მსოფლიო
სამართალი

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
პოლიტიკა
კონფლიქტები
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სემეკში განხორციელებული ტვინინგის პროექტის  დახურვის ღონისძიება გაიმართა
სემეკში განხორციელებული ტვინინგის პროექტის  დახურვის ღონისძიება გაიმართა

სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ ეროვ­ნულ კო­მი­სი­ა­ში (სე­მეკ) ევ­რო­კავ­ში­რის და­ფი­ნან­სე­ბით მიმ­დი­ნა­რე ტვი­ნინ­გის პრო­ექ­ტი - „მწვა­ნე ენერ­გი­ის რე­გუ­ლი­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში“ დას­რულ­და. ღო­ნის­ძი­ე­ბა გახ­სნეს სე­მე­კის წევ­რმა, პრო­ექ­ტის ლი­დერ­მა სა­ქარ­თვე­ლოს მხრი­დან, გი­ორ­გი ფან­გან­მა და პრო­ექ­ტის ლი­დერ­მა ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან, დიტ­მარ პრე­ინ­სტორ­ფერ­მა. მათ ხაზი გა­უს­ვეს პრო­ექ­ტის მიღ­წე­ვებ­სა და ეფექ­ტი­ან შე­დე­გებს.

ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე ძი­რი­თა­დი მოხ­სე­ნე­ბით წარ­დგნენ სე­მე­კის თავ­მჯდო­მა­რე და­ვით ნარ­მა­ნია, სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე რო­მეო მი­ქა­უ­ტა­ძე და სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე, თე­ი­მუ­რაზ ჯან­ჯა­ლია.

სე­მე­კის თავ­მჯდო­მა­რის და­ვით ნარ­მა­ნი­ას თქმით, ევ­რო­კავ­ში­რის და­ფი­ნან­სე­ბით სე­მეკ­ში არა­ერ­თი წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი გან­ხორ­ცი­ელ­და.

„ბოლო 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ევ­რო­კავ­ში­რის და­ფი­ნან­სე­ბით სე­მეკ­ში არა­ერ­თი უმ­სხვი­ლე­სი პრო­ექ­ტი გან­ხორ­ცი­ელ­და, რომ­ლე­ბიც დაგ­ვეხ­მა­რა კო­მი­სი­ის საქ­მი­ა­ნო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ში სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით. დაძ­მო­ბი­ლე­ბის პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში სე­მეკ­მა შე­ი­მუ­შა­ვა სა­ტა­რი­ფო მე­თო­დო­ლო­გი­ე­ბი, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც მიმ­დი­ნა­რე­ობს გამჭვირ­ვა­ლე და სა­მარ­თლი­ა­ნი ტა­რი­ფე­ბის დად­გე­ნა, შე­მუ­შავ­და ბაზ­რის მო­ნი­ტო­რინ­გი­სა და აუ­დი­ტის წე­სე­ბი, გან­ხორ­ცი­ელ­და ჭკვი­ა­ნი აღ­რი­ცხვის და­ნერგვის ხარჯ-სარ­გებ­ლი­ა­ნო­ბის ანა­ლი­ზი და შე­მუ­შავ­და ჭკვი­ა­ნი აღ­რი­ცხვის მხარ­დამ­ჭე­რი მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი სტრა­ტე­გი­ის პრო­ექ­ტი, შე­მუ­შავ­და დი­გი­ტა­ლი­ზა­ცი­ის სტრა­ტე­გი­ის პრო­ექ­ტი. გარ­და ტვი­ნინ­გის პრო­ექ­ტე­ბი­სა, სე­მეკ­ში, ევ­რო­კავ­ში­რის და­ფი­ნან­სე­ბით სხვა პროგ­რა­მე­ბიც ხორ­ცი­ელ­დე­ბა. მათ შო­რის, იწყე­ბა ტექ­ნი­კუ­რი დახ­მა­რე­ბი­სა და ინ­ფორ­მა­ცი­ის გაც­ვლის ინ­სტრუ­მენ­ტის პროგ­რა­მა (TAIEX), რო­მე­ლიც სე­მეკს და­ეხ­მა­რე­ბა ელექტრო­ე­ნერ­გი­ის დამ­გრო­ვე­ბე­ლი ბა­ტა­რე­ე­ბის და­ნერგვა­სა და რე­გუ­ლა­ცი­ებ­ში, რა­საც და­დე­ბი­თი ეფექ­ტი ექ­ნე­ბა ელექტრუ­ლი ქსე­ლის სა­ი­მე­დო­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის კუ­თხით. ვი­მე­დოვ­ნებ, რომ ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ევ­რო­კავ­ში­რის პრო­ექ­ტე­ბის ფარ­გლებ­ში გაგ­რძელ­დე­ბა და კი­დევ უფრო მე­ტად ეფექ­ტი­ა­ნი იქ­ნე­ბა,“ - გა­ნა­ცხა­და და­ვით ნარ­მა­ნი­ამ.

სე­მე­კის წევ­რმა და პრო­ექ­ტის ლი­დერ­მა სა­ქარ­თვე­ლოს მხრი­დან, გი­ორ­გი ფან­გან­მა და­დე­ბი­თად შე­ა­ფა­სა რი­გით მე-4 ტვი­ნინ­გის პრო­ექ­ტის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა სე­მეკ­ში და ხაზი გა­უს­ვა ევ­რო­კავ­ში­რის როლს სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კის სექ­ტო­რის გან­ვი­თა­რე­ბა­ში.

„სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კულ სექ­ტორ­ში ფუნ­და­მენ­ტუ­რი რე­ფორ­მა ხორ­ცი­ელ­დე­ბა, რომ­ლის მი­ზა­ნია ქარ­თუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში მოყ­ვა­ნა ევ­რო­კავ­ში­რის კა­ნონ­მდებ­ლო­ბას­თან. სე­მე­კი მუდ­მი­ვად აუმ­ჯო­ბე­სებს რე­გუ­ლა­ცი­ებს, რათა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იყოს ყვე­ლა­ზე მიმ­ზიდ­ვე­ლი მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი გა­რე­მო რო­გორც მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის, ასე­ვე ენერ­გე­ტი­კის სექ­ტორ­ში მოქ­მე­დი კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის. ამ პრო­ცეს­ში ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ევ­რო­პის წამ­ყვა­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ცოდ­ნი­სა და გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა. მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ევ­რო­კავ­შირს ასე­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბის­თვის, რო­მელ­საც სე­მე­კი ღე­ბუ­ლობს რო­გორც ტვი­ნინ­გის პრო­ექ­ტე­ბის, ასე­ვე სხვა ინ­სტრუ­მენ­ტე­ბის დახ­მა­რე­ბით“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ფან­გან­მა.

ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან პრო­ექ­ტის ლი­დე­რის დიტ­მარ პრე­ინ­სტორ­ფე­რის თქმით, პრო­ექტს აქვს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მიღ­წე­ვე­ბი ყვე­ლა კომ­პო­ნენ­ტში.

„პრო­ექ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა ჩემ­თვის დიდი პა­ტი­ვი იყო. ვმუ­შა­ობ­დი შე­სა­ნიშ­ნავ ექ­სპერ­ტებ­თან ერ­თად სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­დან. მო­ვა­ხერ­ხეთ ცოდ­ნი­სა და გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა ქსე­ლუ­რი ტა­რი­ფე­ბის, მო­თხოვ­ნის მარ­თვი­სა და გა­ნახ­ლე­ბა­დი ენერ­გი­ე­ბის რე­გუ­ლი­რე­ბის სა­კი­თხებ­ზე. მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო სე­მე­კის მე­ნე­ჯმენტს და ყვე­ლა ექ­სპერტს შე­ტა­ნი­ლი წვლი­ლის­თვის“, - აღ­ნიშ­ნა დიტ­მარ პრე­ინ­სტორ­ფერ­მა,

ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მო­ნა­წი­ლე­ებს მი­სა­სალ­მე­ბე­ლი სი­ტყვით მი­მარ­თეს ავ­სტრი­ის რეს­პუბ­ლი­კის სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი და სა­გან­გე­ბო ელჩმა სა­ქარ­თვე­ლო­ში თო­მას მულ­მან­მა, გერ­მა­ნი­ის ფე­დე­რა­ლუ­რი რეს­პუბ­ლი­კის სრულ­ფა­სო­ვან­მა და სა­გან­გე­ბო ელჩმა სა­ქარ­თვე­ლო­ში ერნსტ პე­ტერ ფი­შერ­მა, სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის პრო­ექ­ტე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­როს­მა კა­ტა­ლინ გერ­მან­მა. მათი თქმით, ევ­რო­კავ­ში­რის მიერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი ტვი­ნინ­გის პრო­ექ­ტი წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­და და სე­მე­კის მხარ­და­ჭე­რით მნიშ­ვნე­ლო­ვან შე­დე­გებს მი­აღ­წია.

ევ­რო­კავ­ში­რის მიერ 1, 500 000 ევ­რო­თი და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რე­ბის დაძ­მო­ბი­ლე­ბის რი­გით მე-4 პრო­ექ­ტის - „მწვა­ნე ენერ­გი­ის რე­გუ­ლი­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში“ მი­ზანს წარ­მო­ად­გენ­და გა­ნახ­ლე­ბა­დი ენერ­გი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცე­სის მხარ­და­ჭე­რა სა­ქარ­თვე­ლოს ელექტრო­ე­ნერ­გი­ი­სა და ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის ბაზ­რებ­ზე არ­სე­ბუ­ლი მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ჩარ­ჩოს ევ­რო­კავ­ში­რის სტან­დარ­ტებ­თან მი­სა­და­გე­ბით. პრო­ექ­ტის ხან­გრძლი­ვო­ბა იყო 27 თვე, რო­მე­ლიც გან­ხორ­ცი­ელ­და ავ­სტრი­ის ენერ­გე­ტი­კის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი უწყე­ბის (E-Control) მიერ გერ­მა­ნი­ის ფე­დე­რა­ლუ­რი ქსე­ლის სა­ა­გენ­ტოს­თან (BNetzA) თა­ნამ­შრომ­ლო­ბით. პრო­ექ­ტის პირ­და­პი­რი ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი იყო სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სია (სე­მე­კი).

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
MMA | მერაბ დვალიშვილი UFC-ის განახლებულ საერთო რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურდა - ტოპ 5-ში უკვე ორი ქართველია
ავტორი:

სემეკში განხორციელებული ტვინინგის პროექტის  დახურვის ღონისძიება გაიმართა

სემეკში განხორციელებული ტვინინგის პროექტის  დახურვის ღონისძიება გაიმართა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე ტვინინგის პროექტი - „მწვანე ენერგიის რეგულირება საქართველოში“ დასრულდა. ღონისძიება გახსნეს სემეკის წევრმა, პროექტის ლიდერმა საქართველოს მხრიდან, გიორგი ფანგანმა და პროექტის ლიდერმა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მხრიდან, დიტმარ პრეინსტორფერმა. მათ ხაზი გაუსვეს პროექტის მიღწევებსა და ეფექტიან შედეგებს.

ღონისძიებაზე ძირითადი მოხსენებით წარდგნენ სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, თეიმურაზ ჯანჯალია.

სემეკის თავმჯდომარის დავით ნარმანიას თქმით, ევროკავშირის დაფინანსებით სემეკში არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა.

„ბოლო 10 წლის განმავლობაში, ევროკავშირის დაფინანსებით სემეკში არაერთი უმსხვილესი პროექტი განხორციელდა, რომლებიც დაგვეხმარა კომისიის საქმიანობის გაუმჯობესებაში სხვადასხვა მიმართულებით. დაძმობილების პროგრამის ფარგლებში სემეკმა შეიმუშავა სატარიფო მეთოდოლოგიები, რომლის საფუძველზეც მიმდინარეობს გამჭვირვალე და სამართლიანი ტარიფების დადგენა, შემუშავდა ბაზრის მონიტორინგისა და აუდიტის წესები, განხორციელდა ჭკვიანი აღრიცხვის დანერგვის ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზი და შემუშავდა ჭკვიანი აღრიცხვის მხარდამჭერი მარეგულირებელი სტრატეგიის პროექტი, შემუშავდა დიგიტალიზაციის სტრატეგიის პროექტი. გარდა ტვინინგის პროექტებისა, სემეკში, ევროკავშირის დაფინანსებით სხვა პროგრამებიც ხორციელდება. მათ შორის, იწყება ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტის პროგრამა (TAIEX), რომელიც სემეკს დაეხმარება ელექტროენერგიის დამგროვებელი ბატარეების დანერგვასა და რეგულაციებში, რასაც დადებითი ეფექტი ექნება ელექტრული ქსელის საიმედოობის გაუმჯობესების კუთხით. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ევროკავშირის პროექტების ფარგლებში გაგრძელდება და კიდევ უფრო მეტად ეფექტიანი იქნება,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

სემეკის წევრმა და პროექტის ლიდერმა საქართველოს მხრიდან, გიორგი ფანგანმა დადებითად შეაფასა რიგით მე-4 ტვინინგის პროექტის მიმდინარეობა სემეკში და ხაზი გაუსვა ევროკავშირის როლს საქართველოს ენერგეტიკის სექტორის განვითარებაში.

„საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში ფუნდამენტური რეფორმა ხორციელდება, რომლის მიზანია ქართული კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანა ევროკავშირის კანონმდებლობასთან. სემეკი მუდმივად აუმჯობესებს რეგულაციებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს ყველაზე მიმზიდველი მარეგულირებელი გარემო როგორც მომხმარებლებისთვის, ასევე ენერგეტიკის სექტორში მოქმედი კომპანიებისთვის. ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია ევროპის წამყვანი ორგანიზაციების ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება. მინდა მადლობა გადავუხადო ევროკავშირს ასეთი შესაძლებლობისთვის, რომელსაც სემეკი ღებულობს როგორც ტვინინგის პროექტების, ასევე სხვა ინსტრუმენტების დახმარებით“, - განაცხადა გიორგი ფანგანმა.

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მხრიდან პროექტის ლიდერის დიტმარ პრეინსტორფერის თქმით, პროექტს აქვს მნიშვნელოვანი მიღწევები ყველა კომპონენტში.

„პროექტის ხელმძღვანელობა ჩემთვის დიდი პატივი იყო. ვმუშაობდი შესანიშნავ ექსპერტებთან ერთად სხვადასხვა ორგანიზაციებიდან. მოვახერხეთ ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება ქსელური ტარიფების, მოთხოვნის მართვისა და განახლებადი ენერგიების რეგულირების საკითხებზე. მინდა მადლობა გადავუხადო სემეკის მენეჯმენტს და ყველა ექსპერტს შეტანილი წვლილისთვის“, - აღნიშნა დიტმარ პრეინსტორფერმა,

ღონისძიებაზე მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ავსტრიის რესპუბლიკის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩმა საქართველოში თომას მულმანმა, გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის სრულფასოვანმა და საგანგებო ელჩმა საქართველოში ერნსტ პეტერ ფიშერმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსმა კატალინ გერმანმა. მათი თქმით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ტვინინგის პროექტი წარმატებით დასრულდა და სემეკის მხარდაჭერით მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია.

ევროკავშირის მიერ 1, 500 000 ევროთი დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების რიგით მე-4 პროექტის - „მწვანე ენერგიის რეგულირება საქართველოში“ მიზანს წარმოადგენდა განახლებადი ენერგიების განვითარების პროცესის მხარდაჭერა საქართველოს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ბაზრებზე არსებული მარეგულირებელი ჩარჩოს ევროკავშირის სტანდარტებთან მისადაგებით. პროექტის ხანგრძლივობა იყო 27 თვე, რომელიც განხორციელდა ავსტრიის ენერგეტიკის მარეგულირებელი უწყების (E-Control) მიერ გერმანიის ფედერალური ქსელის სააგენტოსთან (BNetzA) თანამშრომლობით. პროექტის პირდაპირი ბენეფიციარი იყო საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი).

NS