სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"40-მდე დაზიანებაა ასახული ექსპერტიზის დასკვნაში... ამან კიდევ უფრო განამტკიცა ვერსია, რომ ის მოკლულია" -  რას ჰყვება დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას ოჯახის ადვოკატი?
"40-მდე დაზიანებაა ასახული ექსპერტიზის დასკვნაში... ამან კიდევ უფრო განამტკიცა ვერსია, რომ ის მოკლულია" -  რას ჰყვება დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას ოჯახის ადვოკატი?

დი­ღომ­ში გარ­დაც­ვლი­ლი 12 წლის გო­გო­ნას სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის პირ­ვე­ლა­დი დას­კვნის მი­ხედ­ვით, სხე­ულ­ზე 40-მდე და­ზი­ა­ნე­ბა აღე­ნიშ­ნე­ბა. ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ოჯა­ხი­სა და "უფ­ლე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს“ ად­ვო­კატ­მა, ელი­სო რუ­ხა­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც ად­ვო­კა­ტი გან­მარ­ტავს, გო­გო­ნას ოჯა­ხი აღ­ნიშ­ნუ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის პირ­ვე­ლა­დი დას­კვნის შემ­დეგ, უკვე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ მო­ზარ­დი მოკ­ლუ­ლია.

რუ­ხა­ძის თქმით, გარ­დაც­ვლილს სა­ხე­ზე მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, ასე­ვე მრავ­ლო­ბი­თი ექ­სკო­რა­ცი­ე­ბი და სის­ხლნაჟ­ღენ­თე­ბი აქვს.

"ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნით დად­გინ­და, რომ სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზი მე­ქა­ნი­კუ­რი ას­ფიქ­სი­აა. თუმ­ცა, ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ მოვ­ლე­ნე­ბი ბუ­ნებ­რი­ვად გან­ვი­თარ­და და თა­ვი­სით მოკ­ვდა პა­ტა­რა გო­გო­ნა. 40-მდე და­ზი­ა­ნე­ბაა ასა­ხუ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა­ში, რაც ლე­გი­ტი­მურ ეჭ­ვებს ბა­დებს, რომ სა­ნამ გო­გო­ნა გარ­და­იც­ვლე­ბო­და, წინ უს­წრებ­და რა­ღაც მძი­მე ამ­ბე­ბი, რაც შე­იძ­ლე­ბა იყოს მო­ძა­ლა­დეს­თან ჭი­დი­ლი და ა.შ. მათ შო­რის, არის ყელ­ზე და სა­ხის მი­და­მო­ებ­ში და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, არის დე­ტა­ლე­ბი, რა­საც გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვერ გა­ვა­სა­ჯა­რო­ებ, თუმ­ცა, ოჯა­ხი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია და ამ ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნამ კი­დევ უფრო გა­ნამ­ტკი­ცა ვერ­სია, რომ გო­გო­ნა მოკ­ლუ­ლია.

სა­ხე­ზე მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბე­ბია, ასე­ვე სა­ხე­ზე აქვს შე­შუ­პე­ბა, მრავ­ლო­ბი­თი ექ­სკო­რა­ცი­ე­ბი, ყელ­ზე და­ზი­ა­ნე­ბა, მა­შინ, როცა გო­გო­ნას საკ­მა­ოდ სქე­ლი "რო­ლინ­გი“ ეცვა. ასე­ვე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აქვს ზურ­გზე, ფეხ­ზე და კი­დუ­რებ­ზე. ყელ­ზე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ძა­ლი­ან მკა­ფი­ოა და საკ­მა­ოდ დიდი ზო­მი­საა, ლე­გი­ტი­მურ ეჭ­ვებს აჩენს, რომ ამას სად­მე, რა­მე­ზე წა­მო­დე­ბით ვერ მი­ი­ღებ­და, ეს არ არის ნა­კაწ­რე­ბი, სის­ხლნაჟ­ღენ­თე­ბი და ნაჭ­დე­ვე­ბია.

ექ­სპერ­ტი­ზას დას­კვნა­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი აქვს ტერ­მი­ნი ბლაგ­ვი, მკვრი­ვი სა­გა­ნი, თუმ­ცა, რო­გორც წესი, არ აკონ­კრე­ტებს, რა შე­იძ­ლე­ბა ეს იყოს. ტერ­მი­ნი - მი­ყე­ნე­ბუ­ლი აქვს - არის გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, ვინ­მემ მი­ა­ყე­ნა, თუ თა­ვი­სით მოხ­და ეს ყვე­ლა­ფე­რი, მოქ­მე­დე­ბით ფორ­მა­ში არ წე­რია - მი­ყე­ნე­ბუ­ლია, ეს ტერ­მი­ნია გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი.

კომ­პლექ­სუ­რი სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის წი­ნა­შე გვაქვს კი­თხვე­ბი, ეს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი რა გა­რე­მო­ე­ბებ­ში შე­იძ­ლე­ბო­და ყო­ფი­ლი­ყო მი­ყე­ნე­ბუ­ლი, თა­ვის შე­შუ­პე­ბა რამ გა­მო­იწ­ვია და ა.შ. ძა­ლი­ან ბევ­რი კი­თხვაა, რო­მელ­საც ამ დღე­ებ­ში ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბებთ და პრო­კუ­რა­ტუ­რას მივ­მარ­თავთ“, - გა­ნა­ცხა­და რუ­ხა­ძემ.

12 წლის გო­გო­ნას გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე და­ნიშ­ნუ­ლია ტოქ­სი­კო­ლო­გი­უ­რი, ქი­მი­უ­რი, ბი­ო­ლო­გი­უ­რი, ტრა­სო­ლო­გი­უ­რი და სხვა სა­ხის ექ­სპერ­ტი­ზე­ბი, რაც ამ დრომ­დე არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა.

"არა­ნა­ირ ვა­დებს არ იცავს სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რო და ეს დას­კვნაც, რაც ახლა მი­ვი­ღეთ, ძა­ლი­ან დიდი ბრძო­ლი­სა და ბევ­რი მი­მარ­თვის შე­დე­გა­დაა, რო­მე­ლიც პრო­კუ­რა­ტუ­რის წი­ნა­შე და­ვა­ყე­ნეთ.

ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა­ში წე­რია, რომ ეს მე­ქა­ნი­კუ­რი ას­ფიქ­სი­აა, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ეს მოვ­ლე­ნე­ბი ბუ­ნებ­რი­ვად არ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლა, ეს იმ­დე­ნად სპე­ცი­ფი­კუ­რი ტერ­მი­ნია, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, კრი­ტი­კუ­ლი კი­თხვე­ბი და­ის­ვას, რად­გან ამ პირ­ვე­ლა­დი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნით სრუ­ლი სუ­რა­თის და­ნახ­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლია. ამი­ტომ, ვა­რა­უ­დებს და დას­კვნებს მო­ვე­რი­დე­ბი, თუმ­ცა, ოჯახს პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან სჯე­რა, რომ ბავ­შვი მოკ­ლეს“, - გა­ნა­ცხა­და რუ­ხა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, დიდ დი­ღომ­ში გარ­დაც­ვლი­ლი 12 წლის გო­გო­ნას საქ­მე­ზე, ბავ­შვის დე­დას და "უფ­ლე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს“ ად­ვო­კა­ტებს სსიპ ლე­ვან სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­სა­მარ­თლო ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­როს მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის პირ­ვე­ლა­დი დას­კვნის ასლი დღეს, 28 აპ­რილს გა­და­ე­ცათ.

დიდ დი­ღომ­ში 12 წლის მო­ზარ­დი გარ­დაც­ვლი­ლი მიმ­დი­ნა­რე წლის 16 მარტს იპო­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მდააა
0

სამუდამო პატიმრობა უნდა აღდგეს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"40-მდე დაზიანებაა ასახული ექსპერტიზის დასკვნაში... ამან კიდევ უფრო განამტკიცა ვერსია, რომ ის მოკლულია" -  რას ჰყვება დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას ოჯახის ადვოკატი?

"40-მდე დაზიანებაა ასახული ექსპერტიზის დასკვნაში... ამან კიდევ უფრო განამტკიცა ვერსია, რომ ის მოკლულია" -  რას ჰყვება დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას ოჯახის ადვოკატი?

დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი დასკვნის მიხედვით, სხეულზე 40-მდე დაზიანება აღენიშნება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს“ ოჯახისა და "უფლებები საქართველოს“ ადვოკატმა, ელისო რუხაძემ განუცხადა.

როგორც ადვოკატი განმარტავს, გოგონას ოჯახი აღნიშნული ექსპერტიზის პირველადი დასკვნის შემდეგ, უკვე დარწმუნებულია, რომ მოზარდი მოკლულია.

რუხაძის თქმით, გარდაცვლილს სახეზე მრავლობითი დაზიანებები, ასევე მრავლობითი ექსკორაციები და სისხლნაჟღენთები აქვს.

"ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ სიკვდილის მიზეზი მექანიკური ასფიქსიაა. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოვლენები ბუნებრივად განვითარდა და თავისით მოკვდა პატარა გოგონა. 40-მდე დაზიანებაა ასახული ექსპერტიზის დასკვნაში, რაც ლეგიტიმურ ეჭვებს ბადებს, რომ სანამ გოგონა გარდაიცვლებოდა, წინ უსწრებდა რაღაც მძიმე ამბები, რაც შეიძლება იყოს მოძალადესთან ჭიდილი და ა.შ. მათ შორის, არის ყელზე და სახის მიდამოებში დაზიანებები, არის დეტალები, რასაც გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ გავასაჯაროებ, თუმცა, ოჯახი დარწმუნებულია და ამ ექსპერტიზის დასკვნამ კიდევ უფრო განამტკიცა ვერსია, რომ გოგონა მოკლულია.

სახეზე მრავლობითი დაზიანებებია, ასევე სახეზე აქვს შეშუპება, მრავლობითი ექსკორაციები, ყელზე დაზიანება, მაშინ, როცა გოგონას საკმაოდ სქელი "როლინგი“ ეცვა. ასევე დაზიანებები აქვს ზურგზე, ფეხზე და კიდურებზე. ყელზე დაზიანებები ძალიან მკაფიოა და საკმაოდ დიდი ზომისაა, ლეგიტიმურ ეჭვებს აჩენს, რომ ამას სადმე, რამეზე წამოდებით ვერ მიიღებდა, ეს არ არის ნაკაწრები, სისხლნაჟღენთები და ნაჭდევებია.

ექსპერტიზას დასკვნაში გამოყენებული აქვს ტერმინი ბლაგვი, მკვრივი საგანი, თუმცა, როგორც წესი, არ აკონკრეტებს, რა შეიძლება ეს იყოს. ტერმინი - მიყენებული აქვს - არის გამოყენებული, ვინმემ მიაყენა, თუ თავისით მოხდა ეს ყველაფერი, მოქმედებით ფორმაში არ წერია - მიყენებულია, ეს ტერმინია გამოყენებული.

კომპლექსური სამედიცინო ექსპერტიზის წინაშე გვაქვს კითხვები, ეს დაზიანებები რა გარემოებებში შეიძლებოდა ყოფილიყო მიყენებული, თავის შეშუპება რამ გამოიწვია და ა.შ. ძალიან ბევრი კითხვაა, რომელსაც ამ დღეებში ჩამოვაყალიბებთ და პროკურატურას მივმართავთ“, - განაცხადა რუხაძემ.

12 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეზე დანიშნულია ტოქსიკოლოგიური, ქიმიური, ბიოლოგიური, ტრასოლოგიური და სხვა სახის ექსპერტიზები, რაც ამ დრომდე არ დასრულებულა.

"არანაირ ვადებს არ იცავს სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო და ეს დასკვნაც, რაც ახლა მივიღეთ, ძალიან დიდი ბრძოლისა და ბევრი მიმართვის შედეგადაა, რომელიც პროკურატურის წინაშე დავაყენეთ.

ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ ეს მექანიკური ასფიქსიაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს მოვლენები ბუნებრივად არ განვითარებულა, ეს იმდენად სპეციფიკური ტერმინია, მნიშვნელოვანია, კრიტიკული კითხვები დაისვას, რადგან ამ პირველადი ექსპერტიზის დასკვნით სრული სურათის დანახვა შეუძლებელია. ამიტომ, ვარაუდებს და დასკვნებს მოვერიდები, თუმცა, ოჯახს პირველივე დღიდან სჯერა, რომ ბავშვი მოკლეს“, - განაცხადა რუხაძემ.

ცნობისთვის, დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას საქმეზე, ბავშვის დედას და "უფლებები საქართველოს“ ადვოკატებს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი დასკვნის ასლი დღეს, 28 აპრილს გადაეცათ.

დიდ დიღომში 12 წლის მოზარდი გარდაცვლილი მიმდინარე წლის 16 მარტს იპოვეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

იხილეთ ასევე: