პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აქონდროპლაზია: იშვიათი დაავადება, რომლის სამკურნალო პრეპარატი რეკორდული ფასი ღირს - თვეებია მშობლები წამლის დაფინანსებას ითხოვენ: როგორია სახელმწიფოს პოზიცია
აქონდროპლაზია: იშვიათი დაავადება, რომლის სამკურნალო პრეპარატი რეკორდული ფასი ღირს - თვეებია მშობლები წამლის დაფინანსებას ითხოვენ: როგორია სახელმწიფოს პოზიცია

უკვე რამ­დე­ნი­მე თვეა, პარ­ლა­მენ­ტთან იშ­ვი­ა­თი და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე ბავ­შვე­ბის მშობ­ლე­ბი პე­რი­ო­დუ­ლად აქ­ცი­ას მარ­თა­ვენ და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან შეხ­ვედ­რას ითხო­ვენ. მშობ­ლე­ბის მო­თხოვ­ნაა სა­ხელ­მწი­ფომ და­ა­ფი­ნან­სოს აქონ­დროპ­ლა­ზი­ის სამ­კურ­ნა­ლო პრე­პა­რა­ტი.

  • ცნო­ბის­თვის, აქონ­დროპ­ლა­ზია იშ­ვი­ა­თი და­ა­ვა­დე­ბაა, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნის სი­მაღ­ლე­ში ზრდის შე­ფერ­ხე­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა. ამ და­ა­ვა­დე­ბით ადა­მი­ა­ნებს აქვთ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სი­ცო­ცხლის ხან­გრძლი­ვო­ბა, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ინ­ტე­ლექ­ტი, მი­უ­ხე­და­ვად ზრდა­ში შე­ფერ­ხე­ბი­სა.

პრე­პა­რა­ტი, რო­მე­ლიც ბავ­შვებ­მა ყო­ველ­დღი­უ­რად ინექ­ცი­უ­რად უნდა მი­ი­ღონ, ძა­ლი­ან ძვი­რი ღირს. მისი ფასი 10 ინექ­ცი­ის­თვის 10 ათას აშშ დო­ლარს აღ­წევს. სა­ქარ­თვე­ლოს მშო­ბელ­თა უმე­ტე­სო­ბის­თვის ეს თან­ხა, უბ­რა­ლოდ, ხელ­მი­უწ­ვდო­მე­ლია.

გუ­შინ იშ­ვი­ა­თი და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე ბავ­შვე­ბის მშობ­ლებს შეხ­ვდა ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრი. ზუ­რაბ აზა­რაშ­ვილ­მა, შეხ­ვედ­რა­ზე, მშობ­ლე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი მო­ის­მი­ნა და მათ პრე­პა­რატ „ვო­სო­რი­ტიდ­თან“ და­კავ­ში­რე­ბით, სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­დან მო­პო­ვე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია გა­აც­ნო.

"ვიძ­ლე­ვით უპი­რო­ბო გა­რან­ტი­ას, თუ სექ­ტემ­ბრის მო­ნა­ცე­მე­ბით, ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას აი­ღებს და აქონ­დროპ­ლა­ზი­ის ახ­ლად შექ­მნილ სამ­კურ­ნა­ლო მე­დი­კა­მენტს სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან და­ა­ფი­ნან­სებს, სა­ქარ­თვე­ლო იქ­ნე­ბა მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი მო­წი­ნა­ვე ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც ამ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას გა­ი­ზი­ა­რებს და წამ­ლის შეს­ყიდ­ვის­თვის სა­ჭი­რო პრო­ცე­დუ­რებს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს" - გა­ნა­ცხა­და აზა­რაშ­ვილ­მა.

შეხ­ვედ­რა­ზე აღი­ნიშ­ნა, რომ მე­დი­კა­მენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით, მწი­რი მო­ნა­ცე­მე­ბის არ­სე­ბო­ბის გამო, მსოფ­ლი­ოს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბი აღ­ნიშ­ნულ სა­კითხს ფრთხი­ლად ეკი­დე­ბი­ან, რათა პა­ცი­ენ­ტის უსაფრ­თხო­ე­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი იყოს. შე­სა­ბა­მი­სად, ამ ეტაპ­ზე, აღ­ნიშ­ნუ­ლი წამ­ლით მკურ­ნა­ლო­ბა სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან, მსოფ­ლი­ოს არ­ცერთ ქვე­ყა­ნა­ში არ ფი­ნანსდე­ბა.

ზუ­რაბ აზა­რაშ­ვილ­მა, პა­ცი­ენ­ტე­ბის მშობ­ლებ­თან შეხ­ვედ­რა­ზე, კი­დევ ერთხელ და­ა­ფიქ­სი­რა უწყე­ბის მზად­ყოფ­ნა, რომ ბავ­შვებს, რომ­ლებ­საც სხვა თან­მდე­ვი და­ა­ვა­დე­ბე­ბი აქვთ, დი­აგ­ნოს­ტი­კა­სა და მკურ­ნა­ლო­ბას რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ისე სა­ზღვარ­გა­რეთ, სა­ხელ­მწი­ფო და­უ­ფი­ნან­სებს.

აქონ­დროპ­ლა­ზი­ის მქო­ნე ბავ­შვე­ბის დე­დებ­მა წუ­ხან­დე­ლი ღამე კან­ცე­ლა­რი­ას­თან გა­ა­ტა­რეს. აქ­ცია და­გეგ­მი­ლია დღე­საც, 14:00 სა­ათ­ზე.

მშობ­ლებ­თან ერ­თად აქ­ცი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და ნინო ორ­დე­ნი­ძე, რო­მე­ლიც წერს:

"მშობ­ლე­ბი შვი­ლე­ბის სი­ცო­ცხლის გა­და­სარ­ჩე­ნად წამ­ლის შე­მო­ტა­ნას ითხო­ვენ! დღე და ღამე წვი­მა­ში, ქარ­ში, სი­ცი­ვე­ში ზიან კან­ცე­ლა­რი­ას­თან, გუ­შინ მი­ნის­ტრი შეხ­ვდა და ფული კი არ მი­ლა­გია ეხლა რო შე­მო­გი­ტა­ნო­თო, ეუბ­ნე­ბა და ზუს­ტად მაგ დროს იდე­ბა კონ­ცერ­ტის ნი­უ­სე­ბი, რო­მე­ლიც მთავ­რო­ბას 70 მი­ლი­ო­ნი უჯ­დე­ბა! ამ თან­ხით აქონ­დროპ­ლა­ზი­ის დი­აგ­ნო­ზის მქო­ნე ბავ­შვე­ბი წლე­ბი შეძ­ლებ­დნენ ამ წამ­ლის მი­ღე­ბას! წლე­ბი ხალ­ხო! და სა­ერ­თოდ, აბა კარ­გად და­ფიქ­რდით გვაქვს ჩვენ მა­გის ფუ­ფუ­ნე­ბა ეხლა, ეგ თან­ხე­ბი რომ კონ­ცერ­ტებ­ში ვი­ხა­დოთ?

ოოო, კაია მერე და რატო არ უნდა იყოს ესე­თი კონ­ცერ­ტე­ბი, აბა სულ ეს ნე­გა­ტი­ვი არ შეგ­ვიძ­ლია, უი­მეე ძაან და­ვი­ღა­ლეთ უკვე ამ ერ­თმა­ნე­თის ჭა­მით, ტე­ლე­ვი­ზორს დიდი ხა­ნია არ ვუ­ყუ­რებ ვიგ­რუ­ზე­ბი, პო­ლი­ტი­კა არ მა­ინ­ტე­რე­სებს, მე მინ­და რო მშვი­დად ვი­ცხოვ­რო, ეს ამ­დე­ნი კი­ვი­ლი რა სა­ჭი­როა, ჩვენც ხო გვინ­და ცოტა გარ­თო­ბა და­ვი­ღა­ლეთ, რა უბე­დუ­რე­ბაა ეს ყვე­ლა­ფერ­ზე აქ­ცი­ე­ბი!აი ესე­თი ტექ­სტე­ბი ვინც გა­მო­დი­ხართ, ჩემო საყ­ვა­რე­ლო მე­გობ­რე­ბო, ყვე­ლას კი­დევ ერთხელ შე­გახ­სე­ნებთ, რომ დე­დე­ბი ითხო­ვენ წა­მალს შვი­ლე­ბის­თვის! და უკვე ძა­ლი­ან დიდი ხა­ნია! თუ ეს ნე­გა­ტი­უ­რი ინ­ფორ­მა­ცი­აა და ბლო­კავთ? თუ პო­ლი­ტი­კუ­რია, დედა რო შვი­ლის­თვის წა­მალს ითხოვს იმი­ტომ რომ ძვი­რია და ვერ ყი­დუ­ლობს?

თუ ფორ­მა არ მოგ­წონთ, ღამე პუ­ფებ­ზე რო ყრი­ან დე­დე­ბი და ჟუტ­კი სა­ნა­ხა­ვია? აააა, თუ რად­გან მთავ­რო­ბას თხო­ვენ წა­მალს, ესე იგი პო­ლი­ტი­კუ­რია და მანდ ჯო­ბია არ აი­ზი­ლოთ? ოკ, არაა პრობ­ლე­მა, ის ხალ­ხიც საკ­მა­რი­სი ვართ, ვინც ბო­ლომ­დე და­ვუდ­გე­ბით ამ მშობ­ლებს და აუ­ცი­ლებ­ლად, აუ­ცი­ლებ­ლად მო­ვი­პო­ვებთ წა­მალს! დღეს, 2-სა­ათ­ზე, კან­ცე­ლა­რი­ას­თან"

ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე: მას­შტა­ბუ­რიც არ არის, რომ ამას სა­ხელ­მწი­ფო ვერ მო­ე­რი­ოს და ამით იმარ­თლოს თავი. 16, სულ რა­ღაც 16 ბავ­შვი ყო­ფი­ლა ქვე­ყა­ნა­ში აქონ­დროპ­ლა­ზი­ის მქო­ნე. 16 ბავ­შვის წა­მა­ლი რო­გორ ვერ უნდა უზ­რუნ­ველ­ყოს სა­ხელ­მწი­ფომ, ამის­თვის მშობ­ლებს აქ­ცი­ის მო­წყო­ბა რა­ტომ უნდა სჭირ­დე­ბო­დეთ?

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
შეშფოთებული
0

ასეთები ძალიან ნიჭიერები არიან, სადაა გარანტია, რომ გამოუცდელი წამლით ისინი არ დაზიანდებიან ან გონებრივად, ან ფიზიკურად. შეიძლება არაპროპორციულადაც გაიზარდონ, დაიზიანონ თირკმელები, ღვიძლი, წნევა დაუვარდეთ

nina
0

ვიბოღმებოდი ჯანმოს დუმილზე, როგორც გაირკვა ჯერ დამტკიცებული არ არის მისი გამოყენებაო. და ეტყობათ შიშობენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

აქონდროპლაზია: იშვიათი დაავადება, რომლის სამკურნალო პრეპარატი რეკორდული ფასი ღირს - თვეებია მშობლები წამლის დაფინანსებას ითხოვენ: როგორია სახელმწიფოს პოზიცია

აქონდროპლაზია: იშვიათი დაავადება, რომლის სამკურნალო პრეპარატი რეკორდული ფასი ღირს - თვეებია მშობლები წამლის დაფინანსებას ითხოვენ: როგორია სახელმწიფოს პოზიცია

უკვე რამდენიმე თვეა, პარლამენტთან იშვიათი დაავადების მქონე ბავშვების მშობლები პერიოდულად აქციას მართავენ და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. მშობლების მოთხოვნაა სახელმწიფომ დააფინანსოს აქონდროპლაზიის სამკურნალო პრეპარატი.

  • ცნობისთვის, აქონდროპლაზია იშვიათი დაავადებაა, რომელიც ადამიანის სიმაღლეში ზრდის შეფერხებით ხასიათდება. ამ დაავადებით ადამიანებს აქვთ ჩვეულებრივი სიცოცხლის ხანგრძლივობა, ჩვეულებრივი ინტელექტი, მიუხედავად ზრდაში შეფერხებისა.

პრეპარატი, რომელიც ბავშვებმა ყოველდღიურად ინექციურად უნდა მიიღონ, ძალიან ძვირი ღირს. მისი ფასი 10 ინექციისთვის 10 ათას აშშ დოლარს აღწევს. საქართველოს მშობელთა უმეტესობისთვის ეს თანხა, უბრალოდ, ხელმიუწვდომელია.

გუშინ იშვიათი დაავადების მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა ჯანდაცვის მინისტრი. ზურაბ აზარაშვილმა, შეხვედრაზე, მშობლების საჭიროებები მოისმინა და მათ პრეპარატ „ვოსორიტიდთან“ დაკავშირებით, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მოპოვებული ინფორმაცია გააცნო.

"ვიძლევით უპირობო გარანტიას, თუ სექტემბრის მონაცემებით, ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყანა პასუხისმგებლობას აიღებს და აქონდროპლაზიის ახლად შექმნილ სამკურნალო მედიკამენტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დააფინანსებს, საქართველო იქნება მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა, რომელიც ამ პასუხისმგებლობას გაიზიარებს და წამლის შესყიდვისთვის საჭირო პროცედურებს განახორციელებს" - განაცხადა აზარაშვილმა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მედიკამენტთან დაკავშირებით, მწირი მონაცემების არსებობის გამო, მსოფლიოს განვითარებული ქვეყნები აღნიშნულ საკითხს ფრთხილად ეკიდებიან, რათა პაციენტის უსაფრთხოება მაქსიმალურად გარანტირებული იყოს. შესაბამისად, ამ ეტაპზე, აღნიშნული წამლით მკურნალობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ ფინანსდება.

ზურაბ აზარაშვილმა, პაციენტების მშობლებთან შეხვედრაზე, კიდევ ერთხელ დააფიქსირა უწყების მზადყოფნა, რომ ბავშვებს, რომლებსაც სხვა თანმდევი დაავადებები აქვთ, დიაგნოსტიკასა და მკურნალობას როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, სახელმწიფო დაუფინანსებს.

აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების დედებმა წუხანდელი ღამე კანცელარიასთან გაატარეს. აქცია დაგეგმილია დღესაც, 14:00 საათზე.

მშობლებთან ერთად აქციაზე იმყოფებოდა ნინო ორდენიძე, რომელიც წერს:

"მშობლები შვილების სიცოცხლის გადასარჩენად წამლის შემოტანას ითხოვენ! დღე და ღამე წვიმაში, ქარში, სიცივეში ზიან კანცელარიასთან, გუშინ მინისტრი შეხვდა და ფული კი არ მილაგია ეხლა რო შემოგიტანოთო, ეუბნება და ზუსტად მაგ დროს იდება კონცერტის ნიუსები, რომელიც მთავრობას 70 მილიონი უჯდება! ამ თანხით აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვები წლები შეძლებდნენ ამ წამლის მიღებას! წლები ხალხო! და საერთოდ, აბა კარგად დაფიქრდით გვაქვს ჩვენ მაგის ფუფუნება ეხლა, ეგ თანხები რომ კონცერტებში ვიხადოთ?

ოოო, კაია მერე და რატო არ უნდა იყოს ესეთი კონცერტები, აბა სულ ეს ნეგატივი არ შეგვიძლია, უიმეე ძაან დავიღალეთ უკვე ამ ერთმანეთის ჭამით, ტელევიზორს დიდი ხანია არ ვუყურებ ვიგრუზები, პოლიტიკა არ მაინტერესებს, მე მინდა რო მშვიდად ვიცხოვრო, ეს ამდენი კივილი რა საჭიროა, ჩვენც ხო გვინდა ცოტა გართობა დავიღალეთ, რა უბედურებაა ეს ყველაფერზე აქციები!აი ესეთი ტექსტები ვინც გამოდიხართ, ჩემო საყვარელო მეგობრებო, ყველას კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ დედები ითხოვენ წამალს შვილებისთვის! და უკვე ძალიან დიდი ხანია! თუ ეს ნეგატიური ინფორმაციაა და ბლოკავთ? თუ პოლიტიკურია, დედა რო შვილისთვის წამალს ითხოვს იმიტომ რომ ძვირია და ვერ ყიდულობს?

თუ ფორმა არ მოგწონთ, ღამე პუფებზე რო ყრიან დედები და ჟუტკი სანახავია? აააა, თუ რადგან მთავრობას თხოვენ წამალს, ესე იგი პოლიტიკურია და მანდ ჯობია არ აიზილოთ? ოკ, არაა პრობლემა, ის ხალხიც საკმარისი ვართ, ვინც ბოლომდე დავუდგებით ამ მშობლებს და აუცილებლად, აუცილებლად მოვიპოვებთ წამალს! დღეს, 2-საათზე, კანცელარიასთან"

ნათია ფანჯიკიძე: მასშტაბურიც არ არის, რომ ამას სახელმწიფო ვერ მოერიოს და ამით იმართლოს თავი. 16, სულ რაღაც 16 ბავშვი ყოფილა ქვეყანაში აქონდროპლაზიის მქონე. 16 ბავშვის წამალი როგორ ვერ უნდა უზრუნველყოს სახელმწიფომ, ამისთვის მშობლებს აქციის მოწყობა რატომ უნდა სჭირდებოდეთ?