სასტიკი დანაშაული მოხდა თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითში, სადაც შვილმა მამა მოკლა. მომხდარის დეტალები ტელეკომპანია "ფორმულამ" გაარკვია. მათი ცნობით, 57 წლის მამაკაცი აღდგომა დღეს ნახეს საკუთარ საწოლში გარდაცვლილი. გავრცელებული ინფორმაციით, მძინარე კაცს შვილმა ნაჯახი ჩაარტყა.
"დილას რომ ნახეს, შვილი გაქცეული იყო, მაგრამ ახლა დაკავებულია", - ყვება ერთ-ერთი ახლობელი.
კიდევ ერთი ადგილობრივის თქმით, 22 წლის ახალგაზრდას ფსიქიკური პრობლემები აქვს, ის მუდმივად იღებდა მედიკამენტებს.
"ხონში იწვა, მაგრამ მამამ გამოიყვანა, წამალს არ აკლებდა. ნაჯახით მოუკლია საწყალი", - ამბობს ის.
შსს ადასტურებს, რომ ბრალდებული დაკავებულია. უწყების ცნობით, გამოძიება 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
იხილეთ ასევე:
თან ბედიერების ,,სმაილი" დაურთეთ ხოლმე-,,ეს რა მაგარი ინფორმაცია"
სხვა რო მოეკლა ხონში ხელებს დაიბანდნენ არაფერ შუაში ვართო?!!! თუ არ იყო გამოჯანმრთელებული ვინ გამოწერა!!!!