პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კრედიტი ავიღე და ამ სახლის რეაბილიტაცია დავიწყე... მოგვყავს მოსავალი, ნაწილს ოჯახისთვის მოვიხმართ" - ერთ დროს ცნობილი დიზაინერი მიწას შეეჭიდა: თათა ვარდანაშვილის საოჯახო მეურნეობა თელავში
"კრედიტი ავიღე და ამ სახლის რეაბილიტაცია დავიწყე... მოგვყავს მოსავალი, ნაწილს ოჯახისთვის მოვიხმართ" - ერთ დროს ცნობილი დიზაინერი მიწას შეეჭიდა: თათა ვარდანაშვილის საოჯახო მეურნეობა თელავში

ცნო­ბილ დი­ზა­ი­ნერს თათა ვარ­და­ნაშ­ვილს ბოლო რამ­დე­ნი­მე წე­ლია, რიგი მი­ზე­ზე­ბის გამო შე­მოქ­მე­დე­ბით ცხოვ­რე­ბა­ში ტაიმ-აუტი აქვს აღე­ბუ­ლი. ამის შე­სა­ხებ რამ­დე­ნი­მე თვის წინ, დიდი ხნის დუ­მი­ლის შემ­დეგ, ექ­სკლუ­ზი­უ­რი ინ­ტერ­ვიუ მოგ­ვცა. (წა­ი­კი­თხეთ: "ოჯა­ხის წევ­რებ­მა არ და­მინ­დეს, იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდი სა­ხე­ლი და გვა­რი შე­მეც­ვა­ლა" - რას საქ­მი­ა­ნობს ერთ დროს ცნო­ბი­ლი დი­ზა­ი­ნე­რი: თათა ვარ­და­ნაშ­ვი­ლი მძი­მე დღე­ებ­ზე, ოჯახ­სა და გეგ­მებ­ზე)

ამ­ჯე­რად მას­თან სა­მე­ურ­ნე გა­მოც­დი­ლე­ბა­სა და სო­ფელ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე ვი­სა­უბ­რებთ. თბი­ლის­ში და­ბა­დე­ბულ­სა და გაზ­რდილ თა­თას მე­ურ­ნე­ო­ბის კუ­თხით არც ისე მცი­რე გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს. ჰყავს თხე­ბი, უვ­ლის ვე­ნახს, აყე­ნებს ღვი­ნოს და უზო­მოდ უყ­ვარს მა­მა­პა­პი­სე­უ­ლი სო­ფე­ლი არ­თა­ნა. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი მისი პაპა-ბე­ბი­ის იქ და­წყე­ბუ­ლი საქ­მის გაგ­რძე­ლე­ბაა...

ამას­თან, აქვს კი­დევ სა­ინ­ტე­რე­სო გეგ­მე­ბი, რა­ზეც ვრცლად მას­თან ამ ინ­ტერ­ვი­უ­დან შე­ი­ტყობთ.

- არა მარ­ტო მე ვარ თბი­ლის­ში და­ბა­დე­ბუ­ლი და გაზ­რდი­ლი, დე­დის მხრი­დან მე­ცხრე და მა­მის მხრი­დან მეშ­ვი­დე თა­ო­ბის თბი­ლი­სე­ლი ვარ. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, სო­ფელ­თან მჭიდ­რო კავ­ში­რი ყო­ველ­თვის გვქონ­და. არც მა­მის მხა­რე და არც დე­დის, თა­ვის წარ­მო­მავ­ლო­ბას არ კარ­გავ­დნენ. მუდ­მი­ვად ინარ­ჩუ­ნებ­დნენ მა­მა­პა­პი­სე­ულ კარ-მი­და­მოს და სო­ფელ­თან კავ­შირს. ამი­ტომ ზა­ფხულ­ში ტრა­დი­ცი­უ­ლად ჯერ სა­გა­რე­ჯო­ში ჩავ­დი­ო­დით, სა­დაც დე­და­ჩე­მის დე­დას მა­მა­პა­პი­სე­უ­ლი კერა ჰქონ­და - უძ­ვე­ლე­სი რი­კუ­ლე­ბი­ა­ნი სახ­ლი. ბავ­შვო­ბა­ში იქ სა­ზა­ფხუ­ლო არ­და­დე­გე­ბის ნა­ხე­ვარს ვა­ტა­რებ­დი.

15 წლის რომ ვი­ყა­ვი, მა­მამ თე­ლა­ვის რა­ი­ონ­ში, თა­ვის სო­ფელ არ­თა­ნა­ში, სა­დაც პა­პას ძი­რძვე­ლი მიწა-წყა­ლია, ძვე­ლი სახ­ლი შე­ი­ძი­ნა. იქ სამ­კვიდ­რო მიწა გვაქვს. სახ­ლს რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია ჩა­უ­ტა­რა. მალე ბე­ბი­ას (მა­მის დედა) მე­ო­თხე სტა­დი­ის ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნე აღ­მო­აჩ­ნდა, არა­ნა­ირ იმედს არ გვაძ­ლევ­დნენ, რომ გა­დარ­ჩე­ბო­და. 80-იანი წლე­ბი იყო და ექიმ ბე­ბი­ას ასე­ვე ექი­მებ­მა დარ­ჩე­ნი­ლი დრო­ის გა­ტა­რე­ბა, კრის­ტა­ლუ­რად სუფ­თა ჰა­ერ­ზე ურ­ჩი­ეს. მათი თქმით, რად­გან სამი დღის სი­ცო­ცხლე ჰქონ­და დარ­ჩე­ნი­ლი, გა­და­წყვი­ტა, მა­მა­ჩემს სო­ფელ­ში, სუფ­თა ჰა­ერ­ზე გა­და­ეყ­ვა­ნა. იქ პა­პას ნა­თე­სა­ვე­ბი ჰყავ­და. არ­თა­ნა მა­შინ საკ­მა­ოდ გა­მარ­თუ­ლი სო­ფე­ლი იყო, წყა­ლი ჰქონ­და და ნორ­მა­ლუ­რი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბი. მოკ­ლედ, 17 წლის რომ გავ­ხდი, იქ იყო უკვე გა­მარ­თუ­ლი სახ­ლი და ბე­ბი­ას ჰქონ­და კარ­გი მე­ურ­ნე­ო­ბა. ის გა­დარ­ჩა და იცო­ცხლა იმ­დენ ხანს, რომ დე­მეტ­რე გა­მაზ­რდე­ვი­ნა.

ბე­ბი­ას­თან ერ­თად

- არა­და ერთი კვი­რის სი­ცო­ცხლის გა­რან­ტია მის­ცეს, ხომ?

- კი, მოს­კო­ვის ონ­კო­ლო­გი­ის წამ­ყვან ცენ­ტრმა... მან ამ დი­აგ­ნო­ზი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი 12 წელი იცო­ცხლა. მო­უ­ა­რა ლო­გი­ნად ჩა­ვარ­დნილ მე­უღ­ლეს და ინ­სულ­ტით გარ­და­იც­ვა­ლა. 12 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, გარ­და იმი­სა, რომ იქა­უ­რო­ბა ააყ­ვა­ვა, იქ გა­და­ი­ტა­ნა თა­ვი­სი სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რი კა­ბი­ნე­ტიც. ავ­ბე­დი­თი 90-იანი წლე­ბი, შიმ­ში­ლის, გა­უ­საძ­ლი­სი ში­შის პე­რი­ო­დი მან გა­დაგ­ვა­ტა­ნი­ნა. სახ­ლი არ­თა­ნა­ში იყო ჩვე­ნი და მა­მი­დის ოჯა­ხე­ბის ერ­თა­დერ­თი თავ­შე­სა­ფა­რი. იმ პე­რი­ოდ­ში ასე გა­დარ­ჩა და ჩვენც გა­დაგ­ვარ­ჩი­ნა...

ჰყავ­და ფრინ­ვე­ლე­ბი, პი­რუ­ტყვი, ვე­ნა­ხი, რო­მელ­საც პა­პას­თან ერ­თად უვ­ლი­და. გვქონ­და ჩვე­ნი სა­კუ­თა­რი ღვი­ნო. ბე­ბია ტა­ნი­ნის­გან წიგნ­ში ამო­კი­თხულ მშრალ ნა­ყენს აკე­თებ­და, რო­მელ­საც უზ­მო­ზე იღებ­და, რომ ორ­გა­ნიზ­მში სი­თხის ბა­ლან­სი შე­ევ­სო. კიბო ფაქ­ტობ­რი­ვად, ასე და­ა­მარ­ცხა. ჩემი ორი­ვე ბე­ბია მა­მის და დე­დის დე­დე­ბი ბა­ღე­ლე­ბი იყ­ვნენ, ერ­თად სწავ­ლობ­დნენ „სა­მე­დი­ცი­ნო­ზე“, მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს ერ­თდრო­უ­ლად მო­უ­ვი­დათ გაწ­ვე­ვა ფრონ­ტი­დან და მო­წი­ნა­ვე ხაზ­ზე იყ­ვნენ. ერ­თდრო­უ­ლად და­ო­ჯახ­დნენ.... დედა და მამა ერთ დღეს არი­ან და­ბა­დე­ბუ­ლე­ბი. რო­გო­რი სა­ო­ცა­რიც არ უნდა იყოს, ერთ ბე­ბი­ას მე­ო­რე ბე­ბია (მა­მის დე­დას დე­დის დედა) ხელ­ში ჩა­აკ­ვდა. იმა­საც სიმ­სივ­ნე ჰქონ­და. ქი­მი­ო­თე­რა­პია ჩა­უ­ტა­რეს და თა­ვის და­ა­ვა­დე­ბას­თან ისე გამ­კლა­ვე­ბა ვერ შეძ­ლო.

- ისე მა­მის დედა მა­ინც რო­გორ გა­უმკლავ­და ასეთ მძი­მე სენს?

- მან ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ ყვე­ლა მე­დი­კა­მენ­ტის მი­ღე­ბა­ზე, ქი­მი­ო­თე­რა­პი­ა­ზე და ნე­ბის­მი­ერ სხვა თე­რა­პი­ა­ზე უარი თქვა. რო­გორც ექიმ­მა, თა­ვი­სი გა­ნათ­ლე­ბის კომ­პე­ტენ­ცი­ა­ში უმ­კურ­ნა­ლა სა­კუ­თარ თავს, სუფ­თა ჰა­ე­რით და ხალ­ხუ­რი მე­დი­ცი­ნით. და­ა­ნე­ბა ფარ­მა­კო­ლო­გი­უ­რი წიგ­ნე­ბის კი­თხვას თავი და ხალ­ხურ მე­დი­ცი­ნას ჩა­უღ­რმავ­და.

ამ­დე­ნად, სახ­ლი არ­თა­ნა­ში ჩემ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. თუმ­ცა მა­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ცოტა მი­ჭირს იქ კა­რის შე­ღე­ბა... მაგ­რამ მა­მის ავად­მყო­ფო­ბის ამ­ბა­ვი რომ შე­ვი­ტყვე, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეკო­ნო­მი­უ­რად არა­ნა­ი­რი სა­შუ­ა­ლე­ბა არ მქონ­და, კრე­დი­ტი ავი­ღე და იმ სახ­ლის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია და­ვი­წყე. თავს იმას ვერ ვპა­ტი­ობ, რომ მა­მის იქ გა­დაყ­ვა­ნა ვერ მო­ვას­წა­რი. მან სხი­ვუ­რი თე­რა­პი­ის დროს დამ­წვრო­ბა მი­ი­ღო და სეფ­სი­სით გარ­და­იც­ვა­ლა. დედა ექი­მი მყავს და მარ­ტო მე არ ვწყვეტ­დი მა­მის მკურ­ნა­ლო­ბის სა­კითხს, მის­თვის ისე რომ მემ­კურ­ნა­ლა, რო­გორც ეს ბე­ბი­ამ შეძ­ლო. ამი­ტომ მო­რა­ლუ­რად გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი ვარ, რომ ვერ შევ­ძე­ლი სი­ცო­ცხლის ბოლო წლე­ბი მა­მას­თან ერ­თად არ­თა­ნას სახ­ლში გა­მე­ტა­რე­ბი­ნა.

- ბე­ბი­ამ თა­ვის ცხოვ­რე­ბით პა­ტა­რებს მა­გა­ლი­თი მოგ­ცათ...

- ბე­ბია თბი­ლის­ში ყაზ­ბე­გის გამ­ზირ­ზე 14 ნო­მერ­ში ძვე­ლი „მე­დი­კე­ბის სახ­ლში“ ცხოვ­რობ­და. ამას­თან ერ­თად, „მეტ­რომ­შე­ნის“ და­სახ­ლე­ბა­ში სა­ა­გა­რა­კედ კერ­ძო სახ­ლი ჰქონ­და, რო­მე­ლიც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ყი­დეს, მაგ­რამ იქაც სულ მუ­შა­ობ­და, მე­ურ­ნე­ო­ბას მის­დევ­და, ვე­უბ­ნე­ბო­დით, რა გინ­და, და­ის­ვე­ნე, იქ მი­წას­თან მუ­შა­ო­ბა არც დე­დას და არც მა­მას უნ­დო­და. სულ ამ­ბობ­და, მე ომი გა­მო­ვი­ა­რე და ვიცი, შიმ­ში­ლი რას ნიშ­ნავ­სო. სამ­სა­ხუ­რი­დან თა­ვი­სუ­ფალ დროს ბოს­ტანს ამუ­შა­ვებ­და, ჰყავ­და ქათ­მე­ბი. მე და ჩემი მა­მი­დაშ­ვი­ლი შრო­მას ბავ­შვო­ბი­დან იქ მიგ­ვაჩ­ვია. ბე­ბი­ას ვეხ­მა­რე­ბო­დით. მე­ბა­ღე­ო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით იქი­დან და­ი­წყო ჩემი პირ­ვე­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა.

გა­ზა­ფხულ­ზე აუ­ცი­ლებ­ლად ვთე­სავ­დით მწვა­ნილს, ყვა­ვი­ლებს, ვრგავ­დით ხე­ებს. გვქონ­და პა­ტა­რა თოხი. მი­წის სიყ­ვა­რუ­ლი, მას­თან მჭიდ­რო კავ­ში­რი და შრო­მა ნამ­დვი­ლად გვას­წავ­ლა.

- რა ხდე­ბა ახლა არ­თა­ნა­ში, თქვენს მა­მულ­ში?

- სახ­ლს რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია ჩა­ვუ­ტა­რე, შე­ვი­ძი­ნე ჯი­ში­ა­ნი თხე­ბი და გა­დავ­წყვი­ტე, სა­ო­ჯა­ხო მე­ურ­ნე­ო­ბა მო­მე­წყო. ვე­ნა­ხი გვაქვს და ბე­ბი­ის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ მას­თან კავ­ში­რი არ შეგ­ვი­წყვე­ტია. ვუვ­ლით, მოგ­ვყავს მო­სა­ვა­ლი, ნა­წილს ოჯა­ხის­თვის მო­ვიხ­მართ, ვწუ­რავ, სა­ერ­თოდ ღვი­ნოს ყო­ველ­თვის ვა­ყე­ნებ­დით. და­ნარ­ჩენ მო­სა­ვალს ქარ­ხა­ნა­ში ვა­ბა­რებ­დით. იმ თან­ხით კი სხვა­დას­ხვა ჯი­შის ყუ­რძენს ვა­მა­ტებ­დით. გვაქვს მა­რა­ნი, სა­დაც ძი­რძვე­ლი ქვევ­რე­ბია. მიწა 800 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რია.

- მოკ­ლედ, თხე­ბი­თაც და­ინ­ტე­რეს­დი?

- კი, მაგ­რამ ამ­ჟა­მად ისი­ნი არ­თა­ნა­ში აღარ არი­ან. ალ­პუ­რი თხე­ბი, ზა­ნუ­რი და რუ­სუ­ლი ჯი­შე­ბია, რომ­ლებ­საც ლაქ­ტა­ცი­ის მა­ღა­ლი ხა­რის­ხი აქვთ. მინ­დო­და და კი­დევ მაქვს სურ­ვი­ლი, რომ მქონ­დეს დიდი მე­ურ­ნე­ო­ბა. არ­სე­ბობს თხის ჯიში, წა­ლენ­ჯი­ხუ­რი, რო­მე­ლიც ოდით­გან­ვე გა­მორ­ჩე­უ­ლია რძით. მისი ფორ­მუ­ლა გა­მოკ­ვლე­უ­ლია და ყვე­ლა­ზე ახლო დგას დე­დის რძეს­თან. მოკ­ლედ მყავს ასე­თი თხა, სა­ხე­ლად მოლი, რო­მე­ლიც წა­ლენ­ჯი­ხი­დან ჩა­მო­ვიყ­ვა­ნე. ზა­ნურ თხას­თან მინ­და შე­ვაჯ­ვა­რო ისე, რომ არ დავ­კარ­გო რძის ხა­რის­ხი.

- და რა­ტომ აღარ არი­ან ახლა თხე­ბი არ­თა­ნა­ში?

- რამ­დე­ნი­მე თხას სო­ფელ­ში თვით­ნე­ბუ­რად ლიკ­ვი­და­ცია ჩა­უ­ტა­რეს, მო­ი­პა­რეს კი­დეც... რა­ღაც გა­ურ­კვევ­ლო­ბაა, არ­თა­ნას გამ­გე­ბელ­სა და ჩემ შო­რის... მოკ­ლედ, 70 ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი თხი­დან 10 თხა რომ დავ­კარ­გეთ, ძა­ლი­ან კომ­პე­ტენ­ტურ მე­ურ­ნე­ო­ბა­ში, მე­გობ­რის დიდ­სა და წარ­მა­ტე­ბულ ფერ­მა­ში გა­და­ვიყ­ვა­ნე. იქ თავს მშვე­ნივ­რად გრძნო­ბენ. მივ­დი­ვარ, ჩემი ხე­ლით ვცრი, ვა­მუ­შა­ვებ, ყვე­ლა­ფერს, რას სა­ჭი­როა, ვუ­კე­თებ, ვე­ფე­რე­ბი, მცნო­ბენ... თხის საწ­ვე­ლი აპა­რა­ტიც კი მაქვს.

- ამ კუ­თხით ასე­თი აქ­ტი­ვო­ბა რას ნიშ­ნავს შენ­თვის?

- წლე­ბის მან­ძილ­ზე ჩემი აქ­ტი­უ­რი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო არ მქონ­და, რომ სოფ­ლის ცხოვ­რე­ბა­ში რა დო­ზი­თაც ახლა ვსაქ­მი­ა­ნობ, ასე­თი ჩარ­თუ­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. მგო­ნია, რომ თუ ერთ მტკა­ველ მი­წას და­ვა­მუ­შა­ვებ და ზედ ხეს გა­ვა­ხა­რებ, ყვა­ვილს დავრგავ, მით ერთ პა­ტა­რა აგურს დავ­დებ ჩემი ქვეყ­ნის აღმშე­ნებ­ლო­ბა­ში.

ვი­სურ­ვებ­დი, ჩემს სი­ცო­ცხლე­ში მე­ნა­ხა სა­ქარ­თვე­ლო გამ­თლი­ა­ნე­ბუ­ლი, აყ­ვა­ვე­ბუ­ლი და მისი თი­თო­ე­უ­ლი მი­წის ნაკ­ვე­თი ზუს­ტად ისე და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი, რო­გორც ეს სხვა გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­შია. ამის მწვერ­ვა­ლი კი მინ­და, იყოს ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა პრო­დუქ­ტი, ასე­ვე სრუ­ლად და სწო­რად იყოს ის ენერ­გია, პო­ტენ­ცი­ა­ლი გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბობს. მათ შო­რის, მზის ენერ­გი­აც... რაც ზედ­მე­ტი და­ბინ­ძუ­რე­ბის­გან დაგ­ვი­ცავს. ჩემს სო­ფელს, არ­თა­ნას ნამ­დვი­ლად აქვს იმის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ ერთ-ერთი სუფ­თა სოფ­ლის მა­გა­ლი­თი იყოს სა­ქარ­თვე­ლო­ში.

- შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პა­უ­ზის დას­რუ­ლე­ბას არ აპი­რებ? არ და­უბ­რუნ­დე­ბი საყ­ვა­რელ საქ­მეს?

- რა­ღაც­ნა­ი­რად ვხდე­ბი, რომ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი არე­ა­ლის გა­რე­შე ვერ გავძლებ. ძა­ლი­ან დიდი სურ­ვი­ლი მქონ­და, სო­ფელ­ში, ჩვე­ნი ძი­რძვე­ლი კე­რის მო­მიჯ­ნა­ვე ტა­ძა­რი აღ­მედ­გი­ნა და მო­მე­ხა­ტა. მისი აღ­დგე­ნა მა­მის და პა­პე­ბის ან­დერ­ძიც იყო. ამ საქ­მით კი შთა­მო­მავ­ლო­ბის­თვის რა­ღაც და­მე­ტო­ვე­ბი­ნა, მაგ­რამ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბი მხვდე­ბა. სა­პატ­რი­არ­ქო­ში არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რეა მე­უ­ფე და­ვით ალა­ვერ­დე­ლი, რომ­ლის ეპარ­ქი­ა­შიც ჩვე­ნი სო­ფე­ლი შე­დის და დახ­მა­რე­ბის­თვის უნდა მივ­მარ­თო. ამას­თან, ჩემს ძველ პრო­ფე­სი­ას მინ­და და­ვუბ­რუნ­დე - თუნ­დაც სას­წავ­ლე­ბე­ლი აღ­ვად­გი­ნო, რომ და­მა­ტე­ბი­თი შე­მო­სა­ვა­ლი შევ­ქმნა, რად­გა­ნაც არ არის მარ­ტი­ვი ამ ყვე­ლაფ­რის უსახ­სროდ გა­კე­თე­ბა.

ასე­ვე ვი­სურ­ვებ­დი, პრო­ფე­სი­უ­ლი სას­წავ­ლე­ბე­ლი აღ­მედ­გი­ნა, რომ­ლის ნა­წი­ლიც ჩემ­სა­ვე სო­ფელ­ში იქ­ნე­ბო­და და ბავ­შვებს ზო­გად გა­ნათ­ლე­ბას­თან ერ­თად და­ვეხ­მა­რე­ბო­დი, შე­ე­ძი­ნათ პრო­ფე­სი­უ­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბი, რა­საც თი­თო­ე­უ­ლი გოგო წარ­მა­ტე­ბით გა­მო­ი­ყე­ნებ­და ოჯახ­ში. ოჯა­ხის წევ­რებს შე­უ­კე­რავ­და რო­გორც ტან­საც­მელს, ისე ფეხ­საც­მელს...

- გი­სურ­ვებ, რომ ჩა­ნა­ფიქ­რე­ბი აგიხ­დეს...

- სკო­ლა­ში რომ ვსწავ­ლობ­დი, ყვე­ლა იმ ად­გი­ლას, სა­დაც ნან­გრე­ვებს გა­და­ვეყ­რე­ბო­დი, იმ შე­ნო­ბას, ხიდს, ტა­ძარს ვხა­ტავ­დი ისე, აღ­დგე­ნი­ლი რო­გორც წარ­მო­მედ­გი­ნა. იმე­დი მაქვს, ღმერ­თი დე­და­მი­წი­დან ისე არ გა­მიყ­ვანს, რომ ეს სურ­ვი­ლი არ ამის­რულ­დეს. არ­თა­ნა­ში ჩემს ეზო­ში ჩემი და მა­მის მიერ სო­ხუ­მი­დან ჩა­მო­ტა­ნი­ლი პალ­მა ხა­რობს. სკო­ლა რომ და­ვამ­თავ­რე, მა­მამ სა­მოგ­ზა­უ­როდ გე­მით „შოთა რუს­თა­ვე­ლი“ ევ­რო­პის გარ­შე­მო წა­მიყ­ვა­ნა. ბა­თუ­მის პორ­ტი­დან გა­ვე­დით. ბა­თუმ­ში რომ დავ­ბრუნ­დით, მა­მამ თა­ვის სამ­სა­ხუ­რებ­რივ საქ­მე­ზე სო­ხუმ­ში მეც წა­მიყ­ვა­ნა. ინ­ჟი­ნე­რი იყო და იქაც ჰქონ­დათ სა­წარ­მო. სო­ხუმ­ში, იმ წარ­მო­ე­ბის უფ­როს­მა ას­წლო­ვა­ნი პალ­მის ხე დაგ­ვახ­ვედ­რა, რო­მე­ლიც ჩა­მო­ვი­ტა­ნეთ და არ­თა­ნა­ში, ეზო­ში დავრგეთ, უკვე სახლზე მა­ღა­ლია...ასე რომ, გამ­თლი­ა­ნე­ბუ­ლი, ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლო მინ­და, მალე ვნა­ხო.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სვეტლანა მელაძე
0

თათა ვარდანაშვილი ძლიერი გენის და სულის ქალია.დარწმუნებული ვარ ის თავის ორიგინალურ და შემოქმედებით სიტყვას იტყვის.

ოთარი
0

დაუღალავი ენერგიის მქონეს,გისურვებ წარმატებებს,უფალი გფარავდეს

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"კრედიტი ავიღე და ამ სახლის რეაბილიტაცია დავიწყე... მოგვყავს მოსავალი, ნაწილს ოჯახისთვის მოვიხმართ" - ერთ დროს ცნობილი დიზაინერი მიწას შეეჭიდა: თათა ვარდანაშვილის საოჯახო მეურნეობა თელავში

"კრედიტი ავიღე და ამ სახლის რეაბილიტაცია დავიწყე... მოგვყავს მოსავალი, ნაწილს ოჯახისთვის მოვიხმართ" - ერთ დროს ცნობილი დიზაინერი მიწას შეეჭიდა: თათა ვარდანაშვილის საოჯახო მეურნეობა თელავში

ცნობილ დიზაინერს თათა ვარდანაშვილს ბოლო რამდენიმე წელია, რიგი მიზეზების გამო შემოქმედებით ცხოვრებაში ტაიმ-აუტი აქვს აღებული. ამის შესახებ რამდენიმე თვის წინ, დიდი ხნის დუმილის შემდეგ, ექსკლუზიური ინტერვიუ მოგვცა. (წაიკითხეთ: "ოჯახის წევრებმა არ დამინდეს, იძულებული გავხდი სახელი და გვარი შემეცვალა" - რას საქმიანობს ერთ დროს ცნობილი დიზაინერი: თათა ვარდანაშვილი მძიმე დღეებზე, ოჯახსა და გეგმებზე)

ამჯერად მასთან სამეურნე გამოცდილებასა და სოფელთან ურთიერთობაზე ვისაუბრებთ. თბილისში დაბადებულსა და გაზრდილ თათას მეურნეობის კუთხით არც ისე მცირე გამოცდილება აქვს. ჰყავს თხები, უვლის ვენახს, აყენებს ღვინოს და უზომოდ უყვარს მამაპაპისეული სოფელი ართანა. ეს ყველაფერი კი მისი პაპა-ბებიის იქ დაწყებული საქმის გაგრძელებაა...

ამასთან, აქვს კიდევ საინტერესო გეგმები, რაზეც ვრცლად მასთან ამ ინტერვიუდან შეიტყობთ.

- არა მარტო მე ვარ თბილისში დაბადებული და გაზრდილი, დედის მხრიდან მეცხრე და მამის მხრიდან მეშვიდე თაობის თბილისელი ვარ. მიუხედავად ამისა, სოფელთან მჭიდრო კავშირი ყოველთვის გვქონდა. არც მამის მხარე და არც დედის, თავის წარმომავლობას არ კარგავდნენ. მუდმივად ინარჩუნებდნენ მამაპაპისეულ კარ-მიდამოს და სოფელთან კავშირს. ამიტომ ზაფხულში ტრადიციულად ჯერ საგარეჯოში ჩავდიოდით, სადაც დედაჩემის დედას მამაპაპისეული კერა ჰქონდა - უძველესი რიკულებიანი სახლი. ბავშვობაში იქ საზაფხულო არდადეგების ნახევარს ვატარებდი.

15 წლის რომ ვიყავი, მამამ თელავის რაიონში, თავის სოფელ ართანაში, სადაც პაპას ძირძველი მიწა-წყალია, ძველი სახლი შეიძინა. იქ სამკვიდრო მიწა გვაქვს. სახლს რეაბილიტაცია ჩაუტარა. მალე ბებიას (მამის დედა) მეოთხე სტადიის ავთვისებიანი სიმსივნე აღმოაჩნდა, არანაირ იმედს არ გვაძლევდნენ, რომ გადარჩებოდა. 80-იანი წლები იყო და ექიმ ბებიას ასევე ექიმებმა დარჩენილი დროის გატარება, კრისტალურად სუფთა ჰაერზე ურჩიეს. მათი თქმით, რადგან სამი დღის სიცოცხლე ჰქონდა დარჩენილი, გადაწყვიტა, მამაჩემს სოფელში, სუფთა ჰაერზე გადაეყვანა. იქ პაპას ნათესავები ჰყავდა. ართანა მაშინ საკმაოდ გამართული სოფელი იყო, წყალი ჰქონდა და ნორმალური საცხოვრებელი პირობები. მოკლედ, 17 წლის რომ გავხდი, იქ იყო უკვე გამართული სახლი და ბებიას ჰქონდა კარგი მეურნეობა. ის გადარჩა და იცოცხლა იმდენ ხანს, რომ დემეტრე გამაზრდევინა.

ბებიასთან ერთად

- არადა ერთი კვირის სიცოცხლის გარანტია მისცეს, ხომ?

- კი, მოსკოვის ონკოლოგიის წამყვან ცენტრმა... მან ამ დიაგნოზიდან მოყოლებული 12 წელი იცოცხლა. მოუარა ლოგინად ჩავარდნილ მეუღლეს და ინსულტით გარდაიცვალა. 12 წლის განმავლობაში, გარდა იმისა, რომ იქაურობა ააყვავა, იქ გადაიტანა თავისი სტომატოლოგიური კაბინეტიც. ავბედითი 90-იანი წლები, შიმშილის, გაუსაძლისი შიშის პერიოდი მან გადაგვატანინა. სახლი ართანაში იყო ჩვენი და მამიდის ოჯახების ერთადერთი თავშესაფარი. იმ პერიოდში ასე გადარჩა და ჩვენც გადაგვარჩინა...

ჰყავდა ფრინველები, პირუტყვი, ვენახი, რომელსაც პაპასთან ერთად უვლიდა. გვქონდა ჩვენი საკუთარი ღვინო. ბებია ტანინისგან წიგნში ამოკითხულ მშრალ ნაყენს აკეთებდა, რომელსაც უზმოზე იღებდა, რომ ორგანიზმში სითხის ბალანსი შეევსო. კიბო ფაქტობრივად, ასე დაამარცხა. ჩემი ორივე ბებია მამის და დედის დედები ბაღელები იყვნენ, ერთად სწავლობდნენ „სამედიცინოზე“, მეორე მსოფლიო ომის დროს ერთდროულად მოუვიდათ გაწვევა ფრონტიდან და მოწინავე ხაზზე იყვნენ. ერთდროულად დაოჯახდნენ.... დედა და მამა ერთ დღეს არიან დაბადებულები. როგორი საოცარიც არ უნდა იყოს, ერთ ბებიას მეორე ბებია (მამის დედას დედის დედა) ხელში ჩააკვდა. იმასაც სიმსივნე ჰქონდა. ქიმიოთერაპია ჩაუტარეს და თავის დაავადებასთან ისე გამკლავება ვერ შეძლო.

- ისე მამის დედა მაინც როგორ გაუმკლავდა ასეთ მძიმე სენს?

- მან ოპერაციის შემდეგ ყველა მედიკამენტის მიღებაზე, ქიმიოთერაპიაზე და ნებისმიერ სხვა თერაპიაზე უარი თქვა. როგორც ექიმმა, თავისი განათლების კომპეტენციაში უმკურნალა საკუთარ თავს, სუფთა ჰაერით და ხალხური მედიცინით. დაანება ფარმაკოლოგიური წიგნების კითხვას თავი და ხალხურ მედიცინას ჩაუღრმავდა.

ამდენად, სახლი ართანაში ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა მამის გარდაცვალების შემდეგ ცოტა მიჭირს იქ კარის შეღება... მაგრამ მამის ავადმყოფობის ამბავი რომ შევიტყვე, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიურად არანაირი საშუალება არ მქონდა, კრედიტი ავიღე და იმ სახლის რეაბილიტაცია დავიწყე. თავს იმას ვერ ვპატიობ, რომ მამის იქ გადაყვანა ვერ მოვასწარი. მან სხივური თერაპიის დროს დამწვრობა მიიღო და სეფსისით გარდაიცვალა. დედა ექიმი მყავს და მარტო მე არ ვწყვეტდი მამის მკურნალობის საკითხს, მისთვის ისე რომ მემკურნალა, როგორც ეს ბებიამ შეძლო. ამიტომ მორალურად განადგურებული ვარ, რომ ვერ შევძელი სიცოცხლის ბოლო წლები მამასთან ერთად ართანას სახლში გამეტარებინა.

- ბებიამ თავის ცხოვრებით პატარებს მაგალითი მოგცათ...

- ბებია თბილისში ყაზბეგის გამზირზე 14 ნომერში ძველი „მედიკების სახლში“ ცხოვრობდა. ამასთან ერთად, „მეტრომშენის“ დასახლებაში სააგარაკედ კერძო სახლი ჰქონდა, რომელიც მოგვიანებით გაყიდეს, მაგრამ იქაც სულ მუშაობდა, მეურნეობას მისდევდა, ვეუბნებოდით, რა გინდა, დაისვენე, იქ მიწასთან მუშაობა არც დედას და არც მამას უნდოდა. სულ ამბობდა, მე ომი გამოვიარე და ვიცი, შიმშილი რას ნიშნავსო. სამსახურიდან თავისუფალ დროს ბოსტანს ამუშავებდა, ჰყავდა ქათმები. მე და ჩემი მამიდაშვილი შრომას ბავშვობიდან იქ მიგვაჩვია. ბებიას ვეხმარებოდით. მებაღეობის მიმართულებით იქიდან დაიწყო ჩემი პირველი გამოცდილება.

გაზაფხულზე აუცილებლად ვთესავდით მწვანილს, ყვავილებს, ვრგავდით ხეებს. გვქონდა პატარა თოხი. მიწის სიყვარული, მასთან მჭიდრო კავშირი და შრომა ნამდვილად გვასწავლა.

- რა ხდება ახლა ართანაში, თქვენს მამულში?

- სახლს რეაბილიტაცია ჩავუტარე, შევიძინე ჯიშიანი თხები და გადავწყვიტე, საოჯახო მეურნეობა მომეწყო. ვენახი გვაქვს და ბებიის გარდაცვალების შემდეგ მასთან კავშირი არ შეგვიწყვეტია. ვუვლით, მოგვყავს მოსავალი, ნაწილს ოჯახისთვის მოვიხმართ, ვწურავ, საერთოდ ღვინოს ყოველთვის ვაყენებდით. დანარჩენ მოსავალს ქარხანაში ვაბარებდით. იმ თანხით კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენს ვამატებდით. გვაქვს მარანი, სადაც ძირძველი ქვევრებია. მიწა 800 კვადრატული მეტრია.

- მოკლედ, თხებითაც დაინტერესდი?

- კი, მაგრამ ამჟამად ისინი ართანაში აღარ არიან. ალპური თხები, ზანური და რუსული ჯიშებია, რომლებსაც ლაქტაციის მაღალი ხარისხი აქვთ. მინდოდა და კიდევ მაქვს სურვილი, რომ მქონდეს დიდი მეურნეობა. არსებობს თხის ჯიში, წალენჯიხური, რომელიც ოდითგანვე გამორჩეულია რძით. მისი ფორმულა გამოკვლეულია და ყველაზე ახლო დგას დედის რძესთან. მოკლედ მყავს ასეთი თხა, სახელად მოლი, რომელიც წალენჯიხიდან ჩამოვიყვანე. ზანურ თხასთან მინდა შევაჯვარო ისე, რომ არ დავკარგო რძის ხარისხი.

- და რატომ აღარ არიან ახლა თხები ართანაში?

- რამდენიმე თხას სოფელში თვითნებურად ლიკვიდაცია ჩაუტარეს, მოიპარეს კიდეც... რაღაც გაურკვევლობაა, ართანას გამგებელსა და ჩემ შორის... მოკლედ, 70 ძვირად ღირებული თხიდან 10 თხა რომ დავკარგეთ, ძალიან კომპეტენტურ მეურნეობაში, მეგობრის დიდსა და წარმატებულ ფერმაში გადავიყვანე. იქ თავს მშვენივრად გრძნობენ. მივდივარ, ჩემი ხელით ვცრი, ვამუშავებ, ყველაფერს, რას საჭიროა, ვუკეთებ, ვეფერები, მცნობენ... თხის საწველი აპარატიც კი მაქვს.

- ამ კუთხით ასეთი აქტივობა რას ნიშნავს შენთვის?

- წლების მანძილზე ჩემი აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გამომდინარე, თავისუფალი დრო არ მქონდა, რომ სოფლის ცხოვრებაში რა დოზითაც ახლა ვსაქმიანობ, ასეთი ჩართული ვყოფილიყავი. მგონია, რომ თუ ერთ მტკაველ მიწას დავამუშავებ და ზედ ხეს გავახარებ, ყვავილს დავრგავ, მით ერთ პატარა აგურს დავდებ ჩემი ქვეყნის აღმშენებლობაში.

ვისურვებდი, ჩემს სიცოცხლეში მენახა საქართველო გამთლიანებული, აყვავებული და მისი თითოეული მიწის ნაკვეთი ზუსტად ისე დამუშავებული, როგორც ეს სხვა განვითარებულ ქვეყნებშია. ამის მწვერვალი კი მინდა, იყოს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, ასევე სრულად და სწორად იყოს ის ენერგია, პოტენციალი გამოყენებული, რაც საქართველოში არსებობს. მათ შორის, მზის ენერგიაც... რაც ზედმეტი დაბინძურებისგან დაგვიცავს. ჩემს სოფელს, ართანას ნამდვილად აქვს იმის საშუალება, რომ ერთ-ერთი სუფთა სოფლის მაგალითი იყოს საქართველოში.

- შემოქმედებითი პაუზის დასრულებას არ აპირებ? არ დაუბრუნდები საყვარელ საქმეს?

- რაღაცნაირად ვხდები, რომ შემოქმედებითი არეალის გარეშე ვერ გავძლებ. ძალიან დიდი სურვილი მქონდა, სოფელში, ჩვენი ძირძველი კერის მომიჯნავე ტაძარი აღმედგინა და მომეხატა. მისი აღდგენა მამის და პაპების ანდერძიც იყო. ამ საქმით კი შთამომავლობისთვის რაღაც დამეტოვებინა, მაგრამ ამ მიმართულებით წინააღმდეგობები მხვდება. საპატრიარქოში არქიტექტურული საბჭოს თავმჯდომარეა მეუფე დავით ალავერდელი, რომლის ეპარქიაშიც ჩვენი სოფელი შედის და დახმარებისთვის უნდა მივმართო. ამასთან, ჩემს ძველ პროფესიას მინდა დავუბრუნდე - თუნდაც სასწავლებელი აღვადგინო, რომ დამატებითი შემოსავალი შევქმნა, რადგანაც არ არის მარტივი ამ ყველაფრის უსახსროდ გაკეთება.

ასევე ვისურვებდი, პროფესიული სასწავლებელი აღმედგინა, რომლის ნაწილიც ჩემსავე სოფელში იქნებოდა და ბავშვებს ზოგად განათლებასთან ერთად დავეხმარებოდი, შეეძინათ პროფესიული უნარ-ჩვევები, რასაც თითოეული გოგო წარმატებით გამოიყენებდა ოჯახში. ოჯახის წევრებს შეუკერავდა როგორც ტანსაცმელს, ისე ფეხსაცმელს...

- გისურვებ, რომ ჩანაფიქრები აგიხდეს...

- სკოლაში რომ ვსწავლობდი, ყველა იმ ადგილას, სადაც ნანგრევებს გადავეყრებოდი, იმ შენობას, ხიდს, ტაძარს ვხატავდი ისე, აღდგენილი როგორც წარმომედგინა. იმედი მაქვს, ღმერთი დედამიწიდან ისე არ გამიყვანს, რომ ეს სურვილი არ ამისრულდეს. ართანაში ჩემს ეზოში ჩემი და მამის მიერ სოხუმიდან ჩამოტანილი პალმა ხარობს. სკოლა რომ დავამთავრე, მამამ სამოგზაუროდ გემით „შოთა რუსთაველი“ ევროპის გარშემო წამიყვანა. ბათუმის პორტიდან გავედით. ბათუმში რომ დავბრუნდით, მამამ თავის სამსახურებრივ საქმეზე სოხუმში მეც წამიყვანა. ინჟინერი იყო და იქაც ჰქონდათ საწარმო. სოხუმში, იმ წარმოების უფროსმა ასწლოვანი პალმის ხე დაგვახვედრა, რომელიც ჩამოვიტანეთ და ართანაში, ეზოში დავრგეთ, უკვე სახლზე მაღალია...ასე რომ, გამთლიანებული, ძლიერი საქართველო მინდა, მალე ვნახო.

იხილეთ ასევე: