პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“სრულიად აპოლიტიკურები ვართ, ვითხოვ მედიკამენტს... არავინ გაბედოს, რაიმეს "მოკერება" - თბილისში აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლების მხარდამჭერი მარში მიმდინარეობს
“სრულიად აპოლიტიკურები ვართ, ვითხოვ მედიკამენტს... არავინ გაბედოს, რაიმეს "მოკერება" - თბილისში აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლების მხარდამჭერი მარში მიმდინარეობს

აქონ­დროპ­ლა­ზი­ის და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე ბავ­შვე­ბის მშობ­ლე­ბი და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის შე­ნო­ბი­დან თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ედ­ნამ­დე საპ­რო­ტეს­ტო მარშს მარ­თა­ვენ.

საპ­რო­ტეს­ტო მსვლე­ლო­ბას მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან ერ­თად ჯან­დაც­ვის სფე­როს სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბის მქო­ნე ბავ­შვე­ბის მშობ­ლე­ბი, პო­ლი­ტი­კო­სე­ბი და სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტე­ბი შე­უ­ერ­თდნენ.

მშობ­ლე­ბი მთავ­რო­ბას სთხო­ვენ, ქვე­ყა­ნა­ში აქონ­დროპ­ლა­ზი­ით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბის­თვის სა­ჭი­რო მე­დი­კა­მენ­ტის შე­მო­ტა­ნას და და­ფი­ნან­სე­ბას, რო­მე­ლიც ბავ­შვე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

ასე­ვე, ისი­ნი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რას ითხო­ვენ.

"ოთხი ღა­მეა, 24 სა­ა­თი ქუ­ჩა­ში დე­დე­ბი ღა­მეს ვა­თევთ. ვეხ­ვე­წე­ბით, ვე­მუ­და­რე­ბით და ვტი­რით, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი შეგ­ვხვდეს. ამ ბავ­შვებს სი­ცო­ცხლეს­თან შე­უ­თავ­სე­ბე­ლი პრობ­ლე­მე­ბი აქვთ, ამი­ტომ ჩვენ შვი­ლებს ჩვე­ნი დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბათ. იმე­დი მაქვს, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი მთელ სა­ქარ­თვე­ლოს ანა­ხებს, რომ ქარ­თვე­ლი ბავ­შვე­ბი მარ­თლა უყ­ვარს და მათ არ გა­წი­რავს”,- აცხა­დებს აქონ­დროპ­ლა­ზი­ის დი­აგ­ნო­ზის მქო­ნე ერთ-ერთი ბავ­შვის მშო­ბე­ლი, ქე­თე­ვან ბე­გი­აშ­ვი­ლი.

მშობ­ლე­ბით­ბი­ლი­სის ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის თე­ატ­რის მიმ­დე­ბა­რედ შე­ჩერ­დნენ.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის თე­ატ­რში მიმ­დი­ნა­რე­ობს ღო­ნის­ძი­ე­ბა, რა­საც მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ეს­წრე­ბი­ან.

“ჩვენ ხალხნო გვემ­ღე­რე­ბა? დგა­ნან და ბინ­ძურ პო­ლი­ტი­კას ავ­რცე­ლე­ბენ. გა­მობ­რძან­დნენ და გვერ­დით დაგ­ვიდ­ნენ”, - გა­ნა­ცხა­და აქონ­დროპ­ლა­ზი­ის დი­აგ­ნო­ზის მქო­ნე ერთ-ერთი ბავ­შვის მშო­ბელ­მა, ქე­თე­ვან ბე­გი­აშ­ვილ­მა.

მარ­შის ერთ-ერთი მო­ნა­წი­ლის თქმით, მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლე­ბენ.

“სრუ­ლი­ად აპო­ლი­ტი­კუ­რე­ბი ვართ, ვი­თხოვ მე­დი­კა­მენტს, არა­ვინ გა­ბე­დოს რა­ი­მე პო­ლი­ტი­კუ­რი მო­კე­რე­ბა. ჩვენ გვერ­დით ყვე­ლა სი­მარ­თლის მოყ­ვა­რეს გვერ­დით და­ვი­ყე­ნებთ”, - გა­ნა­ცხა­და აქ­ცი­ის ერთ-ერ­თმა მო­ნა­წი­ლემ.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი სკან­დი­რე­ბენ: “წა­მა­ლი”, “წა­მა­ლი შე­მო­ი­ტა­ნეთ,” “სო­ლი­და­რო­ბა ბავ­შვებს.”

ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცია.

  • რას აცხა­დე­ბენ ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში
  • მეტი სა­მუ­შაო და მეტი დრო ჭირ­დე­ბა "ვო­სო­რი­დი­ტის“ ქვე­ყა­ნა­ში და­ნერგვის ეტა­პე­ბის დად­გე­ნას, ასე­ვე მო­ლა­პა­რა­კე­ბას მწარ­მო­ე­ბელ­თან და ჩვენ პარტნი­ო­რებ­თა­ნაც, იმის­თვის რომ ქვე­ყა­ნა­ში პრე­პა­რა­ტის შე­მო­ტა­ნა იყოს უსაფრ­თხო, - ამის შე­სა­ხებ ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ თა­მარ გა­ბუ­ნი­ამ გა­ნა­ცხა­და.

    მისი თქმით, მე­დი­კა­მენ­ტმა და­ა­დას­ტუ­რა, რომ მას შე­უძ­ლია და­დე­ბი­თი ზე­გავ­ლე­ნა ჰქონ­დეს ძვლის ზრდის ტემპზე და გარ­კვე­უ­ლი ზო­მი­ე­რი კლი­ნი­კუ­რი ეფექ­ტი აქვს, რაც აღ­ნიშ­ნუ­ლია ევ­რო­პის სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის შე­ფა­სე­ბის ან­გა­რი­შებ­ში, თუმ­ცა იქვე არის აღ­ნიშ­ნუ­ლი, რომ გრძელ­ვა­დი­ა­ნი შე­დე­გე­ბი არ არის დად­გე­ნი­ლი და შე­სა­ბა­მი­სად ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით კვლე­ვე­ბი გრძელ­დე­ბა.

    "ჩვენ ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას ხში­რად მივ­მარ­თავთ სხვა­დას­ხვა შემ­თხვე­ვებ­ში. დღეს, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ვო­სო­რი­დი­ტი ად­რე­უ­ლი ეტა­პის პრე­პა­რა­ტია, ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას მას­თან მი­მარ­თე­ბა­ში ჯერ­ჯე­რო­ბით არ აქვს არც რე­კო­მენ­და­ცია და არც გა­იდ­ლა­ი­ნი სტან­დარ­ტუ­ლი სა­ხით შე­ტა­ნი­ლი არ არის. სწო­რედ ამი­ტომ არის მეტი სა­მუ­შაო და მეტი დრო ჭირ­დე­ბა "ვო­სო­რი­დი­ტის“ ქვე­ყა­ნა­ში და­ნერგვის ეტა­პე­ბის დად­გე­ნას, ასე­ვე მო­ლა­პა­რა­კე­ბას მწარ­მო­ე­ბელ­თან და ჩვენ პარტნი­ო­რებ­თა­ნაც, იმის­თვის რომ ქვე­ყა­ნა­ში პრე­პა­რა­ტის შე­მო­ტა­ნა იყოს უსაფრ­თხო. ეს პრო­ცე­სი და­ი­წყო უკვე რამ­დე­ნი­მე თვეა, ჩვენ აქ­ტი­უ­რად ვმუ­შა­ობთ ამა­ზე და კი­დევ გარ­კვე­უ­ლი ეტა­პე­ბი უნდა გა­ვი­ა­როთ იმის­თვის, რომ თა­მა­მად გა­დავ­დგათ "ვო­სო­რი­დი­ტის“ ქვე­ყა­ნა­ში შე­მო­ტა­ნის ნა­ბი­ჯი“, - აღ­ნიშ­ნა თა­მარ გა­ბუ­ნი­ამ.

    ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის გან­ცხა­დე­ბით "ვო­სო­რი­დი­ტი“ ინო­ვა­ცი­უ­რი და პირ­ვე­ლი მე­დი­კა­მენ­ტია, რო­მე­ლიც აქონ­დროპ­ლა­ზი­ის­თვის გაჩ­ნდა.

    მი­სი­ვე თქმით, ძა­ლი­ან დიდი ინ­ტე­რე­სია დღეს ამ მე­დი­კა­მენ­ტის გარ­შე­მო და სწო­რედ ამით იხ­სნე­ბა ის ფაქ­ტი, რომ ამე­რი­კის წამ­ლის სა­ა­გენ­ტომ "ვო­სო­რი­დიტს“ მი­ა­ნი­ჭა დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით ავ­ტო­რი­ზა­ცია.

    თა­მარ გა­ბუ­ნი­ამ აღ­ნიშ­ნა, რომ ავ­ტო­რი­ზა­ცია, ქვეყ­ნე­ბის დო­ნე­ზე, უპი­რო­ბოდ მის აღი­ა­რე­ბას არ ნიშ­ნავს, რად­გან თი­თო­ე­უ­ლი ქვე­ყა­ნა კი­დევ უფრო დე­ტა­ლუ­რად სწავ­ლობს მე­დი­კა­მენ­ტის მო­სა­ლოდ­ნელ ეფექტსა და გვერ­დით რე­აქ­ცი­ებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

“სრულიად აპოლიტიკურები ვართ, ვითხოვ მედიკამენტს... არავინ გაბედოს, რაიმეს "მოკერება" - თბილისში აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლების მხარდამჭერი მარში მიმდინარეობს

“სრულიად აპოლიტიკურები ვართ, ვითხოვ მედიკამენტს... არავინ გაბედოს, რაიმეს "მოკერება" - თბილისში აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლების მხარდამჭერი მარში მიმდინარეობს

აქონდროპლაზიის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები და მოქალაქეები მთავრობის ადმინისტრაციის შენობიდან თავისუფლების მოედნამდე საპროტესტო მარშს მართავენ.

საპროტესტო მსვლელობას მოქალაქეებთან ერთად ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები, სხვადასხვა დაავადებების მქონე ბავშვების მშობლები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები შეუერთდნენ.

მშობლები მთავრობას სთხოვენ, ქვეყანაში აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვებისთვის საჭირო მედიკამენტის შემოტანას და დაფინანსებას, რომელიც ბავშვების ჯანმრთელობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ასევე, ისინი პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას ითხოვენ.

"ოთხი ღამეა, 24 საათი ქუჩაში დედები ღამეს ვათევთ. ვეხვეწებით, ვემუდარებით და ვტირით, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეგვხვდეს. ამ ბავშვებს სიცოცხლესთან შეუთავსებელი პრობლემები აქვთ, ამიტომ ჩვენ შვილებს ჩვენი დახმარება სჭირდებათ. იმედი მაქვს, პრემიერ-მინისტრი მთელ საქართველოს ანახებს, რომ ქართველი ბავშვები მართლა უყვარს და მათ არ გაწირავს”,- აცხადებს აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ერთ-ერთი ბავშვის მშობელი, ქეთევან ბეგიაშვილი.

მშობლებითბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მიმდებარედ შეჩერდნენ.

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, ოპერისა და ბალეტის თეატრში მიმდინარეობს ღონისძიება, რასაც მთავრობის წარმომადგენლები ესწრებიან.

“ჩვენ ხალხნო გვემღერება? დგანან და ბინძურ პოლიტიკას ავრცელებენ. გამობრძანდნენ და გვერდით დაგვიდნენ”, - განაცხადა აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ერთ-ერთი ბავშვის მშობელმა, ქეთევან ბეგიაშვილმა.

მარშის ერთ-ერთი მონაწილის თქმით, მთავრობის წარმომადგენლები ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ.

“სრულიად აპოლიტიკურები ვართ, ვითხოვ მედიკამენტს, არავინ გაბედოს რაიმე პოლიტიკური მოკერება. ჩვენ გვერდით ყველა სიმართლის მოყვარეს გვერდით დავიყენებთ”, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ: “წამალი”, “წამალი შემოიტანეთ,” “სოლიდარობა ბავშვებს.”

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

  • რას აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში
  • მეტი სამუშაო და მეტი დრო ჭირდება "ვოსორიდიტის“ ქვეყანაში დანერგვის ეტაპების დადგენას, ასევე მოლაპარაკებას მწარმოებელთან და ჩვენ პარტნიორებთანაც, იმისთვის რომ ქვეყანაში პრეპარატის შემოტანა იყოს უსაფრთხო, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

    მისი თქმით, მედიკამენტმა დაადასტურა, რომ მას შეუძლია დადებითი ზეგავლენა ჰქონდეს ძვლის ზრდის ტემპზე და გარკვეული ზომიერი კლინიკური ეფექტი აქვს, რაც აღნიშნულია ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ჯანმრთელობის ტექნოლოგიების შეფასების ანგარიშებში, თუმცა იქვე არის აღნიშნული, რომ გრძელვადიანი შედეგები არ არის დადგენილი და შესაბამისად ამ მიმართულებით კვლევები გრძელდება.

    "ჩვენ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას ხშირად მივმართავთ სხვადასხვა შემთხვევებში. დღეს, იქიდან გამომდინარე, რომ ვოსორიდიტი ადრეული ეტაპის პრეპარატია, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას მასთან მიმართებაში ჯერჯერობით არ აქვს არც რეკომენდაცია და არც გაიდლაინი სტანდარტული სახით შეტანილი არ არის. სწორედ ამიტომ არის მეტი სამუშაო და მეტი დრო ჭირდება "ვოსორიდიტის“ ქვეყანაში დანერგვის ეტაპების დადგენას, ასევე მოლაპარაკებას მწარმოებელთან და ჩვენ პარტნიორებთანაც, იმისთვის რომ ქვეყანაში პრეპარატის შემოტანა იყოს უსაფრთხო. ეს პროცესი დაიწყო უკვე რამდენიმე თვეა, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ამაზე და კიდევ გარკვეული ეტაპები უნდა გავიაროთ იმისთვის, რომ თამამად გადავდგათ "ვოსორიდიტის“ ქვეყანაში შემოტანის ნაბიჯი“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

    ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით "ვოსორიდიტი“ ინოვაციური და პირველი მედიკამენტია, რომელიც აქონდროპლაზიისთვის გაჩნდა.

    მისივე თქმით, ძალიან დიდი ინტერესია დღეს ამ მედიკამენტის გარშემო და სწორედ ამით იხსნება ის ფაქტი, რომ ამერიკის წამლის სააგენტომ "ვოსორიდიტს“ მიანიჭა დაჩქარებული წესით ავტორიზაცია.

    თამარ გაბუნიამ აღნიშნა, რომ ავტორიზაცია, ქვეყნების დონეზე, უპირობოდ მის აღიარებას არ ნიშნავს, რადგან თითოეული ქვეყანა კიდევ უფრო დეტალურად სწავლობს მედიკამენტის მოსალოდნელ ეფექტსა და გვერდით რეაქციებს.