საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაუჯერებელი ამბავი ხდება... ნუცა, გგულშემატკივრობთ მთელი ოჯახით" - ცნობილი ქართველების ვიდეომიმართვები, ნუცა ბუზალაძის მხარდასაჭერად
"დაუჯერებელი ამბავი ხდება... ნუცა, გგულშემატკივრობთ მთელი ოჯახით" - ცნობილი ქართველების ვიდეომიმართვები, ნუცა ბუზალაძის მხარდასაჭერად

ნუცა ბუ­ზა­ლა­ძის ამე­რი­კუ­ლი წარ­მა­ტე­ბა გრძელ­დე­ბა. ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლი პო­პუ­ლა­რუ­ლი ამე­რი­კუ­ლი კონ­კურ­სის, American Idol-ის 12 სა­უ­კე­თე­სო მო­ნა­წი­ლეს შო­რი­საა. წინა ტურ­ში ნუ­ცას ხმე­ბი არ ეყო და ჟი­უ­რიმ გა­და­არ­ჩი­ნა, რის შე­დე­გა­დაც 24 კონ­კურ­სან­ტი­დან ის 12 სა­უ­კე­თე­სო­ში მოხ­ვდა. ამ­ჯე­რად ყვე­ლა­ფე­რი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის მხარ­და­ჭე­რა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ნუ­ცამ დღეს მი­მარ­თვაც გა­ავ­რცე­ლა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას აქ­ტი­უ­რო­ბის­კენ მო­უ­წო­და.

"უკვე ჟი­უ­რი ვერ გა­და­არ­ჩენს რჩე­ულს, ასე რომ, მთლი­ა­ნად თქვენ იმედ­ზე ვარ!" - და­წე­რა ნუცამ. (წა­ი­კი­თხეთ: "უკვე ჟი­უ­რი ვერ გა­და­არ­ჩენს რჩე­ულს, ასე რომ, მთლი­ა­ნად თქვენ იმედ­ზე ვარ" - ნუცა ბუ­ზა­ლა­ძე გულ­შე­მატ­კი­ვარს მი­მარ­თავს)

  • ხმის მი­ცე­მის ისნტრუქ­ცია - მაქ­სი­მუმ 10 ხმა - ონ­ლა­ინ მი­სა­მარ­თზე AmericanIdol.com/vote
  • მაქ­სი­მუმ 10 ხმა - სპე­ცი­ა­ლუ­რი აპ­ლი­კა­ცი­ით: American Idol app
  • მაქ­სი­მუმ 10 ხმა ტექ­სტუ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბით ნო­მერ­ზე 21523 (ერ­თმა ადა­მი­ან­მა ჯამ­ში 30 ხმა შე­იძ­ლე­ბა რომ გა­მო­აგ­ზავ­ნოს

უამ­რა­ვი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი ავ­რცე­ლებს ნუ­ცას მხარ­დამ­ჭერ ვი­დე­ო­ებს, რო­მე­ლიც "ბრა­ვო რე­კორ­დის" დამ­ფუძ­ნებ­ლის ზაზა შენ­გე­ლი­ას "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე ვრცელ­დე­ბა. მათ შო­რის არი­ან სპორ­ტი­სა და კულ­ტუ­რის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

"ჩვე­ნო საყ­ვა­რე­ლო ნუცა, ვართ შენს გვერ­დზე, გი­სურ­ვებთ წარ­მა­ტე­ბებს" - ამ­ბობს ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში პრი­მა ბა­ლე­რი­ნა, ნინო ანა­ნი­აშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფო სა­ბა­ლე­ტო დას­თან ერ­თად ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში წარ­მა­ტე­ბულ სა­გას­ტრო­ლო ტურ­ნეს ატა­რებს.

კა­ლათ­ბურ­თე­ლი სან­დრო მა­მუ­კე­ლაშ­ვი­ლი: "ყვე­ლას ძა­ლი­ან გვი­ხა­რია ნუ­ცას წარ­მა­ტე­ბა, უმაგ­რე­სი ადა­მი­ა­ნი და მომ­ღე­რა­ლია. მად­ლო­ბა, რომ კი­დევ ერთხელ გა­აჟ­ღე­რა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლი უმაღ­ლეს სცე­ნა­ზე და ყვე­ლას აჩ­ვე­ნა, რა მებ­რძო­ლი ერი ვართ, წარ­მა­ტე­ბე­ბი!"

UFC ორ­თაბ­რძო­ლე­ბის მრა­ვალ­გზის ჩემ­პი­ო­ნი მე­რაბ დვა­ლიშ­ვი­ლი ინ­სტაგ­რამ­ზე ნუცა ბუ­ზა­ლა­ძის მხარ­დამ­ჭერ პოსტს აქ­ვეყ­ნებს და მო­უ­წო­დებს ყვე­ლას American Idol-ში ხმა მის­ცენ ნუ­ცას

შოთა არ­ვე­ლა­ძე, ვე­ტე­რა­ნი ფეხ­ბურ­თე­ლი: "მინ­და დიდი სი­ა­მა­ყით გაც­ნო­ბოთ, რომ ნუცა ბუ­ზა­ლა­ძე, რო­გორც უცხო­ე­ლი, მოხ­ვდა 12 სა­უ­კე­თე­სოს შო­რის. მინ­და ყვე­ლას გთხო­ვოთ, რომ შე­მოგ­ვი­ერ­თდეთ და ვუ­გულ­შე­მატ­კივ­როთ ნუ­ცას, რომ მან კი­დევ ბევ­რი სას­წა­უ­ლი მო­ახ­დი­ნოს"

გი­ორ­გი შერ­მა­დი­ნი, ქარ­თვე­ლი კა­ლათ­ბურ­თე­ლი: "ძა­ლი­ან გთხოვთ ხმა მივ­ცეთ და გვერ­დში და­ვუდ­გეთ ნი­ჭი­ერ და მა­გარ მომ­ღე­რალს ნუცა ბუ­ზა­ლა­ძეს"

ზურა ხი­ზა­ნიშ­ვი­ლი, ვე­ტე­რა­ნი ფეხ­ბურ­თე­ლი: "ნუცა, დიდი წარ­მა­ტე­ბა მინ­და გი­სურ­ვო, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, გა­დახ­ვალ შემ­დეგ ეტაპ­ზე, ვა­მა­ყობ, რომ ვარ ქარ­თვე­ლი. შენ ბევ­რი რამ შე­ძე­ლი. ძა­ლი­ან მა­გა­რი გოგო ხარ. გგულ­შე­მატ­კივ­რობთ მთე­ლი ოჯა­ხი".

ზაალ კო­კა­ია, ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ე­რი, შვე­დე­თის ქა­ლაქ ლუნ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მკვლე­ვარ­თა ჯგუ­ფის წევ­რი: "და­უ­ჯე­რე­ბე­ლი ამ­ბა­ვია, პირ­ვე­ლად ხდე­ბა, რომ უცხო­ე­ლი მო­ნა­წი­ლე ფი­ნალ­შია. ნუ­ცას დიდი წარ­მა­ტე­ბა მინ­და ვუ­სურ­ვო და ამა­ში ჩვენც უნდა შე­ვუ­წყოთ ხელი, უნდა და­ვურ­ე­კოთ და ჩვე­ნი ზა­რე­ბით მხა­რი და­ვუ­ჭუ­როთ არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ ნუ­ცას".

მკითხველის კომენტარები / 42 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მზია
8

გახარებული ვარ , ნუცა ახალგაზრდა ქართველი გოგონა წარმატებულია და მე მას მთელი ოჯახით ვგულშემატკივრობ ისსაქარ თველის შვილია , ჩვენი სიამაყეა ჩვენგვიყვარხარ ნუცა და გამხნევებთ წარმატებები

nuuuts
12

ნუცა მოიგებს ❤️

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"დაუჯერებელი ამბავი ხდება... ნუცა, გგულშემატკივრობთ მთელი ოჯახით" - ცნობილი ქართველების ვიდეომიმართვები, ნუცა ბუზალაძის მხარდასაჭერად

"დაუჯერებელი ამბავი ხდება... ნუცა, გგულშემატკივრობთ მთელი ოჯახით" - ცნობილი ქართველების ვიდეომიმართვები, ნუცა ბუზალაძის მხარდასაჭერად

ნუცა ბუზალაძის ამერიკული წარმატება გრძელდება. ქართველი მომღერალი პოპულარული ამერიკული კონკურსის, American Idol-ის 12 საუკეთესო მონაწილეს შორისაა. წინა ტურში ნუცას ხმები არ ეყო და ჟიურიმ გადაარჩინა, რის შედეგადაც 24 კონკურსანტიდან ის 12 საუკეთესოში მოხვდა. ამჯერად ყველაფერი გულშემატკივრების მხარდაჭერაზეა დამოკიდებული. ნუცამ დღეს მიმართვაც გაავრცელა და საზოგადოებას აქტიურობისკენ მოუწოდა.

"უკვე ჟიური ვერ გადაარჩენს რჩეულს, ასე რომ, მთლიანად თქვენ იმედზე ვარ!" - დაწერა ნუცამ. (წაიკითხეთ: "უკვე ჟიური ვერ გადაარჩენს რჩეულს, ასე რომ, მთლიანად თქვენ იმედზე ვარ" - ნუცა ბუზალაძე გულშემატკივარს მიმართავს)

  • ხმის მიცემის ისნტრუქცია - მაქსიმუმ 10 ხმა - ონლაინ მისამართზე AmericanIdol.com/vote
  • მაქსიმუმ 10 ხმა - სპეციალური აპლიკაციით: American Idol app
  • მაქსიმუმ 10 ხმა ტექსტური შეტყობინებით ნომერზე 21523 (ერთმა ადამიანმა ჯამში 30 ხმა შეიძლება რომ გამოაგზავნოს

უამრავი ცნობილი ადამიანი ავრცელებს ნუცას მხარდამჭერ ვიდეოებს, რომელიც "ბრავო რეკორდის" დამფუძნებლის ზაზა შენგელიას "ფეისბუქის" გვერდზე ვრცელდება. მათ შორის არიან სპორტისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები.

"ჩვენო საყვარელო ნუცა, ვართ შენს გვერდზე, გისურვებთ წარმატებებს" - ამბობს ვიდეომიმართვაში პრიმა ბალერინა, ნინო ანანიაშვილი, რომელიც სახელმწიფო საბალეტო დასთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში წარმატებულ საგასტროლო ტურნეს ატარებს.

კალათბურთელი სანდრო მამუკელაშვილი: "ყველას ძალიან გვიხარია ნუცას წარმატება, უმაგრესი ადამიანი და მომღერალია. მადლობა, რომ კიდევ ერთხელ გააჟღერა საქართველოს სახელი უმაღლეს სცენაზე და ყველას აჩვენა, რა მებრძოლი ერი ვართ, წარმატებები!"

UFC ორთაბრძოლების მრავალგზის ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი ინსტაგრამზე ნუცა ბუზალაძის მხარდამჭერ პოსტს აქვეყნებს და მოუწოდებს ყველას American Idol-ში ხმა მისცენ ნუცას

შოთა არველაძე, ვეტერანი ფეხბურთელი: "მინდა დიდი სიამაყით გაცნობოთ, რომ ნუცა ბუზალაძე, როგორც უცხოელი, მოხვდა 12 საუკეთესოს შორის. მინდა ყველას გთხოვოთ, რომ შემოგვიერთდეთ და ვუგულშემატკივროთ ნუცას, რომ მან კიდევ ბევრი სასწაული მოახდინოს"

გიორგი შერმადინი, ქართველი კალათბურთელი: "ძალიან გთხოვთ ხმა მივცეთ და გვერდში დავუდგეთ ნიჭიერ და მაგარ მომღერალს ნუცა ბუზალაძეს"

ზურა ხიზანიშვილი, ვეტერანი ფეხბურთელი: "ნუცა, დიდი წარმატება მინდა გისურვო, დარწმუნებული ვარ, გადახვალ შემდეგ ეტაპზე, ვამაყობ, რომ ვარ ქართველი. შენ ბევრი რამ შეძელი. ძალიან მაგარი გოგო ხარ. გგულშემატკივრობთ მთელი ოჯახი".

ზაალ კოკაია, ქართველი მეცნიერი, შვედეთის ქალაქ ლუნდის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფის წევრი: "დაუჯერებელი ამბავია, პირველად ხდება, რომ უცხოელი მონაწილე ფინალშია. ნუცას დიდი წარმატება მინდა ვუსურვო და ამაში ჩვენც უნდა შევუწყოთ ხელი, უნდა დავურეკოთ და ჩვენი ზარებით მხარი დავუჭუროთ არაჩვეულებრივ ნუცას".