ოკუპირებული აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია სამუშაო ვიზიტით მოსკოვში გაემგზავრა. ამის შესახებ მისი ე.წ. პრესსამსახური იუწყება.
მათივე ცნობით, დაგეგმილია ბჟანიას შეხვედრები რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, მთავრობასთან და რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოსთან.
შეხვედრების შესახებ დეტალები არ ვრცელდება.
ცნობისთვის, ბჟანია მოსკოვს თებერვალშიც ეწვია. გარდა ამისა, ის მინსკშიც იმყოფებოდა, სადაც ბელარუსის ლიდერს ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდა.
ეს მგონი ჩვენსკენაა და მართალიც რომ ვიყო, დღეს ეხლა გაცხადებულად ვერც სამაჩაბლოში და ვერც აფხაზეთში ამას ხომ ვერ იტყვის... ოღონდ რა თქმა უნდა რუსეთის გავლით, რუსეთის გარეშე ვერცერთი მხარე ვერ იმოქმედებს
,,ადამიანის მეგობარი( რომელია, თავად მიხვდით) ქალაქს მიდიოდა, რა მიჰქონდა, რა მოჰქონდაოოო."