მოზაიკა
მსოფლიო

21

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 20:19-დან არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
პოლიტიკა
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"IRI-ის კვლევით ხელისუფლებას კარგი ალიყური მოხვდა" - ალეკო ელისაშვილი
"IRI-ის კვლევით ხელისუფლებას კარგი ალიყური მოხვდა" - ალეკო ელისაშვილი

IRI-ის კვლე­ვე­ბით ხე­ლი­სუფ­ლე­ბას კარ­გი ალი­ყუ­რი მოხ­ვდა, - ამის შე­სა­ხებ „მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის“ ლი­დერ­მა ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში „პო­ლი­ტი­კუ­რი სივ­რცე“ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ელი­საშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან უნდა წა­ვი­დეს.

"მთე­ლი ამ ხნის ძა­ლის­ხმე­ვა: გლო­ბა­ლუ­რი ომის პარ­ტია სა­ქარ­თვე­ლოს ომში ით­რევს, რომ სა­ქარ­თვე­ლო და­სავ­ლე­თის ჯა­შუ­შე­ბით არის გა­მო­ტე­ნი­ლი, არა­სამ­თავ­რო­ბო­ე­ბი აგენ­ტე­ბი არი­ან, ევ­რო­კავ­ში­რი არ გვინ­და, რუ­სებს თავ­ზე ხელს რომ უს­ვა­მენ, ვიზა რომ არ სჭირ­დე­ბათ აქ და მორღვე­ულ ღო­ბედ ვი­ქე­ცით, ამის გამო კარ­გი სილა მოხ­ვდა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას... ვე­ღარ ჩერ­დე­ბი­ან, ხა­სი­ათ­ში გა­და­უ­ვი­დათ აშ­კა­რად, გა­მო­დი­ხარ, დათო ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი აგენ­ტი­აო, პა­რა­ნო­ი­აა... ძა­ლი­ან კარ­გია, რომ ხალ­ხს აბ­სო­ლუ­ტუ­რად ადეკ­ვა­ტუ­რი რე­აქ­ცია აქვს.

ჩემი პარ­ტი­ის რე­ი­ტინ­გი გა­ი­ზარ­და, 1% იყო ყვე­ლა კვლე­ვა­ში, ეს და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი არ არის, ჩვენ­თვის სა­სი­ა­მოვ­ნო ის არის, რომ პარ­ტი­უ­ლი ნე­გა­ტი­ვი თით­ქმის არ გვაქვს, როცა მა­გა­ლი­თად, „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ ხმას კა­ტე­გო­რი­უ­ლად დიდი რა­ო­დე­ნო­ბა არ მის­ცემ­და, ისე­ვე, რო­გორც „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“. ჩვენ მსგავ­სი არა­ფე­რი გვაქვს, თუმ­ცა, ეს საკ­მა­რი­სი არ არის, იმის­თვის, რომ ვთქვათ, ბედ­ნი­ე­რე­ბი ვარ­თო, სა­მუ­შაო ბევ­რი გვაქვს. გულ­წრფე­ლად მინ­და, რომ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ აღარ იყოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, არ­ჩევ­ნე­ბი უნდა წა­ა­გონ, ოპო­ზი­ცი­ა­ში გა­და­ვიდ­ნენ. ნამ­დვი­ლად არ მინ­და, შე­ვარ­დნა­ძის და ას­ლან აბა­ში­ძის პარ­ტი­ე­ბი­ვით გაქ­რეს ეს პარ­ტი­ე­ბი. მო­გა­ტყუ­ებთ, რომ გი­თხრათ, გული მწყდე­ბა რომ გაქ­რნე­ნო, მაგ­რამ პო­ლი­ტი­კის­თვის არ ვარ­გა, რომ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ოპო­ზი­ცი­ა­ში გა­და­ვი­დეს და აორ­თქლდეს, ჯობს გა­და­ვი­დეს ოპო­ზი­ცი­ა­ში და იყოს ოპო­ზი­ცი­ა­ში. არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ მინ­და, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ მო­ვი­დეს.

„ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში“არ დარ­ჩა არა­ფე­რი პო­ზი­ტი­უ­რი, ის უნდა წა­ვი­დეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან, ეს ქვეყ­ნის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ვფიქ­რობ, წინ სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ცე­სე­ბი გვექ­ნე­ბა. „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გაშ­ვე­ბა იქ­ნე­ბა, რო­გორც სა­ა­კაშ­ვი­ლის გაშ­ვე­ბა იყო ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და წინ გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯი, არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ ვნა­ნობ იმას, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გი და მომ­ხრე ვი­ყა­ვი, რომ წა­სუ­ლი­ყო. მა­შინ ქვე­ყა­ნამ ნა­ბი­ჯი წინ გა­დად­გა, ახ­ლაც, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წას­ვლა დიდი ნა­ბი­ჯი იქ­ნე­ბა წინ, მაგ­რამ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ მოს­ვლა იქ­ნე­ბა 5 ნა­ბი­ჯი უკან. ხე­ლებს იფ­შვნე­ტენ, მო­ვალთ, დე­დას გი­ტი­რებ­თო, ერ­თმა­ნეთ­ში რა­ნა­ი­რი ამ­ბე­ბი აქვთ და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის მერე რა იქ­ნე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ელი­საშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 28 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქართველი
1

ეხ ჩემო ალეკო ეს არ იყო IRI- ს კვლევა ეს იყო პოლიტიკური განაცხადი იმის შესახებ, რომ მელიას ხაბეიშვილი სჯობია და ხაბეს მოსვლამ ნაც რეიტინგი სამჯერ გაზარდაო შენ ეს გჯერა თუ გინდა გჯეროდეს, მეორე ოცნებისთვის იყო გზავნილი, რომ IRI მომავალი 2024 არჩევნებისთვის პოლიტიკურ მოთამაშეობაზე განაცხადს აკეთებს და ყოველ ღონეს იხმარს ქართველის არჩევნის მისთვის საჭირო მიმართულებით შესაფუთად და ხალხის ქუჩაში გამოსაყვანად და ბოლოს თქვენ დანარჩენი ოპოზიცია ხელის ბიჭობისთვის გაგწირათ და გითხრათ, რომ მიშას და ნაცების გარეშე თქვენი ფასი ნულიაო, ქალაქურად გეტყვი ხაბეს შნირობა შემოგთავზათ და შენ სირაქლემასავით ნუ მოიქცევი დასანახი დაინახეთ.

თუ
38

ანა დოლიძეზე უკეთეს კანდიდატს ხედავთ, ნუ მალავთ, ჩვენც დაგვანახეთ. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია დღეს გაიმართება
ავტორი:

"IRI-ის კვლევით ხელისუფლებას კარგი ალიყური მოხვდა" - ალეკო ელისაშვილი

"IRI-ის კვლევით ხელისუფლებას კარგი ალიყური მოხვდა" - ალეკო ელისაშვილი

IRI-ის კვლევებით ხელისუფლებას კარგი ალიყური მოხვდა, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა.

როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებიდან უნდა წავიდეს.

"მთელი ამ ხნის ძალისხმევა: გლობალური ომის პარტია საქართველოს ომში ითრევს, რომ საქართველო დასავლეთის ჯაშუშებით არის გამოტენილი, არასამთავრობოები აგენტები არიან, ევროკავშირი არ გვინდა, რუსებს თავზე ხელს რომ უსვამენ, ვიზა რომ არ სჭირდებათ აქ და მორღვეულ ღობედ ვიქეცით, ამის გამო კარგი სილა მოხვდა ხელისუფლებას... ვეღარ ჩერდებიან, ხასიათში გადაუვიდათ აშკარად, გამოდიხარ, დათო ზურაბიშვილი აგენტიაო, პარანოიაა... ძალიან კარგია, რომ ხალხს აბსოლუტურად ადეკვატური რეაქცია აქვს.

ჩემი პარტიის რეიტინგი გაიზარდა, 1% იყო ყველა კვლევაში, ეს დამაკმაყოფილებელი არ არის, ჩვენთვის სასიამოვნო ის არის, რომ პარტიული ნეგატივი თითქმის არ გვაქვს, როცა მაგალითად, „ნაციონალურ მოძრაობას“ ხმას კატეგორიულად დიდი რაოდენობა არ მისცემდა, ისევე, როგორც „ქართულ ოცნებას“. ჩვენ მსგავსი არაფერი გვაქვს, თუმცა, ეს საკმარისი არ არის, იმისთვის, რომ ვთქვათ, ბედნიერები ვართო, სამუშაო ბევრი გვაქვს. გულწრფელად მინდა, რომ „ქართული ოცნება“ აღარ იყოს ხელისუფლებაში, არჩევნები უნდა წააგონ, ოპოზიციაში გადავიდნენ. ნამდვილად არ მინდა, შევარდნაძის და ასლან აბაშიძის პარტიებივით გაქრეს ეს პარტიები. მოგატყუებთ, რომ გითხრათ, გული მწყდება რომ გაქრნენო, მაგრამ პოლიტიკისთვის არ ვარგა, რომ „ქართული ოცნება“ ოპოზიციაში გადავიდეს და აორთქლდეს, ჯობს გადავიდეს ოპოზიციაში და იყოს ოპოზიციაში. არავითარ შემთხვევაში არ მინდა, რომ ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“ მოვიდეს.

„ქართულ ოცნებაში“არ დარჩა არაფერი პოზიტიური, ის უნდა წავიდეს ხელისუფლებიდან, ეს ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, წინ საინტერესო პროცესები გვექნება. „ქართული ოცნების“ გაშვება იქნება, როგორც სააკაშვილის გაშვება იყო ძალიან მნიშვნელოვანი და წინ გადადგმული ნაბიჯი, არავითარ შემთხვევაში არ ვნანობ იმას, რომ სააკაშვილის ხელისუფლების წინააღმდეგი და მომხრე ვიყავი, რომ წასულიყო. მაშინ ქვეყანამ ნაბიჯი წინ გადადგა, ახლაც, „ქართული ოცნების“ წასვლა დიდი ნაბიჯი იქნება წინ, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ მოსვლა იქნება 5 ნაბიჯი უკან. ხელებს იფშვნეტენ, მოვალთ, დედას გიტირებთო, ერთმანეთში რანაირი ამბები აქვთ და ხელისუფლებაში მოსვლის მერე რა იქნება“, - განაცხადა ელისაშვილმა.