პოლიტიკა
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნუცა ბუზალაძე American idol-ის მომდევნო ტურში ვერ გადავიდა, თუმცა პროექტში მისი კვალი დატოვა: "მან შეცვალა უზარმაზარი ტელეშოუს 25-წლიანი ისტორია, რაზეც მანამდე ოცნებაც კი ფანტასტიკა იყო"
ნუცა ბუზალაძე American idol-ის მომდევნო ტურში ვერ გადავიდა, თუმცა პროექტში მისი კვალი დატოვა: "მან შეცვალა უზარმაზარი ტელეშოუს 25-წლიანი ისტორია, რაზეც მანამდე ოცნებაც კი ფანტასტიკა იყო"

ამე­რი­კუ­ლი მე­გა­შო­უს American idol-ის ქარ­თვე­ლი კონ­კურ­სან­ტი, ნუცა ბუ­ზა­ლა­ძე ტოპ 10 კონ­კურ­სანტს შო­რის ვერ მოხ­ვდა, რად­გან მას ხმე­ბი არ ეყო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მისი გა­მოს­ვლე­ბი შო­უ­ში ყო­ველ ჯერ­ზე სულ უფრო შთამ­ბეჭ­და­ვი და სა­ნა­ხა­ობ­რი­ვი იყო, ნუ­ცას კონ­კურ­სის და­ტო­ვე­ბა მა­ინც მო­უ­წია. მან თი­თო­ულ კო­კურ­სანტს მომ­დევ­ნო ტურ­ში გა­დას­ვლა გუ­ლი­თა­დად მი­უ­ლო­ცა.

  • რო­გორც ზაზა შენ­გე­ლია წერს, ნუ­ცამ შეც­ვა­ლა American idol-ის 25 წლი­ა­ნი ის­ტო­რია და შე­ა­ღო პრეს­ტი­ჟუ­ლი კონ­კურ­სის კარი ახალ­გაზ­რდა ტა­ლან­ტე­ბის­თვის მთე­ლი და­ნარ­ჩე­ნი მსოფ­ლი­ო­დან.

"ვუ­ლო­ცავ ნუცა ბუ­ზა­ლა­ძეს ფან­ტას­ტი­ურ გა­მოს­ვლას დღე­ვან­დელ ტურ­ში და ზო­გა­დად მთელს პრო­ექ­ტში. მისი გა­მოს­ვლა იყო უაღ­რე­სად გა­მორ­ჩე­უ­ლი, ღირ­სე­უ­ლი და ხა­რის­ხი­ა­ნი! იყო რა პირ­ვე­ლი უცხო­ე­ლი, რო­მე­ლიც ამ კონ­კურ­სის სა­ფი­ნა­ლო ლაივ შო­უ­ე­ბის ეტაპ­ზე გა­ვი­და, მან რე­ა­ლუ­რად შეც­ვა­ლა ამ უზარ­მა­ზა­რი ტე­ლე­შო­უს 25 წლი­ა­ნი ის­ტო­რია და შე­ა­ღო ამ პრეს­ტი­ჟუ­ლი კონ­კურ­სის კარი ახალ­გაზ­რდა ტა­ლან­ტე­ბის­თვის მთე­ლი და­ნარ­ჩე­ნი მსოფ­ლი­ო­დან! ნუ­ცას­თან ერ­თად ვუ­ლო­ცავ მთელ სა­ქარ­თვე­ლოს,რო­მელ­მაც ნუ­ცას დახ­მა­რე­ბით გა­ან­გრია უზარ­მა­ზა­რი ყრუ კე­დე­ლი და და­ფიქ­სირ­და მსოფ­ლი­ოს უმ­სხვი­ლე­სი და წამ­ყვა­ნი ამე­რი­კუ­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი ბაზ­რის რუ­კა­ზე, რა­ზეც მა­ნამ­დე ოც­ნე­ბაც კი ფან­ტას­ტი­კის სფე­როს გა­ნე­კუთ­ვნე­ბო­და, თუმ­ცა უნდა ვა­ღი­ა­როთ, რომ ამ ეტაპ­ზე ამე­რი­კუ­ლი ტე­ლე­ა­უ­დი­ტო­რია (ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში მისი დიდი ნა­წი­ლი) არც მენ­ტა­ლუ­რად და არც მო­რა­ლუ­რად არ აღ­მოჩ­ნდა მზად არა­ა­მე­რი­კე­ლი კონ­კურ­სან­ტის მი­სა­ღე­ბად და პი­რი­ქით - ნუ­ცას უნი­ჭო მე­წყვი­ლის, კა­რი­ნა დი­ან­ჯე­ლოს სპე­კუ­ლა­ცი­უ­რი პრო­ვო­კა­ცი­ის გამო, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი წნე­ხის და ბუ­ლინ­გის ქვეშ მო­აქ­ცია ნუცა, თუმ­ცა ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ნუცა უაღ­რე­სად ღირ­სე­უ­ლად მო­იქ­ცა და სტრე­სულ სი­ტუ­ა­ცი­ას კარ­გად გა­არ­თვა თავი. ეს ფაქ­ტიც მის მებ­რძოლ ხა­სი­ათ­ზე მი­უ­თი­თებს.

დიდი მად­ლო­ბა ყვე­ლას და გან­სა­კუთ­რე­ბით ამე­რი­კა­ში მცხოვ­რებ ქარ­თვე­ლებს, რომ­ლე­ბიც რა­მო­დე­ნი­მე დღი­სა და ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­დაბ­მუ­ლად მუ­შა­ობ­დნენ ნუ­ცას­თვის მი­სა­ცე­მი ხმე­ბის მო­ბი­ლი­ზა­ცი­ი­სათ­ვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა ცნო­ბილ ქარ­თვე­ლებს სხვა­დას­ხვა სფე­რო­დან, რომ­ლე­ბიც სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით ჩა­ერ­თვნენ ნუ­ცას მხარ­დამ­ჭერ კამ­პა­ნი­ა­ში.

არ შე­მიძ­ლია არ აღ­ვნიშ­ნო ჟი­უ­რის წევ­რე­ბის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კე­თილ­გან­წყო­ბა ნუ­ცას მი­მართ. მე ასე ვი­ტყო­დი: წინა ტურ­ში მათ არა მარ­ტო გა­და­არ­ჩი­ნეს ნუცა, არა­მედ ირი­ბად აგ­რძნო­ბი­ნებ­დნენ, რომ ნუცა ამ შო­უ­ში ნი­ჭით, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­ნით და შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბით აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­მორ­ჩე­უ­ლი კინ­კურ­სან­ტი იყო.

რო­გორც ლა­ი­ო­ნელ რი­ჩიმ ბოლო გა­მოს­ვლა­ში აღ­ნიშ­ნა, რო­მელ ად­გილ­ზეც არ უნდა გა­სუ­ლი­ყო ნუცა, მან American Idol-ის მრა­ვალ­მი­ლი­ო­ნი­ან ტე­ლე­ა­უ­დი­ტო­რი­ას და­ა­ნა­ხა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა რო­მელ ად­გილს და­ი­კა­ვებ­და, ის არის უკვე შემ­დგა­რი ვარ­სკვლა­ვი და აბ­სო­ლუ­ტუ­რად მზა­დაა ამე­რი­კულ შოუ-ბიზ­ნეს­ში მუ­შა­ო­ბი­სათ­ვის. . This is Just The Begining, You Go Girl !" - წერს ზაზა შენ­გე­ლია."

ასე­ვე იხი­ლეთ:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 51 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Qeto
26

კიდევ კარგი, თორემ შეჭამეს ტვინი და რომ გადასულიყო, მესიად გამოაცხადებდნენ...

ლია იმერლიშვილი
7

გილოცავ ნუცა, ძალიან ძლიერი გამოსვლა იყო,რაც ჟიურის წევრებმაც აღნიშნეს,ხოლო ვინც აქ უარყოფით კომენტარებს წერთ, შეგახსენებთ რომ გოგო მხოლოდ 25 წლისაა,ნახავთ რამდენს მიაღწევს და იქნებ შეგრცხვეთ მერე 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

ნუცა ბუზალაძე American idol-ის მომდევნო ტურში ვერ გადავიდა, თუმცა პროექტში მისი კვალი დატოვა: "მან შეცვალა უზარმაზარი ტელეშოუს 25-წლიანი ისტორია, რაზეც მანამდე ოცნებაც კი ფანტასტიკა იყო"

ნუცა ბუზალაძე American idol-ის მომდევნო ტურში ვერ გადავიდა, თუმცა პროექტში მისი კვალი დატოვა: "მან შეცვალა უზარმაზარი ტელეშოუს 25-წლიანი ისტორია, რაზეც მანამდე ოცნებაც კი ფანტასტიკა იყო"

ამერიკული მეგაშოუს American idol-ის ქართველი კონკურსანტი, ნუცა ბუზალაძე ტოპ 10 კონკურსანტს შორის ვერ მოხვდა, რადგან მას ხმები არ ეყო. მიუხედავად იმისა, რომ მისი გამოსვლები შოუში ყოველ ჯერზე სულ უფრო შთამბეჭდავი და სანახაობრივი იყო, ნუცას კონკურსის დატოვება მაინც მოუწია. მან თითოულ კოკურსანტს მომდევნო ტურში გადასვლა გულითადად მიულოცა.

  • როგორც ზაზა შენგელია წერს, ნუცამ შეცვალა American idol-ის 25 წლიანი ისტორია და შეაღო პრესტიჟული კონკურსის კარი ახალგაზრდა ტალანტებისთვის მთელი დანარჩენი მსოფლიოდან.

"ვულოცავ ნუცა ბუზალაძეს ფანტასტიურ გამოსვლას დღევანდელ ტურში და ზოგადად მთელს პროექტში. მისი გამოსვლა იყო უაღრესად გამორჩეული, ღირსეული და ხარისხიანი! იყო რა პირველი უცხოელი, რომელიც ამ კონკურსის საფინალო ლაივ შოუების ეტაპზე გავიდა, მან რეალურად შეცვალა ამ უზარმაზარი ტელეშოუს 25 წლიანი ისტორია და შეაღო ამ პრესტიჟული კონკურსის კარი ახალგაზრდა ტალანტებისთვის მთელი დანარჩენი მსოფლიოდან! ნუცასთან ერთად ვულოცავ მთელ საქართველოს,რომელმაც ნუცას დახმარებით გაანგრია უზარმაზარი ყრუ კედელი და დაფიქსირდა მსოფლიოს უმსხვილესი და წამყვანი ამერიკული მუსიკალური ბაზრის რუკაზე, რაზეც მანამდე ოცნებაც კი ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნებოდა, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ამ ეტაპზე ამერიკული ტელეაუდიტორია (ყოველ შემთხვევაში მისი დიდი ნაწილი) არც მენტალურად და არც მორალურად არ აღმოჩნდა მზად არაამერიკელი კონკურსანტის მისაღებად და პირიქით - ნუცას უნიჭო მეწყვილის, კარინა დიანჯელოს სპეკულაციური პროვოკაციის გამო, ფსიქოლოგიური წნეხის და ბულინგის ქვეშ მოაქცია ნუცა, თუმცა ამ სიტუაციაში ნუცა უაღრესად ღირსეულად მოიქცა და სტრესულ სიტუაციას კარგად გაართვა თავი. ეს ფაქტიც მის მებრძოლ ხასიათზე მიუთითებს.

დიდი მადლობა ყველას და განსაკუთრებით ამერიკაში მცხოვრებ ქართველებს, რომლებიც რამოდენიმე დღისა და ღამის განმავლობაში გადაბმულად მუშაობდნენ ნუცასთვის მისაცემი ხმების მობილიზაციისათვის განსაკუთრებული მადლობა ცნობილ ქართველებს სხვადასხვა სფეროდან, რომლებიც სოციალური ქსელების საშუალებით ჩაერთვნენ ნუცას მხარდამჭერ კამპანიაში.

არ შემიძლია არ აღვნიშნო ჟიურის წევრების პროფესიონალიზმი და განსაკუთრებული კეთილგანწყობა ნუცას მიმართ. მე ასე ვიტყოდი: წინა ტურში მათ არა მარტო გადაარჩინეს ნუცა, არამედ ირიბად აგრძნობინებდნენ, რომ ნუცა ამ შოუში ნიჭით, პროფესიონალიზნით და შრომისმოყვარეობით აბსოლუტურად გამორჩეული კინკურსანტი იყო.

როგორც ლაიონელ რიჩიმ ბოლო გამოსვლაში აღნიშნა, რომელ ადგილზეც არ უნდა გასულიყო ნუცა, მან American Idol-ის მრავალმილიონიან ტელეაუდიტორიას დაანახა, მიუხედავად იმისა რომელ ადგილს დაიკავებდა, ის არის უკვე შემდგარი ვარსკვლავი და აბსოლუტურად მზადაა ამერიკულ შოუ-ბიზნესში მუშაობისათვის. . This is Just The Begining, You Go Girl !" - წერს ზაზა შენგელია."

ასევე იხილეთ: