მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ანაკლიის პროექტში ერთ-ერთი ინვესტორი, შესაძლოა, "აზიის განვითარების ბანკი" იყოს - ასეთი ინტერესი არსებობს" - ფინანსთა მინისტრი
"ანაკლიის პროექტში ერთ-ერთი ინვესტორი, შესაძლოა, "აზიის განვითარების ბანკი" იყოს - ასეთი ინტერესი არსებობს" - ფინანსთა მინისტრი

ფი­ნანსთა მი­ნის­ტრის, ლაშა ხუ­ციშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ანაკ­ლი­ის პორტთან და­კავ­ში­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ოპე­რა­ტორს, რო­მე­ლიც პორ­ტის ოპე­რი­რე­ბის­თვის შე­ირ­ჩე­ვა, შე­სა­ბა­მი­სი გა­მოც­დი­ლე­ბა, შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და რე­სურ­სე­ბი ჰქონ­დეს, რად­გან "ტვირ­თი, რო­მელ­მაც პორ­ტში უნდა გა­ი­ა­როს, მან უნდა მო­ი­ტა­ნოს“. ამის შე­სა­ხებ ხუ­ციშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს კო­რე­ა­ში გა­ნუ­ცხა­და, სა­დაც აზი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ბან­კის (ADB) 56-ე ყო­ველ­წლი­ურ შეხ­ვედ­რა­ში მო­ნა­წი­ლე­ობს.

რო­გორც მი­ნის­ტრმა გან­მარ­ტა, რო­დე­საც ანაკ­ლი­ის პორ­ტის პრო­ექ­ტის სა­ბო­ლოო სტრუქ­ტუ­რა ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბა, შე­საძ­ლოა, ერთ-ერთი ინ­ვეს­ტო­რი, აზი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ბან­კიც იყოს, რად­გან მათი მხრი­დან "ასე­თი ინ­ტე­რე­სი არ­სე­ბობს“.

"ყვე­ლა პრი­ო­რი­ტე­ტულ პრო­ექტს ვი­ხი­ლავთ, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნას აქვს. ასე ხდე­ბა, რო­დე­საც აზი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ბან­კი სრუ­ლად მორ­გე­ბუ­ლია გან­ვი­თა­რე­ბის იმ "აჯენ­დას“, რო­მე­ლიც გვაქვს. ეს პრო­ექ­ტე­ბია ძი­რი­თა­დად ენერ­გე­ტი­კის, ლო­ჯის­ტი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით, რისი გაც­ნო­ბაც ხდე­ბა. კონ­კრე­ტუ­ლად ანაკ­ლი­ის პრო­ექტთან მი­მარ­თე­ბით კი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ბო­ლოო სტრუქ­ტუ­რა იყოს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი. ინ­ტე­რეს­თა გა­მო­ხატ­ვაა გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი. პორტთან და­კავ­ში­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ოპე­რა­ტორს, რო­მე­ლიც პორ­ტის ოპე­რი­რე­ბის­თვის შე­ირ­ჩე­ვა, უნდა ჰქონ­დეს შე­სა­ბა­მი­სი გა­მოც­დი­ლე­ბა, შე­სა­ბა­მი­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და რე­სურ­სე­ბი, რათა ტვირ­თი, რო­მელ­მაც პორ­ტში უნდა გა­ი­ა­როს, მან უნდა მო­ი­ტა­ნოს. ეს ერ­თა­დერ­თი რის­კია, რო­მე­ლიც მან უნდა აი­ღოს. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ოპე­რა­ტო­რი იქ­ნე­ბა ისე­თი, ვინც ტვირ­თე­ბის გა­რან­ტი­ას მო­ი­თხოვს, მა­შინ ვერ ვხე­დავ დიდ აზრს, რომ კერ­ძო ოპე­რა­ტო­რი გვყავ­დეს, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ სა­ხელ­მწი­ფოს შე­უძ­ლია და­ახ­ლო­ე­ბით 2-ჯერ ნაკ­ლებ პრო­ცენ­ტში მო­ი­ზი­დოს და­ფი­ნან­სე­ბა, მათ შო­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ფი­ნან­სო ინ­სტი­ტუ­ტე­ბი­დან, ვიდ­რე ამას კერ­ძო სექ­ტო­რი შეძ­ლებს. შე­სა­ბა­მი­სად, ეს ყვე­ლა­ფე­რი პრო­ექ­ტი ღი­რე­ბუ­ლე­ბა­ში აი­სა­ხე­ბა. ამი­ტომ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ოპე­რა­ტო­რი, ვინც შე­ირ­ჩე­ვა, იყოს მა­ღა­ლი რე­პუ­ტა­ცი­ის, დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა ჰქონ­დეს ამ სექ­ტორ­ში და შეძ­ლოს ის, რომ კო­რი­დორ­ში ტვირ­თე­ბი მო­ი­ტა­ნოს. შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ ტვირ­თე­ბის მო­ტა­ნა დიდი პრობ­ლე­მა არაა, რად­გან ჩრდი­ლო­ეთ კო­რი­დო­რის გად­მო­ნაც­ვლე­ბა მოხ­და შუა კო­რი­დორ­ში, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ზე გა­დის, თუმ­ცა, რო­დე­საც ინ­ვეს­ტი­ცია 30-50 წელ­ზეა გათ­ვლი­ლი, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ არა მხო­ლოდ დღეს არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით არ­სე­ბობ­დეს ტვირ­თე­ბი, არა­მედ ტვირ­თე­ბი გრძელ­ვა­დი­ა­ნად შე­ნარ­ჩუნ­დეს. ეს ინ­ვეს­ტი­ცია ვერ იქ­ნე­ბა იმა­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რომ რა­ღაც ფაქ­ტო­რე­ბის გამო ტვირ­თე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში გად­მო­ტა­ნა მოხ­და. ინ­ვეს­ტო­რი მხო­ლოდ ამას ვერ და­ეყ­რდნო­ბა, რად­გან ტვირ­თე­ბი შემ­დეგ, შე­იძ­ლე­ბა, სხვა­გან წა­ვი­დეს. მი­თუ­მე­ტეს, რომ კო­რი­დორ­ში მხო­ლოდ ერთი ქვეყ­ნის გა­მარ­თუ­ლად ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა არა­ფერს ნიშ­ნავს. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ კო­რი­დო­რის ნა­წი­ლი ყვე­ლა ქვე­ყა­ნა კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლად ფუნ­ქცი­ო­ნი­რებ­დეს რო­გორც ტა­რი­ფებ­თან, ისე პრო­ცე­დუ­რებ­თან მი­მარ­თე­ბით.

ამ ნა­წილ­ში ADB-ის (აზი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ბან­კი) ინ­ტე­რე­სი არის, უბ­რა­ლოდ, მას შემ­დეგ რაც კერ­ძო ინ­ტე­რე­სი იქ­ნე­ბა გა­მო­ხა­ტუ­ლი და გა­მოჩ­ნდე­ბა, სა­ბო­ლოო სტრუქ­ტუ­რა რო­გორ ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბა, თუ სა­ხელ­მწი­ფოს ინ­ვეს­ტი­ცი­ის გა­კე­თე­ბა იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო, ბუ­ნებ­რი­ვია, ამ მხა­რეს (სა­ხელ­მწი­ფოს მხა­რეს) ერთ-ერთი ინ­ვეს­ტო­რი, შე­საძ­ლოა სხვა ინ­ვეს­ტო­რებ­თან ერ­თად "აზი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ბან­კი" იყოს. ასე­თი ინ­ტე­რე­სი არ­სე­ბობს“,- გა­ნა­ცხა­და ლაშა ხუ­ციშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
0

დილეტანტებს ექსკურსს ჩაგიტარებთ, არხანგელსკის პორტი შარშან "გაიზარდა" და გადაასწრო ფოთისას , შარშანვე რუსეთმა 40 მილიონი ტონის ახალი სიმძლავრე "დადგა" , ანუ იმდენი დაიმატა სიმძლავრე , რამდენიც ჩვენ პორტებიან მილსადენებიან ავია და ავტოგზებიანად ოდესმე გაგვიტარებია, ყველა პორტის ჯამური ბრუნვა 842 მილიონი ტონა ქონდათ, აქედან 667 ექსპორტი, იმპორტი მხოლოდ 36 , კაბოტაჟი 77 და ტრანზიტი 62 მილიონი ტონა, ესაა ჩინეთი ევროპა სულ 62 მილიონი და დანარჩენი მსოფლიო რუსეთზე 36 მილიონი , ჩინეთმა ექსპორტზე გაიტანა 10 მილიარდი ტონა და რუსეთის ახლოსაც არ გაუვლია ამ ტვირთს, რატომ გგონიათ რომ ანაკლიას გაივლის ასი მილიონი , თუნდაც ?! რა თაფლის კასრსა დგამთ ანაკლიაში ?! იგივეს, რაც მის გარეთ დგას და რომ ვერ იზიდავს ვერაფერს? არ მოვა აქ ასი მილიონი ტონა, ოცნებაა ეგა , და რომ მოვიდეს ვერ გაივლის , რომც გაიაროს, კასპიის ზღვას ვერ გაივლის, ამიტომაა ვასიუკი!

ქართველი
0

 უფრო სწორად ჩინელების!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ანაკლიის პროექტში ერთ-ერთი ინვესტორი, შესაძლოა, "აზიის განვითარების ბანკი" იყოს - ასეთი ინტერესი არსებობს" - ფინანსთა მინისტრი

"ანაკლიის პროექტში ერთ-ერთი ინვესტორი, შესაძლოა, "აზიის განვითარების ბანკი" იყოს - ასეთი ინტერესი არსებობს" - ფინანსთა მინისტრი

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია, რომ ოპერატორს, რომელიც პორტის ოპერირებისთვის შეირჩევა, შესაბამისი გამოცდილება, შესაძლებლობები და რესურსები ჰქონდეს, რადგან "ტვირთი, რომელმაც პორტში უნდა გაიაროს, მან უნდა მოიტანოს“. ამის შესახებ ხუციშვილმა ჟურნალისტებს კორეაში განუცხადა, სადაც აზიის განვითარების ბანკის (ADB) 56-ე ყოველწლიურ შეხვედრაში მონაწილეობს.

როგორც მინისტრმა განმარტა, როდესაც ანაკლიის პორტის პროექტის საბოლოო სტრუქტურა ჩამოყალიბდება, შესაძლოა, ერთ-ერთი ინვესტორი, აზიის განვითარების ბანკიც იყოს, რადგან მათი მხრიდან "ასეთი ინტერესი არსებობს“.

"ყველა პრიორიტეტულ პროექტს ვიხილავთ, რომელიც ქვეყანას აქვს. ასე ხდება, როდესაც აზიის განვითარების ბანკი სრულად მორგებულია განვითარების იმ "აჯენდას“, რომელიც გვაქვს. ეს პროექტებია ძირითადად ენერგეტიკის, ლოჯისტიკის მიმართულებით, რისი გაცნობაც ხდება. კონკრეტულად ანაკლიის პროექტთან მიმართებით კი მნიშვნელოვანია საბოლოო სტრუქტურა იყოს ჩამოყალიბებული. ინტერესთა გამოხატვაა გამოცხადებული. პორტთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია, რომ ოპერატორს, რომელიც პორტის ოპერირებისთვის შეირჩევა, უნდა ჰქონდეს შესაბამისი გამოცდილება, შესაბამისი შესაძლებლობები და რესურსები, რათა ტვირთი, რომელმაც პორტში უნდა გაიაროს, მან უნდა მოიტანოს. ეს ერთადერთი რისკია, რომელიც მან უნდა აიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ოპერატორი იქნება ისეთი, ვინც ტვირთების გარანტიას მოითხოვს, მაშინ ვერ ვხედავ დიდ აზრს, რომ კერძო ოპერატორი გვყავდეს, გამომდინარე იქიდან, რომ სახელმწიფოს შეუძლია დაახლოებით 2-ჯერ ნაკლებ პროცენტში მოიზიდოს დაფინანსება, მათ შორის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან, ვიდრე ამას კერძო სექტორი შეძლებს. შესაბამისად, ეს ყველაფერი პროექტი ღირებულებაში აისახება. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ოპერატორი, ვინც შეირჩევა, იყოს მაღალი რეპუტაციის, დიდი გამოცდილება ჰქონდეს ამ სექტორში და შეძლოს ის, რომ კორიდორში ტვირთები მოიტანოს. შესაძლებელია, რომ ტვირთების მოტანა დიდი პრობლემა არაა, რადგან ჩრდილოეთ კორიდორის გადმონაცვლება მოხდა შუა კორიდორში, რომელიც საქართველოზე გადის, თუმცა, როდესაც ინვესტიცია 30-50 წელზეა გათვლილი, მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ დღეს არსებული მდგომარეობით არსებობდეს ტვირთები, არამედ ტვირთები გრძელვადიანად შენარჩუნდეს. ეს ინვესტიცია ვერ იქნება იმაზე დამოკიდებული, რომ რაღაც ფაქტორების გამო ტვირთების საქართველოში გადმოტანა მოხდა. ინვესტორი მხოლოდ ამას ვერ დაეყრდნობა, რადგან ტვირთები შემდეგ, შეიძლება, სხვაგან წავიდეს. მითუმეტეს, რომ კორიდორში მხოლოდ ერთი ქვეყნის გამართულად ფუნქციონირება არაფერს ნიშნავს. მნიშვნელოვანია, რომ კორიდორის ნაწილი ყველა ქვეყანა კოორდინირებულად ფუნქციონირებდეს როგორც ტარიფებთან, ისე პროცედურებთან მიმართებით.

ამ ნაწილში ADB-ის (აზიის განვითარების ბანკი) ინტერესი არის, უბრალოდ, მას შემდეგ რაც კერძო ინტერესი იქნება გამოხატული და გამოჩნდება, საბოლოო სტრუქტურა როგორ ჩამოყალიბდება, თუ სახელმწიფოს ინვესტიციის გაკეთება იქნება საჭირო, ბუნებრივია, ამ მხარეს (სახელმწიფოს მხარეს) ერთ-ერთი ინვესტორი, შესაძლოა სხვა ინვესტორებთან ერთად "აზიის განვითარების ბანკი" იყოს. ასეთი ინტერესი არსებობს“,- განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.