მოზაიკა
მსოფლიო

21

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 20:19-დან არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
პოლიტიკა
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლებმა ღამე კვლავ მთავრობის ადმინისტრაციასთან გაათენეს - ისინი პროტესტს დღესაც განაგრძობენ
აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლებმა ღამე კვლავ მთავრობის ადმინისტრაციასთან გაათენეს - ისინი პროტესტს დღესაც განაგრძობენ

აქონ­დროპ­ლა­ზი­ით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბის მშობ­ლებ­მა ღამე კვლავ მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან გა­ა­თე­ნეს. ისი­ნი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ას დღე­საც გა­ნაგ­რძო­ბენ.

მშობ­ლე­ბის მთა­ვარ მო­თხოვ­ნად სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რა რჩე­ბა, რათა მათი შვი­ლე­ბის მკურ­ნა­ლო­ბის­თვის სა­ჭი­რო პრე­პა­რა­ტის შე­ძე­ნა სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან და­ფი­ნანსდეს.

მშობ­ლებს ად­გილ­ზე მო­ტა­ნი­ლი აქვს ბა­ნე­რე­ბი წარ­წე­რე­ბით: "არა უშავს დე! სა­მა­გი­ე­როდ "imagine dragon“-ის კონ­ცერ­ტზე წა­გიყ­ვან!“, "პური და სა­ნა­ხა­ო­ბა>ბავ­შვე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა“.

"ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრთან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის აზრს ვე­ღარ ვხე­დავთ. ახლა მო­თხოვ­ნაა, რომ პრე­მი­ერ- მი­ნისტრს შევ­ხვდეთ, რად­გან მათი პა­სუ­ხი იყო, რომ ბი­უ­ჯე­ტი არ არ­სე­ბობს. პრო­ტესტს გან­სა­კუთ­რე­ბით იწ­ვევს ის, რომ პა­რა­ლე­ლუ­რად კონ­ცერ­ტე­ბი იგეგ­მე­ბა, რომ­ლებ­შიც 70 მი­ლი­ო­ნი ან შე­იძ­ლე­ბა მე­ტიც იხარ­ჯე­ბა. ამ ყვე­ლაფ­რის ფონ­ზე გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ ბი­უ­ჯე­ტი არ არ­სე­ბობს, რათა ბავ­შვებს ჯან­მრთე­ლო­ბა და სი­ცო­ცხლე და­უ­ფი­ნან­სონ“, - გა­ნა­ცხა­და ნინო კვი­ტა­იშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრ ზუ­რაბ აზა­რაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, "თუ სექ­ტემ­ბრის მო­ნა­ცე­მე­ბით, ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას აი­ღებს და აქონ­დროპ­ლა­ზი­ის ახ­ლად შექ­მნილ სამ­კურ­ნა­ლო მე­დი­კა­მენტს სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან და­ა­ფი­ნან­სებს, სა­ქარ­თვე­ლო იქ­ნე­ბა მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი მო­წი­ნა­ვე ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც ამ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას გა­ი­ზი­ა­რებს და წამ­ლის შეს­ყიდ­ვის­თვის სა­ჭი­რო პრო­ცე­დუ­რებს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს“.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია დღეს გაიმართება
ავტორი:

აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლებმა ღამე კვლავ მთავრობის ადმინისტრაციასთან გაათენეს - ისინი პროტესტს დღესაც განაგრძობენ

აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლებმა ღამე კვლავ მთავრობის ადმინისტრაციასთან გაათენეს - ისინი პროტესტს დღესაც განაგრძობენ

აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლებმა ღამე კვლავ მთავრობის ადმინისტრაციასთან გაათენეს. ისინი საპროტესტო აქციას დღესაც განაგრძობენ.

მშობლების მთავარ მოთხოვნად საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა რჩება, რათა მათი შვილების მკურნალობისთვის საჭირო პრეპარატის შეძენა სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსდეს.

მშობლებს ადგილზე მოტანილი აქვს ბანერები წარწერებით: "არა უშავს დე! სამაგიეროდ "imagine dragon“-ის კონცერტზე წაგიყვან!“, "პური და სანახაობა>ბავშვების ჯანმრთელობა“.

"ჯანდაცვის მინისტრთან კომუნიკაციის აზრს ვეღარ ვხედავთ. ახლა მოთხოვნაა, რომ პრემიერ- მინისტრს შევხვდეთ, რადგან მათი პასუხი იყო, რომ ბიუჯეტი არ არსებობს. პროტესტს განსაკუთრებით იწვევს ის, რომ პარალელურად კონცერტები იგეგმება, რომლებშიც 70 მილიონი ან შეიძლება მეტიც იხარჯება. ამ ყველაფრის ფონზე გვეუბნებიან, რომ ბიუჯეტი არ არსებობს, რათა ბავშვებს ჯანმრთელობა და სიცოცხლე დაუფინანსონ“, - განაცხადა ნინო კვიტაიშვილმა.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, "თუ სექტემბრის მონაცემებით, ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყანა პასუხისმგებლობას აიღებს და აქონდროპლაზიის ახლად შექმნილ სამკურნალო მედიკამენტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დააფინანსებს, საქართველო იქნება მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა, რომელიც ამ პასუხისმგებლობას გაიზიარებს და წამლის შესყიდვისთვის საჭირო პროცედურებს განახორციელებს“.