მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2 დღეში 4 ამოუცნობი დრონი მოსკოვის სიახლოვეს - რას ნიშნავს ეს და რა შეიძლება მოხდეს 9 მაისს წითელ მოედანზე, სადაც პუტინი მორიგ პომპეზურ აღლუმს გეგმავს?
2 დღეში 4 ამოუცნობი დრონი მოსკოვის სიახლოვეს - რას ნიშნავს ეს და რა შეიძლება მოხდეს 9 მაისს წითელ მოედანზე, სადაც პუტინი მორიგ პომპეზურ აღლუმს გეგმავს?

23 აპ­რილს, მოს­კო­ვის აღ­მო­სავ­ლე­თით, ნო­გინ­სკთან ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტის ჩა­მოგ­დე­ბი­დან მა­ლე­ვე, რუ­სე­თის დე­და­ქა­ლა­ქის სი­ახ­ლო­ვეს კი­დევ სამი კვად­რო­კოპ­ტე­რი ნა­ხეს, რის თა­ო­ბა­ზეც სა­მარ­თალ­დამ­ცავ­მა უწყე­ბებ­მა სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო TASS-ს გა­ნუ­ცხა­დეს.

პირ­ვე­ლი დრო­ნი 23 აპ­რილს, ად­გი­ლობ­რივ­მა მცხოვ­რებ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნა. სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში დრო­ნის ფო­ტოც გა­მოჩ­ნდა, ასე­ვე გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ის ნო­გინ­სკის მახ­ლობ­ლად, ტყე­ში ჩა­ვარ­და. "ტე­ლეგ­რა­მარხ" "ბა­ზას" ცნო­ბით, ეს იყო უკ­რა­ი­ნუ­ლი დრო­ნი UJ-22 Airborn, რო­მე­ლიც დატ­ვირ­თუ­ლი იყო 17 კგ ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბით.

მალე სა­ა­გენ­ტომ კი­დევ ერთი უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტის - კვად­რო­კოპ­ტე­რის აღ­მო­ჩე­ნის შე­სა­ხებ გა­ნა­ცხა­და.

კი­დევ ერთი დრო­ნი პავ­ლოვ­სკის რა­ი­ონ­ში, ასე­ვე მოს­კო­ვის აღ­მო­სავ­ლე­თით ნა­ხეს. "ამ­ჟა­მად ყვე­ლა კვად­რო­კოპ­ტე­რი გა­იგ­ზავ­ნა ექ­სპერ­ტი­ზა­ზე, რათა დად­გინ­დეს, ვის ეკუთ­ვნო­და და რა მიზ­ნით გა­უშ­ვეს“, - გა­ნუ­ცხა­და TASS-ს სა­მარ­თალ­დამ­ცავ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა.

BBC რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის ამ უსი­ა­მოვ­ნო ფაქ­ტე­ბი­სა და ვერ­სი­ე­ბის შე­სა­ხებ წერს.

მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ჩა­მო­ვარ­დნი­ლი კი­დევ ერთი დრო­ნი, სა­ვა­რა­უ­დოდ, და­კავ­ში­რე­ბუ­ლია რუ­სე­თის სა­მარ­თალ­დამ­ცავ უწყე­ბებ­თან, თუმ­ცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე არა­ნა­ი­რად კო­მენ­ტარს არ აკე­თებს.

ერთ-ერთი ვერ­სი­ით, UJ-22 Airborn დრონს, რო­მე­ლიც 17 კგ ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბით იყო დატ­ვირ­თუ­ლი, საწ­ვა­ვი ამო­ე­წუ­რა და ამი­ტომ ჩა­მო­ვარ­და. სხვა დრო­ნე­ბის ჩა­მო­ვარ­დნის მი­ზე­ზებ­ზე ჯერ არა­ფე­რი იწე­რე­ბა.

სა­ინ­ტე­რე­სოა, ისიც, რომ ჩა­მო­ვარ­დნილ დრო­ნებს ძი­რი­თა­დად შემ­თხვე­ვი­თი ადა­მი­ა­ნე­ბი პო­უ­ლო­ბენ - დამ­სვე­ნებ­ლე­ბი ან ად­გი­ლობ­რი­ვი მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი. "ლო­გი­კუ­რია ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ თუ დრო­ნი სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის ძა­ლებ­მა ჩა­მო­აგ­დეს, ის სწრა­ფად აღ­მოჩ­ნდე­ბო­და სამ­ხედ­რო­ე­ბის ხელ­ში და არა რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის", - წერს BBC.

უკ­რა­ი­ნუ­ლი მხა­რე, რო­გორც ყო­ველ­თვის, რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მომ­ხდარ ინ­ცი­დენ­ტებ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას არ იღებს.

იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ მოს­კო­ვის რე­გი­ონ­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბი მარ­თლაც უკ­რა­ი­ნუ­ლია და ეს და­დას­ტურ­დე­ბა, რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მო­უ­წევს უსი­ა­მოვ­ნო ფაქ­ტე­ბის აღი­ა­რე­ბა. პირ­ველ რიგ­ში იმის, რომ უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ი­დან გაშ­ვე­ბულ საბ­რძო­ლო დრონს თურ­მე შე­უძ­ლია თავ­დაც­ვის ყვე­ლა სის­ტე­მის გა­და­ლახ­ვა და მოს­კო­ვამ­დე მიღ­წე­ვა.

თუ გა­ირ­კვე­ვა, რომ დრო­ნე­ბი გაშ­ვე­ბუ­ლია არა უკ­რა­ი­ნი­დან, არა­მედ სა­დღაც ახლო ტე­რი­ტო­რი­ი­დან (იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ისი­ნი მოკ­ლე რა­დი­უს­ზე ფრე­ნის აპა­რა­ტე­ბია), მა­შინ გა­მო­დის, რომ კრემ­ლი­დან ხე­ლის გაწ­ვდე­ნა­ზე შე­იძ­ლე­ბა მოქ­მე­დებ­დეს უკ­რა­ი­ნუ­ლი ია­ტაკ­ქვე­შა დი­ვერ­სი­ულ - სა­დაზ­ვერ­ვო ჯგუ­ფი და არა­ვინ იცის, რა შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს 9 მა­ისს წი­თელ მო­ე­დან­ზე, სა­დაც პუ­ტი­ნი მო­რი­გი პომ­პე­ზუ­რი აღ­ლუ­მის გა­სა­მარ­თად ემ­ზა­დე­ბა...

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Ვახ
18

Დაანებეთ ამ სისულელეების წერას თავი. Ვითომ რაღაც პოსტი დადო, იმან დაწერა ამან გამოაქვეყნა, ისინი ამბობენ და ა. Შ. Მორჩა ჟურნალისტი-ბლოგერობა საფულეში გაქვს. Რუსეთის ადვოკატი არ არვარ. Მაგრამ სიმართლეს ვერ გაექცევი, რომელი ომი აქვს რუსეთს წაგებული დაასახელეთ და რომელი აქვს მოგებული ააშ-ს და ევროპის ქვეყნებს თუნდაც რუსეთთან იმპერიების არსებობის დროს. Ასერომ საკუთარი აზრი იქონიეთ და არა პირიქით. Არ დაბლოკოთ გთხოვთ. 

ხაბე
7

რა ვიცი BBS რუსების არისო კეზერაზე მაგათ შეუკვეთესო და დრონებზე ვინ შეუკვეთე კეზერამ ?

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

2 დღეში 4 ამოუცნობი დრონი მოსკოვის სიახლოვეს - რას ნიშნავს ეს და რა შეიძლება მოხდეს 9 მაისს წითელ მოედანზე, სადაც პუტინი მორიგ პომპეზურ აღლუმს გეგმავს?

2 დღეში 4 ამოუცნობი დრონი მოსკოვის სიახლოვეს - რას ნიშნავს ეს და რა შეიძლება მოხდეს 9 მაისს წითელ მოედანზე, სადაც პუტინი მორიგ პომპეზურ აღლუმს გეგმავს?

23 აპრილს, მოსკოვის აღმოსავლეთით, ნოგინსკთან ასაფეთქებელი მოწყობილობით აღჭურვილი უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდებიდან მალევე, რუსეთის დედაქალაქის სიახლოვეს კიდევ სამი კვადროკოპტერი ნახეს, რის თაობაზეც სამართალდამცავმა უწყებებმა საინფორმაციო სააგენტო TASS-ს განუცხადეს.

პირველი დრონი 23 აპრილს, ადგილობრივმა მცხოვრებმა აღმოაჩინა. სოციალურ ქსელებში დრონის ფოტოც გამოჩნდა, ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის ნოგინსკის მახლობლად, ტყეში ჩავარდა. "ტელეგრამარხ" "ბაზას" ცნობით, ეს იყო უკრაინული დრონი UJ-22 Airborn, რომელიც დატვირთული იყო 17 კგ ასაფეთქებელი ნივთიერებით.

მალე სააგენტომ კიდევ ერთი უპილოტო საფრენი აპარატის - კვადროკოპტერის აღმოჩენის შესახებ განაცხადა.

კიდევ ერთი დრონი პავლოვსკის რაიონში, ასევე მოსკოვის აღმოსავლეთით ნახეს. "ამჟამად ყველა კვადროკოპტერი გაიგზავნა ექსპერტიზაზე, რათა დადგინდეს, ვის ეკუთვნოდა და რა მიზნით გაუშვეს“, - განუცხადა TASS-ს სამართალდამცავმა წარმომადგენელმა.

BBC რუსეთის ხელისუფლებისთვის ამ უსიამოვნო ფაქტებისა და ვერსიების შესახებ წერს.

მათი ინფორმაციით, რუსეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი კიდევ ერთი დრონი, სავარაუდოდ, დაკავშირებულია რუსეთის სამართალდამცავ უწყებებთან, თუმცა ხელისუფლება ამ ინფორმაციაზე არანაირად კომენტარს არ აკეთებს.

ერთ-ერთი ვერსიით, UJ-22 Airborn დრონს, რომელიც 17 კგ ასაფეთქებელი ნივთიერებით იყო დატვირთული, საწვავი ამოეწურა და ამიტომ ჩამოვარდა. სხვა დრონების ჩამოვარდნის მიზეზებზე ჯერ არაფერი იწერება.

საინტერესოა, ისიც, რომ ჩამოვარდნილ დრონებს ძირითადად შემთხვევითი ადამიანები პოულობენ - დამსვენებლები ან ადგილობრივი მაცხოვრებლები. "ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ თუ დრონი საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, ის სწრაფად აღმოჩნდებოდა სამხედროების ხელში და არა რიგითი მოქალაქეების", - წერს BBC.

უკრაინული მხარე, როგორც ყოველთვის, რუსეთის ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტებზე პასუხისმგებლობას არ იღებს.

იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვის რეგიონში აღმოჩენილი უპილოტო საფრენი აპარატები მართლაც უკრაინულია და ეს დადასტურდება, რუსეთის ხელისუფლებას მოუწევს უსიამოვნო ფაქტების აღიარება. პირველ რიგში იმის, რომ უკრაინის ტერიტორიიდან გაშვებულ საბრძოლო დრონს თურმე შეუძლია თავდაცვის ყველა სისტემის გადალახვა და მოსკოვამდე მიღწევა.

თუ გაირკვევა, რომ დრონები გაშვებულია არა უკრაინიდან, არამედ სადღაც ახლო ტერიტორიიდან (იმ შემთხვევაში, თუ ისინი მოკლე რადიუსზე ფრენის აპარატებია), მაშინ გამოდის, რომ კრემლიდან ხელის გაწვდენაზე შეიძლება მოქმედებდეს უკრაინული იატაკქვეშა დივერსიულ - სადაზვერვო ჯგუფი და არავინ იცის, რა შეიძლება მოხდეს 9 მაისს წითელ მოედანზე, სადაც პუტინი მორიგი პომპეზური აღლუმის გასამართად ემზადება...