პარლამენტის მიმდინარე კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგში, კენჭსაყრელ საკითხთა ნუსხაში, სასამართლოს საკითხზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი შეტანილი არ არის.
პარლამენტის ბიუროს პლენარული სხდომების დღის წესრიგის პროექტი წარედგინა, სადაც კენჭსაყრელი საკითხების სიაში საგამოძიებო კომისიის შექმნაზე დადგენილების პროექტი არ წერია.
ამასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ ეს დღის წესრიგიდან კონკრეტული საკითხის ამოღებას არ ნიშნავს, რადგან პარლამენტის ბიურო პლენარული სხდომების დღის წესრიგს ყოველ ჯერზე ხელახლა ადგენს და დღის წესრიგის პროექტში საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი კენჭსაყრელ საკითხთა შორის არ არის.
პაპუაშვილმა ოპოზიციას მიმართა, რომ თუ საკითხის დღის წესრიგში შეტანა სურთ, შესაბამისი მოთხოვნა ბიუროსა და პარლამენტის სხდომაზე დააყენონ და მასზე პარლამენტი იმსჯელებს.
“ჩვენ, პარლამენტის ბიურო სასესიო კვირის დღის წესრიგს ვადგენთ, რომელიც პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. შეგახსენებთ, რომ მაგალითად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის საკითხი პარლამენტის სხდომების დღის წესრიგში რამდენჯერმე არ შეგვქონდა და წინა კვირას შევიტანეთ. არ არსებობს არანაირი დღის წესრიგი, რომლიდანაც რაიმეს ამოღება ხდება. დღის წესრიგის შედგენა ყოველ ჯერზე ხდება, სადაც გამომდინარე იქიდან, თუ როგორ განიხილავს ბიურო, საკითხები დღის წესრიგში შეაქვს. თუ პარლამენტის წევრთა ჯგუფი დღის წესრიგს არ ეთანხმება ან ფიქრობს, რომ საკითხი დასამატებელია პლენარულ სხდომაზე, შეგიძლიათ საკითხის შეტანის საკითხი დააყენოთ. ამაზე ბიურო და პლენარული სხდომა იმსჯელებს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე.
სასამართლოს საკითხზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ დადგენილების პროექტი პარლამენტმა გასულ კვირას განიხილა. განხილვის შემდეგ საკითხი კენჭსაყრელ საკითხთა ნუსხაში აისახა, თუმცა კენჭი ვერ ეყარა, რადგან უმრავლესობამ კენსჭისყრის პროცედურის წინ საჭირო რეგისტრაცია არ გაიარა.
ყველაზე საოცარი და დიდი ტრაგიკომედია ისაა რომ, მურუსიძეს ნაცები ლანძღავენ და ქოცები “ადიალად” ეფარებიან.. ნაცები ახსენებენ ქოცებს გირგვლიანის და მოლაშვილეს საქმეებს.. კიი სწორედ ის ნაცები რომლებმაც აი ეს დანაშაული ჩაიდინეს მურუსიძეების ხელით, სწორედ იმ ქოცებს რომლებიც გირგვლიანსა და მოლაშვილზე ჩადენილი დანაშაულობების გამოძიებით და მურუსიძეების გასამართლების დაპირებით მოვიდნენ..ეს აღარც, სასაცილოა, აღარც სატირალი.. საუბედუროდ
რა დავაშავეთ, რომ ასეთი ბრიყვი, უნიჭო და უვიცი ოპოზიცია გვყავს? კანონისა და რეგლამენტის წაკითხვა არ უნდათ; თუ რამე მოისმინეს, აზრი ვერ გამოაქვთ!
იმ "აირაის" კვლევებმა აგრიათ თქვენ; იქ ოცნების 19%-ის გარდა ისიც წერია, რომ მოსახლეობის 91%-ს თვეებია თვალით არ უნახავს ოპოპარტიების წარმომადგენლები! იქვე წერია, რომ გამოკითხულთა 2%-ს გაუგია ქვეყანაში კორუფციის ფაქტების შესახებ ; 1% კი უკმაყოფილოა სასამართლოების საქმიანობით! თქვენ ხალხის არ გჯერათ და დეგნან-ფოტიგა-გერინგ-კუბილიუსებით დაგეშილები გაჰყვირიხართ რასაც ჩაგძახებენ! რახან ცალ ფეხზე დგომას არ იშლით და ჩაძახებულ სიბრიყვეებს არჩევთ ხალხის აზრს, ისე რომ კითხვაც არ გიჩნდებათ, მოვა არჩევნები და დეგნანი, კრამერი, ფოტიგა და კუბილიუსი მოგცემენ ხმას! ... მერე ირბინეთ საღებავებით და შვიშტოკებით.
იმ 19%-ზე: აგერ შუალედურმა არჩევნებმა ხომ დაგანახათ, რომ ოცნებას 19% კი არა ორნახევარჯერ მეტი მხარდამჭერი ჰყავს! კითხვები არ გიჩნდებათ? კვლევის ჩამტარებელ ცქიტიშვილს მაინც დაუსვით კითხვები, მარჩენალებს თუ ვერ უბედავთ; ასე რამ დაგამონათ!