მსოფლიო
სამართალი

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:20-ზე, მთვარე მორიელშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს, ცხარე და ცხიმიან საკვებს. რეკომენდებულია: ცურვა, შხაპის მიღება.
პოლიტიკა
კონფლიქტები
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურატურამ ახმეტაში სანადირო თოფით თანასოფლელის განზრახ მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურამ ახმეტაში სანადირო თოფით თანასოფლელის განზრახ მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ, ახ­მე­ტის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მომ­ხდა­რი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე ერთ პირს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა.

რო­გორც პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში აღ­ნიშ­ნა­ვენ, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 20 აპ­რილს, ახ­მე­ტის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ჭე­შო­ში, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე ბრალ­დე­ბულ­მა სა­ნა­დი­რო თო­ფი­დან გას­რო­ლით თა­ნა­სოფ­ლელს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა. მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნი პირი იმა­ვე დღეს და­ა­კა­ვეს. მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა,) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 10-დან 15 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბრალ­დე­ბუ­ლის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით, პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის მო­თხოვ­ნით, თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნულ სა­სა­მარ­თლოს უკვე მი­მარ­თა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
MMA | მერაბ დვალიშვილი UFC-ის განახლებულ საერთო რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურდა - ტოპ 5-ში უკვე ორი ქართველია
ავტორი:

პროკურატურამ ახმეტაში სანადირო თოფით თანასოფლელის განზრახ მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ ახმეტაში სანადირო თოფით თანასოფლელის განზრახ მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, ახმეტის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

როგორც პროკურატურაში აღნიშნავენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 20 აპრილს, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭეშოში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბრალდებულმა სანადირო თოფიდან გასროლით თანასოფლელს დაზიანებები მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა,) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით, თელავის რაიონულ სასამართლოს უკვე მიმართა.