მსოფლიო
პოლიტიკა

20

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება, მთვარე სასწორშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. ამ დღეს შეიძლება “მეგობრობის დღე“ ვუწოდოთ. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჰქონდა "პრიორიტეტული" ბავშვების სია, თუ ვისზე უნდა მიეტანა პირველი იერიში" - როგორ დაგეგმა 13 წლის ბიჭმა მოსწავლეების მკვლელობა: სერბეთის ტრაგედიის დეტალები
"ჰქონდა "პრიორიტეტული" ბავშვების სია, თუ ვისზე უნდა მიეტანა პირველი იერიში" - როგორ დაგეგმა 13 წლის ბიჭმა მოსწავლეების მკვლელობა: სერბეთის ტრაგედიის დეტალები

პო­ლი­ცი­ის ცნო­ბით, მო­ზარ­დი, რო­მელ­მაც სერ­ბე­თის სკო­ლა­ში 8 მოს­წავ­ლე და დაც­ვის თა­ნამ­შრო­მე­ლი მოკ­ლა, თავ­დას­ხმას კვი­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გეგ­მავ­და და სია ჰქონ­და ჩა­მო­წე­რი­ლი, თუ ვინ უნდა მო­ეკ­ლა პირ­ვე­ლი. 13 წლის ბიჭი ვლა­დის­ლავ რიბ­ნი­კა­რი და­წყე­ბით სკო­ლა­ზე თავ­დას­ხმის შემ­დეგ და­ა­კა­ვეს. თავ­დას­ხმის შე­დე­გად და­შავ­და კი­დევ 6 მოს­წავ­ლე და მას­წავ­ლე­ბე­ლი. პო­ლი­ცი­ის ცნო­ბით, თავ­დას­ხმის მო­ტი­ვი ამ დრომ­დე უც­ნო­ბია. პა­რას­კე­ვი­დან ქვე­ყა­ნა­ში სამდღი­ა­ნი გლო­ვა გა­მო­ცხად­და.

თავ­დას­ხმი­სას ეჭ­ვმი­ტა­ნილ­მა მა­მის ორი ია­რა­ღი გა­მო­ი­ყე­ნა და რო­გორც ირ­კვე­ვა, არას­რულ­წლოვ­ნის მა­მას მათი შე­ნახ­ვის კა­ნო­ნი­ე­რი ნე­ბარ­თვა ჰქონ­და. მკვლე­ლო­ბამ­დე ის არა­ერ­თხელ წა­ვი­და ტირ­ში მა­მას­თან ერ­თად და მი­ზან­ში სრო­ლა­ზე ვარ­ჯი­შობ­და. ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ცნო­ბით, ბი­ჭის დედ-მა­მაც და­კა­ვე­ბუ­ლია.

"ბიჭ­მა ჯერ მას­წავ­ლე­ბელს ეს­რო­ლა, შემ­დეგ კი უაზ­როდ და­ი­წყო სრო­ლა", - ყვე­ბო­და სკო­ლის ერთ-ერთი მოს­წავ­ლის მამა, რო­მელ­მაც თავ­დას­ხმი­სას გაქ­ცე­ვა მო­ას­წრო.

სა­ტე­ლე­ვი­ზიო მი­მარ­თვა­ში, სერ­ბე­თის პრე­ზი­დენ­ტმა, ალექ­სან­დარ ვუ­ჩიჩ­მა თავ­დას­ხმის დღეს ყვე­ლა­ზე მძი­მე დღე უწო­და ქვეყ­ნის თა­ნა­მედ­რო­ვე ის­ტო­რი­ა­ში. მი­სი­ვე თქმით, ეჭ­ვი­ტა­ნი­ლი ფსი­ქი­ატ­რი­ულ კლი­ნი­კა­ში გა­და­იგ­ზავ­ნე­ბა. სერ­ბე­თის მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, ბიჭს სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ვერ და­ე­კის­რე­ბა, რად­გან ის 14 წლამ­დე ასა­კი­საა. ვუ­ჩიჩ­მა თქვა, რომ მკვლე­ლო­ბე­ბის გამო სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ში მი­ცე­მის ასა­კი შე­საძ­ლოა, 12 წლამ­დე შემ­ცირ­დეს.

პო­ლი­ცია ამ­ბობს, რომ ეჭ­ვმი­ტა­ნილ­მა თავ­დას­ხმა 1 თვით ადრე და­გეგ­მა და "პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი" ბავ­შვე­ბის სია ჰქონ­და ჩა­მო­წე­რი­ლი, რომ­ლებ­ზეც პირ­ვე­ლად უნდა მი­ე­ტა­ნა იე­რი­ში. მსხვერ­პლთა უმე­ტე­სო­ბა 13-14 წლი­სა­ნი იყ­ვნენ. და­ღუ­პულ­თა შო­რის 7 გო­გო­ნაა და 1 ბიჭი. მათ გარ­და 4 ბიჭი და 2 გოგო და­შავ­და. ბიჭი, რო­მელ­საც ჭრი­ლო­ბა კის­რის და გულ­მკერ­დის არე­ში აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი, ყვე­ლა­ზე მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. მის გარ­და, კი­დევ ერთი გო­გო­ნაა თა­ვის ტრავ­მით და ის კრი­ტი­კულ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თავ­დას­ხმის შე­დე­გად და­შა­ვე­ბულ მას­წავ­ლე­ბელ­საც ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და და მის სი­ცო­ცხლეს ჯერ კი­დევ ემუქ­რე­ბა საფრ­თხე.

წყა­რო: bbc

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლალი
0

ჯერ წერია სია ჰქონდაო ,მერე უაზროდ დაიწყო სროლაო.შვიდი გოგონა მოკლა,ნეტა გოგონებს რა უნდა დაეშავებინათ ,რომ ასე გაიმეტა😭😭

კარლიტო
6

😎...👌🤝⚡🦁🤕🥰✌️👍🦁ხო ეს ისეთი ასაკია რომ ყველა ბავშვი ატეხილია,ზოგი ბლატაობს,ზოგი მიზეზს ეძებს,აფუჭებენ ანგრევენ,თვითმკვლელობებიც,შეიარაღებულებიც დადიან ნუ ერთი სიტყვით საბედისწერო გამოცდილებებს იღებენ ის რაც სარისკოდ გამართლებაზეა და იღბალზე,იარაღსეც წვდომა რო არ ქონოდა ხო ვერც დახოცავდა ბავშვებს, რათქმაუნდა მამამისმა უნდა აიღოს პასუხის მგებლობა და ბავშვს კი წლობით ფსიქიატრიული ლექციები რათქმაუნდა გისოსებს მიღმა 👿😟 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია დღეს გაიმართება
ავტორი:

"ჰქონდა "პრიორიტეტული" ბავშვების სია, თუ ვისზე უნდა მიეტანა პირველი იერიში" - როგორ დაგეგმა 13 წლის ბიჭმა მოსწავლეების მკვლელობა: სერბეთის ტრაგედიის დეტალები

"ჰქონდა "პრიორიტეტული" ბავშვების სია, თუ ვისზე უნდა მიეტანა პირველი იერიში" - როგორ დაგეგმა 13 წლის ბიჭმა მოსწავლეების მკვლელობა: სერბეთის ტრაგედიის დეტალები

პოლიციის ცნობით, მოზარდი, რომელმაც სერბეთის სკოლაში 8 მოსწავლე და დაცვის თანამშრომელი მოკლა, თავდასხმას კვირების განმავლობაში გეგმავდა და სია ჰქონდა ჩამოწერილი, თუ ვინ უნდა მოეკლა პირველი. 13 წლის ბიჭი ვლადისლავ რიბნიკარი დაწყებით სკოლაზე თავდასხმის შემდეგ დააკავეს. თავდასხმის შედეგად დაშავდა კიდევ 6 მოსწავლე და მასწავლებელი. პოლიციის ცნობით, თავდასხმის მოტივი ამ დრომდე უცნობია. პარასკევიდან ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.

თავდასხმისას ეჭვმიტანილმა მამის ორი იარაღი გამოიყენა და როგორც ირკვევა, არასრულწლოვნის მამას მათი შენახვის კანონიერი ნებართვა ჰქონდა. მკვლელობამდე ის არაერთხელ წავიდა ტირში მამასთან ერთად და მიზანში სროლაზე ვარჯიშობდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ბიჭის დედ-მამაც დაკავებულია.

"ბიჭმა ჯერ მასწავლებელს ესროლა, შემდეგ კი უაზროდ დაიწყო სროლა", - ყვებოდა სკოლის ერთ-ერთი მოსწავლის მამა, რომელმაც თავდასხმისას გაქცევა მოასწრო.

სატელევიზიო მიმართვაში, სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდარ ვუჩიჩმა თავდასხმის დღეს ყველაზე მძიმე დღე უწოდა ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში. მისივე თქმით, ეჭვიტანილი ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიგზავნება. სერბეთის მოქმედი კანონმდებლობით, ბიჭს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ვერ დაეკისრება, რადგან ის 14 წლამდე ასაკისაა. ვუჩიჩმა თქვა, რომ მკვლელობების გამო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემის ასაკი შესაძლოა, 12 წლამდე შემცირდეს.

<iframe width="400" height="500" frameborder="0" src="https://www.bbc.com/news/av-embeds/65468404/vpid/p0fl46x1"></iframe>

პოლიცია ამბობს, რომ ეჭვმიტანილმა თავდასხმა 1 თვით ადრე დაგეგმა და "პრიორიტეტული" ბავშვების სია ჰქონდა ჩამოწერილი, რომლებზეც პირველად უნდა მიეტანა იერიში. მსხვერპლთა უმეტესობა 13-14 წლისანი იყვნენ. დაღუპულთა შორის 7 გოგონაა და 1 ბიჭი. მათ გარდა 4 ბიჭი და 2 გოგო დაშავდა. ბიჭი, რომელსაც ჭრილობა კისრის და გულმკერდის არეში აქვს მიყენებული, ყველაზე მძიმე მდგომარეობაშია. მის გარდა, კიდევ ერთი გოგონაა თავის ტრავმით და ის კრიტიკულ მდგომარეობაშია. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაშავებულ მასწავლებელსაც ოპერაცია ჩაუტარდა და მის სიცოცხლეს ჯერ კიდევ ემუქრება საფრთხე.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა