მას შემდეგ, რაც იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატ სერია A - ში "ნაპოლის" უახლოესი მდევარი, "ლაციო" ინტერთან" სტუმრად 3:1 დამარცხდა, ქართველი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას გუნდს სკუდეტოს დღესვე, სარეკორდო დროით - 6 ტურით ადრე მოპოვების შესაძლებლობა მიეცა, რაც ნეაპოლელებმა ვერ გამოიყენეს. ისინი შინ "სალერნიტანას" მასპინძლობდნენ, მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. "ნაპოლის" გაჩემიონება გადაიდო, თუმცა ნეაპოლში ზეიმისთვის სამზადისი გრძელდება. იტალიური მედია ბოლო დღეებია ნეაპოლის დიდი დღესასწაულისთვის სამზადისზე წერს. ნახეთ რა ხდება ქალაქის ქუჩებში.
ფანატისმისგან თვალი ეცა ხვიჩას მგონი. აშკარაა რომ ისე ვერარ ბრწყინავს ბოლო რამდენიმე თამაშია რგორც ადრე.
დიდ წარმატებას ვუსურვებ ხვიჩას, მაგრამ ნუ ამლაშებთ ემიგრანტები, რა სულელური პლაკატებია "კვარაცხელია იტალიის მეფე" რა ზედმეტობა მოგდით,ცოტა დაამუხრუჭეთ. თვითონ ხვიჩასთვისაც არ იქნება სასარგებლო,თავს ნუ აბეზრებთ, აცალეთ ბიჭს თამაში, არ სჭირდება ამდენი ჟრიამული.