სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უკრაინამ 50-მდე შეტევა მოიგერია - რა მიმართულებით აძლიერებს რუსეთი თავდასხმას: გენშტაბის უახლესი ინფორმაცია ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებაზე
უკრაინამ 50-მდე შეტევა მოიგერია - რა მიმართულებით აძლიერებს რუსეთი თავდასხმას: გენშტაბის უახლესი ინფორმაცია ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებაზე

რუ­სუ­ლი ძა­ლე­ბის ძი­რი­თა­დი ძა­ლის­ხმე­ვა მი­მარ­თუ­ლია ლი­მა­ნის, ბახ­მუ­ტის, ავ­დი­ივ­კა­სა და მა­რინ­კას მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ზე შე­ტე­ვი­თი ოპე­რა­ცი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა­ზე, - ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის დი­ლის ან­გა­რიშ­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

უწყე­ბის ცნო­ბით, უკ­რა­ი­ნულ­მა ძა­ლებ­მა გა­სუ­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ფრონ­ტის ამ მო­ნაკ­ვე­თებ­ზე 48 შე­ტე­ვა მო­ი­გე­რი­ეს.

გენშტაბ­ში აცხა­დე­ბენ, ბახ­მუ­ტი და მა­რინ­კა სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის ეპი­ცენ­ტრში რჩე­ბი­ან, სა­დაც უკ­რა­ი­ნე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი თავ­დაც­ვის ხაზს ინარ­ჩუ­ნე­ბენ.

"ბახ­მუ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით მტე­რი აგ­რძე­ლებს შე­ტე­ვი­თი ოპე­რა­ცი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბას. ქა­ლაქ ბახ­მუ­ტში ბრძო­ლა გრძელ­დე­ბა“, - აცხა­დე­ბენ გენშტაბ­ში.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავ­დი­ივ­კას მი­მარ­თუ­ლე­ბით, რუ­სულ­მა ძა­ლებ­მა შე­ტე­ვი­თი ოპე­რა­ცი­ე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს ავ­დი­ივ­კას, სე­ვერ­ნო­ე­სა და პერ­ვო­მა­ის­კო­ეს და­სახ­ლე­ბე­ბის ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე, მაგ­რამ წარ­მა­ტე­ბას ვერ მი­აღ­წი­ეს.

„მა­რინ­კას მი­მარ­თუ­ლე­ბით, გა­სუ­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, ჩვენ­მა დამ­ცვე­ლებ­მა მო­ი­გე­რი­ეს მტრის თავ­დას­ხმე­ბი მა­რინ­კა­სა და ნო­ვო­მი­ხა­ი­ლოვ­კის და­სახ­ლე­ბებ­ში. ამა­ვე დროს, მტერ­მა დო­ნეც­კის ოლ­ქის კრას­ნო­გო­როვ­კას, მა­რინ­კას, პო­ბე­და­სა და ნო­ვო­მი­ხა­ი­ლოვ­კას და­სახ­ლე­ბე­ბი და­ბომ­ბა“, - აცხა­დე­ბენ გე­ნე­რა­ლურ შტაბ­ში.

უწყე­ბის ცნო­ბით, უკ­რა­ი­ნელ­მა ჯა­რის­კა­ცებ­მა, გა­სუ­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, მო­წი­ნა­აღ­მდე­გის რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ობი­ექ­ტი გა­ა­ნად­გუ­რეს.

უკ­რა­ი­ნის სა­არ­ტი­ლე­რიო ქვე­და­ნა­ყო­ფებ­მა და სამ­ხედ­რო ავი­ა­ცი­ამ მო­წი­ნა­აღ­მდე­გის თავ­შეყ­რის ტე­რი­ტო­რი­ებს და­არ­ტყეს. კერ­ძოდ, გა­სუ­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის თვითმფრი­ნა­ვებ­მა ოკუ­პან­ტე­ბის კონ­ცენ­ტრა­ცი­ის ად­გი­ლებს 5 დარ­ტყმა მი­ა­ყე­ნეს. ამავდრო­უ­ლად, სა­რა­კე­ტო და სა­არ­ტი­ლე­რიო ქვე­და­ნა­ყო­ფებ­მა 4 სა­მე­თა­უ­რო პუნ­ქტს, საბ­რძო­ლო მა­სა­ლის სა­ცავ­სა და მო­წი­ნა­აღ­მდე­გის ცო­ცხა­ლი ძა­ლის თავ­შეყ­რის 4 ტე­რი­ტო­რი­ას და­არ­ტყეს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
tngh
1

ორი ყველაზე მონათესავე სლავური ერი და ქვეყანა უმოწყალოდ ებრძვის და ანადგურებს ერთმანეთს... ორმხრივი გენოციდია ანგლო-საქსების წაქეზებით...

რეალობა
65

გარდა პენტაგონის გასაჯაროებული საიდუმლო მონაცემებისა, ამერიკელი სამხედრო პროფესიონალები ღიად აღიარებენ რომ უკრაინაზე გაგზავნილი სამხედრო ტექნიკის 90 პროცენტი განადგურებულია და უკრაინის პროფესიული ჯარი თითქმის აღარ არსებობს. ესაა სამწუხარო რეალობა დღეს უკრაინაში, პირადად მწყინს რომ ყველაფერი ასეა და გულით ვუთანაგრძნობ რიგით უკრაინელებს. ამ რეალობაში კი გაუგებარია ზელენსკის "გაჯიუტება" მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. ბაიდენისათვის უკრაინა ფულის სარეცხი მანქანაა და მას ალბათ იმედი ქონდა რომ უკრაინის კონფლიქტს 2024 არჩევნებამდე შეინარჩუნებდა, ახლა ეს კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. 

ავტორი:

უკრაინამ 50-მდე შეტევა მოიგერია - რა მიმართულებით აძლიერებს რუსეთი თავდასხმას: გენშტაბის უახლესი ინფორმაცია ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებაზე

უკრაინამ 50-მდე შეტევა მოიგერია - რა მიმართულებით აძლიერებს რუსეთი თავდასხმას: გენშტაბის უახლესი ინფორმაცია ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებაზე

რუსული ძალების ძირითადი ძალისხმევა მიმართულია ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებზე შეტევითი ოპერაციების ჩატარებაზე, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დილის ანგარიშშია აღნიშნული.

უწყების ცნობით, უკრაინულმა ძალებმა გასული დღის განმავლობაში ფრონტის ამ მონაკვეთებზე 48 შეტევა მოიგერიეს.

გენშტაბში აცხადებენ, ბახმუტი და მარინკა საომარი მოქმედებების ეპიცენტრში რჩებიან, სადაც უკრაინელი სამხედროები თავდაცვის ხაზს ინარჩუნებენ.

"ბახმუტის მიმართულებით მტერი აგრძელებს შეტევითი ოპერაციების ჩატარებას. ქალაქ ბახმუტში ბრძოლა გრძელდება“, - აცხადებენ გენშტაბში.

მათივე ინფორმაციით, ავდიივკას მიმართულებით, რუსულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციები განახორციელეს ავდიივკას, სევერნოესა და პერვომაისკოეს დასახლებების ტერიტორიებზე, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწიეს.

„მარინკას მიმართულებით, გასული დღის განმავლობაში, ჩვენმა დამცველებმა მოიგერიეს მტრის თავდასხმები მარინკასა და ნოვომიხაილოვკის დასახლებებში. ამავე დროს, მტერმა დონეცკის ოლქის კრასნოგოროვკას, მარინკას, პობედასა და ნოვომიხაილოვკას დასახლებები დაბომბა“, - აცხადებენ გენერალურ შტაბში.

უწყების ცნობით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა, გასული დღის განმავლობაში, მოწინააღმდეგის რამდენიმე მნიშვნელოვანი ობიექტი გაანადგურეს.

უკრაინის საარტილერიო ქვედანაყოფებმა და სამხედრო ავიაციამ მოწინააღმდეგის თავშეყრის ტერიტორიებს დაარტყეს. კერძოდ, გასული დღის განმავლობაში თავდაცვის ძალების თვითმფრინავებმა ოკუპანტების კონცენტრაციის ადგილებს 5 დარტყმა მიაყენეს. ამავდროულად, სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა 4 სამეთაურო პუნქტს, საბრძოლო მასალის საცავსა და მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის თავშეყრის 4 ტერიტორიას დაარტყეს.