პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
ჩინეთიც რუსეთის წინააღმდეგ? - რამ განაპირობა უკრაინასთან დაკავშირებით მისი პოზიციის შეცვლა: "რუსეთი ჩინეთის სახით კარგავს პარტნიორს და იძენს ბატონს"
ჩინეთიც რუსეთის წინააღმდეგ? - რამ განაპირობა უკრაინასთან დაკავშირებით მისი პოზიციის შეცვლა: "რუსეთი ჩინეთის სახით კარგავს პარტნიორს და იძენს ბატონს"

ჩი­ნეთ­მა მხა­რი და­უ­ჭი­რა რე­ზო­ლუ­ცი­ას, რომ­ლის მი­ხედ­ვით რუ­სე­თის უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რა დაგ­მო­ბი­ლია და რუ­სე­თი აგ­რეს­ო­რა­დაა მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი, რის თა­ო­ბა­ზეც გა­ე­რო­ში უკ­რა­ი­ნის მუდ­მივ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა სერ­ჰი კის­ლი­ცი­ამ "ტვი­ტე­რის“ სა­კუ­თარ გვერ­დზე და­წე­რა.

ამ ცოტა ხნის წინ საფ­რან­გე­თის პრეზ­დენ­ტი ემა­ნუ­ელ მაკ­რო­ნი და ევ­რო­კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენ­ტი ურ­სუ­ლა ფონ დერ ლა­ი­ე­ნი ჩი­ნეთ­ში სამდღი­ა­ნი ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, სა­დაც პრე­ზი­დენტ სი ძინ­პინს შეხ­ვდნენ. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­უბ­რის მთა­ვა­რი თემა რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომი, სა­ვაჭ­რო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი და კლი­მატ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბი იყო. ასე­ვე, მე­დი­ის ცნო­ბით, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი პე­კინ­თან, რო­გორც მნიშ­ვნე­ლო­ვან ეკო­ნო­მი­კურ პარტნი­ორ­თან, ურ­თი­ერ­თო­ბის აღ­დგე­ნა გახ­ლდათ. მა­ნამ­დეც და მას მე­რეც, სულ რა­ღაც ერთი თვის ფარ­გლებ­ში, ჩი­ნეთს სხვა ევ­რო­პე­ლი ლი­დე­რე­ბიც სტუმ­რობ­დნენ, მათ შო­რის, გერ­მა­ნი­ის კან­ცლე­რი და სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრიც.

22 მარტს, აშშ-ის სე­ნატ­ში სა­გა­რეო საქ­მე­თა კო­მი­ტე­ტის სა­ბი­უ­ჯე­ტო ქვე­კო­მი­ტე­ტის მოს­მე­ნა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას, სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან­მა ენ­ტო­ნი ბლინ­კენ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ჩი­ნე­თი ძა­ლი­ან ფრთხი­ლად აკ­ვირ­დე­ბა აშშ-სა და მსოფ­ლიო ქვეყ­ნე­ბის სა­პა­სუ­ხო ქმე­დე­ბებს რუ­სე­თის უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის შემ­დეგ, თუმ­ცა თა­ვად არ გა­და­უკ­ვე­თავს წი­თე­ლი ხაზი და არ მი­უ­წო­დე­ბია რუ­სე­თის­თვის ლე­ტა­ლუ­რი ია­რა­ღი. გა­ე­როს რე­ზო­ლუ­ცი­ის მხარ­და­ჭე­რის შემ­დეგ კი, კი­დევ უფრო ცხა­დი გახ­და ის ფაქ­ტი, რომ ჩი­ნე­თი რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის კონ­ფლიქ­ტში ორ­მაგ თა­მაშს თა­მა­შობს. ჩი­ნე­თის შეც­ვლილ პო­ზი­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხთა ექ­სპერტ ხა­თუ­ნა ლა­გა­ზი­ძეს ვე­სა­უბ­რეთ.

- თქვე­ნი აზ­რით, რამ გა­მო­იწ­ვია უკ­რა­ი­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩი­ნე­თის პო­ზი­ცი­ის შეც­ვლა?

- ჩი­ნე­თის პო­ზი­ცი­ის შეც­ვლა რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტო­რი­თაა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი: ძა­ლი­ან მოკ­ლე პე­რი­ოდ­ში ჩი­ნეთ­ში რამ­დე­ნი­მე ევ­რო­პე­ლი ლი­დე­რი ჩა­ვი­და - რო­გორც პირ­ვე­ლი პი­რე­ბი, ასე­ვე სა­გა­რეო მი­ნის­ტრე­ბი. მათ მი­ზანს კი, ეკო­ნო­მი­კუ­რი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბის გარ­და, ჩი­ნე­თის პო­ზი­ცი­ის რუ­სე­თის­გან და­შო­რე­ბა წარ­მო­ად­გენ­და, გან­სა­კუთ­რე­ბით უკ­რა­ი­ნის ომის სა­კი­თხში. ახლა უკ­რა­ი­ნა კონ­ტრშე­ტე­ვის­თვის ემ­ზა­დე­ბა. იმის­თვის, რომ ეს ომი და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ გა­და­წყდეს, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ისე­თი ქვეყ­ნის მიმხრო­ბა, რო­გო­რიც ჩი­ნე­თია. ამას ისიც მოწ­მობს, რომ ჩი­ნე­თის პო­ზი­ცი­ის კვალ­დაკ­ვალ რუ­სე­თის აგ­რეს­ო­რად ცნო­ბას და უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის დაგ­მო­ბას მხა­რი და­უ­ჭი­რეს ისეთ­მა ქვეყ­ნებ­მა, რომ­ლე­ბიც მა­ნამ­დე რუ­სე­თის მი­მართ მკვეთ­რი პო­ზი­ცი­ის და­ფიქ­სი­რე­ბის­გან თავს იკა­ვებ­დნენ, მათ შო­რის: ინ­დო­ეთ­მა, ბრა­ზი­ლი­ამ, ყა­ზა­ხეთ­მა, სომ­ხეთ­მა.

რო­გორც ჩანს, და­სავ­ლეთ­მა ამ მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა - ერ­თის მხრივ, და­სავ­ლე­ლი ლი­დე­რე­ბი ჩი­ნე­თის პრე­ზი­დენტს შე­საძ­ლოა ესა­უბრნენ ჩი­ნე­თის მი­მართ სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბის ალ­ბა­თო­ბა­ზე, მე­ო­რე მხრივ კი შეს­თა­ვა­ზეს გარ­კვე­უ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი ბე­ნე­ფი­ტე­ბი, იმ პო­ზი­ცი­ის სა­ნაც­ვლოდ, რო­მე­ლიც მან გა­ე­რო­ში და­ა­ფიქ­სი­რა.

გარ­და ამი­სა, დღეს ჩი­ნე­თის ეკო­ნო­მი­კა ბოლო რამ­დე­ნი­მე ათე­ულ წელ­თან შე­და­რე­ბით ყვე­ლა­ზე სუსტ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია - ქვე­ყა­ნა­ში მწიფ­დე­ბა იპო­თე­კუ­რი კრი­ზი­სი, ჩი­ნე­თის რე­გი­ო­ნებს ტრი­ლი­ო­ნო­ბით სა­ერ­თა­შო­რი­სო ვალი და­უგ­როვ­დათ სამ­შე­ნებ­ლო სექ­ტო­რის გამო. ამის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ჩი­ნეთს დღეს და­სავ­ლე­თის წი­ნა­აღ­მდეგ წას­ვლა არც შე­უძ­ლია და არც აწყობს: ჩი­ნე­თის ეკო­ნო­მი­კას დიდ­წი­ლად და­სავ­ლე­თის ბაზ­რე­ბი ასაზ­რდო­ვებს. სწო­რედ ამ ფაქ­ტო­რებ­მა გა­ნა­პი­რო­ბა მისი პო­ზი­ცი­ის შეც­ვლა.

- აწყობს თუ არა ჩი­ნეთს რუ­სე­თის და­სუს­ტე­ბა?

- რა თქმა უნდა, აწყობს. ამ ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩი­ნე­თი ყვე­ლა­ზე მომ­გე­ბი­ან სი­ტუ­ა­ცი­ა­ში იყო. ეს ომი მაქ­სი­მა­ლუ­რად ასუს­ტებს რუ­სეთს და დიდ­წი­ლად და­მო­კი­დე­ბულს ხდის ჩი­ნურ ბა­ზარ­ზე. რად­გან ის ენერ­გე­ტი­კუ­ლი რე­სურ­სე­ბის მნიშ­ნე­ლო­ვა­ნი წილი, რა­ზეც ევ­რო­პამ უარი თქვა, პირ­და­პირ ჩი­ნეთ­ში მი­ე­მარ­თა. მე­ო­რე მხრივ, რუ­სეთს ევ­რო­პის­გან თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის წყა­რო ჩა­ე­კე­ტა, მის­თვის მთა­ვა­რი მიმ­წო­დე­ბე­ლი კი ჩი­ნე­თი გახ­და. ამავდრო­უ­ლად, ჩი­ნე­თი აქ­ტი­უ­რად ით­ვი­სებს და­სუს­ტე­ბუ­ლი რუ­სე­თის უზარ­მა­ზარ ტე­რი­ტო­რი­ებს, რომ­ლე­ბიც რუ­სე­თის დაშ­ლის შემ­თხვე­ვა­ში, პირ­და­პირ ჩი­ნე­თის საკბი­ლო გახ­დე­ბა. ის, რომ ჩი­ნეთ­სა და რუ­სეთს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი გა­ცი­ლე­ბით და­ძა­ბუ­ლია, ვიდ­რე ეს მათ მიერ ერთი წლის წინ ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი მე­გობ­რო­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბი­დან ჩანს, ისიც მე­ტყვე­ლებს, რომ ბოლო პე­რი­ოდ­ში ჩი­ნე­თის მო­სა­ზღვრე შო­რე­ულ აღ­მო­სავ­ლეთ­ში, რუ­სე­თის უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რებ­მა, ჩი­ნე­თის აგენ­ტო­ბის ბრალ­დე­ბით ხალ­ხის და­კა­ვე­ბა და­ი­წყეს. თუმ­ცა ამით რუ­სე­თის ჩი­ნეთ­ზე სულ უფრო მზარ­დი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, ვერ შემ­ცირ­დე­ბა. ასე რომ, რუ­სეთ­ზე დღეს შეგ­ვიძ­ლია ვი­სა­უბ­როთ, რო­გორც ჩი­ნე­თის ვა­სალ­ზე. ეს უზარ­მა­ზა­რი დარ­ტყმაა მის­თვის. იგი ჩი­ნე­თის სა­ხით კარ­გავს პარტნი­ორს და იძენს ბა­ტონს.

  • ავ­ტო­რი: ანი შა­ვიშ­ვი­ლი

მკითხველის კომენტარები / 41 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აბდულაი
1

რომ იძახის არ მიუწოდებიაო, მაგან თუ იცის რამდენი ჩინელი არის რუსეთში კერძოდ ტაიგაში და ვინმე აკონტროლებს გამშვებ პუნქტებს ჩინეთსა და რუსეთს შორის.

ნიკა
24

ჩემი ნათქვამი აქ სხვებმა თქვეს, ლაგაზიძემ რა იცის, მუდმივად სისულეებს ლაპარაკობს

ავტორი:

ჩინეთიც რუსეთის წინააღმდეგ? - რამ განაპირობა უკრაინასთან დაკავშირებით მისი პოზიციის შეცვლა: "რუსეთი ჩინეთის სახით კარგავს პარტნიორს და იძენს ბატონს"

ჩინეთიც რუსეთის წინააღმდეგ? - რამ განაპირობა უკრაინასთან დაკავშირებით მისი პოზიციის შეცვლა: "რუსეთი ჩინეთის სახით კარგავს პარტნიორს და იძენს ბატონს"

ჩინეთმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომლის მიხედვით რუსეთის უკრაინაში შეჭრა დაგმობილია და რუსეთი აგრესორადაა მოხსენიებული, რის თაობაზეც გაეროში უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა სერჰი კისლიციამ "ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

ამ ცოტა ხნის წინ საფრანგეთის პრეზდენტი ემანუელ მაკრონი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ჩინეთში სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში იმყოფებოდნენ, სადაც პრეზიდენტ სი ძინპინს შეხვდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, საუბრის მთავარი თემა რუსეთ-უკრაინის ომი, სავაჭრო მოლაპარაკებები და კლიმატთან დაკავშირებული საკითხები იყო. ასევე, მედიის ცნობით, მოლაპარაკებების მთავარი მიზანი პეკინთან, როგორც მნიშვნელოვან ეკონომიკურ პარტნიორთან, ურთიერთობის აღდგენა გახლდათ. მანამდეც და მას მერეც, სულ რაღაც ერთი თვის ფარგლებში, ჩინეთს სხვა ევროპელი ლიდერებიც სტუმრობდნენ, მათ შორის, გერმანიის კანცლერი და საგარეო საქმეთა მინისტრიც.

22 მარტს, აშშ-ის სენატში საგარეო საქმეთა კომიტეტის საბიუჯეტო ქვეკომიტეტის მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას, სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ჩინეთი ძალიან ფრთხილად აკვირდება აშშ-სა და მსოფლიო ქვეყნების საპასუხო ქმედებებს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, თუმცა თავად არ გადაუკვეთავს წითელი ხაზი და არ მიუწოდებია რუსეთისთვის ლეტალური იარაღი. გაეროს რეზოლუციის მხარდაჭერის შემდეგ კი, კიდევ უფრო ცხადი გახდა ის ფაქტი, რომ ჩინეთი რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში ორმაგ თამაშს თამაშობს. ჩინეთის შეცვლილ პოზიციასთან დაკავშირებით უსაფრთხოების საკითხთა ექსპერტ ხათუნა ლაგაზიძეს ვესაუბრეთ.

- თქვენი აზრით, რამ გამოიწვია უკრაინასთან დაკავშირებით ჩინეთის პოზიციის შეცვლა?

- ჩინეთის პოზიციის შეცვლა რუსეთ-უკრაინის ომთან მიმართებაში, რამდენიმე ფაქტორითაა განპირობებული: ძალიან მოკლე პერიოდში ჩინეთში რამდენიმე ევროპელი ლიდერი ჩავიდა - როგორც პირველი პირები, ასევე საგარეო მინისტრები. მათ მიზანს კი, ეკონომიკური ხელშეკრულების გაფორმების გარდა, ჩინეთის პოზიციის რუსეთისგან დაშორება წარმოადგენდა, განსაკუთრებით უკრაინის ომის საკითხში. ახლა უკრაინა კონტრშეტევისთვის ემზადება. იმისთვის, რომ ეს ომი დასავლეთის ქვეყნების სასარგებლოდ გადაწყდეს, ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი ქვეყნის მიმხრობა, როგორიც ჩინეთია. ამას ისიც მოწმობს, რომ ჩინეთის პოზიციის კვალდაკვალ რუსეთის აგრესორად ცნობას და უკრაინაში შეჭრის დაგმობას მხარი დაუჭირეს ისეთმა ქვეყნებმა, რომლებიც მანამდე რუსეთის მიმართ მკვეთრი პოზიციის დაფიქსირებისგან თავს იკავებდნენ, მათ შორის: ინდოეთმა, ბრაზილიამ, ყაზახეთმა, სომხეთმა.

როგორც ჩანს, დასავლეთმა ამ მიზნის მისაღწევად ყველაფერი გააკეთა - ერთის მხრივ, დასავლელი ლიდერები ჩინეთის პრეზიდენტს შესაძლოა ესაუბრნენ ჩინეთის მიმართ სანქციების დაწესების ალბათობაზე, მეორე მხრივ კი შესთავაზეს გარკვეული ეკონომიკური ბენეფიტები, იმ პოზიციის სანაცვლოდ, რომელიც მან გაეროში დააფიქსირა.

გარდა ამისა, დღეს ჩინეთის ეკონომიკა ბოლო რამდენიმე ათეულ წელთან შედარებით ყველაზე სუსტ მდგომარეობაშია - ქვეყანაში მწიფდება იპოთეკური კრიზისი, ჩინეთის რეგიონებს ტრილიონობით საერთაშორისო ვალი დაუგროვდათ სამშენებლო სექტორის გამო. ამის გათვალისწინებით, ჩინეთს დღეს დასავლეთის წინააღმდეგ წასვლა არც შეუძლია და არც აწყობს: ჩინეთის ეკონომიკას დიდწილად დასავლეთის ბაზრები ასაზრდოვებს. სწორედ ამ ფაქტორებმა განაპირობა მისი პოზიციის შეცვლა.

- აწყობს თუ არა ჩინეთს რუსეთის დასუსტება?

- რა თქმა უნდა, აწყობს. ამ ერთი წლის განმავლობაში ჩინეთი ყველაზე მომგებიან სიტუაციაში იყო. ეს ომი მაქსიმალურად ასუსტებს რუსეთს და დიდწილად დამოკიდებულს ხდის ჩინურ ბაზარზე. რადგან ის ენერგეტიკული რესურსების მნიშნელოვანი წილი, რაზეც ევროპამ უარი თქვა, პირდაპირ ჩინეთში მიემართა. მეორე მხრივ, რუსეთს ევროპისგან თანამედროვე ტექნოლოგიების წყარო ჩაეკეტა, მისთვის მთავარი მიმწოდებელი კი ჩინეთი გახდა. ამავდროულად, ჩინეთი აქტიურად ითვისებს დასუსტებული რუსეთის უზარმაზარ ტერიტორიებს, რომლებიც რუსეთის დაშლის შემთხვევაში, პირდაპირ ჩინეთის საკბილო გახდება. ის, რომ ჩინეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები გაცილებით დაძაბულია, ვიდრე ეს მათ მიერ ერთი წლის წინ ყოვლისმომცველი მეგობრობის ხელშეკრულებიდან ჩანს, ისიც მეტყველებს, რომ ბოლო პერიოდში ჩინეთის მოსაზღვრე შორეულ აღმოსავლეთში, რუსეთის უშიშროების სამსახურებმა, ჩინეთის აგენტობის ბრალდებით ხალხის დაკავება დაიწყეს. თუმცა ამით რუსეთის ჩინეთზე სულ უფრო მზარდი დამოკიდებულება, ვერ შემცირდება. ასე რომ, რუსეთზე დღეს შეგვიძლია ვისაუბროთ, როგორც ჩინეთის ვასალზე. ეს უზარმაზარი დარტყმაა მისთვის. იგი ჩინეთის სახით კარგავს პარტნიორს და იძენს ბატონს.

  • ავტორი: ანი შავიშვილი