მსოფლიო
სამართალი

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
პოლიტიკა
კონფლიქტები
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თურქეთში იყო, სირიასთან შეხება არ ჰქონია... ეს არის აბსურდი და შეთითხნილი ბრალდება" - მალხაზ პაქსაშვილის მეგობარი
"თურქეთში იყო, სირიასთან შეხება არ ჰქონია... ეს არის აბსურდი და შეთითხნილი ბრალდება" - მალხაზ პაქსაშვილის მეგობარი

ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია “ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს“ ერთ-ერთი დაჯ­გუ­ფე­ბის მე­თა­უ­რის, მალ­ხაზ პაქ­საშ­ვი­ლის მე­გობ­რის ლე­ვან დუ­იშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, გა­მო­რი­ცხუ­ლია, რომ პაქ­საშ­ვილს ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან რა­ი­მე კავ­ში­რი ჰქონ­დეს.

რო­გორც დუ­იშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, მალ­ხაზ პაქ­საშ­ვი­ლი არა სი­რი­ა­ში, არა­მედ თურ­ქეთ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და ამ დრომ­დე კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ქმე­დე­ბა­ში შემ­ჩნე­უ­ლი არ იყო.

„მალ­ხაზ პაქ­საშ­ვი­ლი არის ჩემი მე­გო­ბა­რი, იყო სო­ფელ­ში ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი და ხე­ო­ბის­თვის კე­თილ­მო­სურ­ნე ადა­მი­ა­ნი. ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლობ­და, რომ რა­ღაც კარ­გი გა­ე­კე­თე­ბი­ნა თა­ვი­სი სოფ­ლის­თვის. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არა­ნა­ი­რი ტე­რო­რის­ტუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა მას­თან შემ­ხებ­ლო­ბა­ში არ ყო­ფი­ლა. ამ­ბო­ბენ, რომ ბრა­ლი ედე­ბა 2015 წელს ტე­რო­რის­ტულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. ეს არის აბ­სურ­დი, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის მიერ შე­თი­თხნი­ლი ბრალ­დე­ბა. ამას ვა­დას­ტუ­რებ, ვა­მოწ­მებ, რომ ეს ასეა და ის არის გა­წი­რუ­ლი სხვა საქ­მე­ზე, არ ვიცი რაზე. თურ­ქეთ­ში იყო, მე რო­გორც ვიცი, და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ თურ­ქეთ­ში იყო და არა­ნა­ირ სი­რი­ას­თან მას შემ­ხებ­ლო­ბა არ ჰქო­ნია.

მე არ შე­მიმ­ჩნე­ვია, მას რომ კონ­ტაქ­ტი ჰქო­ნო­და ვინ­მეს­თან ან რა­მეს­თან, ან ისე­თი რა­ღაც გა­ე­კე­თე­ბი­ნა, რაც კა­ნონ­მდებ­ლო­ბას­თან ყო­ფი­ლი­ყო წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა­ში.

ეს ყვე­ლა­ფე­რი არის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის რა­ღაც დაკ­ვე­თა, რომ აქე­დან მო­ე­შო­რე­ბი­ნათ, არ ვიცი რაზე. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ტო­ხო­საშ­ვი­ლებ­თან არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა არ ჰქო­ნია და სუს-ს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ გა­აჩ­ნია.

იქამ­დე არა­ნა­ი­რი ძებ­ნა არ ყო­ფი­ლა, გა­და­ად­გილ­დე­ბო­და რო­გორც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე. ახ­მე­ტა­ში იყო და­ბა­რე­ბუ­ლი, რო­გორც თქვა, და­კა­ვე­ბამ­დე 2 სა­ა­თით ადრე. გა­უ­გე­ბა­რი თემა ჰქონ­დათ, რომ რა­ღა­ცა­ზე უნდა დაგ­კი­თხო­თო. ნა­სა­მარ­თლე­ვიც არ ყო­ფი­ლა და სა­ერ­თოდ ძა­ლოვ­ნებ­თან რამე შემ­ხებ­ლო­ბა რომ ჰქო­ნო­და, მე არ მახ­სოვს“, - გა­ნა­ცხა­და მალ­ხაზ პაქ­საშ­ვი­ლის მე­გო­ბარ­მა.

ამას­თან, მან აღ­ნიშ­ნა, რომ მალ­ხაზ პაქ­საშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში 2015 წელს დაბ­რუნ­და.

ცნო­ბის­თვის, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ მალ­ხაზ პაქ­საშ­ვილს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხედ პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. სხდო­მა და­ხუ­რულ რე­ჟიმ­ში ჩა­ტარ­და, ვი­ნა­ი­დან საქ­მეს გრი­ფი „სა­ი­დუმ­ლო“ ადევს.

შე­გახ­სე­ნებთ, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის კონ­ტრტე­რო­რის­ტულ­მა ცენ­ტრმა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი ოპე­რა­ცი­ის შე­დე­გად, სა­სა­მარ­თლო გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია „ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს“ ერთ-ერთი დაჯ­გუ­ფე­ბის მე­თა­უ­რი, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე მალ­ხაზ პაქ­საშ­ვი­ლი და­ა­კა­ვა. სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კონ­ტრტე­რო­რის­ტუ­ლი ცენ­ტრის, სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რი­სა და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ერ­თობ­ლი­ვი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით დად­გინ­და, რომ აღ­ნიშ­ნულ­მა პირ­მა სა­ქარ­თვე­ლო 2013 წელს და­ტო­ვა, სი­რი­ა­ში გა­ემ­გზავ­რა და ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცია „ის­ლა­მურ სა­ხელ­მწი­ფოს“ შე­უ­ერ­თდა.

„2013-2015 წლებ­ში იგი ე.წ. „სამ­ხედ­რო ემი­რე­ბის“, ძმებ ცე­ზარ და ცის­კა­რა ტო­ხო­საშ­ვი­ლე­ბის დაჯ­გუ­ფე­ბა­ში ირი­ცხე­ბო­და და აქ­ტი­ურ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებ­და აღ­ნიშ­ნუ­ლი ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ თავ­დას­ხმებ­სა და სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ებ­ში. და­კა­ვე­ბულს მჭიდ­რო კავ­ში­რი ჰქონ­და „ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს“ მა­ღა­ლი რან­გის სამ­ხედ­რო მე­თა­უ­რებ­თან და აღ­ნიშ­ნუ­ლი ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ერთ-ერთი დაჯ­გუ­ფე­ბის ე.წ. „ნა­ი­ბის“ პო­ზი­ცი­ას იკა­ვებ­და. საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 328-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც გუ­ლის­ხმობს უცხო ქვეყ­ნის ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბას და ტე­რო­რის­ტულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში დახ­მა­რე­ბას. და­ნა­შა­უ­ლი სას­ჯე­ლის სა­ხით 10-დან 17-წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი აგ­რძე­ლებს ბრძო­ლას სა­ერ­თა­შო­რი­სო ტე­რო­რიზ­მთან. სა­ქარ­თვე­ლო რჩე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ტრტე­რო­რის­ტუ­ლი სის­ტე­მის ერთ-ერთ აქ­ტი­ურ წევ­რად და სა­ი­მე­დო პარტნი­ო­რად“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ხაბე
0

ხო ანტალიაში ისვენებდა ეგ და ბევრი თქვენებური კიდე ტყვილად დაიჭირეს აბა ჰე მიტინგი სასწრაფოდ თან ყველა გამოდით რომ ვინც დასაჭერია აღარ გეძებონ ერთად დაიგიჭირონ

PAPA
1

გაიპარსე ეგ წვერი და მოეშვით ფანატიზმს თუ კაცი ხარ ! 80 მილიონი კაცია თურეთში,რაღა ეგ დაიჭირეს და დააბრალეს ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
MMA | მერაბ დვალიშვილი UFC-ის განახლებულ საერთო რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურდა - ტოპ 5-ში უკვე ორი ქართველია
ავტორი:

"თურქეთში იყო, სირიასთან შეხება არ ჰქონია... ეს არის აბსურდი და შეთითხნილი ბრალდება" - მალხაზ პაქსაშვილის მეგობარი

"თურქეთში იყო, სირიასთან შეხება არ ჰქონია... ეს არის აბსურდი და შეთითხნილი ბრალდება" - მალხაზ პაქსაშვილის მეგობარი

ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი დაჯგუფების მეთაურის, მალხაზ პაქსაშვილის მეგობრის ლევან დუიშვილის განცხადებით, გამორიცხულია, რომ პაქსაშვილს ტერორისტულ ორგანიზაციასთან რაიმე კავშირი ჰქონდეს.

როგორც დუიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მალხაზ პაქსაშვილი არა სირიაში, არამედ თურქეთში იმყოფებოდა და ამ დრომდე კანონსაწინააღმდეგო ქმედებაში შემჩნეული არ იყო.

„მალხაზ პაქსაშვილი არის ჩემი მეგობარი, იყო სოფელში ძალიან აქტიური და ხეობისთვის კეთილმოსურნე ადამიანი. ყველანაირად ცდილობდა, რომ რაღაც კარგი გაეკეთებინა თავისი სოფლისთვის. აქედან გამომდინარე, არანაირი ტერორისტული საქმიანობა მასთან შემხებლობაში არ ყოფილა. ამბობენ, რომ ბრალი ედება 2015 წელს ტერორისტულ საქმიანობაში. ეს არის აბსურდი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ შეთითხნილი ბრალდება. ამას ვადასტურებ, ვამოწმებ, რომ ეს ასეა და ის არის გაწირული სხვა საქმეზე, არ ვიცი რაზე. თურქეთში იყო, მე როგორც ვიცი, და დარწმუნებული ვარ, რომ თურქეთში იყო და არანაირ სირიასთან მას შემხებლობა არ ჰქონია.

მე არ შემიმჩნევია, მას რომ კონტაქტი ჰქონოდა ვინმესთან ან რამესთან, ან ისეთი რაღაც გაეკეთებინა, რაც კანონმდებლობასთან ყოფილიყო წინააღმდეგობაში.

ეს ყველაფერი არის სპეცსამსახურების რაღაც დაკვეთა, რომ აქედან მოეშორებინათ, არ ვიცი რაზე. დარწმუნებული ვარ, ტოხოსაშვილებთან არანაირი შეხება არ ჰქონია და სუს-ს მტკიცებულება არ გააჩნია.

იქამდე არანაირი ძებნა არ ყოფილა, გადაადგილდებოდა როგორც ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქე. ახმეტაში იყო დაბარებული, როგორც თქვა, დაკავებამდე 2 საათით ადრე. გაუგებარი თემა ჰქონდათ, რომ რაღაცაზე უნდა დაგკითხოთო. ნასამართლევიც არ ყოფილა და საერთოდ ძალოვნებთან რამე შემხებლობა რომ ჰქონოდა, მე არ მახსოვს“, - განაცხადა მალხაზ პაქსაშვილის მეგობარმა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ მალხაზ პაქსაშვილი საქართველოში 2015 წელს დაბრუნდა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ მალხაზ პაქსაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა. სხდომა დახურულ რეჟიმში ჩატარდა, ვინაიდან საქმეს გრიფი „საიდუმლო“ ადევს.

შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა ჩატარებული სპეციალური ოპერაციის შედეგად, სასამართლო განჩინების საფუძველზე, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი დაჯგუფების მეთაური, საქართველოს მოქალაქე მალხაზ პაქსაშვილი დააკავა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კონტრტერორისტული ცენტრის, საქართველოს გენერალური პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ღონისძიებების შედეგად გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირმა საქართველო 2013 წელს დატოვა, სირიაში გაემგზავრა და ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოს“ შეუერთდა.

„2013-2015 წლებში იგი ე.წ. „სამხედრო ემირების“, ძმებ ცეზარ და ცისკარა ტოხოსაშვილების დაჯგუფებაში ირიცხებოდა და აქტიურ მონაწილეობას იღებდა აღნიშნული ტერორისტული ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ თავდასხმებსა და სამხედრო ოპერაციებში. დაკავებულს მჭიდრო კავშირი ჰქონდა „ისლამური სახელმწიფოს“ მაღალი რანგის სამხედრო მეთაურებთან და აღნიშნული ტერორისტული ორგანიზაციის ერთ-ერთი დაჯგუფების ე.წ. „ნაიბის“ პოზიციას იკავებდა. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებას. დანაშაული სასჯელის სახით 10-დან 17-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აგრძელებს ბრძოლას საერთაშორისო ტერორიზმთან. საქართველო რჩება საერთაშორისო კონტრტერორისტული სისტემის ერთ-ერთ აქტიურ წევრად და საიმედო პარტნიორად“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.