ავტორი:

"3 დღის წინ, ისრაელში, გულზე გაუკეთეს ურთულესი ოპერაცია... პირდაპირ გვითხრეს, რომ სულ ცოტა რომ დაგვეგვიანებინა, მის გადარჩენას ვეღარც მოახერხებდნენ" - რას წერს დათო ტურაშვილის ქალიშვილი?

"3 დღის წინ, ისრაელში, გულზე გაუკეთეს ურთულესი ოპერაცია... პირდაპირ გვითხრეს, რომ სულ ცოტა რომ დაგვეგვიანებინა, მის გადარჩენას ვეღარც მოახერხებდნენ" - რას წერს დათო ტურაშვილის ქალიშვილი?

სამი დღის წინ, დათო ტურაშვილს ისრაელში გულის ოპერაცია ჩაუტარდა. როგორც მწერლის ქალიშვილი, ანაკო ტურაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ოპერაციის დაგვიანების შემთხვევაში, მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა.

ანაკო ტურაშვილი:

"მეგობრებო, არანაირი კომენტარის გაკეთება აღარ გვინდოდა მე და ჩემს ოჯახს ამ თემასთან დაკავშირებით, რადგან ისედაც უამრავმა ადამიანმა მიიტანა გულთან ჩვენი მდგომარეობა და ისედაც ძალიან შეგაწყინეთ თავი გასულ კვირებში დათოს ჯანმრთელობის პრობლემებთან დაკავშირებით.

ქვეყანაში, სადაც ბავშვების წამლისთვის ფული ვერ გამოინახა, სადაც ყოველდღე ისეთ ამბავს იგებ, იმდენ უსამართლობას და პრობლემას ეჯახები, რომ შეიძლება გული გაგისკდეს, რთულია საკუთარზე დაიწყო ლაპარაკი, ამიტომ მართლა აღარ გვინდოდა დათოს ჯანმრთელობის შესახებ რამის თქმა. მაგრამ რადგან ყველაფერი დასრულდა, ეს არის სამადლობელი პოსტი და აღარ შეგაწუხებთ.

დათოს სამი დღის წინ, ისრაელში, გულზე გაუკეთეს ურთულესი ოპერაცია. ექიმმა, რომელმაც ჩვენდა ბედად, გამონახა დრო დათოს მდგომარეობის შესამოწმებლად, დათო გადაარჩინა. დეტალებს აღარ დავწერ, პირდაპირ გვითხრეს, რომ სულ ცოტა რომ დაგვეგვიანებინა, მის გადარჩენას ვეღარც მოახერხებდნენ და ისედაც გაოგნებულები დასცქეროდნენ დათოს და ეკითხებოდნენ საერთოდ როგორ მოაღწიე ჩვენამდეო და ეს ყველაფერი ასე ბედნიერად არ ჩაივლიდა, რომ არა დიმიტრი აბდუშელიშვილი, რომლის წყალობითაც აღმოჩნდა დათო ისრაელის კლინიკაში, იმ საოცარი ხალხის ხელში.

ამიტომ დათოს მესამედ დაბადება, სწორედ ამ ადამიანის დამსახურებაა და უდიდესი მადლობა მას ჩვენი ოჯახისგან. ვიცით რომ მას არ სურსდა, რომ ასე საჯაროდ გვეთქვა მადლობა, მაგრამ დათოს თხოვნით ვწერ ამ სამადლობელ პოსტს და თავს აღარ მოგაბეზრებთ მეტს. დათო რამდენიმე დღეში ჩამოვა, თუმცა გრძელვადიანი რეაბილიტაცია ელოდება ყველას უღრმესი მადლობა, უამრავი სიყვარულისთვის და მხარდაჭერისთის მთელი ამ დროის განმავლობაში.

შეგახსენებთ, რომ მარტში მომხდარი თბილისის აქციების ფონზე, სადაც გამომსვლელები აგენტების კანონს აპროტესტებდნენ, დათო ტურაშვილი ტელეკომპანია "ფორმულაში“ სტუმრობისას მოულოდნელად ცუდად გახდა. მწერალი სასწრაფო დახმარების მანქანით ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ორი დღე გაატარა, შემდეგ კი ოჯახის გადაწყვეტილებით, კვლევებისთვის უცხოეთში გაემგზავრა.

წაიკითხეთ ასევე: