სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ათას პარტიაზე რომ გადახტნენ ვიღაცები და ახლა რაღაცებს ლაპარაკობენ, ამ ხალხს ვურჩევ, ცოტა გონებას მოუხმოს" - მამუკა მდინარაძე
"ათას პარტიაზე რომ გადახტნენ ვიღაცები და ახლა რაღაცებს ლაპარაკობენ, ამ ხალხს ვურჩევ, ცოტა გონებას მოუხმოს" - მამუკა მდინარაძე

ათას პარ­ტი­ა­ზე რომ გა­დახ­ტნენ ვი­ღა­ცე­ბი და ახლა რა­ღა­ცებს ლა­პა­რა­კო­ბენ, ამ ხალ­ხს ვურ­ჩევ, ცოტა გო­ნე­ბას მო­უხ­მოს და მათ შო­რის, გუ­შინ­დე­ლი დღე გა­იხ­სე­ნოს სა­კუ­თა­რი ბი­ოგ­რა­ფი­ი­დან, - ამის შე­სა­ხებ ფრაქ­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ, მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ, პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, იმ დროს, რო­დე­საც ქვე­ყა­ნა ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის კან­დი­და­ტის სტა­ტუსს ელო­დე­ბა, ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლო­ბენ, ისე­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ, რაც სა­ქარ­თვე­ლოს სტა­ტუ­სის მი­ღე­ბა­ში ხელს შე­უშ­ლის.

"მარ­თლა რომ იყოს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა და ნი­შა­ნი იმი­სა, რომ ობი­ექ­ტუ­რად და­ე­დო ვი­ღა­ცას სან­ქცია, ამ შემ­თხვე­ვა­ში კი სა­ვი­ზო შე­ზღუდ­ვა, რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბის პრო­ცეს­ში ამა­ზე უნდა ჩუმ­დე­ბო­დეთ, რომ სა­ხელ­მწი­ფოს არ მი­ად­გეს ზი­ა­ნი კან­დი­და­ტის სტა­ტუს­თან და­კავ­ში­რე­ბით. თქვენ, ამ დროს მავ­ნებ­ლობთ მა­ინ­ცდა­მა­ინც და ამ დროს გინ­დათ ისე­თი რა­ღა­ცის გა­კე­თე­ბა, რა­შიც შემ­დეგ, შე­იძ­ლე­ბა თე­ო­რი­ა­ში, თქვენს ოც­ნე­ბებ­ში გა­მო­ძერ­წოთ ის პრობ­ლე­მა, რო­მე­ლიც ხელს შე­უშ­ლის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ღე­ბას. აი ამ დო­ნის მავ­ნებ­ლე­ბი ბრძან­დე­ბით "ნაც­მოძ­რა­ო­ბის“ მთე­ლი კლას­ტე­რი და ეს არის სი­მარ­თლე, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან გტკი­ვათ და ძა­ლი­ან გწყინთ. აღარ გა­ვაგ­რძე­ლებ, აქ რა­ღაც ეპი­თე­ტე­ბით რას კად­რუ­ლობს ზო­გი­ერ­თი თქვენ­გა­ნი. კა­ცო­ბა უნდა გა­აჩ­ნდეს ჯერ და მერე იკად­როს და არც კა­ცო­ბა გა­აჩ­ნია, ათას პარ­ტი­ა­ზე რომ გა­დახ­ტნენ ვი­ღაც-ვი­ღა­ცე­ბი და ახლა რა­ღა­ცებს ლა­პა­რა­კო­ბენ, ამ ხალ­ხს ვურ­ჩევ, ცოტა მო­უხ­მოს გო­ნე­ბას და მათ შო­რის, გუ­შინ­დე­ლი დღე გა­იხ­სე­ნოს სა­კუ­თა­რი ბი­ოგ­რა­ფი­ი­დან“, - გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
leqso
2

ბატონო მამუკა ,პატივსაცემი ადამიანი ხართ, მაგრამ თუ ესე გააგრძელებთ ცუდად დაამთავრებთ 

*
1

ასეთი საუბარი "ქართული ოცნების" მესვეურთა ნერვული ისტერიისა და თანდაყოლილი დაუსჯელობის სიმდრომის (რაც მინიმუმამდეა დასული) შედეგია. ხვდებიან, რომ განკითხვის ჟამი მალე დაჰკრავს. აუუუუუ, რამდენი "დანოსისა" და აღიარებითი ჩვენების მომსწრენი გავხდებიიიიით!...

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"ათას პარტიაზე რომ გადახტნენ ვიღაცები და ახლა რაღაცებს ლაპარაკობენ, ამ ხალხს ვურჩევ, ცოტა გონებას მოუხმოს" - მამუკა მდინარაძე

"ათას პარტიაზე რომ გადახტნენ ვიღაცები და ახლა რაღაცებს ლაპარაკობენ, ამ ხალხს ვურჩევ, ცოტა გონებას მოუხმოს" - მამუკა მდინარაძე

ათას პარტიაზე რომ გადახტნენ ვიღაცები და ახლა რაღაცებს ლაპარაკობენ, ამ ხალხს ვურჩევ, ცოტა გონებას მოუხმოს და მათ შორის, გუშინდელი დღე გაიხსენოს საკუთარი ბიოგრაფიიდან, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, იმ დროს, როდესაც ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ელოდება, ოპოზიციის წარმომადგენლები ყველანაირად ცდილობენ, ისეთი აქტივობები განახორციელონ, რაც საქართველოს სტატუსის მიღებაში ხელს შეუშლის.

"მართლა რომ იყოს მტკიცებულება და ნიშანი იმისა, რომ ობიექტურად დაედო ვიღაცას სანქცია, ამ შემთხვევაში კი სავიზო შეზღუდვა, რეკომენდაციების შესრულების პროცესში ამაზე უნდა ჩუმდებოდეთ, რომ სახელმწიფოს არ მიადგეს ზიანი კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. თქვენ, ამ დროს მავნებლობთ მაინცდამაინც და ამ დროს გინდათ ისეთი რაღაცის გაკეთება, რაშიც შემდეგ, შეიძლება თეორიაში, თქვენს ოცნებებში გამოძერწოთ ის პრობლემა, რომელიც ხელს შეუშლის კანდიდატის სტატუსის მიღებას. აი ამ დონის მავნებლები ბრძანდებით "ნაცმოძრაობის“ მთელი კლასტერი და ეს არის სიმართლე, რომელიც ძალიან გტკივათ და ძალიან გწყინთ. აღარ გავაგრძელებ, აქ რაღაც ეპითეტებით რას კადრულობს ზოგიერთი თქვენგანი. კაცობა უნდა გააჩნდეს ჯერ და მერე იკადროს და არც კაცობა გააჩნია, ათას პარტიაზე რომ გადახტნენ ვიღაც-ვიღაცები და ახლა რაღაცებს ლაპარაკობენ, ამ ხალხს ვურჩევ, ცოტა მოუხმოს გონებას და მათ შორის, გუშინდელი დღე გაიხსენოს საკუთარი ბიოგრაფიიდან“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.