლიტიკა

19

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:25-ზე, მთვარე მშვილდოსანშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად. კარგი დღეა მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს ამჟამად საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ გართულებები მოსალოდნელია, თუ ... " - რას აცხადებს ზურაბ ჩხაიძე
"მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს ამჟამად საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ გართულებები მოსალოდნელია, თუ ... " - რას აცხადებს ზურაბ ჩხაიძე

კლი­ნი­კა „ვი­ვა­მე­დის“ კლი­ნი­კუ­რი დი­რექ­ტო­რის, ზუ­რაბ ჩხა­ი­ძის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენტს, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს ზო­გა­დი სი­სუს­ტე, თავ­ბრუს­ხვე­ვა, პე­რი­ო­დუ­ლად წო­ნას­წო­რო­ბის და­კარ­გვა აღე­ნიშ­ნე­ბა და არ არის გა­საკ­ვი­რი, რომ ეს სა­მო­მავ­ლო­დაც გაგ­რძელ­დეს.

რო­გორც მან კლი­ნი­კა „ვი­ვა­მედ­თან“ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, პა­ცი­ენ­ტი შე­თა­ვა­ზე­ბულ სამ­კურ­ნა­ლო და­ნიშ­ნუ­ლე­ბებ­ზე უარს აცხა­დებს და საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბის კა­ლო­რაჟს არ იღებს.

"რაც შე­ე­ხე­ბა პა­ცი­ენტს, რა თქმა უნდა, ზო­გა­დი სი­სუს­ტე აქვს, თავ­ბრუს­ხვე­ვის შეგ­რძნე­ბა, პე­რი­ო­დუ­ლად წო­ნას­წო­რო­ბის და­კარ­გვა და ეს არ არის გა­საკ­ვი­რი, ამას ჩვენ ყო­ველ­თვის ვა­ცხა­დებ­დით და თუ ასე გაგ­რძელ­დე­ბა, კი­დევ მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ გან­მე­ორ­დეს, რად­გან არ ხდე­ბა საკ­ვე­ბის სრულ­ფა­სოვ­ნად მი­ღე­ბა. ჩვენ ვერ ვა­ხერ­ხებთ ჩა­ვუ­ტა­როთ სრულ­ფა­სო­ვა­ნი მკურ­ნა­ლო­ბა იმი­ტომ, რომ პა­ცი­ენ­ტი შე­თა­ვა­ზე­ბულ სამ­კურ­ნა­ლო და­ნიშ­ნუ­ლე­ბებ­ზე უარს აცხა­დებს. ამა­ზე არა­ერ­თხელ გა­ნა­ცხა­და ექიმ­მა, მო­რი­გე ექიმ­მა და ყვე­ლამ, რომ უარს ამ­ბობს სამ­კურ­ნა­ლო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ზე. ასე­ვე, კვე­ბის რა­ცი­ო­ნი - არა­ერ­თხელ გვქონ­და სა­უ­ბა­რი მას­თან, ოჯა­ხის წევ­რებ­თა­ნაც, რომ მო­ტა­ნი­ლი საკ­ვე­ბის რა­ცი­ო­ნი გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი­ყო, მო­მა­ტე­ბუ­ლი­ყო კა­ლო­რა­ჟი, მაგ­რამ არა­ფე­რი იც­ვლე­ბა, კა­ლო­რა­ჟის შემ­ცვე­ლო­ბის მი­ნი­მა­ლუ­რი რა­ო­დე­ნო­ბაა და­ახ­ლო­ე­ბით, 400 კილო კა­ლო­რია, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მცი­რე და არა­საკ­მა­რი­სია. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რა თქმა უნდა, მას აქვს ზო­გა­დი სი­სუს­ტე, რა თქმა უნდა, ექ­ნე­ბა წო­ნას­წო­რო­ბის და­კარ­გვის მო­მენ­ტე­ბიც და ეს მო­სა­ლოდ­ნე­ლიც იყო“, - გა­ნა­ცხა­და ზუ­რაბ ჩხა­ი­ძემ.

მისი გან­მარ­ტე­ბით, პა­ცი­ენ­ტი იღებს მხო­ლოდ სიმპტო­მურ მკურ­ნა­ლო­ბას და ამ ეტაპ­ზე მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მე არ არის.

„პა­რა­მეტ­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მისი მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მედ არ ით­ვლე­ბა. კვლე­ვე­ბი და­მო­კი­დე­ბუ­ლია კლი­ნი­კურ მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა­ზე. თუ რა­ი­მე კვლე­ვა იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო და აუ­ცი­ლე­ბე­ლი, იმა­ვე დღეს­ვე კეთ­დე­ბა მისი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. გარ­და ამი­სა, გე­ტყვით, რომ გუ­შინ მოწ­ვე­უ­ლი გვყავ­და რე­ა­ბი­ლი­ტო­ლო­გი და და­ვი­წყეთ აუ­ცი­ლე­ბე­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბი, რა­ზეც პა­ცი­ენ­ტი დაგ­ვთან­ხმდა და და­ი­წყო პრო­ცე­დუ­რე­ბი, რაც აუ­ცი­ლე­ბე­ლია მისი ჯან­მრთე­ლო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის­თვის. იმედს ვი­ტო­ვებ, არ შე­წყდე­ბა ეს პრო­ცე­დუ­რე­ბი და პა­ცი­ენ­ტი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის სიას ბო­ლომ­დე მი­იყ­ვანს“, - გა­ნა­ცხა­და ზუ­რაბ ჩხა­ი­ძემ.

"ვი­ვა­მე­დის" დი­რექ­ტო­რის გან­მარ­ტე­ბით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს ახა­ლი მკურ­ნა­ლი ექი­მი ჰყავს - მაია ვა­წა­ძე.

„მე­სა­მე დღეა და­ე­ნიშ­ნა ახა­ლი ექი­მი, რო­მე­ლიც აგ­რძე­ლებს მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცესს. მკურ­ნა­ლი ექი­მი არის მაია ვა­წა­ძე. ამ მო­ნა­ცე­მე­ბით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა, მაგ­რამ სხვა­დას­ხვა სა­ხის გარ­თუ­ლე­ბე­ბი მო­სა­ლოდ­ნე­ლია, თუ ისევ გაგ­რძელ­დე­ბა უა­რის თქმა სამ­კურ­ნა­ლო და­ნიშ­ნუ­ლებ­ზე, კა­ლო­რა­ჟი შემ­ცირ­დე­ბა, შერ­ჩე­ვით მოხ­დე­ბა საკ­ვე­ბის მი­ღე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ზუ­რაბ ჩხა­ი­ძემ.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, მო­რი­გე ექიმ­მა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გო­ნე­ბის კარ­გვას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ა­კე­თა ობი­ექ­ტუ­რი შე­ფა­სე­ბა, რის შე­დე­გად ექ­სპრე­ზი­დენ­ტმა მას­თან მკურ­ნა­ლო­ბა­ზე უარი გა­ნა­ცხა­და.

„მო­რი­გე ექიმ­მა გო­ნე­ბის კარ­გვას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ა­კე­თა ობი­ექ­ტუ­რი შე­ფა­სე­ბა. ამ ობი­ექ­ტუ­რი შე­ფა­სე­ბის შემ­დეგ, მო­რიგ ექი­მი მი­უ­ღე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა პა­ცი­ენ­ტის­თვის, მაგ­რამ ჩვენ ვით­ვა­ლის­წი­ნებთ პა­ცი­ენ­ტის ინ­ტე­რე­სებს მაქ­სი­მა­ლუ­რად. ჩვენ ვართ ექი­მე­ბი და ჩვენ­თვის მთა­ვა­რი არის გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ პა­ცი­ენ­ტის ინ­ტე­რე­სი. შე­ვარ­ჩი­ეთ სხვა ექი­მე­ბი, რომ­ლე­ბიც მას­თან მუ­შა­ო­ბას აგ­რძე­ლე­ბენ. იმე­დია, პა­ცი­ენ­ტი ამ ყვე­ლა­ფერს მე­ტად გა­ი­თა­ვი­სებს, და­ნიშ­ნუ­ლე­ბას შე­ას­რუ­ლებს და მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ჩხა­ი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Joi
4

ზურა იქ დახვდება მიშას! ღმერთს ასე უნდა!

ნანა
2

შეიბრალეთ ექიმები, მალე გაიქცევიან კლინიკიდან. შეუშვით ვინმე ლამაზი მოდელი გოგონა, იქნებ აჭამოს რამე. ანდა თითო ცოლმა თითო დღეს იმორიგეოს, დაიღალა დედა, მასაც პირადი ცხოვრება აქვს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოს საკითხი კვლავ საერთაშორისო ყურადღების ცენტრშია - რას აცხადებენ დეპუტატები
ავტორი:

"მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს ამჟამად საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ გართულებები მოსალოდნელია, თუ ... " - რას აცხადებს ზურაბ ჩხაიძე

"მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს ამჟამად საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ გართულებები მოსალოდნელია, თუ ... " - რას აცხადებს ზურაბ ჩხაიძე

კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ზოგადი სისუსტე, თავბრუსხვევა, პერიოდულად წონასწორობის დაკარგვა აღენიშნება და არ არის გასაკვირი, რომ ეს სამომავლოდაც გაგრძელდეს.

როგორც მან კლინიკა „ვივამედთან“ ჟურნალისტებს განუცხადა, პაციენტი შეთავაზებულ სამკურნალო დანიშნულებებზე უარს აცხადებს და საკმარისი რაოდენობის კალორაჟს არ იღებს.

"რაც შეეხება პაციენტს, რა თქმა უნდა, ზოგადი სისუსტე აქვს, თავბრუსხვევის შეგრძნება, პერიოდულად წონასწორობის დაკარგვა და ეს არ არის გასაკვირი, ამას ჩვენ ყოველთვის ვაცხადებდით და თუ ასე გაგრძელდება, კიდევ მოსალოდნელია, რომ განმეორდეს, რადგან არ ხდება საკვების სრულფასოვნად მიღება. ჩვენ ვერ ვახერხებთ ჩავუტაროთ სრულფასოვანი მკურნალობა იმიტომ, რომ პაციენტი შეთავაზებულ სამკურნალო დანიშნულებებზე უარს აცხადებს. ამაზე არაერთხელ განაცხადა ექიმმა, მორიგე ექიმმა და ყველამ, რომ უარს ამბობს სამკურნალო დანიშნულების შესრულებაზე. ასევე, კვების რაციონი - არაერთხელ გვქონდა საუბარი მასთან, ოჯახის წევრებთანაც, რომ მოტანილი საკვების რაციონი გაფართოებულიყო, მომატებულიყო კალორაჟი, მაგრამ არაფერი იცვლება, კალორაჟის შემცველობის მინიმალური რაოდენობაა დაახლოებით, 400 კილო კალორია, რომელიც ძალიან მცირე და არასაკმარისია. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მას აქვს ზოგადი სისუსტე, რა თქმა უნდა, ექნება წონასწორობის დაკარგვის მომენტებიც და ეს მოსალოდნელიც იყო“, - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

მისი განმარტებით, პაციენტი იღებს მხოლოდ სიმპტომურ მკურნალობას და ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე არ არის.

„პარამეტრებიდან გამომდინარე, მისი მდგომარეობა მძიმედ არ ითვლება. კვლევები დამოკიდებულია კლინიკურ მიმდინარეობაზე. თუ რაიმე კვლევა იქნება საჭირო და აუცილებელი, იმავე დღესვე კეთდება მისი მდგომარეობიდან გამომდინარე. გარდა ამისა, გეტყვით, რომ გუშინ მოწვეული გვყავდა რეაბილიტოლოგი და დავიწყეთ აუცილებელი პროცედურები, რაზეც პაციენტი დაგვთანხმდა და დაიწყო პროცედურები, რაც აუცილებელია მისი ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის. იმედს ვიტოვებ, არ შეწყდება ეს პროცედურები და პაციენტი დანიშნულების სიას ბოლომდე მიიყვანს“, - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

"ვივამედის" დირექტორის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილს ახალი მკურნალი ექიმი ჰყავს - მაია ვაწაძე.

„მესამე დღეა დაენიშნა ახალი ექიმი, რომელიც აგრძელებს მკურნალობის პროცესს. მკურნალი ექიმი არის მაია ვაწაძე. ამ მონაცემებით, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ სხვადასხვა სახის გართულებები მოსალოდნელია, თუ ისევ გაგრძელდება უარის თქმა სამკურნალო დანიშნულებზე, კალორაჟი შემცირდება, შერჩევით მოხდება საკვების მიღება“, - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

როგორც მან აღნიშნა, მორიგე ექიმმა მიხეილ სააკაშვილის გონების კარგვასთან დაკავშირებით გააკეთა ობიექტური შეფასება, რის შედეგად ექსპრეზიდენტმა მასთან მკურნალობაზე უარი განაცხადა.

„მორიგე ექიმმა გონების კარგვასთან დაკავშირებით გააკეთა ობიექტური შეფასება. ამ ობიექტური შეფასების შემდეგ, მორიგ ექიმი მიუღებელი აღმოჩნდა პაციენტისთვის, მაგრამ ჩვენ ვითვალისწინებთ პაციენტის ინტერესებს მაქსიმალურად. ჩვენ ვართ ექიმები და ჩვენთვის მთავარი არის გავითვალისწინოთ პაციენტის ინტერესი. შევარჩიეთ სხვა ექიმები, რომლებიც მასთან მუშაობას აგრძელებენ. იმედია, პაციენტი ამ ყველაფერს მეტად გაითავისებს, დანიშნულებას შეასრულებს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდება“, - განაცხადა ჩხაიძემ.