მსოფლიო
სამართალი

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
პოლიტიკა
კონფლიქტები
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
18 წლის ბიჭს, რომელიც 71 წლის ქალის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს, პატიმრობა შეეფარდა
18 წლის ბიჭს, რომელიც 71 წლის ქალის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს, პატიმრობა შეეფარდა

თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ 71 წლის ქა­ლის მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბულ 18 წლის ბაჩო ხაშ­მე­ლაშ­ვილს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

სხდო­მა­ზე ბრალ­დე­ბის მხა­რე პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას ითხოვ­და იმ მო­ტი­ვით, რომ და­კა­ვე­ბუ­ლის მხრი­დან არ­სე­ბობს მი­მალ­ვის, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბი­სა და და­ნა­შა­უ­ლის ხე­ლახ­ლა ჩა­დე­ნის საფრ­თხე­ე­ბი. დაც­ვის მხა­რე პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბას არ და­ე­თან­ხმა. 18 წლის ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტი მო­ი­თხოვ­და, რომ 21 წლამ­დე მი­უღ­წე­ველ­ზე მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის კო­დექ­სის შე­სა­ბა­მი­სად მომ­ხდა­რი­ყო გან­რი­დე­ბა.

მკვლე­ლო­ბა ახ­მე­ტა­ში 17 აპ­რილს მოხ­და. 71 წლის ქალს მე­ზო­ბელ­მა, 18 წლის ბიჭ­მა სა­ნა­დი­რო თო­ფი­დან სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა. მომ­ხდა­რის მო­ტი­ვად, მხა­რე­ებს შო­რის წარ­სულ­ში სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ნი­ა­დაგ­ზე და­წყე­ბუ­ლი დავა სა­ხელ­დე­ბა.

საქ­მე­ებ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს. წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მა 8 ივ­ნისს ჩა­ი­ნიშ­ნა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქართველი
2

71წლის ქალს რომ კლავდა მაშინ არ იცოდა რომ ბავშვი იყო,მკვლელს დაცვა არ უნდა ყავდეს, რას იცავთ (ფულს აკეთებთ)სამუდამო

ვას
5

71 წლის ქალის რომ ესვრის კაცი იმას კაცი არ ქვია, არ აქვს მნიშვნელობა რა იყო მიზეზი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
MMA | მერაბ დვალიშვილი UFC-ის განახლებულ საერთო რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურდა - ტოპ 5-ში უკვე ორი ქართველია
ავტორი:

18 წლის ბიჭს, რომელიც 71 წლის ქალის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს, პატიმრობა შეეფარდა

18 წლის ბიჭს, რომელიც 71 წლის ქალის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს, პატიმრობა შეეფარდა

თელავის რაიონულმა სასამართლომ 71 წლის ქალის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ 18 წლის ბაჩო ხაშმელაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სხდომაზე ბრალდების მხარე პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა იმ მოტივით, რომ დაკავებულის მხრიდან არსებობს მიმალვის, მტკიცებულებების განადგურებისა და დანაშაულის ხელახლა ჩადენის საფრთხეები. დაცვის მხარე პროკურატურის შუამდგომლობას არ დაეთანხმა. 18 წლის ბრალდებულის ადვოკატი მოითხოვდა, რომ 21 წლამდე მიუღწეველზე მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად მომხდარიყო განრიდება.

მკვლელობა ახმეტაში 17 აპრილს მოხდა. 71 წლის ქალს მეზობელმა, 18 წლის ბიჭმა სანადირო თოფიდან სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. მომხდარის მოტივად, მხარეებს შორის წარსულში საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაწყებული დავა სახელდება.

საქმეებზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. წინასასამართლო სხდომა 8 ივნისს ჩაინიშნა.