საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არც ახმეტას და არც საქართველოს არასდროს მოვწყვეტივარ... ჩემმა შვილებმა ქართული იციან, მეუღლეც საქართველოდანაა" - ჯარჯი ზვიადაურის წარმატებული გზა მწვრთნელის რანგში
"არც ახმეტას და არც საქართველოს არასდროს მოვწყვეტივარ... ჩემმა შვილებმა ქართული იციან, მეუღლეც საქართველოდანაა" - ჯარჯი ზვიადაურის წარმატებული გზა მწვრთნელის რანგში

თუ არ ვცდე­ბი, ტი­ტუ­ლო­ვა­ნი ქარ­თვე­ლი სპორ­ტსმე­ნე­ბი­დან პირ­ველ­მა მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა ბარ­სე­ლო­ნის ოლიმ­პი­ა­დის ჩემ­პი­ონ­მა, კახი კა­ხი­აშ­ვილ­მა შე­იც­ვა­ლა - სა­ბერ­ძნეთ­ში წა­ვი­და და თა­ვი­სი დი­დე­ბუ­ლი კა­რი­ე­რაც იქ გა­აგ­რძე­ლა. გული დამ­წყდა, მაგ­რამ გო­ნე­ბით ვხვდე­ბო­დი, რომ აბ­სო­ლუ­ტუ­რად სწო­რად მო­იქ­ცა. გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის სა­ში­ნელ 90-იან წლებ­ში, კახი თბი­ლი­სის ძა­ლოს­ნო­ბის გა­ყი­ნულ დარ­ბაზს შე­შის ღუმ­ლით ათ­ბობ­და და ისე ვარ­ჯი­შობ­და. თა­ვა­დაც ხვდე­ბით, შე­შის ღუმ­ლით იმ­ხე­ლა დარ­ბაზს რო­გორ გა­ათ­ბობ­და?! ამი­ტო­მაც გა­ე­ცა­ლა აქა­უ­რო­ბას და შემ­დგომ­ში ელი­ნე­ბის დრო­შით კი­დევ ორ­ჯერ იზე­ი­მა ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნო­ბა. ევ­რო­პი­სა და მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნა­ტე­ბის ოქ­როს მედ­ლებ­საც არა­ერ­თხელ და­ე­უფ­ლა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით ჩვენ­მა სხვა ათ­ლე­ტებ­მაც მო­ირ­გეს უცხო­ე­თის სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის ეროვ­ნუ­ლი მა­ი­სუ­რი თუ კი­მო­ნო და ევ­რო­პის, მსოფ­ლი­ო­სა და ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის ჩემ­პი­ონ-პრი­ზი­ო­რე­ბიც გახ­დნენ.

2000-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში, კა­ხის გზა ჯარ­ჯი ზვი­ა­და­ურ­მაც გა­ი­ა­რა და სა­ბერ­ძნე­თის სა­ხე­ლით ისიც ევ­რო­პის, მსოფ­ლი­ო­სა და ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის კვარ­ცხლბე­კის უმაღ­ლეს სა­ფე­ხურ­ზე ავი­და. ამ­ჯე­რა­დაც გული დამ­წყდა, თუმ­ცა ჯარ­ჯის გა­მარ­ჯვე­ბე­ბი ყო­ველ­თვის მა­ხა­რებ­და. ის ამას ალა­ლად იმ­სა­ხუ­რებ­და, რა­საც თა­ვი­სი შრო­მი­თა და ოფ­ლით მი­აღ­წია. ამას­თან, ჯარ­ჯი ძი­უ­დოს ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნია. ამ ტი­ტულს იგი 17 წლის ასაკ­ში და­ე­უფ­ლა. გარ­და ამი­სა, ქარ­თვე­ლი ფა­ლა­ვა­ნი ბერ­ძნე­ბის პირ­ვე­ლი მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნია ვა­ჟებს შო­რის.

ალ­ბათ მი­მიხ­ვდით, რომ დღეს სწო­რედ ჯარ­ჯის­თან და ჯარ­ჯი ზვი­ა­და­ურ­ზე გვექ­ნე­ბა სა­უ­ბა­რი, თუმ­ცა მა­ნამ­დე სხვა ქარ­თვე­ლი ძი­უ­დო­ის­ტე­ბიც მინ­და გა­ვიხ­სე­ნო, რომ­ლებ­მაც უცხო ქვეყ­ნის დრო­შით მო­ი­პო­ვეს სა­ყო­ველ­თაო აღი­ა­რე­ბა. მათ­გან ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­მარ­ჯვე­ბებს ნი­კო­ლოზ შე­რა­ზა­დიშ­ვილ­მა მი­აღ­წია. ნიკო ეს­პა­ნე­თის სა­ხე­ლით ორ­ჯერ გახ­და მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნი და დღე­ი­სათ­ვის მძი­მე წო­ნა­ში ჩვე­ნი ფა­ლავ­ნე­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი მე­ტო­ქე­ცაა. კი­ე­ვე­ლი გი­ორ­გი ზან­თა­რა­ია უკ­რა­ი­ნის ერ­თა­დერ­თი ძი­უ­დო­ის­ტია, ვი­საც კი მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნო­ბა ოდეს­მე მო­უ­პო­ვე­ბია. მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნია იაგო აბუ­ლა­ძეც, ოღონდ ის რუ­სე­თის გუნდში ას­პა­რე­ზობს. აი, ირაკ­ლი უზ­ნა­ძემ კი ჯერ ევ­რო­პუ­ლი ოქრო მო­ი­პო­ვა თურ­ქე­ბი­სათ­ვის, ახლა კი წლე­ბია თურ­ქე­თის ნაკ­რებს წვრთნის და საკ­მაო წარ­მა­ტე­ბით.

სამ­წუ­ხა­როდ და ჩვენ­და სა­ბედ­ნი­ე­რო­დაც, ძი­უ­დო­ში ასე­თე­ბი კი­დევ ბევ­რნი არი­ან. სა­ბედ­ნი­ე­როდ იმი­ტომ, რომ ქარ­თუ­ლი ძი­უ­დოს სკო­ლა იმ­დე­ნად მდი­და­რია, ყი­ნუ­ლის ჰო­კე­ი­სა და ფი­გუ­რუ­ლი სრი­ა­ლის მსგავ­სად, რუ­სე­თის ბა­ზარ­ზე არ გვჭირ­დე­ბა სპორ­ტსმე­ნე­ბის ყიდ­ვა. პი­რი­ქით, რუ­სებ­საც და სხვებ­საც იქით მიჰ­ყავთ ჩვე­ნი ნი­ჭი­ე­რი ბი­ჭე­ბი. სამ­წუ­ხა­როდ კი იმი­ტომ ვთქვი, რომ ეს ათ­ლე­ტე­ბი ქარ­თვე­ლე­ბი არი­ან და ტა­ტამ­ზე ოფლს უცხო ქვეყ­ნის­თვის ღვრი­ან.

არ მე­მე­ტე­ბი­ან, თუმ­ცა ქარ­თვე­ლე­ბი არი­ან და ყვე­ლა მათ­განს მა­ინც წარ­მა­ტე­ბებს ვუ­სურ­ვებ, მათ შო­რის, რაღა თქმა უნდა, ჯარ­ჯი ზვი­ა­და­ურ­საც. სპორ­ტუ­ლი კა­რი­ე­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ჯარ­ჯიმ მწვრთნე­ლის რთუ­ლი პრო­ფე­სია აირ­ჩია, 2019 წლის მი­წუ­რულს უზ­ბე­კე­თის ნაკ­რებს ჩა­უდ­გა სა­თა­ვე­ში და ძა­ლი­ან მა­ლე­ვე მი­აღ­წია კი­დეც თვალ­სა­ჩი­ნო შე­დე­გებს. ახ­ლა­ხან მის­მა შე­გირ­დებ­მა თბი­ლი­სის ტრა­დი­ცი­ულ სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნირ­ზე იჭი­და­ვეს და შინ ჩვე­ნე­ბუ­რი მედ­ლე­ბიც წა­ი­ღეს.

აქ ისიც უნდა აღ­ვნიშ­ნო, რომ მწვრთნე­ლის კა­რი­ე­რის და­წყე­ბამ ჯარ­ჯის რთულ პე­რი­ოდ­ში მო­უ­წია. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, პან­დე­მი­ის გამო ლა­მის გა­ი­ყი­ნა მსოფ­ლიო და აღარც სპორ­ტუ­ლი შე­ჯიბ­რე­ბე­ბი ტარ­დე­ბო­და. ტო­კი­ოს ოლიმ­პი­ა­დაც, 2020-ის ნაც­ვლად, 2021 წლის­თვის გა­და­ი­დო და ბუ­და­პეშ­ტის მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნა­ტიც ზედ ოლიმ­პი­ა­დის წინ, ერთი თვით ადრე ჩა­ტარ­და. ზე­დი­ზედ ორი მსოფ­ლი­ოს რან­გის ამ ას­პა­რე­ზო­ბე­ბი­სათ­ვის ათ­ლე­ტე­ბის მომ­ზა­დე­ბა, უაღ­რე­სად რთუ­ლი საქ­მეა, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ჯარ­ჯის გაწ­ვრთნილ­მა უზ­ბე­კე­თის ნაკ­რებ­მა, არ­სე­ბო­ბის ის­ტო­რი­ა­ში, გუნ­დურ ტურ­ნირ­ში პირ­ვე­ლად და­ი­კა­ვა ად­გი­ლი საპ­რი­ზო სა­მე­ულ­ში, ხოლო დავ­ლატ ბო­ბო­ნოვ­მა მხო­ლოდ ნი­კო­ლოზ შე­რა­ზა­დაშ­ვილ­თან დათ­მო ჩემ­პი­ო­ნის ოქ­როს მე­და­ლი. ეს ქარ­თვე­ლი მწვრთნე­ლის დიდი გა­მარ­ჯვე­ბა იყო, თუმ­ცა ჯარ­ჯი მიღ­წე­ულს არ დას­ჯერ­და. ერთი თვის შემ­დეგ, ტო­კი­ოს ოლიმ­პი­ა­და­ზე, უკვე ბო­ბო­ნოვ­მა მო­უ­გო ნიკო შე­რა­ზა­დიშ­ვილს მე­სა­მე ად­გი­ლი­სათ­ვის შეხ­ვედ­რა და ბრინ­ჯა­ოს მე­და­ლი მო­ი­პო­ვა. ტო­კი­ო­ში, რო­გორც გახ­სოვთ, მა­შინ ორი­ვეს ლაშა ბე­ქა­ურ­მა აჯო­ბა და ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტულ­საც ის და­ე­უფ­ლა, მაგ­რამ მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ლა­შას­თან ვალ­ში არც უზ­ბე­კი ძი­უ­დო­ის­ტი დარ­ჩე­ნი­ლა. რო­გორც ჩანს, ჯარ­ჯი ზვი­ა­და­ურ­მა ჩვენს ოლიმ­პი­ურ ჩემ­პი­ონ­საც მო­უ­ძებ­ნა სუს­ტი წერ­ტი­ლი და მის­მა გაწ­ვრთნილ­მა ბო­ბო­ნოვ­მაც მსოფ­ლი­ოს 2022 წლის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე რე­ვან­ში ახლა უკვე ბე­ქა­ურს აუღო. ჩემ­პი­ო­ნო­ბაც თა­ვად იზე­ი­მა, ხოლო ლაშა და ლუკა მა­ი­სუ­რა­ძე ამ­ჯე­რად ბრინ­ჯა­ოს მედ­ლებს დას­ჯერ­დნენ.

ჯარ­ჯი ზვი­ა­და­უ­რი, გი­ორ­გი ასა­ნი­ძე და ლაშა ტა­ლა­ხა­ძე

- მსოფ­ლი­ოს შარ­შან­დელ ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ბო­ბო­ნო­ვის გარ­და, ოქ­როს მე­დალს მუ­ზა­ფარ­ბეკ ტუ­რო­ბო­ე­ვიც და­ე­უფ­ლა, ხოლო სა­ერ­თო გუნ­დურ ჩათ­ვლა­ში უზ­ბე­კე­თის ნაკ­რებ­მა, ია­პო­ნი­ი­სა და ბრა­ზი­ლი­ის გუნ­დე­ბის შემ­დეგ, მე­სა­მე ად­გი­ლი და­ი­კა­ვა. ვფიქ­რობ, ეს კარ­გი შე­დე­გი იყო ჩვენ­თვის... რა თქმა უნდა, ეს წარ­მა­ტე­ბე­ბი ჩემი და ჩვე­ნი ბი­ჭე­ბის ერ­თობ­ლი­ვი შრო­მის შე­დე­გია. თუმ­ცა არ მინ­და ისე გა­ი­გოს ვინ­მემ, რომ ჩე­მამ­დე უზ­ბეკ ძი­უ­დო­ის­ტებს არა­ვი­თა­რი მიღ­წე­ვე­ბი არ ჰქო­ნი­ათ. არა, რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. მაგ­რამ იმ სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, რაც მე უზ­ბეკ ძი­უ­დო­ის­ტებს ვწვრთნი, რა­ღაც-რა­ღაც შე­დე­გებს უკვე მი­ვაღ­წიე და ბუ­ნებ­რი­ვია, ეს მეც მი­ხა­რია.

- რო­გორც მახ­სოვს, 14-15 წლის იყა­ვი, შენ­მა მწვრთნელ­მა, ნი­კოს ილი­ა­დის­მა სა­ბერ­ძნეთ­ში რომ წა­გიყ­ვა­ნა და მას შემ­დეგ მშობ­ლი­ურ ახ­მე­ტას მო­წყვე­ტი­ლი ხარ. ქარ­თვე­ლი კაცი ნოს­ტალ­გი­ას ყო­ველ­თვის მძი­მედ გა­ნიც­დის. ვფიქ­რობ, შენ­თვი­საც რთუ­ლი იქ­ნე­ბო­და ოჯა­ხის და­ტო­ვე­ბა.

- პირ­ველ რიგ­ში, მინ­და გი­თხრათ, რომ არც ახ­მე­ტას და არც სა­ქარ­თვე­ლოს არას­დროს მოვ­წყვე­ტი­ვარ. სპორ­ტსმე­ნის ცხოვ­რე­ბა ასე­თია, დღეს აქა ხარ, ხვალ იქ, მით უმე­ტეს, თუ წარ­მა­ტე­ბუ­ლი სპორ­ტსმე­ნი ხარ. გა­იხ­სე­ნეთ მე­სის, რო­ნალ­დუს კა­რი­ე­რა. ჩვენ­მა ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ა­მაც რამ­დე­ნი­მე კლუ­ბი და ქვე­ყა­ნა გა­მო­იც­ვა­ლა. ყვე­ლა უკე­თეს პი­რო­ბებს ეძებს. მე რომ სა­ბერ­ძნეთ­ში არ წავ­სუ­ლი­ყა­ვი, არა­ვინ იცის, გავ­ხდე­ბო­დი თუ არა ოლიმ­პი­უ­რი და მსოფ­ლი­ოს სამ­გზის ჩემ­პი­ო­ნი. ბერ­ძნე­ბის მად­ლი­ე­რი ვარ. ვარ­ჯი­შის­თვის ყვე­ლა­ნა­ი­რი პი­რო­ბე­ბი შე­მიქ­მნეს, ხოლო რო­დე­საც ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნო­ბა მო­ვი­პო­ვე, მათი ეროვ­ნუ­ლი გმი­რიც გავ­ხდი. ოჯა­ხიც სა­ბერ­ძნეთ­ში შევ­ქმე­ნი. სხვა­თა შო­რის, მე­უღ­ლეც სა­ქარ­თვე­ლო­და­ნაა და ჩემ­მა შვი­ლებ­მაც იცი­ან ქარ­თუ­ლი. სა­ქარ­თვე­ლო­შიც სის­ტე­მა­ტუ­რად ჩა­მოვ­დი­ვარ. ჩემი ფეს­ვე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­და­ნაა და მე­ა­მა­ყე­ბა, რომ კავ­კა­სი­ის მთე­ბის შვი­ლი ვარ.

- მსოფ­ლი­ოს თა­სის, გრან-პრის, დიდი მუ­ზა­რა­დის ტურ­ნი­რე­ბის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი, ხმელ­თა­შუა ზღვის თა­მა­შე­ბის, ევ­რო­პის, მსოფ­ლი­ო­სა და ათე­ნის ოლიმ­პი­ა­დის ჩემ­პი­ო­ნი ხარ. ძი­უ­დო­ში მეტი ტი­ტუ­ლი არ არ­სე­ბობს. ამ ტი­ტუ­ლებს შო­რის გა­მორ­ჩე­უ­ლი რო­მე­ლია შენ­თვის?

- კარ­გად მახ­სოვს ყვე­ლა ამ გა­მარ­ჯვე­ბა­ში რამ­დე­ნი შრო­მა მაქვს ჩა­დე­ბუ­ლი, რო­გორ ვემ­ზა­დე­ბო­დი შე­ჯიბ­რე­ბე­ბის­თვის, რო­გორ ვწვა­ლობ­დი, ამი­ტომ ყვე­ლა ძვირ­ფა­სია ჩემ­თვის. თუმ­ცა გა­მორ­ჩე­უ­ლი ალ­ბათ 2010 წლის მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნა­ტია, ვი­ნა­ი­დან იმ დრო­ი­სათ­ვის უკვე ყვე­ლა­ფე­რი მო­გე­ბუ­ლი მქონ­და, მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნა­ტის გარ­და და ეს ტი­ტუ­ლიც ძა­ლი­ან მინ­დო­და მქო­ნო­და. აი, ამი­ტო­მაც, ტო­კი­ო­ში გა­მარ­თუ­ლი ის ტურ­ნი­რია ჩემ­თვის გა­მორ­ჩე­უ­ლი...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლეკა
2

სხვა ქვეყნის სახელით გამოსვლა სპორტულ ასპარეზობებზე უცხო არ არის, მაგრამ ბერძნებს , როგორც ჩანს, რაღაც კომპლექსი აქვთ და სპორტსმენებისგან გვარის შეცვლასაც ითხოვენ. არ დაიწყოთ ახლა, იმ მწვრთნელმა იშვილა და იმიტომო . ეს მარტო ჯარჯის არ ეხება. ე. წ. ბერძენ ჩემპიონებში, არაერთია გვარგადაკეთებული. ყველას თავისი არჩევანი აქვს, როგორ წარმართავს ცხოვრებას. არც არავის განვიკითხავ, უბრალოდ, მეც ხომ მაქვს აზრის გამოთქმის უფლება. კომენტარებში ნახსენები სახელოვანი, არაქართული გვარის მქონე სპორტსმენები ჩემთვის გაცილებით დიდი ქართველები არიან, ვიდრე ... ყველას თავის გზით ატაროს ღმერთმა.

ILIA
6

ერთი მაგარი კაცი გამახსენდა - ნიკოლოზ დერიუგინი. მსოფლიოს ჩემპიონი კალათბურთში. 

1980-იანი წლების დასაწყისში, როცა ჩვენი კოლია ერთ-ერთი უძლიერესი იყო სსრკ-ში, მრავალჯერ შესთავაზეს მოსკოვის გუნდებში გადასვლა, ათჯერ ან ასჯერ უკეთესი პირობებით.

არაო! - უთვლიდა დერიუგინი, მე ქართველი ვარო.

ასევე მოიქცა ვიქტორ სანეევი. სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი. 

იგივეს აკეთებდა ალექსანდრე ანპილოგოვი. მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი ხელბურთელი.

ჰოდა, რა ვიცი, აბა...

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"არც ახმეტას და არც საქართველოს არასდროს მოვწყვეტივარ... ჩემმა შვილებმა ქართული იციან, მეუღლეც საქართველოდანაა" - ჯარჯი ზვიადაურის წარმატებული გზა მწვრთნელის რანგში

"არც ახმეტას და არც საქართველოს არასდროს მოვწყვეტივარ... ჩემმა შვილებმა ქართული იციან, მეუღლეც საქართველოდანაა" - ჯარჯი ზვიადაურის წარმატებული გზა მწვრთნელის რანგში

თუ არ ვცდები, ტიტულოვანი ქართველი სპორტსმენებიდან პირველმა მოქალაქეობა ბარსელონის ოლიმპიადის ჩემპიონმა, კახი კახიაშვილმა შეიცვალა - საბერძნეთში წავიდა და თავისი დიდებული კარიერაც იქ გააგრძელა. გული დამწყდა, მაგრამ გონებით ვხვდებოდი, რომ აბსოლუტურად სწორად მოიქცა. გასული საუკუნის საშინელ 90-იან წლებში, კახი თბილისის ძალოსნობის გაყინულ დარბაზს შეშის ღუმლით ათბობდა და ისე ვარჯიშობდა. თავადაც ხვდებით, შეშის ღუმლით იმხელა დარბაზს როგორ გაათბობდა?! ამიტომაც გაეცალა აქაურობას და შემდგომში ელინების დროშით კიდევ ორჯერ იზეიმა ოლიმპიური ჩემპიონობა. ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების ოქროს მედლებსაც არაერთხელ დაეუფლა.

მოგვიანებით ჩვენმა სხვა ათლეტებმაც მოირგეს უცხოეთის სხვადასხვა ქვეყნის ეროვნული მაისური თუ კიმონო და ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონ-პრიზიორებიც გახდნენ.

2000-იანი წლების დასაწყისში, კახის გზა ჯარჯი ზვიადაურმაც გაიარა და საბერძნეთის სახელით ისიც ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა. ამჯერადაც გული დამწყდა, თუმცა ჯარჯის გამარჯვებები ყოველთვის მახარებდა. ის ამას ალალად იმსახურებდა, რასაც თავისი შრომითა და ოფლით მიაღწია. ამასთან, ჯარჯი ძიუდოს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ოლიმპიური ჩემპიონია. ამ ტიტულს იგი 17 წლის ასაკში დაეუფლა. გარდა ამისა, ქართველი ფალავანი ბერძნების პირველი მსოფლიოს ჩემპიონია ვაჟებს შორის.

ალბათ მიმიხვდით, რომ დღეს სწორედ ჯარჯისთან და ჯარჯი ზვიადაურზე გვექნება საუბარი, თუმცა მანამდე სხვა ქართველი ძიუდოისტებიც მინდა გავიხსენო, რომლებმაც უცხო ქვეყნის დროშით მოიპოვეს საყოველთაო აღიარება. მათგან ყველაზე მნიშვნელოვან გამარჯვებებს ნიკოლოზ შერაზადიშვილმა მიაღწია. ნიკო ესპანეთის სახელით ორჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი და დღეისათვის მძიმე წონაში ჩვენი ფალავნების ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული მეტოქეცაა. კიეველი გიორგი ზანთარაია უკრაინის ერთადერთი ძიუდოისტია, ვისაც კი მსოფლიოს ჩემპიონობა ოდესმე მოუპოვებია. მსოფლიოს ჩემპიონია იაგო აბულაძეც, ოღონდ ის რუსეთის გუნდში ასპარეზობს. აი, ირაკლი უზნაძემ კი ჯერ ევროპული ოქრო მოიპოვა თურქებისათვის, ახლა კი წლებია თურქეთის ნაკრებს წვრთნის და საკმაო წარმატებით.

სამწუხაროდ და ჩვენდა საბედნიეროდაც, ძიუდოში ასეთები კიდევ ბევრნი არიან. საბედნიეროდ იმიტომ, რომ ქართული ძიუდოს სკოლა იმდენად მდიდარია, ყინულის ჰოკეისა და ფიგურული სრიალის მსგავსად, რუსეთის ბაზარზე არ გვჭირდება სპორტსმენების ყიდვა. პირიქით, რუსებსაც და სხვებსაც იქით მიჰყავთ ჩვენი ნიჭიერი ბიჭები. სამწუხაროდ კი იმიტომ ვთქვი, რომ ეს ათლეტები ქართველები არიან და ტატამზე ოფლს უცხო ქვეყნისთვის ღვრიან.

არ მემეტებიან, თუმცა ქართველები არიან და ყველა მათგანს მაინც წარმატებებს ვუსურვებ, მათ შორის, რაღა თქმა უნდა, ჯარჯი ზვიადაურსაც. სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ ჯარჯიმ მწვრთნელის რთული პროფესია აირჩია, 2019 წლის მიწურულს უზბეკეთის ნაკრებს ჩაუდგა სათავეში და ძალიან მალევე მიაღწია კიდეც თვალსაჩინო შედეგებს. ახლახან მისმა შეგირდებმა თბილისის ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე იჭიდავეს და შინ ჩვენებური მედლებიც წაიღეს.

აქ ისიც უნდა აღვნიშნო, რომ მწვრთნელის კარიერის დაწყებამ ჯარჯის რთულ პერიოდში მოუწია. მოგეხსენებათ, პანდემიის გამო ლამის გაიყინა მსოფლიო და აღარც სპორტული შეჯიბრებები ტარდებოდა. ტოკიოს ოლიმპიადაც, 2020-ის ნაცვლად, 2021 წლისთვის გადაიდო და ბუდაპეშტის მსოფლიოს ჩემპიონატიც ზედ ოლიმპიადის წინ, ერთი თვით ადრე ჩატარდა. ზედიზედ ორი მსოფლიოს რანგის ამ ასპარეზობებისათვის ათლეტების მომზადება, უაღრესად რთული საქმეა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჯარჯის გაწვრთნილმა უზბეკეთის ნაკრებმა, არსებობის ისტორიაში, გუნდურ ტურნირში პირველად დაიკავა ადგილი საპრიზო სამეულში, ხოლო დავლატ ბობონოვმა მხოლოდ ნიკოლოზ შერაზადაშვილთან დათმო ჩემპიონის ოქროს მედალი. ეს ქართველი მწვრთნელის დიდი გამარჯვება იყო, თუმცა ჯარჯი მიღწეულს არ დასჯერდა. ერთი თვის შემდეგ, ტოკიოს ოლიმპიადაზე, უკვე ბობონოვმა მოუგო ნიკო შერაზადიშვილს მესამე ადგილისათვის შეხვედრა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ტოკიოში, როგორც გახსოვთ, მაშინ ორივეს ლაშა ბექაურმა აჯობა და ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულსაც ის დაეუფლა, მაგრამ მოგვიანებით, ლაშასთან ვალში არც უზბეკი ძიუდოისტი დარჩენილა. როგორც ჩანს, ჯარჯი ზვიადაურმა ჩვენს ოლიმპიურ ჩემპიონსაც მოუძებნა სუსტი წერტილი და მისმა გაწვრთნილმა ბობონოვმაც მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე რევანში ახლა უკვე ბექაურს აუღო. ჩემპიონობაც თავად იზეიმა, ხოლო ლაშა და ლუკა მაისურაძე ამჯერად ბრინჯაოს მედლებს დასჯერდნენ.

ჯარჯი ზვიადაური, გიორგი ასანიძე და ლაშა ტალახაძე

- მსოფლიოს შარშანდელ ჩემპიონატზე ბობონოვის გარდა, ოქროს მედალს მუზაფარბეკ ტურობოევიც დაეუფლა, ხოლო საერთო გუნდურ ჩათვლაში უზბეკეთის ნაკრებმა, იაპონიისა და ბრაზილიის გუნდების შემდეგ, მესამე ადგილი დაიკავა. ვფიქრობ, ეს კარგი შედეგი იყო ჩვენთვის... რა თქმა უნდა, ეს წარმატებები ჩემი და ჩვენი ბიჭების ერთობლივი შრომის შედეგია. თუმცა არ მინდა ისე გაიგოს ვინმემ, რომ ჩემამდე უზბეკ ძიუდოისტებს არავითარი მიღწევები არ ჰქონიათ. არა, რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. მაგრამ იმ სამი წლის განმავლობაში, რაც მე უზბეკ ძიუდოისტებს ვწვრთნი, რაღაც-რაღაც შედეგებს უკვე მივაღწიე და ბუნებრივია, ეს მეც მიხარია.

- როგორც მახსოვს, 14-15 წლის იყავი, შენმა მწვრთნელმა, ნიკოს ილიადისმა საბერძნეთში რომ წაგიყვანა და მას შემდეგ მშობლიურ ახმეტას მოწყვეტილი ხარ. ქართველი კაცი ნოსტალგიას ყოველთვის მძიმედ განიცდის. ვფიქრობ, შენთვისაც რთული იქნებოდა ოჯახის დატოვება.

- პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ არც ახმეტას და არც საქართველოს არასდროს მოვწყვეტივარ. სპორტსმენის ცხოვრება ასეთია, დღეს აქა ხარ, ხვალ იქ, მით უმეტეს, თუ წარმატებული სპორტსმენი ხარ. გაიხსენეთ მესის, რონალდუს კარიერა. ჩვენმა ხვიჩა კვარაცხელიამაც რამდენიმე კლუბი და ქვეყანა გამოიცვალა. ყველა უკეთეს პირობებს ეძებს. მე რომ საბერძნეთში არ წავსულიყავი, არავინ იცის, გავხდებოდი თუ არა ოლიმპიური და მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი. ბერძნების მადლიერი ვარ. ვარჯიშისთვის ყველანაირი პირობები შემიქმნეს, ხოლო როდესაც ოლიმპიური ჩემპიონობა მოვიპოვე, მათი ეროვნული გმირიც გავხდი. ოჯახიც საბერძნეთში შევქმენი. სხვათა შორის, მეუღლეც საქართველოდანაა და ჩემმა შვილებმაც იციან ქართული. საქართველოშიც სისტემატურად ჩამოვდივარ. ჩემი ფესვები საქართველოდანაა და მეამაყება, რომ კავკასიის მთების შვილი ვარ.

- მსოფლიოს თასის, გრან-პრის, დიდი მუზარადის ტურნირების გამარჯვებული, ხმელთაშუა ზღვის თამაშების, ევროპის, მსოფლიოსა და ათენის ოლიმპიადის ჩემპიონი ხარ. ძიუდოში მეტი ტიტული არ არსებობს. ამ ტიტულებს შორის გამორჩეული რომელია შენთვის?

- კარგად მახსოვს ყველა ამ გამარჯვებაში რამდენი შრომა მაქვს ჩადებული, როგორ ვემზადებოდი შეჯიბრებებისთვის, როგორ ვწვალობდი, ამიტომ ყველა ძვირფასია ჩემთვის. თუმცა გამორჩეული ალბათ 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატია, ვინაიდან იმ დროისათვის უკვე ყველაფერი მოგებული მქონდა, მსოფლიოს ჩემპიონატის გარდა და ეს ტიტულიც ძალიან მინდოდა მქონოდა. აი, ამიტომაც, ტოკიოში გამართული ის ტურნირია ჩემთვის გამორჩეული...წაიკითხეთ სრულად