პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალისტი გუნდები გამოვლინდნენ
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალისტი გუნდები გამოვლინდნენ

ათას­წლე­უ­ლის ინო­ვა­ცი­ის კონ­კუ­რის 2023 ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლის შე­დე­გე­ბი ცნო­ბი­ლია. და­მო­უ­კი­დე­ბელ­მა ჟი­უ­რიმ კონ­სენ­სუ­სის სა­ფუძ­ველ­ზე, მე­ო­რე ეტაპ­ზე გა­სუ­ლი 24 გუნ­დი­დან, კონ­კურ­სის ფი­ნა­ლის­თვის თორ­მე­ტი გუნ­დი შე­არ­ჩია. ფი­ნა­ლურ ეტაპ­ზე გა­და­ვიდ­ნენ გუნ­დე­ბი თბი­ლი­სის, ქუ­თა­ი­სის, სე­ნა­კის, ბა­თუ­მის, ზუგ­დი­დის, ახ­მე­ტის და მცხე­თის სკო­ლე­ბი­დან. ფი­ნა­ლის­ტე­ბის შერ­ჩე­ვა, კონ­კურ­სის შე­ფა­სე­ბის კრი­ტე­რი­უ­მე­ბის მი­ხედ­ვით, ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი­სა და პრო­ექ­ტე­ბის პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გან­ხორ­ცი­ელ­და.

ათას­წლე­უ­ლის ინო­ვა­ცი­ის კონ­კურ­სში პირ­ველ ად­გილ­ზე გა­სუ­ლი გუნ­დი გა­ემ­გზავ­რე­ბა NASA-ში, აშშ-ში და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღებს კოს­მო­სუ­რი ცენ­ტრის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ზა­ფხუ­ლო ბა­ნაკ­ში. მე­ო­რე და მე­სა­მე ად­გილ­ზე გა­სულ გუნ­დე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღე­ბენ სა­ერ­თა­შო­რი­სო STEM პროგ­რა­მებ­ში აშშ-სა და ევ­რო­პა­ში. ლი­ბერ­თის და­ფი­ნან­სე­ბით, მე­სა­მე ად­გილ­ზე გა­სუ­ლი გუნ­დი, შვე­ი­ცა­რი­ა­ში ბირ­თვუ­ლი კვლე­ვე­ბის ევ­რო­პულ ცენ­ტრს მო­ი­ნა­ხუ­ლებს.

„კონ­კურ­სის მი­ზა­ნია ახალ­გაზ­რდებ­ში ინო­ვა­ცი­ე­ბი­სა და ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის შექ­მნის წა­ხა­ლი­სე­ბა. ფი­ნა­ლისტ გუნ­დებს ათას­წლე­უ­ლის ფონ­დი გა­უ­წევს ფი­ნან­სურ მხარ­და­ჭე­რას, რომ ფი­ნა­ლის­ტმა გუნ­დებ­მა შეძ­ლონ სა­კუ­თა­რი პრო­ექ­ტე­ბი კონ­კურ­სის ფი­ნალ­ზე დას­რუ­ლე­ბუ­ლი სა­ხით წა­რად­გი­ნონ. კონ­კურ­სის შე­დე­გად, სამი სა­უ­კე­თე­სო გუნ­დი გა­მოვ­ლინ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით, რომ­ლე­ბიც სა­ერ­თა­შო­რი­სო STEM სა­ზა­ფხუ­ლო ბა­ნა­კებ­ში მი­ი­ღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას,“ - მაგ­და მაღ­რა­ძე, ათას­წლე­უ­ლის ფონ­დის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი.

„ლი­ბერ­თის­თვის დიდი პა­ტი­ვია ათას­წლე­უ­ლის ინო­ვა­ცი­ის კონ­კურ­სის პარტნი­ო­რო­ბა. წარ­მა­ტე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თთა­ნამ­შრომ­ლო­ბა ყო­ველ­თვის ღი­რე­ბუ­ლე­ბა­თა თან­ხვედ­რას ეფუძ­ნე­ბა. ვფიქ­რობთ, გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩვე­ნი სა­ერ­თო მი­ზა­ნი - ხელი შე­ვუ­წყოთ ახალ­გაზ­რდებს ცოდ­ნის მი­ღე­ბა­სა და მო­მავ­ლის პრო­ფე­სი­ე­ბი­სად­მი და­ინ­ტე­რე­სე­ბა­ში. ლი­ბერ­თის კორ­პო­რა­ცი­უ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის მთა­ვა­რი პრი­ო­რი­ტე­ტი გა­ნათ­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რაა და მო­მა­ვალ­ში კი­დევ უფრო გა­ვაძ­ლი­ე­რებთ ნი­ჭი­ე­რი, სი­ახ­ლე­ე­ბის მა­ძი­ე­ბე­ლი, რე­გი­ო­ნებ­ში მცხოვ­რე­ბი ახალ­გაზ­რდე­ბის თა­ნად­გო­მას. ათას­წლე­უ­ლის ფონ­დის გუნდთან ერ­თად ძა­ლი­ან ბევრ, სა­ინ­ტე­რე­სო ახალ­გაზ­რდას აღ­მო­ვა­ჩენთ და და­ვუ­მე­გობ­რდე­ბით“ - თა­მარ ზა­ქა­რი­ა­ძე, ლი­ბერ­თის კორ­პო­რა­ცი­უ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი.

ათას­წლე­უ­ლის ინო­ვა­ცი­ის კონ­კურ­სის ფი­ნა­ლურ ეტაპ­ზე გა­და­სუ­ლი გუნ­დე­ბი არი­ან:

1. Green Star | სერ­ვან­ტე­სის სა­ხე­ლო­ბის გიმ­ნა­ზია აია-GESS; სკო­ლა „მერ­მი­სი“; თბი­ლი­სის ქარ­თულ-ამე­რი­კუ­ლი სკო­ლა პროგ­რე­სი; ქუ­თა­ი­სის ქარ­თულ-ამე­რი­კუ­ლი სკო­ლა პროგ­რე­სი; სე­ნა­კის წმ შუ­შა­ნი­ას სა­ხე­ლო­ბის მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი სკო­ლა- გიმ­ნა­ზია.

2. TerraTech | ბა­თუ­მის ქარ­თულ-ამე­რი­კუ­ლი სკო­ლა პროგ­რე­სი; ზუგ­დი­დის N4 სა­ჯა­რო სკო­ლა; სე­ნა­კის წმ შუ­შა­ნი­ას სა­ხე­ლო­ბის მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი სკო­ლა-გიმ­ნა­ზია; თბი­ლი­სის N41 სა­ჯა­რო სკო­ლა.

3. Halove | თბი­ლი­სის N175 სა­ჯა­რო სკო­ლა; მცხე­თის სა­ჯა­რო სკო­ლა N1.

4. ორი­ო­ნი | თბი­ლი­სის N199 სა­ჯა­რო სკო­ლა; სკო­ლა-ლი­ცე­უმ მწიგ­ნო­ბარ­თუ­ხუ­ცე­სი; ბრი­ტა­ნულ-ქარ­თუ­ლი აკა­დე­მია; სერ­ვან­ტე­სის სა­ხე­ლო­ბის გიმ­ნა­ზია აია-GESS.

5. SHM | ბრი­ტა­ნულ-ქარ­თუ­ლი აკა­დე­მია.

6. ქი­სა­თი­ბი | თბი­ლი­სის N42 სა­ჯა­რო სკო­ლა; სკო­ლა ორ ავ­ნე­რი.

7. FSTF (From Seeable To Feelable) | თბი­ლი­სის N199 სა­ჯა­რო სკო­ლა.

8. Pleiades:re | თბი­ლი­სის N199 სა­ჯა­რო სკო­ლა.

9. Optical Visionaries | თბი­ლი­სის N199 სა­ჯა­რო სკო­ლა; გივი ზალ­დას­ტა­ნიშ­ვი­ლის ამე­რი­კუ­ლი აკა­დე­მია; ბა­თუ­მის ქარ­თულ-ამე­რი­კუ­ლი სკო­ლა პროგ­რე­სი; სერ­ვან­ტე­სის სა­ხე­ლო­ბის გიმ­ნა­ზია აია-GESS; თბი­ლი­სის ქარ­თულ-ამე­რი­კუ­ლი სკო­ლა პროგ­რე­სი.

10. Shieldify | რო­ბერ შუ­მა­ნის ევ­რო­პუ­ლი სას­წავ­ლე­ბე­ლი; სერ­ვან­ტე­სის სა­ხე­ლო­ბის გიმ­ნა­ზია აია-GESS; თბი­ლი­სის N199 სა­ჯა­რო სკო­ლა; თა­ვი­სუ­ფა­ლი სკო­ლა.

11. EMENTI | ახ­მე­ტის N1 სა­ჯა­რო სკო­ლა; თბი­ლი­სის N59 სა­ჯა­რო სკო­ლა.

12. HydroPro | ქუ­თა­ი­სის ქარ­თულ-ამე­რი­კუ­ლი სკო­ლა პროგ­რე­სი.ათას­წლე­უ­ლის ინო­ვა­ცი­ის კონ­კურ­სი მე­ცხრე წე­ლია ხორ­ცი­ელ­დე­ბა ათას­წლე­უ­ლის ფონ­დის მიერ, სა­ქარ­თვე­ლო­ში აშშ-ის სა­ელ­ჩოს ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით და სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით. ათას­წლე­უ­ლის ინო­ვა­ცი­ის კონ­კურ­სის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პარტნი­ო­რე­ბი არი­ან სა­ქარ­თვე­ლოს ინო­ვა­ცი­ე­ბი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სა­ა­გენ­ტო და ლი­ბერ­თი ბან­კი.

ლი­ბერ­თი ქვეყ­ნის ერთ-ერთი უმ­სხვი­ლე­სი კო­მერ­ცი­უ­ლი ბან­კია, რო­მე­ლიც 1,7 მი­ლი­ონ­ზე მეტ ფი­ზი­კურ პირს და 50 000-ზე მეტ მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნესს ემ­სა­ხუ­რე­ბა. ბან­კის აქ­ტი­ვე­ბი 3 მლრდ ლარს შე­ად­გენს და და­საქ­მე­ბუ­ლია 4500-ზე მეტი თა­ნამ­შრო­მე­ლი. ლი­ბერ­თი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით წარ­მოდ­გე­ნი­ლია ყვე­ლა­ზე ფარ­თო ქსე­ლით - 360-ზე მეტი მომ­სა­ხუ­რე­ბის ცენ­ტრით, 632 ბან­კო­მა­ტით, თვით­მომ­სა­ხუ­რე­ბის და POS ტერ­მი­ნა­ლე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა რე­გი­ონ­სა და მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში. გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გარ­და, რო­გორც ფი­ზი­კუ­რი, ასე­ვე იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბის­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მია თა­ნა­მედ­რო­ვე ციფ­რუ­ლი სერ­ვი­სე­ბი და დის­ტან­ცი­უ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბა.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალისტი გუნდები გამოვლინდნენ

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალისტი გუნდები გამოვლინდნენ

ათასწლეულის ინოვაციის კონკურის 2023 ნახევარფინალის შედეგები ცნობილია. დამოუკიდებელმა ჟიურიმ კონსენსუსის საფუძველზე, მეორე ეტაპზე გასული 24 გუნდიდან, კონკურსის ფინალისთვის თორმეტი გუნდი შეარჩია. ფინალურ ეტაპზე გადავიდნენ გუნდები თბილისის, ქუთაისის, სენაკის, ბათუმის, ზუგდიდის, ახმეტის და მცხეთის სკოლებიდან. ფინალისტების შერჩევა, კონკურსის შეფასების კრიტერიუმების მიხედვით, ინტერვიუებისა და პროექტების პრეზენტაციების საფუძველზე განხორციელდა.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში პირველ ადგილზე გასული გუნდი გაემგზავრება NASA-ში, აშშ-ში და მონაწილეობას მიიღებს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის საზაფხულო ბანაკში. მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდები მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო STEM პროგრამებში აშშ-სა და ევროპაში. ლიბერთის დაფინანსებით, მესამე ადგილზე გასული გუნდი, შვეიცარიაში ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრს მოინახულებს.

„კონკურსის მიზანია ახალგაზრდებში ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების შექმნის წახალისება. ფინალისტ გუნდებს ათასწლეულის ფონდი გაუწევს ფინანსურ მხარდაჭერას, რომ ფინალისტმა გუნდებმა შეძლონ საკუთარი პროექტები კონკურსის ფინალზე დასრულებული სახით წარადგინონ. კონკურსის შედეგად, სამი საუკეთესო გუნდი გამოვლინდება საქართველოს მასშტაბით, რომლებიც საერთაშორისო STEM საზაფხულო ბანაკებში მიიღებენ მონაწილეობას,“ - მაგდა მაღრაძე, ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი.

„ლიბერთისთვის დიდი პატივია ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის პარტნიორობა. წარმატებული ურთიერთთანამშრომლობა ყოველთვის ღირებულებათა თანხვედრას ეფუძნება. ვფიქრობთ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი საერთო მიზანი - ხელი შევუწყოთ ახალგაზრდებს ცოდნის მიღებასა და მომავლის პროფესიებისადმი დაინტერესებაში. ლიბერთის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მთავარი პრიორიტეტი განათლების მხარდაჭერაა და მომავალში კიდევ უფრო გავაძლიერებთ ნიჭიერი, სიახლეების მაძიებელი, რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების თანადგომას. ათასწლეულის ფონდის გუნდთან ერთად ძალიან ბევრ, საინტერესო ახალგაზრდას აღმოვაჩენთ და დავუმეგობრდებით“ - თამარ ზაქარიაძე, ლიბერთის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალურ ეტაპზე გადასული გუნდები არიან:

1. Green Star | სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS; სკოლა „მერმისი“; თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესი; ქუთაისის ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესი; სენაკის წმ შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა- გიმნაზია.

2. TerraTech | ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესი; ზუგდიდის N4 საჯარო სკოლა; სენაკის წმ შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზია; თბილისის N41 საჯარო სკოლა.

3. Halove | თბილისის N175 საჯარო სკოლა; მცხეთის საჯარო სკოლა N1.

4. ორიონი | თბილისის N199 საჯარო სკოლა; სკოლა-ლიცეუმ მწიგნობართუხუცესი; ბრიტანულ-ქართული აკადემია; სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS.

5. SHM | ბრიტანულ-ქართული აკადემია.

6. ქისათიბი | თბილისის N42 საჯარო სკოლა; სკოლა ორ ავნერი.

7. FSTF (From Seeable To Feelable) | თბილისის N199 საჯარო სკოლა.

8. Pleiades:re | თბილისის N199 საჯარო სკოლა.

9. Optical Visionaries | თბილისის N199 საჯარო სკოლა; გივი ზალდასტანიშვილის ამერიკული აკადემია; ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესი; სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS; თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესი.

10. Shieldify | რობერ შუმანის ევროპული სასწავლებელი; სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS; თბილისის N199 საჯარო სკოლა; თავისუფალი სკოლა.

11. EMENTI | ახმეტის N1 საჯარო სკოლა; თბილისის N59 საჯარო სკოლა.

12. HydroPro | ქუთაისის ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესი.ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი მეცხრე წელია ხორციელდება ათასწლეულის ფონდის მიერ, საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით. ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ოფიციალური პარტნიორები არიან საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და ლიბერთი ბანკი.

ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.

R