სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"20 წუთი ვცემდით ერთმანეთს. დასისხლიანებულები ვართ, არ ვჩერდებით..." - აქამდე უცნობი ამბავი მუდამ ახალგაზრდად დარჩენილ ირაკლი ამირეჯიბზე
"20 წუთი ვცემდით ერთმანეთს. დასისხლიანებულები ვართ, არ ვჩერდებით..." - აქამდე უცნობი ამბავი მუდამ ახალგაზრდად დარჩენილ ირაკლი ამირეჯიბზე

ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მწერ­ლის, ჭა­ბუა ამი­რე­ჯი­ბის ვა­ჟის, ირაკ­ლი ამი­რე­ჯი­ბის შე­სა­ხებ მისი მე­გობ­რე­ბი ხში­რად იხ­სე­ნე­ბენ სხვა­დას­ხვა ის­ტო­რი­ას. ირაკ­ლი აფხა­ზე­თის ომში და­ი­ღუ­პა. ამ­ჯე­რად მის­შე­სა­ხებ სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბავს თე­მურ გვა­ლია იხ­სე­ნებს და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს.

"1982 წელი იყო. მე და ჩემი მე­გობ­რე­ბი ვი­ყა­ვით და­სას­ვე­ნებ­ლად სო­ხუმ­ში.ვცხოვ­რობ­დით სას­ტუმ­რო "თბი­ლის­ში".ახალ­გაზ­რდე­ბი ვი­ყა­ვით, ასე 20-21 წლი­სე­ბი და რა თქმა უნდა "ვმა­რი­ა­ჟობ­დით" გო­გო­ებ­თან.

  • ერთ სა­ღა­მო­საც მე და ჩემი ორი მე­გო­ბა­რი ბულ­ვა­რით გა­ვუ­ყე­ვით გზას სას­ტუმ­რო "აფხა­ზე­თი­სა­კენ". ნას­ვა­მე­ბი ვი­ყა­ვით. იქ ცხოვ­რობ­დნენ ჩვე­ნი მე­გო­ბა­რი გო­გო­ნე­ბი. მი­ვე­დით და აივ­ნი­დან ის­მის ხმა: ჩა­მოვ­დი­ი­ი­ვართ! მარ­თლაც ცოტა ხან­ში ჩა­მო­დი­ან და ღი­მი­ლით მო­ე­მარ­თე­ბი­ან ჩვენ­კენ. ჩვენ სას­ტუმ­რო­დან ასე 50 მეტრში ვდგა­ვართ და ვე­წე­ვით.

უცებ ჩემი რჩე­უ­ლი ვი­ღა­ცა ბიჭ­მა გა­ა­ჩე­რა და რა­ღა­ცას ელა­პა­რა­კე­ბა. გო­გოს სა­ხეს შევ­ხე­დე და მივ­ხვდი, უც­ნობს ესა­უბ­რე­ბო­და. მი­ვე­დი, გო­გო­ნა გა­დავ­კოც­ნე და ახალ­გაზ­რდას, რო­მე­ლიც ასე­ვე ნას­ვა­მი აღ­მოჩ­ნდა მი­ვე­სალ­მე. არ მინ­და დე­ტა­ლე­ბის მო­ყო­ლა. მოკ­ლედ ჩემ­სა და ამ ახალ­გაზ­რდას შო­რის მოხ­და შე­ლა­პა­რა­კე­ბა. ვი­ნა­ი­დან ხალ­ხმრა­ვალ ად­გილ­ზე ვიმ­ყო­ფე­ბო­დით, უც­ნობს ვე­უბ­ნე­ბი: სას­ტუმ­როს უკან, ვარ­დე­ბის ბაღ­თან გა­მო­დი და იქ ვი­ლა­პა­რა­კოთ-მეთ­ქი. მიდი და მო­ვა­ლო.

თით­ქმის ერთ დროს მი­ვე­დით ორი­ვე. ჯერ ხმა­მაღ­ლა ვი­კა­მა­თეთ და შემ­დეგ ატყდა მამა-პა­პუ­რი, კა­ცუ­რი ჩხუ­ბი. ალ­ბათ, სა­დღაც 20 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ვურ­ტყით ერ­თმა­ნეთს. და­სის­ხლი­ა­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ და მა­ინც არ ვჩერ­დე­ბით. ვიბ­რძვით ბო­ლომ­დე. იქვე "პუს­ტა-პუს­ტა" მი­ლი­ცი­ო­ნე­რე­ბი არი­ან და ვერ გვაშ­ვე­ლე­ბენ, ერთ-ერთს ცო­ტა­თი მოხ­ვდა კი­დეც. ჩხუ­ბით შე­ვე­დით უნებ­ლი­ეთ ვარ­დე­ბის ბაღ­ში. იქა­უ­რო­ბა ფე­ხე­ბით "მოვ­თი­ბეთ", უცებ სა­ი­დან­ღაც მო­ვარ­და მი­ლი­ცი­ე­ლე­ბის ჯგუ­ფი.გაგ­ვკო­ჭეს, შეგ­ვაგ­დეს "კა­ნა­რე­ი­კა­ში" და მიგ­ვაბ­რძა­ნეს გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში.

სხვა­დას­ხვა ოთა­ხებ­ში შეგვყა­რეს და გვი­თხრეს დი­ლამ­დე ჭკვი­ა­ნად მოვ­ქცე­უ­ლი­ყა­ვით, თო­რემ დაგ­ვხო­ცავ­დნენ ცე­მით. მოკ­ლედ დი­ლას, ასე 10:00 სა­ათ­ზე კა­რე­ბი იღე­ბა და მო­რი­გე მი­ლი­ცი­ე­ლი მე­უბ­ნე­ბა: გა­მო­დი, უფ­როს­თან უნდა შე­გიყ­ვა­ნოო. შე­ვე­დით მი­ლი­ცი­ის უფ­რო­სის კა­ბი­ნეტ­ში. იმან და­მი­წყო ჯერ ყვი­რი­ლი, შემ­დეგ შერ­ცხვე­ნა, ვარ­დე­ბის ბაღი რო­გორ გა­და­თე­ლეო, ბო­ლოს ჭკუა და­მა­რი­გა და მი­თხრა, ახლა წადი, მაგ­რამ აქ მე­ო­რედ რომ მოხ­ვდე, იცო­დე, ცას დიდი ხანი ვე­ღარ იხი­ლა­ვო. წადი,თა­ვი­სუ­ფა­ლი ხარ!

ვე­კი­თხე­ბი, მე ვი­საც ვე­ჩხუ­ბე იმას რა მო­ე­ლის-მეთ­ქი? მპა­სუ­ხობს:მა­გას მე ვიცი რო­გორ მივ­ხე­და­ვო! ვე­უბ­ნე­ბი: მე არ­სად არ წა­ვალ, სა­ნამ იმ კაც­საც არ გა­ან­თა­ვი­სუფ­ლებთ-მეთ­ქი! და მო­რი­გეს ვე­უბ­ნე­ბი: და­მაბ­რუ­ნე იმ ოთახ­ში, სა­დაც ვი­ჯე­ქი! მი­ლი­ცი­ის უფ­როსს გა­ე­ცი­ნა და მი­თხრა: ის კაცი გა­რეთ დგას და გე­ლო­დე­ბა. მწე­რალ ჭა­ბუა ამი­რე­ჯი­ბის შვი­ლი ყო­ფი­ლა. ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თის წინ რომ გა­მო­ვიყ­ვა­ნეთ ოთა­ხი­დან და ვუ­თხა­რი წადი, თა­ვი­სუ­ფა­ლი ხარო, მა­ნაც იგი­ვე მი­თხრა, არ­სად არ წა­ვალ, სა­ნამ იმ კაცს არ გა­ან­თა­ვი­სუფ­ლებთ ვის­თა­ნაც ჩხუ­ბი მო­მი­ვი­დაო. ჰოდა მა­გი­ტომ გიშ­ვებ, თო­რემ გა­ყურ­ყუ­ტებ­დი აქ რამ­დე­ნი­მე დღეო. ირაკ­ლის უნდა უმად­ლო­დეო.

გა­ვე­დი გა­რეთ. მი­ლი­ცი­ის ეზო­ში სკამ­ზე ზის "ჩემი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე". მი­ვე­დი, წა­მოდ­გა.ერ­თმა­ნე­თის და­ლე­წილ სა­ხე­ებს რომ შევ­ხე­დეთ უცებ ორი­ვეს სი­ცი­ლი აგ­ვი­ტყდა. ხელი ჩა­მო­ვარ­თვით ერ­თმა­ნეთს, გა­და­ვეხ­ვი­ეთ და გა­ვე­დით მი­ლი­ცი­ის ეზო­დან. იმ დღი­დან ვმე­გობ­რობ­დით. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში.ხში­რად ვქე­ი­ფობ­დით ერ­თად.

ამ ამ­ბავს ვიხ­სე­ნებ­დით.ერ­თმა­ნეთს ვე­კა­მა­თე­ბო­დით ვინ უფრო იცე­მა მა­შინ და ვი­ცი­ნო­დით. ზუს­ტად ათი წლის შემ­დეგ ირაკ­ლი ამი­რე­ჯი­ბი გმი­რუ­ლად და­ი­ღუ­პა აფხა­ზე­თის ომში, ტა­მიშ­თან ახ­ლოს. ნა­თელ­ში იყოს კარ­გი კა­ცის, ირაკ­ლი ამი­რე­ჯი­ბის სული და ყვე­ლა მათი, ვინც სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რულს შე­ე­წი­რა", - წერს თე­მურ გვა­ლია.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქობულაძე მამუკა
0

საამაყო ისაა,რომ კაცები ხელისა და ვაჟკაცობის გარდა არაფერს იყენებდნენ,ხილო ისინი ვინც იარაღზე იყურება ვირთხაა და არა ვაჟკაცი,ამას მხოლოდ კაცები გებულობენ

ლექსო
6

საამაყო ის არის რო

მ დანა და იარაღი არ იხმარეს და არ დახოცეს ერთმანეთი,ნაჩხუბარი მალე რჩება.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"20 წუთი ვცემდით ერთმანეთს. დასისხლიანებულები ვართ, არ ვჩერდებით..." - აქამდე უცნობი ამბავი მუდამ ახალგაზრდად დარჩენილ ირაკლი ამირეჯიბზე

"20 წუთი ვცემდით ერთმანეთს. დასისხლიანებულები ვართ, არ ვჩერდებით..." - აქამდე უცნობი ამბავი მუდამ ახალგაზრდად დარჩენილ ირაკლი ამირეჯიბზე

ცნობილი ქართველი მწერლის, ჭაბუა ამირეჯიბის ვაჟის, ირაკლი ამირეჯიბის შესახებ მისი მეგობრები ხშირად იხსენებენ სხვადასხვა ისტორიას. ირაკლი აფხაზეთის ომში დაიღუპა. ამჯერად მისშესახებ საინტერესო ამბავს თემურ გვალია იხსენებს და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

"1982 წელი იყო. მე და ჩემი მეგობრები ვიყავით დასასვენებლად სოხუმში.ვცხოვრობდით სასტუმრო "თბილისში".ახალგაზრდები ვიყავით, ასე 20-21 წლისები და რა თქმა უნდა "ვმარიაჟობდით" გოგოებთან.

  • ერთ საღამოსაც მე და ჩემი ორი მეგობარი ბულვარით გავუყევით გზას სასტუმრო "აფხაზეთისაკენ". ნასვამები ვიყავით. იქ ცხოვრობდნენ ჩვენი მეგობარი გოგონები. მივედით და აივნიდან ისმის ხმა: ჩამოვდიიივართ! მართლაც ცოტა ხანში ჩამოდიან და ღიმილით მოემართებიან ჩვენკენ. ჩვენ სასტუმროდან ასე 50 მეტრში ვდგავართ და ვეწევით.

უცებ ჩემი რჩეული ვიღაცა ბიჭმა გააჩერა და რაღაცას ელაპარაკება. გოგოს სახეს შევხედე და მივხვდი, უცნობს ესაუბრებოდა. მივედი, გოგონა გადავკოცნე და ახალგაზრდას, რომელიც ასევე ნასვამი აღმოჩნდა მივესალმე. არ მინდა დეტალების მოყოლა. მოკლედ ჩემსა და ამ ახალგაზრდას შორის მოხდა შელაპარაკება. ვინაიდან ხალხმრავალ ადგილზე ვიმყოფებოდით, უცნობს ვეუბნები: სასტუმროს უკან, ვარდების ბაღთან გამოდი და იქ ვილაპარაკოთ-მეთქი. მიდი და მოვალო.

თითქმის ერთ დროს მივედით ორივე. ჯერ ხმამაღლა ვიკამათეთ და შემდეგ ატყდა მამა-პაპური, კაცური ჩხუბი. ალბათ, სადღაც 20 წუთის განმავლობაში ვურტყით ერთმანეთს. დასისხლიანებულები ვართ და მაინც არ ვჩერდებით. ვიბრძვით ბოლომდე. იქვე "პუსტა-პუსტა" მილიციონერები არიან და ვერ გვაშველებენ, ერთ-ერთს ცოტათი მოხვდა კიდეც. ჩხუბით შევედით უნებლიეთ ვარდების ბაღში. იქაურობა ფეხებით "მოვთიბეთ", უცებ საიდანღაც მოვარდა მილიციელების ჯგუფი.გაგვკოჭეს, შეგვაგდეს "კანარეიკაში" და მიგვაბრძანეს განყოფილებაში.

სხვადასხვა ოთახებში შეგვყარეს და გვითხრეს დილამდე ჭკვიანად მოვქცეულიყავით, თორემ დაგვხოცავდნენ ცემით. მოკლედ დილას, ასე 10:00 საათზე კარები იღება და მორიგე მილიციელი მეუბნება: გამოდი, უფროსთან უნდა შეგიყვანოო. შევედით მილიციის უფროსის კაბინეტში. იმან დამიწყო ჯერ ყვირილი, შემდეგ შერცხვენა, ვარდების ბაღი როგორ გადათელეო, ბოლოს ჭკუა დამარიგა და მითხრა, ახლა წადი, მაგრამ აქ მეორედ რომ მოხვდე, იცოდე, ცას დიდი ხანი ვეღარ იხილავო. წადი,თავისუფალი ხარ!

ვეკითხები, მე ვისაც ვეჩხუბე იმას რა მოელის-მეთქი? მპასუხობს:მაგას მე ვიცი როგორ მივხედავო! ვეუბნები: მე არსად არ წავალ, სანამ იმ კაცსაც არ გაანთავისუფლებთ-მეთქი! და მორიგეს ვეუბნები: დამაბრუნე იმ ოთახში, სადაც ვიჯექი! მილიციის უფროსს გაეცინა და მითხრა: ის კაცი გარეთ დგას და გელოდება. მწერალ ჭაბუა ამირეჯიბის შვილი ყოფილა. ნახევარი საათის წინ რომ გამოვიყვანეთ ოთახიდან და ვუთხარი წადი, თავისუფალი ხარო, მანაც იგივე მითხრა, არსად არ წავალ, სანამ იმ კაცს არ გაანთავისუფლებთ ვისთანაც ჩხუბი მომივიდაო. ჰოდა მაგიტომ გიშვებ, თორემ გაყურყუტებდი აქ რამდენიმე დღეო. ირაკლის უნდა უმადლოდეო.

გავედი გარეთ. მილიციის ეზოში სკამზე ზის "ჩემი მოწინააღმდეგე". მივედი, წამოდგა.ერთმანეთის დალეწილ სახეებს რომ შევხედეთ უცებ ორივეს სიცილი აგვიტყდა. ხელი ჩამოვართვით ერთმანეთს, გადავეხვიეთ და გავედით მილიციის ეზოდან. იმ დღიდან ვმეგობრობდით. წლების განმავლობაში.ხშირად ვქეიფობდით ერთად.

ამ ამბავს ვიხსენებდით.ერთმანეთს ვეკამათებოდით ვინ უფრო იცემა მაშინ და ვიცინოდით. ზუსტად ათი წლის შემდეგ ირაკლი ამირეჯიბი გმირულად დაიღუპა აფხაზეთის ომში, ტამიშთან ახლოს. ნათელში იყოს კარგი კაცის, ირაკლი ამირეჯიბის სული და ყველა მათი, ვინც სამშობლოს სიყვარულს შეეწირა", - წერს თემურ გვალია.