კლინიკა "ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, სამედიცინო პერსონალი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გონების კარგვის ეპიზოდს არ ადასტურებს.
როგორც ზურაბ ჩხაიძემ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა, ამას თავად პაციენტი აცხადებს.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ მან რკინის მაგიდას დაარტყა თავი, ზურაბ ჩხაიძემ აღნიშნა, რომ "ლუქს“ პალატაში რკინის მაგიდა საერთოდ არ არის.
"რაც შეეხება გუშინდელ ეპიზოდს, შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ეს პაციენტის გადმოცემით ვიცით. როგორც მან აღნიშნა, ადგილი ჰქონდა ვარდნას, მაგრამ სამედიცინო პერსონალის მიერ ეს არ დასტურდება, არც საშუალო მედპერსონალის და არც ექიმის მიერ. საშუალო მედპერსონალმა ნახა, ასევე ექიმებმა. როგორც მორიგე პერსონალი გადმოსცემს, გონების კარგვა არ ყოფილა. პაციენტის გადმოცემით გონების კარგვა იყო. ამიტომ, მე ამას ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ. რაც შეხება რკინის მაგიდას, პაციენტი "ლუქს“ პალატაში იმყოფება და რკინის მაგიდა იქ ფიზიკურად არ დგას, იმ სივრცეში არ არის. გარეგანი დათვალიერებით არავითარი დაზიანების კვალი არ არის, არ ეტყობა. მაგრამ კანონიერად ხდება ვიდეოს ჩაწერა 24 საათის განმავლობაში, არსებობს კამერები და შეგიძლიათ მიმართოთ პენიტენციურ სამსახურს“, - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.
კითხვაზე, გაავრცელებს თუ არა კლინიკა "ვივამედი“ ამ კადრებს, ზურაბ ჩხაიძემ განმარტა, რომ ეს მათზე არ არის დამოკიდებული.
"ჩაწერას პენიტენციური დაწესებულება აწარმოებს. გონების კარგვის ეპიზოდი კადრებში არ ჩანს. კონსილიუმი ჩვენთან იკრიბება ყოველ დილით, პაციენტების განხილვაც ხდება და კონკრეტულთან ამ პაციენტთან დაკავშირებით უბრალოდ მოხდა მიმდინარე შედეგების განხილვა“, - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.
მისივე განმარტებით, მიხეილ სააკაშვილის კლინიკური მიმდინარეობა ამ დღეების განმავლობაში არ შეცვლილა. "ყველა პარამეტრი, იქნება ეს ჰემოდინამიკური თუ რესპირატორული მაჩვენებლები, არის ნორმის ფარგლებში“, - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.
ბ-ნო ჩხაიძე,როგორც სიგუა ეხვეწებოდა ღმერთს მომკალი ნუ მაწვალებს ზვიადის რაც გაუკეთე იმის გამო.უარესი დაგემართება თქვენ სააკაშვილის წამების გამო.ნუ დაკარგავ ადამიანობას,თუ კიდევ შეგრჩა ადამიანობის ნატამალი!
თუ მიხეილის მდგომარეობა ისე გართულდა, როგორც ამას მისი გარემოცვა აღწერს გადაყვანილი უნდა იქნეს რეამინაციულ განყოფილებაში და დაეწყოს რეამინაცული პროცედურები, თუ პაციენთი გონების კარგვის გამო მოკლებულია შესაძლებლობას ინფორმირებული თანხმობა ან უარი განაცხადოს საჭირო მკურნალობაის ჩატარებაზე მედ პერსონალმა უნდა იმოქმედოს მისი საუკეთესო ინტერესების შესაბამისად. თუ პაციენტი პატიმარიშეგნებულად უარ აცხადებს საკვების მიღებასა და სამედიცინო მომსახურებაზე მაშინ პენიტენციალურმა სისტემამ უნდა იმოქმედოს ისე როგორც იმოქმედებდა სხვა პატიმრის შემთხვევაში, კერძოდ პატიმარს დააბრუმებენ ციხის საავადმყოფოში სადაც შესაძლებელია პატიმრის კაპრიზებიდან გამომდინარე იგივე პირობებში ყოფნა რასაც ის საკუთარ თავს სამოქალაქო საავადმყოფოში უქმნის. ხოლო გამონთავისუფლებულ ადგილს დააკავებინებენ საჭიროების მქონე სხვა პატიმარს. ბატონ სააკაშვილ და მის გარემოცვას უნდა ესმოდეს, რომ მაგალითად ამ დღეებში ისრაელში ციხის საავადმყოფოში 86 დღიანი შიმშილობის შემდეგ გარდაივვალა პატიმარი (იმედია მიხეილს ეს არ ემუქრება) ხოლო პატიმრების საკითხზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებს ისრაელის ხელისუფლების მიმართ კრიტიკაც კი არ გამოუთქვამთ, რადგან შედეგი მათგან დამოუკიდებლად თვითდაზიანებამ გამოიწვია. ამასთან გეტყვით, რომ შესაბამისი დარგის მეცნიერებმა დაადგინეს შიმშილის დადებითი როლი დემენციის განკურნების ერთერთ საშუალებად, მაგრამ მათ ასევე დაადგინეს რომ გარკვეული ცილოვანი საკვებიც ამარცხებს დემენციას იგივე ჭკუასუსტობას, და თუ სააკაშვილს ნამდვილად აქვს ეს პრობლემა კვებაც შესაბამისი სჭირდება