პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თამარ ბაჩალიაშვილის ბურუსით მოცული საქმე: დეტალები, ვერსიები, სკანდალურ ქოლ-ცენტრებთან კავშირის შესაძლებლობა - რას აცხადებს გარდაცვლილი პროგრამისტის დედა?
თამარ ბაჩალიაშვილის ბურუსით მოცული საქმე: დეტალები, ვერსიები, სკანდალურ ქოლ-ცენტრებთან კავშირის შესაძლებლობა - რას აცხადებს გარდაცვლილი პროგრამისტის დედა?

გარ­დაც­ვლი­ლი პროგ­რა­მის­ტის, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტე­ბი ხვალ პრო­კუ­რა­ტუ­რას საქ­მის ხე­ლა­ხა­ლი გა­მო­ძი­ე­ბის მო­თხოვ­ნით მი­მარ­თა­ვენ. მი­ზე­ზი საქ­მის ყო­ფი­ლი გა­მომ­ძი­ებ­ლის, სერ­გო შუ­ბი­თი­ძის მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბია. რო­გორც მის­გან მო­ვის­მი­ნეთ, გა­მომ­ძი­ებ­ლის­თვის ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის თვით­მკვლე­ლო­ბის ვერ­სია არა­და­მა­ჯე­რე­ბე­ლია. დაც­ვის მხა­რეს გა­მომ­ძი­ებ­ლის მო­ნა­თხრო­ბი და­მა­ტე­ბით კი­თხვის ნიშ­ნებს უჩენს მი­კერ­ძო­ე­ბულ გა­მო­ძი­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

"თავ­და­ყი­რა დად­გე­ბა ყვე­ლა­ფე­რი, ჩემი შვი­ლი შე­ე­წი­რა სამ­სა­ხურს“, - ამ­ბობს ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის მამა. ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტის მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლის თქმით კი, "აუ­ცი­ლე­ბე­ლია საქ­მე გა­ნახ­ლდეს. ყვე­ლა მე­თოდს გა­მო­ვი­ყე­ნებთ, საქ­მე­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­სა და დიპ­ლო­მა­ტი­ურ წარ­მო­მად­გენ­ლებს ჩავ­რთავთ, რათა შერ­ჩე­ვი­თი სა­მარ­თა­ლი აღ­მო­ი­ფხვრას“.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, შემ­დეგ კი პრო­კუ­რა­ტუ­რამ გა­ნა­ცხა­და, რომ ქალ­მა თავი მო­იკ­ლა და საქ­მე ამ დას­კვნით და­ი­ხუ­რა.

გა­მომ­ძი­ე­ბელ სერ­გო შუ­ბი­თი­ძის თქმით, საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა გა­ყალბ­და. ის 2020 წლის ივ­ლის­ში, რუს­თა­ვის პო­ლი­ცი­ის უფ­როს გა­მომ­ძი­ებ­ლად მუ­შა­ობ­და და თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ცხედ­რის პოვ­ნის პირ­ვე­ლი­ვე წუ­თე­ბი­დან, საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა მას და­ა­ვა­ლეს. ძა­ლო­ვა­ნი უწყე­ბის უკვე ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი, რო­მელ­მაც სამ­სა­ხუ­რი­დან წას­ვლის პა­ტა­კი "შა­ბა­თის ფორ­მუ­ლას­თან" ინ­ტერ­ვი­უს შემ­დეგ და­წე­რა, სა­უბ­რობს ყვე­ლა იმ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­ზე, რო­მე­ლიც სა­კუ­თა­რი თვა­ლით ნახა და მის ხელ­ში გა­ი­ა­რა. შუ­ბი­თი­ძე საქ­მეს და­ახ­ლო­ე­ბით 2 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში კუ­რი­რებ­და, ვიდ­რე გა­მო­ძი­ე­ბას თბი­ლი­სი გა­და­ი­ბა­რებ­და. საქ­მის გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­რე­მო­ე­ბა­ზე ილა­პა­რა­კა, მათ შო­რის გარ­დაც­ვლი­ლის ტე­ლე­ფონ­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კი­თხზე.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 23 წლის პროგ­რა­მის­ტი თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი 2020 წლის 18 ივ­ლისს გა­უ­ჩი­ნარ­და და მას ოთხი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ეძებ­დნენ. გო­გო­ნა ბო­ლოს თეთ­რი­წყა­როს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, სო­ფელ მა­წევ­ნის და­უ­სახ­ლე­ბელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­მან­ქა­ნო გზი­დან რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი მეტ­რის და­შო­რე­ბით მდგარ სა­კუ­თარ მან­ქა­ნა­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ავ­ტო­მან­ქა­ნის სა­ლო­ნი­დან თა­მა­რის ჩან­თა­ში გუ­ლის და წნე­ვის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ცა­რი­ე­ლი ფირ­ფი­ტე­ბი ამო­ი­ღეს. ასე­ვე ამო­ღე­ბუ­ლია გო­გო­ნას ხელ­ჩან­თა დო­კუ­მენ­ტე­ბით, წყლის ბოთ­ლი, მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი და ავ­ტო­მან­ქა­ნის პულ­ტი. ავ­ტო­მან­ქა­ნის ყვე­ლა კარი და­კე­ტი­ლი, ხოლო ფან­ჯრის მი­ნე­ბი აწე­უ­ლი იყო. გა­მო­ძი­ე­ბა თავ­და­პირ­ვე­ლად თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნოდ აღ­კვე­თის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, ცხედ­რის პოვ­ნი­დან მე­ო­რე დღეს კი ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მეს თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის მუხ­ლიც და­ე­მა­ტა.

ოჯა­ხი შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბას მის სამ­სა­ხურს, კომ­პა­ნია ZAG-ს უკავ­ში­რებ­და და ამ­ბობ­და, რომ თა­მა­რი სამ­სა­ხუ­რი­დან ხში­რად გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ბრუნ­დე­ბო­და. ოჯა­ხი სუ­ი­ციდს თა­ვი­დან­ვე გა­მო­რი­ცხავ­და და მკვლე­ლო­ბის ვერ­სი­ას იზი­ა­რებ­და. ოჯა­ხი და ად­ვო­კა­ტი მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლი საქ­მე­ში FBI-ს ჩარ­თვა­საც ითხოვ­დნენ, მათ მი­ი­ღეს კი­დეც ამის პი­რო­ბა, თუმ­ცა ქარ­თულ­მა მხა­რემ ფე­დე­რა­ლუ­რი ბი­უ­როს­გან მი­ი­ღო გან­მარ­ტე­ბა, რომ ისი­ნი მხო­ლოდ შტა­ტებ­ში მომ­ხდარ ან მათ სა­ხელ­მწი­ფოს­თან და­კავ­ში­რე­ბულ და­ნა­შა­უ­ლებს იძი­ე­ბენ.

პრო­კუ­რა­ტუ­რა პე­რი­ო­დუ­ლად გვაც­ნობ­და საქ­მის მა­სა­ლებს, მათ შო­რის თა­მა­რის ემო­ცი­ურ ვი­დეო-აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რებს, რომ­ლებ­შიც გო­გო­ნა ლა­პა­რა­კობ­და უი­მე­დო სიყ­ვა­რულ­ზე და ახ­სე­ნებ­და თვით­მკვლე­ლო­ბას... ათე­უ­ლო­ბით ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნებს შო­რი­საა ფსი­ქო­ლო­გი­ურ-ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნაც, რო­მელ­მაც გო­გო­ნას სუ­ი­ცი­დი და­საშ­ვე­ბად მი­იჩ­ნია.

პრო­კუ­რა­ტუ­რამ ექ­ვსთვი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის შემ­დეგ, 17 დე­კემ­ბერს, ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა შე­წყვი­ტა.

"მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი ცხად­ყოფს, რომ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის მი­მართ და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია და მან სი­ცო­ცხლე თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა. შე­სა­ბა­მი­სად, მი­ღე­ბუ­ლია გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ", - ასე­თი იყო სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

პრო­კუ­რა­ტუ­რის დას­კვნას ოჯა­ხი არ იზი­ა­რებ­და და სი­მარ­თლის ძი­ე­ბას ევ­რო­სა­სა­მარ­თლო­ში აპი­რებ­და.

თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის მამა ჯუმ­ბერ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი თა­ვის დრო­ზე ერთ მნიშ­ვნე­ლო­ვან დე­ტალს ახ­სე­ნებ­და - ადა­მი­ან­მა, რო­მელ­საც მისი შვი­ლის კომ­პი­უ­ტე­რის გახ­სნას­თან კავ­ში­რი ჰქონ­და, უთხრა, რომ მის შვილს დიდი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და.

  • ვინ იყო 23 წლის გო­გო­ნა?

თა­ვის დრო­ზე გა­ვარ­კვი­ეთ და ვწერ­დით, რომ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად ორ სამ­სა­ხურ­ში მუ­შა­ობ­და: შპს ZEG-ში, სა­ი­და­ნაც გა­უ­ჩი­ნა­რე­ბამ­დე ორი დღით ადრე წა­მო­ვი­და, და SpryFlash-ში - ავ­სტრი­ულ კომ­პა­ნი­ა­ში, რომ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბა, ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ZEG-ის მსგავ­სად, სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ებ­სა და პროგ­რა­მულ უზ­რუნ­ველ­ყო­ფას (IT) უკავ­შირ­დე­ბა. რო­გორც ავ­სტრი­უ­ლი კომ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ გა­ნა­ცხა­და, თა­მარ­თან კონ­ტრაქ­ტი თე­ბერ­ვლი­დან შე­წყვი­ტეს.

ასე­ვე, ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კომ­პა­ნია ZAG-ის მთა­ვა­რი სერ­ვი­სი პროგ­რა­მუ­ლი პა­კე­ტე­ბის შედ­გე­ნა იყო, მისი ოფი­ცი­ა­ლუ­რი მი­სა­მარ­თი იმ­ჟა­მად გახ­ლდათ ჭავ­ჭა­ვა­ძის #15. კომ­პა­ნი­ას ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვებგ­ვერ­დი არა აქვს. რო­გორც იმ­ჟა­მად გა­ვარ­კვი­ეთ, მას ოფი­სი რუ­სეთ­შიც ჰქონ­და. თა­მა­რის მე­ო­რე სა­მუ­შაო ად­გი­ლად მი­თი­თე­ბუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ავ­სტრი­უ­ლი კომ­პა­ნია SpryFlash-ის მთა­ვა­რი სერ­ვი­სიც მა­ღა­ლი ხა­რის­ხით და­წე­რი­ლი კო­დე­ბით შექ­მნი­ლი კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი პროგ­რა­მი­რე­ბა გახ­ლდათ.

ით­ქვა, რომ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი იყო და ოჯახ­ში სამ­სა­ხურ­სა და თა­ვის საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე არა­ფერს ჰყვე­ბო­და, არც ის გა­უმ­ხე­ლია, რამ­დე­ნი ჰქონ­და ხელ­ფა­სი. პროგ­რა­მის­ტი გო­გო­ნა ერას­მუ­სის პროგ­რა­მით ინ­ფორ­მა­ტი­კას საფ­რან­გეთ­ში, ქვეყ­ნის ჩრდი­ლო-და­სავ­ლეთ­ში მდე­ბა­რე ქა­ლაქ რენ­ში გა­მო­ყე­ნე­ბი­თი მეც­ნი­ე­რე­ბის ეროვ­ნულ ინ­სტი­ტუ­ტში სწავ­ლობ­და. 2016 წლი­დან გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე იყო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ტი­კის ფრან­გულ-ქარ­თუ­ლი სკო­ლის სტუ­დენ­ტი. 2020 წელს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ზუსტ და სა­ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბებ­ში გა­მარ­თულ სა­ფა­კულ­ტე­ტო კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე მისი მოხ­სე­ნე­ბის თემა იყო "ვე­ბაპ­ლი­კა­ცი­ე­ბი კომ­პა­ნი­ე­ბის შე­ფა­სე­ბის­თვის".

  • ოჯა­ხის ვერ­სია

18 ივ­ლისს, შა­ბათ დი­ლას, და­ახ­ლო­ე­ბით 10:00 სა­ათ­ზე, თა­მა­რი სახ­ლი­დან იმ დროს გა­ვი­და, როცა შინ არა­ვინ იყო. დე­დამ შვილ­თან და­კავ­ში­რე­ბა 14:00 სა­ა­თის­თვის სცა­და, მაგ­რამ მისი ტე­ლე­ფო­ნი გა­მორ­თუ­ლი იყო. ოჯახ­მა პო­ლი­ცი­ას იმა­ვე დღის სა­ღა­მოს 20:00 სა­ათ­ზე გან­ცხა­დე­ბით მი­მარ­თა. სახ­ლი­დან, ფო­ნი­ჭა­ლი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 10:00 სა­ათ­ზე გა­სუ­ლი თა­მა­რის ნაც­რის­ფე­რი "ჰი­უნ­დაი" სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რებ­მა 12:00 სა­ათ­ზე მარ­ნე­ულ­ში და­ა­ფიქ­სი­რეს, შემ­დეგ ხა­იშ­ში, ბო­ლოს კი გო­გო­ნა სო­ფელ გოლ­თეთ­ში ნა­ხეს, სა­ი­და­ნაც მისი კვა­ლი და­ი­კარ­გა.

სო­ფელ გოლ­თე­თის მკვიდ­რი:

"იმ დღეს სო­ფელ გოლ­თეთ­ში 2 უცხო ავ­ტო­მან­ქა­ნა შე­მო­ვი­და, სხვა არა­ვინ გვი­ნა­ხავს. ერ­თში, "ჰი­უნ­და­ი­ში" ის გო­გო­ნა მარ­ტო იჯდა, მე­ო­რე­ში კი ორი გო­გო­ნა შე­ნიშ­ნეს. "ჰი­უნ­და­ის"" მძღო­ლი სოფ­ლი­დან გა­სას­ვლელს ეძებ­და, არა­ფე­რი უკი­თხავს, მან­ქა­ნა მო­აბ­რუ­ნა და წა­ვი­და. ერ­თმა მე­ზო­ბელ­მა ისიც თქვა, მან­ქა­ნის სა­ბუ­რა­ვი დაღ­მარ­თზე თხრილ­ში ჩა­უ­ვარ­და, და­ვი­ნა­ხე და და­სახ­მა­რებ­ლად გა­ვე­მარ­თე, მაგ­რამ რომ მი­ვუ­ახ­ლოვ­დი, ამო­აღ­წია და სწრა­ფად წა­ვი­დაო".

ოჯახ­მა არ იცის, რა­ტომ იმ­ყო­ფე­ბო­და მათი შვი­ლი ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­დაც არც ნა­თე­სა­ვი ჰყავთ და არც მე­გო­ბა­რი. თა­მა­რის მამა არ გა­მო­რი­ცხავ­და, რომ გო­გო­ნა სახ­ლი­დან მო­ტყუ­ე­ბით გა­იყ­ვა­ნეს და აცხა­დებ­და, რომ ეს შე­საძ­ლოა, მის სამ­სა­ხურს უკავ­შირ­დე­ბა, სა­ი­და­ნაც ხში­რად აღელ­ვე­ბუ­ლი ბრუნ­დე­ბო­და. მამა ჰყვე­ბო­და, რომ შვი­ლის სამ­სა­ხურ­ში ამ­ბის გა­სარ­კვე­ვად ად­რეც მი­ვი­და, მაგ­რამ პა­სუ­ხი არა­ვინ გას­ცა.

ოჯა­ხი დღემ­დე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ თა­მუ­ნა თავს არ მო­იკ­ლავ­და და ვერ­სია, რომ თა­ვის მო­საკ­ლა­ვად წნე­ვის დამ­წე­ვი წამ­ლე­ბის დიდი დოზა და­ლია, სიც­რუ­ეა. მა­მის მტკი­ცე­ბით, გო­გო­ნა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი შან­ტა­ჟი­სა და ზე­წო­ლის მსხვერ­პლი გახ­და.

თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტზე თავ­და­პირ­ვე­ლად საქ­მე თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის მუხ­ლით აღიძ­რა, 24 ივ­ლისს კი საქ­მე­ში თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის მუხ­ლი და­ე­მა­ტა, ხოლო გო­გო­ნას მამა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის უფ­ლე­ბა­მო­ნაც­ვლედ ცნეს.

გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­ა­ცხა­და თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მის შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბა - სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზი მე­დი­კა­მენ­ტო­ზუ­რი ინ­ტოქ­სი­კა­ცია გახ­და, რაც გო­გო­ნას საყ­ლა­პა­ვი და არა სა­ი­ნექ­ციო გზით აქვს მი­ღე­ბუ­ლი. პრო­კუ­რა­ტუ­რის დას­კვნა ეფუძ­ნე­ბა სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზას, ასე­ვე გვა­მის სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ქი­მი­ურ-ტოქ­სი­კო­ლო­გი­ურ გა­მოკ­ვლე­ვას და საქ­მის მა­სა­ლე­ბის შე­და­რე­ბას. თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მის პრო­კუ­რო­რი ამი­რან გუ­ლუ­აშ­ვი­ლი ინ­ტერ­ვი­უ­ში გვე­უბ­ნე­ბო­და:

"გა­მო­ძი­ე­ბის სა­წყი­სი ეტა­პი­დან ვთა­ნამ­შრომ­ლობთ ოჯახ­სა და მის ად­ვო­კატ­თან ყვე­ლა შე­საძ­ლო ვერ­სი­ი­სა და ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­მოწ­მე­ბი­სა და შეს­წავ­ლის მიზ­ნით. გა­მო­ვაქ­ვეყ­ნეთ სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა, სა­დაც და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია გარ­დაც­ვა­ლე­ბის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი და რომ ძა­ლა­დობ­რი­ვი სიკ­ვდი­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა გა­მო­რი­ცხუ­ლია. თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ცხე­დარს ძა­ლა­დო­ბის კვა­ლი არ აღ­მო­აჩ­ნდა. ნე­ბის­მი­ე­რი საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა­ში არის რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ვერ­სი­ე­ბი, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რო­მელ­თა გა­ა­ნა­ლი­ზე­ბა ახა­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის და­გეგ­მვის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა. ამ საქ­მე­ზე ათა­სამ­დე სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბა ჩა­ტარ­და, და­ახ­ლო­ე­ბით 600 პი­რის­გან მო­ვი­პო­ვეთ ინ­ფორ­მა­ცია, გა­მო­ყო­ფი­ლია დიდი ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სი, პრო­კუ­რო­რე­ბი და გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ამოწ­მე­ბენ ყვე­ლა უმ­ნიშ­ვნე­ლო დე­ტალს, შე­ის­წავ­ლი­ან ვერ­სი­ებს, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს და ყო­ვე­ლი­ვეს გა­და­მოწ­მე­ბის შემ­დგომ რე­ა­გი­რე­ბენ. მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებ­შიც სხვა­დას­ხვაგ­ვა­რი ინ­ფორ­მა­ცია გავ­რცელ­და და დიდი ნა­წი­ლი უკვე გა­და­მოწ­მე­ბუ­ლია. მი­უ­ხე­და­ვად ჩვენ მი­მართ სკეპ­ტი­კუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი­სა, მზად ვართ, ვი­მუ­შა­ოთ ნე­ბის­მი­ერ ვერ­სი­ა­სა თუ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­ზე. გა­მო­ძი­ე­ბა გაგ­რძელ­დე­ბა მა­ნამ, სა­ნამ ყვე­ლა კი­თხვას პა­სუ­ხი არ გა­ე­ცე­მა“.

ამ ბუ­რუ­სით მო­ცულ საქ­მე­ში კი მთა­ვა­რი კი­თხვა იყო: მკვლე­ლო­ბა, თუ თვით­მკვლე­ლო­ბა, რა­ზეც დღემ­დე პა­სუ­ხი ბო­ლომ­დე გა­ცე­მუ­ლი არ არის.

იყო ასე­თი ვერ­სია, რომ ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში ეს ფაქ­ტი უკავ­შირ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი ნა­კა­დის ფლო­ბას, რაც ვი­ღა­ცის ინ­ტე­რესს აზი­ა­ნებ­და. არ გა­მო­რი­ცხავ­დნენ, რომ გო­გო­ნას ხელ­ში ჩა­უ­ვარ­და სხვა­დას­ხვა სა­ხის მა­კომ­პრო­მე­ტი­რე­ბე­ლი მა­სა­ლა, ამ მა­სა­ლე­ბის შე­სა­ძე­ნად მას­თან შე­სახ­ვედ­რად ვი­ღაც გა­ვი­და და ამას მოჰ­ყვა ტრა­გე­დია.

ექ­სპერ­ტე­ბის ნა­წი­ლი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყო, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი გო­გო­ნას საქ­მი­ა­ნო­ბას უკავ­შირ­დე­ბო­და, ვი­ნა­ი­დან თა­მა­რი მა­ღა­ლი დო­ნის სპე­ცი­ა­ლის­ტი იყო და უამ­რავ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე წვდო­მა არ გა­უ­ჭირ­დე­ბო­და. ოჯა­ხიც ამ­ბობ­და, რომ მათ შვილს რა­ღაც ინ­ფორ­მა­ცია ჰქონ­და. და­დას­ტურ­და ისიც, რომ თა­მუ­ნას ჰყავ­და ფსი­ქო­ლო­გი, რო­მელ­მაც ჩვენ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში ახ­სე­ნა ფრა­ზა, რომ მან გო­გო­ნა "ვერ გახ­სნა“.

რო­გორც გი­თხა­რით, ოჯახ­მა თა­მუ­ნას სამ­სა­ხუ­რის შე­სა­ხებ არა­ფე­რი იცო­და, გარ­და იმი­სა, რომ ის კომ­პა­ნია "ზეგ“-ში მუ­შა­ობ­და პროგ­რა­მის­ტად (რომ­ლის ფუნ­ქცი­აც დღემ­დე ვერ გა­არ­კვი­ეს) და თა­ვი­დან­ვე ჰქონ­დათ ეჭვი, რომ თა­მუ­ნა ქოლ-ცენ­ტრის თა­ნამ­შრო­მე­ლი იყო.

თე­ო­ნა თა­მა­ზაშ­ვი­ლი, თა­მუ­ნა ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის დედა:

"ჩვე­ნი ად­ვო­კა­ტე­ბი საქ­მის ხე­ლა­ხა­ლი გა­მო­ძი­ე­ბის მო­თხოვ­ნით ხვალ მი­მარ­თა­ვენ პრო­კუ­რა­ტუ­რას. ტე­ლე­ვი­ზი­ით შე­ვი­ტყვეთ და ვუს­მი­ნეთ გა­მომ­ძი­ე­ბელ შუ­ბი­თი­ძეს და მისი ნათ­ქვა­მი ჩვენ­თვი­საც სი­ახ­ლე იყო. არას­დროს მჯე­რო­და პრო­კუ­რა­ტუ­რის ვერ­სი­ის, რომ თა­მუ­ნამ თავი მო­იკ­ლა. უამ­რა­ვი ფაქ­ტი იყო, რაც მკვლე­ლო­ბის ეჭ­ვებს მიმ­ყა­რებ­და, თუნ­დაც ის, რომ არ მომ­ცეს "ფე­ის­ბუ­კის“ ჩა­ნა­წე­რე­ბი, დღემ­დე არც თა­მუ­ნას ლეპ­ტო­პი და­უბ­რუ­ნე­ბი­ათ. იქ რა­ღაც იყო ისე­თი, რაც არ უნ­დო­დათ, მე მცოდ­ნო­და. წაშ­ლი­ლი რომ იქ­ნე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცია, ხომ გა­მიჩ­ნდე­ბო­და კი­თხვე­ბი, რა­ტომ იყო წაშ­ლი­ლი? მისი ტე­ლე­ფო­ნი კი გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი და­მიბ­რუ­ნეს. დღემ­დე ვერ გა­ვი­გე, რა და­წე­სე­ბუ­ლე­ბა იყო ZAG-ი, გა­მო­ი­ძი­ონ და და­ად­გი­ნონ თვი­თონ. ამ გა­მომ­ძი­ე­ბელ­საც თურ­მე ისე­თი დაშ­ტამ­პუ­ლი კი­თხვა­რი მი­ა­წო­დეს, რაც ამ კომ­პა­ნი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­თვის უნდა და­ეს­ვათ. ეს არ არის პირ­და­პი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რომ და­ნა­შა­ულს ფა­რავ­დნენ? ეს სწო­რედ იმის აღი­ა­რე­ბაა, რომ თა­ვი­დან­ვე გა­ყალბ­და ყვე­ლა­ფე­რი. თა­მუ­ნა სახ­ლში არას­დროს ლა­პა­რა­კობ­და სამ­სა­ხურ­ზე, ქოლ - ცენ­ტრში მო­მუ­შა­ვე რო­მე­ლი ბავ­შვი ამ­ბობს, ქოლ - ცენ­ტრში ვმუ­შა­ო­ბო, ყვე­ლას უკ­რძა­ლა­ვენ ამა­ზე ლა­პა­რაკს. მას სა­ვა­რა­უ­დოდ ჰქონ­და, ან ხელ­ში ჩა­უ­ვარ­და ისე­თი ინ­ფორ­მა­ცია, რაც არ უნდა სცოდ­ნო­და და ამას შე­ე­წი­რა კი­დეც. დღეს უკვე იმა­საც გა­მოვ­რი­ცხავ, რომ ის თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მი­იყ­ვა­ნეს, ერ­თა­დერ­თი ვერ­სია მაქვს - თა­მუ­ნა მოკ­ლეს. ამათ ორ­მა­გი და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნეს - მოკ­ლეს და მერე ცილი დას­წა­მეს თვით­მკვლე­ლო­ბა­ზე. მა­ინც ვფიქ­რობ, რომ ჩემი შვი­ლის მკვლე­ლო­ბა მის საქ­მი­ა­ნო­ბა­სა და სამ­სა­ხურს უკავ­შირ­დე­ბა.

სტრას­ბურ­გი­დან ჯერ პა­სუ­ხი არ გვაქვს. ახა­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბის გამო ვალ­დე­ბუ­ლე­ბი არი­ან, გა­მო­ძი­ე­ბა ხე­ლახ­ლა და­ი­წყონ. ამ პი­რო­ბებ­ში არ მჯე­რა, რომ სი­მარ­თლე დად­გინ­დე­ბა, მაგ­რამ მჯე­რა, ოდეს­ღაც გა­ირ­კვე­ვა ყვე­ლა­ფე­რი, ჩვენ ყვე­ლა­ფერს ვცდით... გა­მო­ძი­ე­ბა თუ არ და­ი­წყე­ბა, ესეც მათ სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ იმუ­შა­ვებს... ნორ­მა­ლუ­რი ქვეყ­ნე­ბის სი­ა­ში თუ ვართ, ახა­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ხე­ლა­ხა­ლი გა­მო­ძი­ე­ბა უნდა და­ი­წყოს.“

მკითხველის კომენტარები / 53 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
5
0

გვარამიამ გამოიძია კარგად ეგ ამბავი( დაინტეტესებული იყო თან) ქოლცენტრთან საერთოდ არაფერ შუაში იყო ამ გოგოს სამსახური. გვარამიასთან გადაცემაში კი კარგად ახსნეს ამ სამსახურის საქმიანობა და ფაქტი არის ის რომ ქოლცენტრი არ იყო. ეხლა გადაფარვა უნდათ კილაძეებს და ვიღაცეებს თავიანთი ჩასვრილი საქმის, მაგრამ

არაფერი არ გამოუვათ. სიმართლე ერთია!

ჰმმმმმმმმ...
0

ზოგი ცდილობს როგორმე კეზერაშვილი "სუფთა" გამოიყვანონ და ისრები ხელისუფლებისკენ გადასწიონ. მაგრამ არ გამოუვათ ეგ. ფაქტები ძალიან ჯიუტია, პირდაპირ კეზერამდე მიდის. მაგრად დაერხა მას და მის გუნდელებს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

თამარ ბაჩალიაშვილის ბურუსით მოცული საქმე: დეტალები, ვერსიები, სკანდალურ ქოლ-ცენტრებთან კავშირის შესაძლებლობა - რას აცხადებს გარდაცვლილი პროგრამისტის დედა?

თამარ ბაჩალიაშვილის ბურუსით მოცული საქმე: დეტალები, ვერსიები, სკანდალურ ქოლ-ცენტრებთან კავშირის შესაძლებლობა - რას აცხადებს გარდაცვლილი პროგრამისტის დედა?

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატები ხვალ პროკურატურას საქმის ხელახალი გამოძიების მოთხოვნით მიმართავენ. მიზეზი საქმის ყოფილი გამომძიებლის, სერგო შუბითიძის მედიაში გავრცელებული განცხადებებია. როგორც მისგან მოვისმინეთ, გამომძიებლისთვის ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის ვერსია არადამაჯერებელია. დაცვის მხარეს გამომძიებლის მონათხრობი დამატებით კითხვის ნიშნებს უჩენს მიკერძოებულ გამოძიებასთან დაკავშირებით.

"თავდაყირა დადგება ყველაფერი, ჩემი შვილი შეეწირა სამსახურს“, - ამბობს ბაჩალიაშვილის მამა. ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის თქმით კი, "აუცილებელია საქმე განახლდეს. ყველა მეთოდს გამოვიყენებთ, საქმეში საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ წარმომადგენლებს ჩავრთავთ, რათა შერჩევითი სამართალი აღმოიფხვრას“.

როგორც ცნობილია, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობდა, შემდეგ კი პროკურატურამ განაცხადა, რომ ქალმა თავი მოიკლა და საქმე ამ დასკვნით დაიხურა.

გამომძიებელ სერგო შუბითიძის თქმით, საქმის გამოძიება გაყალბდა. ის 2020 წლის ივლისში, რუსთავის პოლიციის უფროს გამომძიებლად მუშაობდა და თამარ ბაჩალიაშვილის ცხედრის პოვნის პირველივე წუთებიდან, საქმის გამოძიება მას დაავალეს. ძალოვანი უწყების უკვე ყოფილი თანამშრომელი, რომელმაც სამსახურიდან წასვლის პატაკი "შაბათის ფორმულასთან" ინტერვიუს შემდეგ დაწერა, საუბრობს ყველა იმ მტკიცებულებაზე, რომელიც საკუთარი თვალით ნახა და მის ხელში გაიარა. შუბითიძე საქმეს დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში კურირებდა, ვიდრე გამოძიებას თბილისი გადაიბარებდა. საქმის გამომძიებელმა რამდენიმე მნიშვნელოვან გარემოებაზე ილაპარაკა, მათ შორის გარდაცვლილის ტელეფონთან დაკავშირებულ საკითხზე.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის პროგრამისტი თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა და მას ოთხი დღის განმავლობაში ეძებდნენ. გოგონა ბოლოს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევნის დაუსახლებელ ტერიტორიაზე, სამანქანო გზიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით მდგარ საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. სამართალდამცველებმა ავტომანქანის სალონიდან თამარის ჩანთაში გულის და წნევის მარეგულირებელი საშუალებების ცარიელი ფირფიტები ამოიღეს. ასევე ამოღებულია გოგონას ხელჩანთა დოკუმენტებით, წყლის ბოთლი, მობილური ტელეფონი და ავტომანქანის პულტი. ავტომანქანის ყველა კარი დაკეტილი, ხოლო ფანჯრის მინები აწეული იყო. გამოძიება თავდაპირველად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის კვალიფიკაციით მიმდინარეობდა, ცხედრის პოვნიდან მეორე დღეს კი ბაჩალიაშვილის საქმეს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც დაემატა.

ოჯახი შვილის გარდაცვალებას მის სამსახურს, კომპანია ZAG-ს უკავშირებდა და ამბობდა, რომ თამარი სამსახურიდან ხშირად გაღიზიანებული ბრუნდებოდა. ოჯახი სუიციდს თავიდანვე გამორიცხავდა და მკვლელობის ვერსიას იზიარებდა. ოჯახი და ადვოკატი მიხეილ რამიშვილი საქმეში FBI-ს ჩართვასაც ითხოვდნენ, მათ მიიღეს კიდეც ამის პირობა, თუმცა ქართულმა მხარემ ფედერალური ბიუროსგან მიიღო განმარტება, რომ ისინი მხოლოდ შტატებში მომხდარ ან მათ სახელმწიფოსთან დაკავშირებულ დანაშაულებს იძიებენ.

პროკურატურა პერიოდულად გვაცნობდა საქმის მასალებს, მათ შორის თამარის ემოციურ ვიდეო-აუდიოჩანაწერებს, რომლებშიც გოგონა ლაპარაკობდა უიმედო სიყვარულზე და ახსენებდა თვითმკვლელობას... ათეულობით ექსპერტიზის დასკვნებს შორისაა ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნაც, რომელმაც გოგონას სუიციდი დასაშვებად მიიჩნია.

პროკურატურამ ექვსთვიანი მუშაობის შემდეგ, 17 დეკემბერს, ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა.

"მოპოვებული მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია და მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შესაბამისად, მიღებულია გადაწყვეტილება საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ", - ასეთი იყო საქართველოს პროკურატურის გადაწყვეტილება.

პროკურატურის დასკვნას ოჯახი არ იზიარებდა და სიმართლის ძიებას ევროსასამართლოში აპირებდა.

თამარ ბაჩალიაშვილის მამა ჯუმბერ ბაჩალიაშვილი თავის დროზე ერთ მნიშვნელოვან დეტალს ახსენებდა - ადამიანმა, რომელსაც მისი შვილის კომპიუტერის გახსნასთან კავშირი ჰქონდა, უთხრა, რომ მის შვილს დიდი პრობლემები ჰქონდა.

  • ვინ იყო 23 წლის გოგონა?

თავის დროზე გავარკვიეთ და ვწერდით, რომ თამარ ბაჩალიაშვილი სწავლის პარალელურად ორ სამსახურში მუშაობდა: შპს ZEG-ში, საიდანაც გაუჩინარებამდე ორი დღით ადრე წამოვიდა, და SpryFlash-ში - ავსტრიულ კომპანიაში, რომლის საქმიანობა, ოფიციალური ინფორმაციით, ZEG-ის მსგავსად, საინფორმაციო ტექნოლოგიებსა და პროგრამულ უზრუნველყოფას (IT) უკავშირდება. როგორც ავსტრიული კომპანიის ხელმძღვანელობამ განაცხადა, თამართან კონტრაქტი თებერვლიდან შეწყვიტეს.

ასევე, ოფიციალური ინფორმაციით, კომპანია ZAG-ის მთავარი სერვისი პროგრამული პაკეტების შედგენა იყო, მისი ოფიციალური მისამართი იმჟამად გახლდათ ჭავჭავაძის #15. კომპანიას ოფიციალური ვებგვერდი არა აქვს. როგორც იმჟამად გავარკვიეთ, მას ოფისი რუსეთშიც ჰქონდა. თამარის მეორე სამუშაო ადგილად მითითებული საინფორმაციო ტექნოლოგიების ავსტრიული კომპანია SpryFlash-ის მთავარი სერვისიც მაღალი ხარისხით დაწერილი კოდებით შექმნილი კომპიუტერული პროგრამირება გახლდათ.

ითქვა, რომ თამარ ბაჩალიაშვილი კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი იყო და ოჯახში სამსახურსა და თავის საქმიანობაზე არაფერს ჰყვებოდა, არც ის გაუმხელია, რამდენი ჰქონდა ხელფასი. პროგრამისტი გოგონა ერასმუსის პროგრამით ინფორმატიკას საფრანგეთში, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ქალაქ რენში გამოყენებითი მეცნიერების ეროვნულ ინსტიტუტში სწავლობდა. 2016 წლიდან გარდაცვალებამდე იყო ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული ინფორმატიკის ფრანგულ-ქართული სკოლის სტუდენტი. 2020 წელს უნივერსიტეტში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში გამართულ საფაკულტეტო კონფერენციაზე მისი მოხსენების თემა იყო "ვებაპლიკაციები კომპანიების შეფასებისთვის".

  • ოჯახის ვერსია

18 ივლისს, შაბათ დილას, დაახლოებით 10:00 საათზე, თამარი სახლიდან იმ დროს გავიდა, როცა შინ არავინ იყო. დედამ შვილთან დაკავშირება 14:00 საათისთვის სცადა, მაგრამ მისი ტელეფონი გამორთული იყო. ოჯახმა პოლიციას იმავე დღის საღამოს 20:00 საათზე განცხადებით მიმართა. სახლიდან, ფონიჭალიდან დაახლოებით 10:00 საათზე გასული თამარის ნაცრისფერი "ჰიუნდაი" სათვალთვალო კამერებმა 12:00 საათზე მარნეულში დააფიქსირეს, შემდეგ ხაიშში, ბოლოს კი გოგონა სოფელ გოლთეთში ნახეს, საიდანაც მისი კვალი დაიკარგა.

სოფელ გოლთეთის მკვიდრი:

"იმ დღეს სოფელ გოლთეთში 2 უცხო ავტომანქანა შემოვიდა, სხვა არავინ გვინახავს. ერთში, "ჰიუნდაიში" ის გოგონა მარტო იჯდა, მეორეში კი ორი გოგონა შენიშნეს. "ჰიუნდაის"" მძღოლი სოფლიდან გასასვლელს ეძებდა, არაფერი უკითხავს, მანქანა მოაბრუნა და წავიდა. ერთმა მეზობელმა ისიც თქვა, მანქანის საბურავი დაღმართზე თხრილში ჩაუვარდა, დავინახე და დასახმარებლად გავემართე, მაგრამ რომ მივუახლოვდი, ამოაღწია და სწრაფად წავიდაო".

ოჯახმა არ იცის, რატომ იმყოფებოდა მათი შვილი ამ ტერიტორიაზე, სადაც არც ნათესავი ჰყავთ და არც მეგობარი. თამარის მამა არ გამორიცხავდა, რომ გოგონა სახლიდან მოტყუებით გაიყვანეს და აცხადებდა, რომ ეს შესაძლოა, მის სამსახურს უკავშირდება, საიდანაც ხშირად აღელვებული ბრუნდებოდა. მამა ჰყვებოდა, რომ შვილის სამსახურში ამბის გასარკვევად ადრეც მივიდა, მაგრამ პასუხი არავინ გასცა.

ოჯახი დღემდე დარწმუნებულია, რომ თამუნა თავს არ მოიკლავდა და ვერსია, რომ თავის მოსაკლავად წნევის დამწევი წამლების დიდი დოზა დალია, სიცრუეა. მამის მტკიცებით, გოგონა ფსიქოლოგიური შანტაჟისა და ზეწოლის მსხვერპლი გახდა.

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ფაქტზე თავდაპირველად საქმე თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით აღიძრა, 24 ივლისს კი საქმეში თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა, ხოლო გოგონას მამა დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნეს.

გენერალურმა პროკურატურამ ოფიციალურად გამოაცხადა თამარ ბაჩალიაშვილის საქმის შემაჯამებელი შეფასება - სიკვდილის მიზეზი მედიკამენტოზური ინტოქსიკაცია გახდა, რაც გოგონას საყლაპავი და არა საინექციო გზით აქვს მიღებული. პროკურატურის დასკვნა ეფუძნება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზას, ასევე გვამის სასამართლო-სამედიცინო ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ გამოკვლევას და საქმის მასალების შედარებას. თამარ ბაჩალიაშვილის საქმის პროკურორი ამირან გულუაშვილი ინტერვიუში გვეუბნებოდა:

"გამოძიების საწყისი ეტაპიდან ვთანამშრომლობთ ოჯახსა და მის ადვოკატთან ყველა შესაძლო ვერსიისა და ინფორმაციის გადამოწმებისა და შესწავლის მიზნით. გამოვაქვეყნეთ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, სადაც დაფიქსირებულია გარდაცვალების გამომწვევი მიზეზი და რომ ძალადობრივი სიკვდილის შესაძლებლობა გამორიცხულია. თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარს ძალადობის კვალი არ აღმოაჩნდა. ნებისმიერი საქმის გამოძიებაში არის რაციონალური ვერსიები, მტკიცებულებები, რომელთა გაანალიზება ახალი საგამოძიებო მოქმედებების დაგეგმვის საშუალებას იძლევა. ამ საქმეზე ათასამდე საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა, დაახლოებით 600 პირისგან მოვიპოვეთ ინფორმაცია, გამოყოფილია დიდი ადამიანური რესურსი, პროკურორები და გამომძიებლები 24 საათის განმავლობაში ამოწმებენ ყველა უმნიშვნელო დეტალს, შეისწავლიან ვერსიებს, მტკიცებულებებს და ყოველივეს გადამოწმების შემდგომ რეაგირებენ. მედიასაშუალებებშიც სხვადასხვაგვარი ინფორმაცია გავრცელდა და დიდი ნაწილი უკვე გადამოწმებულია. მიუხედავად ჩვენ მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულებისა, მზად ვართ, ვიმუშაოთ ნებისმიერ ვერსიასა თუ მტკიცებულებაზე. გამოძიება გაგრძელდება მანამ, სანამ ყველა კითხვას პასუხი არ გაეცემა“.

ამ ბურუსით მოცულ საქმეში კი მთავარი კითხვა იყო: მკვლელობა, თუ თვითმკვლელობა, რაზეც დღემდე პასუხი ბოლომდე გაცემული არ არის.

იყო ასეთი ვერსია, რომ ორივე შემთხვევაში ეს ფაქტი უკავშირდება ინფორმაციული ნაკადის ფლობას, რაც ვიღაცის ინტერესს აზიანებდა. არ გამორიცხავდნენ, რომ გოგონას ხელში ჩაუვარდა სხვადასხვა სახის მაკომპრომეტირებელი მასალა, ამ მასალების შესაძენად მასთან შესახვედრად ვიღაც გავიდა და ამას მოჰყვა ტრაგედია.

ექსპერტების ნაწილი დარწმუნებული იყო, რომ ეს ყველაფერი გოგონას საქმიანობას უკავშირდებოდა, ვინაიდან თამარი მაღალი დონის სპეციალისტი იყო და უამრავ ინფორმაციაზე წვდომა არ გაუჭირდებოდა. ოჯახიც ამბობდა, რომ მათ შვილს რაღაც ინფორმაცია ჰქონდა. დადასტურდა ისიც, რომ თამუნას ჰყავდა ფსიქოლოგი, რომელმაც ჩვენთან ინტერვიუში ახსენა ფრაზა, რომ მან გოგონა "ვერ გახსნა“.

როგორც გითხარით, ოჯახმა თამუნას სამსახურის შესახებ არაფერი იცოდა, გარდა იმისა, რომ ის კომპანია "ზეგ“-ში მუშაობდა პროგრამისტად (რომლის ფუნქციაც დღემდე ვერ გაარკვიეს) და თავიდანვე ჰქონდათ ეჭვი, რომ თამუნა ქოლ-ცენტრის თანამშრომელი იყო.

თეონა თამაზაშვილი, თამუნა ბაჩალიაშვილის დედა:

"ჩვენი ადვოკატები საქმის ხელახალი გამოძიების მოთხოვნით ხვალ მიმართავენ პროკურატურას. ტელევიზიით შევიტყვეთ და ვუსმინეთ გამომძიებელ შუბითიძეს და მისი ნათქვამი ჩვენთვისაც სიახლე იყო. არასდროს მჯეროდა პროკურატურის ვერსიის, რომ თამუნამ თავი მოიკლა. უამრავი ფაქტი იყო, რაც მკვლელობის ეჭვებს მიმყარებდა, თუნდაც ის, რომ არ მომცეს "ფეისბუკის“ ჩანაწერები, დღემდე არც თამუნას ლეპტოპი დაუბრუნებიათ. იქ რაღაც იყო ისეთი, რაც არ უნდოდათ, მე მცოდნოდა. წაშლილი რომ იქნებოდა ინფორმაცია, ხომ გამიჩნდებოდა კითხვები, რატომ იყო წაშლილი? მისი ტელეფონი კი გაფუჭებული დამიბრუნეს. დღემდე ვერ გავიგე, რა დაწესებულება იყო ZAG-ი, გამოიძიონ და დაადგინონ თვითონ. ამ გამომძიებელსაც თურმე ისეთი დაშტამპული კითხვარი მიაწოდეს, რაც ამ კომპანიის თანამშრომლებისთვის უნდა დაესვათ. ეს არ არის პირდაპირი მტკიცებულება, რომ დანაშაულს ფარავდნენ? ეს სწორედ იმის აღიარებაა, რომ თავიდანვე გაყალბდა ყველაფერი. თამუნა სახლში არასდროს ლაპარაკობდა სამსახურზე, ქოლ - ცენტრში მომუშავე რომელი ბავშვი ამბობს, ქოლ - ცენტრში ვმუშაობო, ყველას უკრძალავენ ამაზე ლაპარაკს. მას სავარაუდოდ ჰქონდა, ან ხელში ჩაუვარდა ისეთი ინფორმაცია, რაც არ უნდა სცოდნოდა და ამას შეეწირა კიდეც. დღეს უკვე იმასაც გამოვრიცხავ, რომ ის თვითმკვლელობამდე მიიყვანეს, ერთადერთი ვერსია მაქვს - თამუნა მოკლეს. ამათ ორმაგი დანაშაული ჩაიდინეს - მოკლეს და მერე ცილი დასწამეს თვითმკვლელობაზე. მაინც ვფიქრობ, რომ ჩემი შვილის მკვლელობა მის საქმიანობასა და სამსახურს უკავშირდება.

სტრასბურგიდან ჯერ პასუხი არ გვაქვს. ახალი გარემოებების გამო ვალდებულები არიან, გამოძიება ხელახლა დაიწყონ. ამ პირობებში არ მჯერა, რომ სიმართლე დადგინდება, მაგრამ მჯერა, ოდესღაც გაირკვევა ყველაფერი, ჩვენ ყველაფერს ვცდით... გამოძიება თუ არ დაიწყება, ესეც მათ საწინააღმდეგოდ იმუშავებს... ნორმალური ქვეყნების სიაში თუ ვართ, ახალი გარემოებების საფუძველზე ხელახალი გამოძიება უნდა დაიწყოს.“