მეცნიერება
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსულ ოცნებას“ ევროკავშირში იმიტომ არ გინდათ, რომ ვეღარ გაღლეტთ და გაძარცვავთ ხალხს" - ლევან ხაბეიშვილი
"რუსულ ოცნებას“ ევროკავშირში იმიტომ არ გინდათ, რომ ვეღარ გაღლეტთ და გაძარცვავთ ხალხს" - ლევან ხაბეიშვილი

2012 წელს, წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პი­რო­ბებ­ში, ბან­კე­ბის მო­გე­ბა იყო 134 მლნ ლარი, 2022 წელს, ეს რი­ცხვი შე­ად­გენ­და 2.1 მლრდ ლარს, 15-ჯერ არის გაზ­რდი­ლი ბან­კის მო­გე­ბა. ამიხ­სე­ნით, რა გა­ი­ზარ­და 15-ჯერ სა­ქარ­თვე­ლო­ში? ეკო­ნო­მი­კა, ხელ­ფა­სე­ბი, შე­მო­სა­ვა­ლი, რომ ბან­კის წმინ­და მო­გე­ბა გა­ი­ზარ­და 15-ჯერ? - ამის შე­სა­ხებ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილ­მა პარ­ლა­მენ­ტში, პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, "რუ­სუ­ლი ოც­ნე­ბის“ პა­რა­ლე­ლუ­რად და ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე დას­რულ­დე­ბა სა­ბან­კო ოლი­გარ­ქი­აც ქვე­ყა­ნა­ში.

"რუსი ოლი­გარ­ქის მმარ­თვე­ლო­ბის პი­რო­ბებ­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­გორც პო­ლი­ტი­კუ­რი, ასე­ვე სა­ბან­კო ოლი­გარ­ქია დამ­ყარ­და, მა­ფი­ო­ზუ­რი მმარ­თვე­ლო­ბა. ამა­სო­ბა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს 1.6 მლნ მო­ქა­ლა­ქეს აქვს სეს­ხი, ეს არის 2022 წლის მო­ნა­ცე­მე­ბი, მხო­ლოდ ბან­კი­დან. სა­ფი­ნან­სო ინ­სტი­ტუ­ტე­ბი­დან, მიკ­რო-სა­ფი­ნან­სო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი­დან - 694 ათას ადა­მი­ანს. 2020 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, 300 ათას­ზე მეტ ადა­მი­ანს ლომ­ბარ­დში აქვს ქო­ნე­ბა და უნდა იცო­დეს სა­ზო­გა­დო­ე­ბამ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ბან­კის პრო­ცენტს თა­ვი­სუ­ფა­ლი ბა­ზა­რი კი არ ად­გენს, ად­გენს სა­ბან­კო მა­ფია, ოლი­გარ­ქია. პირ­ველ კვარ­ტალ­ში ბან­კე­ბის წმინ­და მო­გე­ბა გა­ვი­და 600 მლნ ლარ­ზე, 2022 წელს, ეს რი­ცხვი შე­ად­გენ­და 2.1 მლრდ ლარს. თუ შე­ვა­და­რებთ, 2012 წელს, წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პი­რო­ბებ­ში, ბან­კე­ბის მო­გე­ბა იყო 134 მლნ ლარი. 15-ჯერ არის გაზ­რდი­ლი ბან­კის მო­გე­ბა. ამიხ­სე­ნით ან სა­ზო­გა­დო­ე­ბას უთხა­რით, რა გა­ი­ზარ­და 15-ჯერ სა­ქარ­თვე­ლო­ში? ეკო­ნო­მი­კა, ხელ­ფა­სე­ბი, შე­მო­სა­ვა­ლი, რომ ბან­კის წმინ­და მო­გე­ბა გა­ი­ზარ­და 15-ჯერ? ყო­ველ­დღე, კვი­რა დღე­საც კი ბან­კე­ბი იღე­ბენ 7 მლნ ლა­რის წმინ­და მო­გე­ბას. ფაქ­ტობ­რი­ვად, მათი კა­პი­ტა­ლის 30-33% მო­გე­ბა­ზე გა­დი­ან, როცა კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი ბიზ­ნე­სის­თვის, წლის ბო­ლოს, 3-5 ან, ყვე­ლა­ზე ბევ­რი, 10%-იანი მო­გე­ბა ით­ვლე­ბა უდი­დეს მო­გე­ბად, როცა ეს ხალ­ხი 33% მო­გე­ბა­ზე გა­დის. დიახ, ამი­ტომ არ უნდა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს ევ­რო­კავ­შირ­ში. ამი­ტომ არ უნდა "რუ­სულ ოც­ნე­ბას“ ევ­რო­კავ­შირ­ში. იმი­ტომ, რომ იქ ვე­ღარ გაღ­ლეტთ და ვე­ღარ გა­ძარ­ცვავთ ხალ­ხს და ვერ იქ­ნე­ბა პრო­ცენ­ტი 15, 20 - რო­გორც არის დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში. ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­ში ეს არის 2, 4, 6% იპო­თე­კურ სეს­ხებ­ზე. ფაქ­ტობ­რი­ვად, 5-7-ჯერ მეტს იხ­დის ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე, ვიდ­რე ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­ში და დიახ, ჩვენ ვპირ­დე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს, რომ "რუ­სუ­ლი ოც­ნე­ბის“ დას­რუ­ლე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, რო­გორც კი გავ­ხდე­ბით ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რე­ბი, მა­შინ­ვე დას­რულ­დე­ბა რო­გორც ოლი­გარ­ქი­უ­ლი მმარ­თვე­ლო­ბა, ისე დას­რულ­დე­ბა ოლი­გარ­ქი­უ­ლი სა­ბან­კო მმარ­თვე­ლო­ბა ქვე­ყა­ნა­ში და მა­ფია, რო­მე­ლიც "წე­წავს“ მო­ქა­ლა­ქე­ებს. შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რი­დან თქვენც შე­გიძ­ლი­ათ მი­ი­ღოთ ინ­ფორ­მა­ცია, რომ 100 ლარ­ზე თვე­ში დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში, 11 718 ადა­მი­ა­ნი მუ­შა­ობს. 200 ლარი ხელ­ფა­სი 20 915 ადა­მი­ანს აქვს. ჯამ­ში 303 ათა­სი ადა­მი­ა­ნია, ვინც 100-იდან 800 ლა­რამ­დე იღებს თვე­ში, რო­მე­ლიც თქვენ დღე­ში არ გყოფ­ნით იმის­თვის, რომ კა­ფე­ებ­სა და რეს­ტორ­ნებ­ში კონ­კრე­ტუ­ლი თან­ხე­ბი გა­მო­ი­ყე­ნოთ. ეს მმარ­თვე­ლო­ბა მო­ი­ტა­ნა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა, ეს არის პო­ლი­ტი­კუ­რი სა­ბან­კო ოლი­გარ­ქია. დღეს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი არის ბან­კი "ქარ­თუს“ ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი, სუს-ის ხელ­მძღვა­ნე­ლიც, ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრიც, თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრიც, შსს მი­ნის­ტრი არის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის დაც­ვის ყო­ფი­ლი წევ­რი. ეს არის ოლი­გარ­ქი­უ­ლი მმარ­თვე­ლო­ბა და ევ­რო­კავ­შირ­ში შეს­ვლის­თა­ნა­ვე ეს ოლი­გარ­ქი­უ­ლი მმარ­თვე­ლო­ბა დას­რულ­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
უპარტიო
11

მოდი შევხედოთ ნაციონალური პარტიის ნარჩენებს ან ცირაკჩები ან კორუმპირებულები ან ჯალათები ორი ტრუპის მსურველნი ან სექტანტები შემორჩნენ ამათ თავიანთ ოფისს აბრა რო შეუცვალონ და შაპიტო დაარქვან დარწმუნებით გეტვით უფრო მეტ ხალხს მიიზიდავენ ნაც ცირკაჩების სანახავად

გიგა
8

სარკეში არ იყურება ხოლმე, ეს ტაკიმასხარა?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"რუსულ ოცნებას“ ევროკავშირში იმიტომ არ გინდათ, რომ ვეღარ გაღლეტთ და გაძარცვავთ ხალხს" - ლევან ხაბეიშვილი

"რუსულ ოცნებას“ ევროკავშირში იმიტომ არ გინდათ, რომ ვეღარ გაღლეტთ და გაძარცვავთ ხალხს" - ლევან ხაბეიშვილი

2012 წელს, წინა ხელისუფლების, მიხეილ სააკაშვილის პირობებში, ბანკების მოგება იყო 134 მლნ ლარი, 2022 წელს, ეს რიცხვი შეადგენდა 2.1 მლრდ ლარს, 15-ჯერ არის გაზრდილი ბანკის მოგება. ამიხსენით, რა გაიზარდა 15-ჯერ საქართველოში? ეკონომიკა, ხელფასები, შემოსავალი, რომ ბანკის წმინდა მოგება გაიზარდა 15-ჯერ? - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, "რუსული ოცნების“ პარალელურად და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებისთანავე დასრულდება საბანკო ოლიგარქიაც ქვეყანაში.

"რუსი ოლიგარქის მმართველობის პირობებში, საქართველოში, როგორც პოლიტიკური, ასევე საბანკო ოლიგარქია დამყარდა, მაფიოზური მმართველობა. ამასობაში, საქართველოს 1.6 მლნ მოქალაქეს აქვს სესხი, ეს არის 2022 წლის მონაცემები, მხოლოდ ბანკიდან. საფინანსო ინსტიტუტებიდან, მიკრო-საფინანსო დაწესებულებებიდან - 694 ათას ადამიანს. 2020 წლის მონაცემებით, 300 ათასზე მეტ ადამიანს ლომბარდში აქვს ქონება და უნდა იცოდეს საზოგადოებამ, რომ საქართველოში ბანკის პროცენტს თავისუფალი ბაზარი კი არ ადგენს, ადგენს საბანკო მაფია, ოლიგარქია. პირველ კვარტალში ბანკების წმინდა მოგება გავიდა 600 მლნ ლარზე, 2022 წელს, ეს რიცხვი შეადგენდა 2.1 მლრდ ლარს. თუ შევადარებთ, 2012 წელს, წინა ხელისუფლების პირობებში, მიხეილ სააკაშვილის პირობებში, ბანკების მოგება იყო 134 მლნ ლარი. 15-ჯერ არის გაზრდილი ბანკის მოგება. ამიხსენით ან საზოგადოებას უთხარით, რა გაიზარდა 15-ჯერ საქართველოში? ეკონომიკა, ხელფასები, შემოსავალი, რომ ბანკის წმინდა მოგება გაიზარდა 15-ჯერ? ყოველდღე, კვირა დღესაც კი ბანკები იღებენ 7 მლნ ლარის წმინდა მოგებას. ფაქტობრივად, მათი კაპიტალის 30-33% მოგებაზე გადიან, როცა კეთილსინდისიერი ბიზნესისთვის, წლის ბოლოს, 3-5 ან, ყველაზე ბევრი, 10%-იანი მოგება ითვლება უდიდეს მოგებად, როცა ეს ხალხი 33% მოგებაზე გადის. დიახ, ამიტომ არ უნდა ბიძინა ივანიშვილს ევროკავშირში. ამიტომ არ უნდა "რუსულ ოცნებას“ ევროკავშირში. იმიტომ, რომ იქ ვეღარ გაღლეტთ და ვეღარ გაძარცვავთ ხალხს და ვერ იქნება პროცენტი 15, 20 - როგორც არის დღეს საქართველოში. ევროკავშირის ქვეყნებში ეს არის 2, 4, 6% იპოთეკურ სესხებზე. ფაქტობრივად, 5-7-ჯერ მეტს იხდის ჩვენი მოქალაქე, ვიდრე ევროკავშირის ქვეყნებში და დიახ, ჩვენ ვპირდებით საქართველოს მოქალაქეებს, რომ "რუსული ოცნების“ დასრულების პარალელურად, როგორც კი გავხდებით ევროკავშირის წევრები, მაშინვე დასრულდება როგორც ოლიგარქიული მმართველობა, ისე დასრულდება ოლიგარქიული საბანკო მმართველობა ქვეყანაში და მაფია, რომელიც "წეწავს“ მოქალაქეებს. შემოსავლების სამსახურიდან თქვენც შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია, რომ 100 ლარზე თვეში დღეს საქართველოში, 11 718 ადამიანი მუშაობს. 200 ლარი ხელფასი 20 915 ადამიანს აქვს. ჯამში 303 ათასი ადამიანია, ვინც 100-იდან 800 ლარამდე იღებს თვეში, რომელიც თქვენ დღეში არ გყოფნით იმისთვის, რომ კაფეებსა და რესტორნებში კონკრეტული თანხები გამოიყენოთ. ეს მმართველობა მოიტანა ბიძინა ივანიშვილმა, ეს არის პოლიტიკური საბანკო ოლიგარქია. დღეს პრემიერ-მინისტრი არის ბანკი "ქართუს“ ყოფილი თანამშრომელი, სუს-ის ხელმძღვანელიც, ჯანდაცვის მინისტრიც, თავდაცვის მინისტრიც, შსს მინისტრი არის ბიძინა ივანიშვილის დაცვის ყოფილი წევრი. ეს არის ოლიგარქიული მმართველობა და ევროკავშირში შესვლისთანავე ეს ოლიგარქიული მმართველობა დასრულდება“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.