სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნუცაზე ვინც აგდებულად ლაპარაკობს, ძალიან მაოცებს... ეს გოგო არ არის დახარბებული კარიერაზე და არც ფულის შოვნაზე" - რას წერს თეა აბაშმაძე?
"ნუცაზე ვინც აგდებულად ლაპარაკობს, ძალიან მაოცებს... ეს გოგო არ არის დახარბებული კარიერაზე და არც ფულის შოვნაზე" - რას წერს თეა აბაშმაძე?

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თეა აბაშ­მა­ძე ნუცა ბუ­ზა­ლა­ძის გარ­შე­მო ატე­ხილ კრი­ტი­კას ვრცე­ლი პოს­ტით პა­სუ­ხობს. შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლის ყო­ფი­ლი ცოლი წერს, რომ ჯერ კი­დევ რუ­სეთ­ში კონ­კურ­სზე გა­მოს­ვლი­სას მას ბო­როტ­მა კლო­უ­ნებ­მა არ გა­ა­მარ­ჯვე­ბი­ნეს. აბაშ­მა­ძის თქმით, ნუცა არ არის სტე­რე­ო­ტი­პუ­ლი და არც სნო­ბი, რაც მის ჩაც­მა­სა და ქცე­ვა­ში კარ­გად ჩანს.

თეა აბაშ­მა­ძე:

- ნუცა ბუ­ზა­ლა­ძე­ზე ვინც აგ­დე­ბუ­ლად ლა­პა­რა­კობს, ძა­ლი­ან მა­ო­ცებს. სა­ო­ცა­რი ადა­მი­ა­ნია ეს გოგო, უშ­ვი­ა­თე­სად გა­მორ­ჩე­უ­ლი თა­ვი­სი შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბი­თა და შე­უ­პოვ­რო­ბით, თან სა­ოც­რად გულ­ღია და ღირ­სე­უ­ლია. სხვა ქარ­თვე­ლი, პა­ტა­რა წარ­მა­ტე­ბი­სას ეგ­რე­ვე ამ­პარ­ტა­ვა­ნი ხდე­ბა, იშ­ვი­ა­თი გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბის გარ­და. ხოდა, ეს გო­გოც იშ­ვი­ა­თი გა­მო­ნაკ­ლი­სია, უამ­რავ კონ­კურ­სში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და ყუ­რა­დღე­ბას მხო­ლოდ დიდ სცე­ნებ­ზე ამახ­ვი­ლებ­და. სა­კუ­თარ თავს ცდი­და მა­სის წი­ნა­შე და და­ნარ­ჩე­ნი არ აინ­ტე­რე­სებ­და, სა­კუ­თარ ის­ტო­რი­ას აგ­რო­ვებ­და. რამ­დე­ნი კონ­კურ­სი მო­ი­გო, იბ­რძო­ლა და სულ წინ მი­ი­წევს. იმ რუ­სულ პრო­ექ­ტში რომ creep იმ­ღე­რა, რა სა­სა­ცი­ლო შემ­ფა­სებ­ლე­ბი ყავ­და რუ­სუ­ლი ესტრა­დის კლო­უ­ნე­ბი და რომ არ გა­ა­მარ­ჯვე­ბი­ნეს, ამ მარ­თლა ბო­როტ­მა კლო­უ­ნებ­მა.

ეგეც ძა­ლი­ან დრა­მა­ტუ­ლი მო­მენ­ტი იყო და ნუ­ცას ცხოვ­რე­ბას უფრო სა­ინ­ტე­რე­სოს ხდის ასე­თი უსა­მარ­თლო მო­მენ­ტე­ბი. აი­დოლ­შიც შუ­რის ობი­ექ­ტი რომ გახ­და, მა­გა­ნაც მის სა­სარ­გებ­ლოდ იმუ­შა­ვა და მისი ადა­მი­ა­ნო­ბა უფრო გა­მო­ავ­ლი­ნა. ეს გოგო არ არის და­ხარ­ბე­ბუ­ლი კა­რი­ე­რა­ზე და არც ფუ­ლის შოვ­ნა­ზე. მან ბავ­შვო­ბი­დან და­აპ­როგ­რა­მი­რა სა­კუ­თა­რი ფსი­ქი­კა კონ­კრე­ტუ­ლი გეგ­მით და მთლი­ა­ნად იხარ­ჯე­ბა მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად. გა­მო­ი­მუ­შა­ვა უზარ­მა­ზა­რი ნე­ბის­ყო­ფა და გაწ­რთვნა სა­კუ­თა­რი უნა­რე­ბი მთე­ლი მონ­დო­მე­ბით.

არის უში­შა­რი და სა­კუ­თარ თავ­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი და მთე­ლი მისი არ­სე­ბა ას­ხი­ვებს ამ ენერ­გი­ას. American Idol - ში რო­გორც წარ­მო­ა­ჩი­ნა თავი, არა­მარ­ტო რო­გორც არ­ტის­ტმა, არა­მედ რო­გორც ღირ­სე­ულ­მა ადა­მი­ან­მა, ჩემ­თვის მის ში­ნა­გან ზრდას­რუ­ლო­ბა­ზე მე­ტყვე­ლებს. თა­ნაც ამავდრო­უ­ლად არის ძა­ლი­ან მსუ­ბუ­ქი და ღია, მხი­ა­რუ­ლი და კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი ყვე­ლას მი­მართ. გა­რეგ­ნო­ბაც ძა­ლი­ან შთამ­ბეჭ­და­ვი აქვს, მე ისიც მომ­წონს, რომ არ არის სტე­რე­ო­ტი­პუ­ლი სტან­დარ­ტე­ბის. ცო­ცხა­ლი ადა­მი­ა­ნია, ენერ­გი­უ­ლი, ძლი­ე­რი, ირ­გებს ყვე­ლა­ფერს, რაც მოს­წონს და არ უჭი­რავს სნო­ბუ­რი პოზა არც ჩაც­მა­ში და არც ქცე­ვა­ში.

ძა­ლი­ან ბუ­ნებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნია და ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი, კარგ პარტნი­ორს ეძებს გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლად, იცის რომ გზას გა­დის და უნდა, რომ უფრო და­იხ­ვე­წოს და სა­ბო­ლო­ოდ იქ­ცეს მთე­ლი მსოფ­ლი­ოს­თვის სა­ინ­ტე­რე­სო არ­ტის­ტად. და ის მარ­თლა გახ­დე­ბა, რაც მის ის­ტო­რი­ას გა­და­ვავ­ლე თვა­ლი, ეჭვი აღარ მე­პა­რე­ბა მა­გა­ში.

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აბა ჰეეეე
0

ნუ რახან თეა აბაშიძე ანუ შალვა რამიშვილის პირველი ცოლი წერს ასე ჩვენითვის კომპეტენტური ქალბატონი მაშინ..... არ უნდა დახასიათება და ადვოკატობა ნუცას..ბრმა ყრუ უნდა იყოს ადამიანი რომ ვერ შეაფასოს ეს ნიჭიერი და მაგარი გოგო.....ნუ მჭერმეტყველებთ რეკლამის გამო უხერხულია

დარეჯანი
5

 Ძალიან Ძლიერია ნუცა. ვისაც ამის დანახვა არ ᲨეუᲫლია მისი პრობლემაა. წარმატებები ნუცა . ყველაფერი გამოგივა❤👏👏👏

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"ნუცაზე ვინც აგდებულად ლაპარაკობს, ძალიან მაოცებს... ეს გოგო არ არის დახარბებული კარიერაზე და არც ფულის შოვნაზე" - რას წერს თეა აბაშმაძე?

"ნუცაზე ვინც აგდებულად ლაპარაკობს, ძალიან მაოცებს... ეს გოგო არ არის დახარბებული კარიერაზე და არც ფულის შოვნაზე" - რას წერს თეა აბაშმაძე?

სოციალურ ქსელში თეა აბაშმაძე ნუცა ბუზალაძის გარშემო ატეხილ კრიტიკას ვრცელი პოსტით პასუხობს. შალვა რამიშვილის ყოფილი ცოლი წერს, რომ ჯერ კიდევ რუსეთში კონკურსზე გამოსვლისას მას ბოროტმა კლოუნებმა არ გაამარჯვებინეს. აბაშმაძის თქმით, ნუცა არ არის სტერეოტიპული და არც სნობი, რაც მის ჩაცმასა და ქცევაში კარგად ჩანს.

თეა აბაშმაძე:

- ნუცა ბუზალაძეზე ვინც აგდებულად ლაპარაკობს, ძალიან მაოცებს. საოცარი ადამიანია ეს გოგო, უშვიათესად გამორჩეული თავისი შრომისმოყვარეობითა და შეუპოვრობით, თან საოცრად გულღია და ღირსეულია. სხვა ქართველი, პატარა წარმატებისას ეგრევე ამპარტავანი ხდება, იშვიათი გამონაკლისების გარდა. ხოდა, ეს გოგოც იშვიათი გამონაკლისია, უამრავ კონკურსში მიიღო მონაწილეობა და ყურადღებას მხოლოდ დიდ სცენებზე ამახვილებდა. საკუთარ თავს ცდიდა მასის წინაშე და დანარჩენი არ აინტერესებდა, საკუთარ ისტორიას აგროვებდა. რამდენი კონკურსი მოიგო, იბრძოლა და სულ წინ მიიწევს. იმ რუსულ პროექტში რომ creep იმღერა, რა სასაცილო შემფასებლები ყავდა რუსული ესტრადის კლოუნები და რომ არ გაამარჯვებინეს, ამ მართლა ბოროტმა კლოუნებმა.

ეგეც ძალიან დრამატული მომენტი იყო და ნუცას ცხოვრებას უფრო საინტერესოს ხდის ასეთი უსამართლო მომენტები. აიდოლშიც შურის ობიექტი რომ გახდა, მაგანაც მის სასარგებლოდ იმუშავა და მისი ადამიანობა უფრო გამოავლინა. ეს გოგო არ არის დახარბებული კარიერაზე და არც ფულის შოვნაზე. მან ბავშვობიდან დააპროგრამირა საკუთარი ფსიქიკა კონკრეტული გეგმით და მთლიანად იხარჯება მიზნის მისაღწევად. გამოიმუშავა უზარმაზარი ნებისყოფა და გაწრთვნა საკუთარი უნარები მთელი მონდომებით.

არის უშიშარი და საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანი და მთელი მისი არსება ასხივებს ამ ენერგიას. American Idol - ში როგორც წარმოაჩინა თავი, არამარტო როგორც არტისტმა, არამედ როგორც ღირსეულმა ადამიანმა, ჩემთვის მის შინაგან ზრდასრულობაზე მეტყველებს. თანაც ამავდროულად არის ძალიან მსუბუქი და ღია, მხიარული და კეთილგანწყობილი ყველას მიმართ. გარეგნობაც ძალიან შთამბეჭდავი აქვს, მე ისიც მომწონს, რომ არ არის სტერეოტიპული სტანდარტების. ცოცხალი ადამიანია, ენერგიული, ძლიერი, ირგებს ყველაფერს, რაც მოსწონს და არ უჭირავს სნობური პოზა არც ჩაცმაში და არც ქცევაში.

ძალიან ბუნებრივი ადამიანია და ძალიან ნიჭიერი, კარგ პარტნიორს ეძებს გაცნობიერებულად, იცის რომ გზას გადის და უნდა, რომ უფრო დაიხვეწოს და საბოლოოდ იქცეს მთელი მსოფლიოსთვის საინტერესო არტისტად. და ის მართლა გახდება, რაც მის ისტორიას გადავავლე თვალი, ეჭვი აღარ მეპარება მაგაში.

ნახეთ ასევე: