სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მეფარიძემ ლელა ჯუღელს განუცხადა, რომ ჩააკლავდა, იყო აგრესიული" - რა თქვა პროკურორმა მომღერლის სასამართლო პროცესზე?
"მეფარიძემ ლელა ჯუღელს განუცხადა, რომ ჩააკლავდა, იყო აგრესიული" - რა თქვა პროკურორმა მომღერლის სასამართლო პროცესზე?

სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში მომ­ღე­რალ აჩი­კო მე­ფა­რი­ძის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით სხდო­მა გა­ი­მარ­თა, რომ­ლის დე­ტა­ლებ­ზეც "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბა" წერს. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, პრო­ცეს­ზე მომ­ღე­რალ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ თავს დამ­ნა­შა­ვედ არ თვლის.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრო­ცე­სი მა­ლე­ვე შე­წყდა, რად­გან ად­ვო­კატ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ პრო­კუ­რო­რის შე­სა­ვა­ლი სი­ტყვის შემ­დეგ საქ­მე­ში ახა­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბი აღ­მოჩ­ნდა და შე­სა­ვა­ლი სი­ტყვის მო­სამ­ზა­დებ­ლად დრო სჭირ­დე­ბა.

ბრალ­დე­ბის მხა­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­სუ­ლი წლის აპ­რილ­ში მე­ფა­რი­ძემ ლელა ჯუ­ღელს მი­ა­ყე­ნა რო­გორც სი­ტყვი­ე­რი, ისე ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა.

"ლელა ჯუ­ღე­ლი შუ­ა­დღის სა­ა­თებ­ში გა­და­ად­გილ­დე­ბო­და სა­კუ­თა­რი მან­ქა­ნით, ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე, რა დრო­საც საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის წე­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მოხ­და გარ­კვე­უ­ლი ინ­ცი­დენ­ტი, რა­ზეც არ­ჩილ მე­ფა­რი­ძემ გა­მო­ხა­ტა აგ­რე­სია ლელა ჯუ­ღე­ლის მი­მართ. თავ­და­პირ­ვე­ლად, ეს იყო სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა. ხოლო სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფის შემ­დეგ, არ­ჩილ მე­ფა­რი­ძე, გად­მო­ვი­და მან­ქა­ნი­დან, მი­ვი­და ლელა ჯუ­ღელ­თან, რო­მე­ლიც იჯდა სა­კუ­თარ მან­ქა­ნა­ში და მის მი­მართ გა­მო­ხა­ტა აგ­რე­სია, რო­მე­ლიც, სამ­წუ­ხა­როდ, გა­და­ი­ზარ­და ფი­ზი­კურ ძა­ლა­დო­ბა­ში. რაც შე­ე­ხე­ბა ფი­ზი­კურ ძა­ლა­დო­ბას, აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­მო­ი­ხა­ტა შემ­დეგ­ში: არ­ჩილ მე­ფა­რი­ძემ მუშ­ტი ჩა­არ­ტყა სა­ხის მარ­ცხე­ნა არე­ში ლელა ჯუ­ღელს და და­ზა­რა­ლე­ბულ­მა გა­ნი­ცა­და ფი­ზი­კუ­რი ტკი­ვი­ლი. თუმ­ცა გარ­და, ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბი­სა, ად­გი­ლი ჰქონ­და მუ­ქა­რას, კერ­ძოდ სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბის მუ­ქა­რას. არ­ჩილ მე­ფა­რი­ძემ ლელა ჯუ­ღელს გა­ნუ­ცხა­და, რომ ის მას ჩა­აკ­ლავ­და, იყო აგ­რე­სი­უ­ლი და მისი აგ­რე­სი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბი­დან და გა­მო­მე­ტყვე­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, და­ზა­რა­ლე­ბულ­მა მუ­ქა­რა აღიქ­ვა რე­ა­ლუ­რად და მას გა­უჩ­ნდა შიში" - გა­ნუ­ცხა­და თა­მარ ყულ­ჯა­ნიშ­ვილ­მა "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბას".

ცნო­ბის­თვის, საქ­მე ეხე­ბა გა­სუ­ლი წლის 7 აპ­რილს, ვა­კე­ში მომ­ხდარ ფაქტს. მომ­ღე­რალს ძა­ლა­დო­ბა­ში ქალ­ბა­ტო­ნი ადა­ნა­შა­უ­ლებს, რო­მე­ლიც ჰყვე­ბა, რომ მან­ქა­ნის გა­დას­წრე­ბის გამო მე­ფა­რი­ძემ მას სი­ტყვი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა. მისი თქმით, მე­ფა­რი­ძემ ჯერ მან­ქა­ნას წიხ­ლი და­არ­ტყა, შემ­დეგ კარი გა­ა­ღო და მას თავს და­ეს­ხა. მე­ფა­რი­ძეს ბრა­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე, ძა­ლა­დო­ბის მუხ­ლით წა­რედ­გი­ნა.

პრო­ცე­სის დე­ტა­ლე­ბი წა­ი­კი­თხეთ აქ

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
`
0

მაგის ნამღერი არ გაიშვა:)

!!!
1

ეტყობა გადაიყვანა იმ ქალმა ჭკუაზე თუმცა ხელით შეხება როგორ იკადრა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"მეფარიძემ ლელა ჯუღელს განუცხადა, რომ ჩააკლავდა, იყო აგრესიული" - რა თქვა პროკურორმა მომღერლის სასამართლო პროცესზე?

"მეფარიძემ ლელა ჯუღელს განუცხადა, რომ ჩააკლავდა, იყო აგრესიული" - რა თქვა პროკურორმა მომღერლის სასამართლო პროცესზე?

საქალაქო სასამართლოში მომღერალ აჩიკო მეფარიძის საქმესთან დაკავშირებით სხდომა გაიმართა, რომლის დეტალებზეც "რადიო თავისუფლება" წერს. გამოცემის ცნობით, პროცესზე მომღერალმა აღნიშნა, რომ თავს დამნაშავედ არ თვლის.

მათივე ინფორმაციით, პროცესი მალევე შეწყდა, რადგან ადვოკატმა აღნიშნა, რომ პროკურორის შესავალი სიტყვის შემდეგ საქმეში ახალი გარემოებები აღმოჩნდა და შესავალი სიტყვის მოსამზადებლად დრო სჭირდება.

ბრალდების მხარის ინფორმაციით, გასული წლის აპრილში მეფარიძემ ლელა ჯუღელს მიაყენა როგორც სიტყვიერი, ისე ფიზიკური შეურაცხყოფა.

"ლელა ჯუღელი შუადღის საათებში გადაადგილდებოდა საკუთარი მანქანით, ჭავჭავაძის გამზირზე, რა დროსაც საგზაო მოძრაობის წესებთან დაკავშირებით მოხდა გარკვეული ინციდენტი, რაზეც არჩილ მეფარიძემ გამოხატა აგრესია ლელა ჯუღელის მიმართ. თავდაპირველად, ეს იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა. ხოლო სიტყვიერი შეურაცხყოფის შემდეგ, არჩილ მეფარიძე, გადმოვიდა მანქანიდან, მივიდა ლელა ჯუღელთან, რომელიც იჯდა საკუთარ მანქანაში და მის მიმართ გამოხატა აგრესია, რომელიც, სამწუხაროდ, გადაიზარდა ფიზიკურ ძალადობაში. რაც შეეხება ფიზიკურ ძალადობას, აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: არჩილ მეფარიძემ მუშტი ჩაარტყა სახის მარცხენა არეში ლელა ჯუღელს და დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. თუმცა გარდა, ფიზიკური ძალადობისა, ადგილი ჰქონდა მუქარას, კერძოდ სიცოცხლის მოსპობის მუქარას. არჩილ მეფარიძემ ლელა ჯუღელს განუცხადა, რომ ის მას ჩააკლავდა, იყო აგრესიული და მისი აგრესიული ქმედებებიდან და გამომეტყველებიდან გამომდინარე, დაზარალებულმა მუქარა აღიქვა რეალურად და მას გაუჩნდა შიში" - განუცხადა თამარ ყულჯანიშვილმა "რადიო თავისუფლებას".

ცნობისთვის, საქმე ეხება გასული წლის 7 აპრილს, ვაკეში მომხდარ ფაქტს. მომღერალს ძალადობაში ქალბატონი ადანაშაულებს, რომელიც ჰყვება, რომ მანქანის გადასწრების გამო მეფარიძემ მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მისი თქმით, მეფარიძემ ჯერ მანქანას წიხლი დაარტყა, შემდეგ კარი გააღო და მას თავს დაესხა. მეფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით წარედგინა.

პროცესის დეტალები წაიკითხეთ აქ