სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხეილ ჯავახიშვილის "ქალის ტვირთი"  - რომანი თავად-აზნაურთა შთამომავალ ქეთევან ახატნელის ტრაგიკულ ბედზე
მიხეილ ჯავახიშვილის "ქალის ტვირთი"  - რომანი თავად-აზნაურთა შთამომავალ ქეთევან ახატნელის ტრაგიკულ ბედზე

მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის შე­მოქ­მე­დე­ბა მუდ­მი­ვად აქ­ტუ­ა­ლუ­რია და თა­ო­ბე­ბის­თვის ის ერთ-ერთ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს მწერ­ლად რჩე­ბა.

რეპ­რე­სი­რე­ბუ­ლი მწერ­ლის რო­მა­ნე­ბი ჩვენს პი­რად ბიბ­ლი­ო­თე­კებ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვან ად­გილს იკა­ვებს. მისი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი ცხა­დად ეხ­მი­ა­ნე­ბა დღეს მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს და მკი­თხველს ღრმა სა­ფიქ­რალს უტო­ვებს. ამას­თან, მისი შე­მოქ­მე­დე­ბა ასა­ხავს იმ პე­რი­ო­დის მან­კი­ერ მხა­რე­ებს, როცა ის ცხოვ­რობ­და და მოღ­ვა­წე­ობ­და.

ამ მხრივ, სხვა ნა­წარ­მო­ე­ბებ­ზე არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის რო­მა­ნი „ქა­ლის ტვირ­თი“, რო­მე­ლიც მან 1936 წელს და­წე­რა. ეს მისი უკა­ნას­კნე­ლი ნა­მუ­შე­ვა­რია. ნა­წარ­მო­ე­ბი ახალ­გაზ­რდა ქა­ლის, ქე­თე­ვან ახატ­ნე­ლის ტრა­გი­კულ ცხოვ­რე­ბა­ზე მოგ­ვი­თხრობს. ის წარ­მო­მავ­ლო­ბით თა­ვად-აზ­ნა­ურ­თა კლა­სი­დან იყო, თუმ­ცა იდე­უ­რად პრო­ლე­ტა­რი­ატს ემ­ხრო­ბო­და. სა­ბო­ლო­ოდ კი სა­კუ­თა­რი ად­გი­ლი ვერ­სად იპო­ვა. რო­მა­ნი მოგ­ვი­თხრობს იმ პე­რი­ოდ­ში სხვა­დას­ხვა ღი­რე­ბუ­ლე­ბის მქონ­დე ადა­მი­ა­ნე­ბის ბედ­ზე და სა­ინ­ტე­რე­სოა იმი­თაც, რომ მას­ში პერ­სო­ნა­ჟე­ბად ისე­თი ის­ტო­რი­უ­ლი პი­როვ­ნე­ბე­ბი არი­ან გა­მოყ­ვა­ნი­ლი და მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი, რო­გო­რი­ცაა ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე, აკა­კი წე­რე­თე­ლი, ან­ტონ ფურ­ცე­ლა­ძე, ნიკო ნი­კო­ლა­ძე და ახალ­გაზ­რდა სტა­ლი­ნი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ რო­მა­ნის მი­ხედ­ვით ნი­კო­ლოზ სა­მა­ნიშ­ვილ­მა 1957 წელს ამა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბის ფილ­მი გა­და­ი­ღო. მთა­ვარ რო­ლებს ლია ელი­ა­ვა და ია­კობ ტრი­პოლ­სკი ას­რუ­ლე­ბენ.

მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის „ქა­ლის ტვირ­თი“ წარ­მო­ჩე­ნი­ლია ისე­თი სა­კი­თხე­ბი, რო­გო­რი­ცაა ქა­ლის როლი პო­ლი­ტი­კა­ში, რის­კი, რომ­ლის გა­წე­ვაც მას შე­უძ­ლია და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა სიყ­ვა­რუ­ლის გამო მი­ი­ღოს.

მწერ­ლის რო­მა­ნე­ბი პე­რი­ო­დუ­ლად ხე­ლახ­ლა გა­მო­ი­ცე­მა და ახა­ლი თა­ო­ბე­ბის­თვის კი­დევ უფრო ხელ­მი­საწ­ვდო­მი ხდე­ბა. ამას­თან, ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი ნე­ბის­მი­ე­რი ბიბ­ლი­ო­თე­კის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლია. მისი რო­მა­ნე­ბი და მო­თხრო­ბე­ბი გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-მა“ პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში - „XXI სა­უ­კუ­ნის ოჯახს ახა­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კა სჭირ­დე­ბა“, კი­დევ ერთხელ გა­მოს­ცა. სე­რი­ის ფარ­გლებ­ში უკვე ხელ­მი­საწ­ვდო­მია „კვა­ჭი კვა­ჭან­ტი­რა­ძე“, „არ­სე­ნა მა­რაბ­დე­ლი“, „ჯა­ყოს ხიზ­ნე­ბი“ და „გივი შა­დუ­რი“ , მო­თხრო­ბე­ბი და წე­რი­ლე­ბი, „თეთ­რი სა­ყე­ლო“ და ახლა უკვე „ქა­ლის ტვირ­თი“, რო­მე­ლიც გა­მოს­ვლი­დან ერთი კვი­რის სპე­ცი­ა­ლუ­რი ფა­სით, 14 ლარი იქ­ნე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი. წიგ­ნის შე­ძე­ნა შე­გიძ­ლი­ათ „ბიბ­ლუ­სის“ მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ­ში ან პრე­სის გა­მავ­რცე­ლე­ბელ ჯი­ხუ­რებ­ში. ასე­ვე, შე­საძ­ლებ­ლო­ბა გაქვთ, გახ­დეთ სე­რი­ის გა­მომ­წე­რი, ამის­თვის დაგ­ვი­კავ­შირ­დით 0322470045 ან ეწ­ვი­ეთ „პა­ლიტ­რა L-ის“ ვებგ­ვერდს.

R

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

მიხეილ ჯავახიშვილის "ქალის ტვირთი"  - რომანი თავად-აზნაურთა შთამომავალ ქეთევან ახატნელის ტრაგიკულ ბედზე

მიხეილ ჯავახიშვილის "ქალის ტვირთი"  - რომანი თავად-აზნაურთა შთამომავალ ქეთევან ახატნელის ტრაგიკულ ბედზე

მიხეილ ჯავახიშვილის შემოქმედება მუდმივად აქტუალურია და თაობებისთვის ის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მწერლად რჩება.

რეპრესირებული მწერლის რომანები ჩვენს პირად ბიბლიოთეკებში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. მისი ნაწარმოებები ცხადად ეხმიანება დღეს მიმდინარე მოვლენებს და მკითხველს ღრმა საფიქრალს უტოვებს. ამასთან, მისი შემოქმედება ასახავს იმ პერიოდის მანკიერ მხარეებს, როცა ის ცხოვრობდა და მოღვაწეობდა.

ამ მხრივ, სხვა ნაწარმოებებზე არანაკლებ მნიშვნელოვანია მიხეილ ჯავახიშვილის რომანი „ქალის ტვირთი“, რომელიც მან 1936 წელს დაწერა. ეს მისი უკანასკნელი ნამუშევარია. ნაწარმოები ახალგაზრდა ქალის, ქეთევან ახატნელის ტრაგიკულ ცხოვრებაზე მოგვითხრობს. ის წარმომავლობით თავად-აზნაურთა კლასიდან იყო, თუმცა იდეურად პროლეტარიატს ემხრობოდა. საბოლოოდ კი საკუთარი ადგილი ვერსად იპოვა. რომანი მოგვითხრობს იმ პერიოდში სხვადასხვა ღირებულების მქონდე ადამიანების ბედზე და საინტერესოა იმითაც, რომ მასში პერსონაჟებად ისეთი ისტორიული პიროვნებები არიან გამოყვანილი და მოხსენიებული, როგორიცაა ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ანტონ ფურცელაძე, ნიკო ნიკოლაძე და ახალგაზრდა სტალინი.

აღსანიშნავია, რომ რომანის მიხედვით ნიკოლოზ სამანიშვილმა 1957 წელს ამავე სახელწოდების ფილმი გადაიღო. მთავარ როლებს ლია ელიავა და იაკობ ტრიპოლსკი ასრულებენ.

მიხეილ ჯავახიშვილის „ქალის ტვირთი“ წარმოჩენილია ისეთი საკითხები, როგორიცაა ქალის როლი პოლიტიკაში, რისკი, რომლის გაწევაც მას შეუძლია და გადაწყვეტილებები, რომელიც შეიძლება სიყვარულის გამო მიიღოს.

მწერლის რომანები პერიოდულად ხელახლა გამოიცემა და ახალი თაობებისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი ხდება. ამასთან, ჯავახიშვილის ნაწარმოებები ნებისმიერი ბიბლიოთეკის მნიშვნელოვანი ნაწილია. მისი რომანები და მოთხრობები გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ პროექტის ფარგლებში - „XXI საუკუნის ოჯახს ახალი ბიბლიოთეკა სჭირდება“, კიდევ ერთხელ გამოსცა. სერიის ფარგლებში უკვე ხელმისაწვდომია „კვაჭი კვაჭანტირაძე“, „არსენა მარაბდელი“, „ჯაყოს ხიზნები“ და „გივი შადური“ , მოთხრობები და წერილები, „თეთრი საყელო“ და ახლა უკვე „ქალის ტვირთი“, რომელიც გამოსვლიდან ერთი კვირის სპეციალური ფასით, 14 ლარი იქნება ხელმისაწვდომი. წიგნის შეძენა შეგიძლიათ „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში ან პრესის გამავრცელებელ ჯიხურებში. ასევე, შესაძლებლობა გაქვთ, გახდეთ სერიის გამომწერი, ამისთვის დაგვიკავშირდით 0322470045 ან ეწვიეთ „პალიტრა L-ის“ ვებგვერდს.

R